ხალხო იქნებ ფსევდო კოდით ან რამე რჩევით დამეხმაროთ
მოკლედ, გვაქვს დისნეილენდი

შიგნით არის 3 არეა: ვონდერლენდი, ნევერლენდი და ფენტეზილენდი(ან უბრალოდ არეა1, არეა2, არეა3)
თითოეულ არეაში არის 2-2 ატრაქციონი (ატრ1, ატრ2)
ატრაქციონებს აქვს ხანგრძლივობა და რიგში დგომის ხანგრძლივობა(ridingTime და waitingTime)
---------------- waitingTime ridingTime (minutes)
area1attr1 5 5
area1attr2 10 15
area2attr1 5 20
area2attr2 10 10
area3attr1 15 5
area3attr2 5 10
(area1attr1 არის პირველი არეის ატრაქციონი #1 და ა. შ.)
არეა1-დან რომ წახვიდე არეა2-ში გჭირდება 3 წუთი, არეა1-დან არეა3-ში 4 წუთი, არეა2-დან არეა3-ში 5 წუთი
ანუ
----------- არეა1 არეა2 არეა3 (წუთებში)
არეა1 ----------------3--------4-------
არეა2------3-------------------5-------
არეა3------4---------5-----------------
ამოცანა გვეკითხება

იპოვეთ ყველაზე სწრაფი გზა(რა ატრაქციონი მერე რაზე დაჯდე) , რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დაჯდეთ ყველა ატრაქციონზე
ანუ!
უნდა გავითვალისწინოთ ატრაქციონის ხანგრძლივობა, რიგში დგომის ხანგრძლივობა და არეადან არეაში გადაადგილების დრო და გადავწყვიტოთ, რომელი ატრაქციონით დავიწყოთ, რომლით გავაგრძელოთ და რომლით დავამთავროთ, რომ რაც შეიძლება მალე მოვრჩეთ
ჩემი ლოგიკა: ატრაქციონი იყოს ობჯექტი, რომელსაც აქვს name, riding time, waiting time, distance to area1, distance to area2, distance to area3
და უნდა ვიპოვოთ რომელს აქვს მინიმალური riding time + waiting time და დავიწყოთ იქიდან,
შემდეგ ვიპოვოთ ვის აქვს მინიმალური riding time + waiting time + distance(აქ მანიძლში იგულისხმება გადაადგილების დრო არეადან არეაში და არა უშუალოდ მანძილი)
და აქ უკვე ვიჭედები :დ
კოდში ვერ ვსვამ და ვერც ლოგიკაა მგონი მთლად გამართული
ვეცადე გასაგებად ამეხსნა, მარა არ ვიცი რამდენად გამომივიდა, თუ ვინმე პატარა რჩევას მაინც გამოუშვებთ მადლობელი ვიქნები
პ.ს. რეალურად 7 არეა და 30 მდე ატრაქციონია, მარა აქ გავამარტივე
პ.პ.ს. ჯავასკრიპტში რატო ვაკეთებ არ მკიხოთ :დ