სინამდვილეში ეგრე არ არის. SQL არის სტანდარტული, პრიმიტიული დონის ენა, რომლითაც ხდება მონაცემთა ამოღება/განახლება/წაშლა და მარტივი დამუშავება.
მონაცემთა ბაზების სისტემები (ძირითადად) ასევე გთავაზობენ თავიანთ, განვითარებულ პროგრამირების ენებს.
კერძოდ:
Oracle Database -
PL/SQLMicrosoft SQL Server -
TransactSQLდა ასე შემდეგ. კონკრეტული ენა (კონკრეტული მომწოდებლისგან) არის საკმაოდ განსხვავებული სხვა, მსგავსი ენებისგან (კონკურენცია).
დასაწყისი უნდა იყოს უბრალო SQL ენა, რომლის მხარდაჭერა პრაქტიკულად იდენტურად არის რეალიზებული ყველა მონაცემთა ბაზის სისტემაში. ასევე MS Access, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ MS Access არ არის "ნამდვილი" მონაცემთა ბაზა, არამედ ფაილური ტიპის მონაცემთა დამუშავების სისტემაა. კერძოდ, Access ბაზის შემთხვევაში, არ არსებობს "დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზის მართვის" პროცესი, არამედ უბრალოდ სტრუქტურირებული ფაილი.
SQL თამამად შეგიძლია დაამუღამო Access-ში, თუმცა რამდენიმე რჩევას მოგცემდი. მონაცემთა ბაზებში, ვერ ისწავლი ვერაფერს საინტერესეოს თუ რამე კონკრეტული ამოცანა არ გაქვს. კონკრეტულ ამოცანას ასევე სჭირდება ინტერფეისი. ანუ, სადაც მომხმარებელი იმუშავებს. კერძოდ Access-სი გაძლევს საშუალებას ააწყო მონაცემებიც და ფორმებიც..
მაგალითად, ინტერფეისი იწერება .NET-ში, უკავშირდება ბაზას, და რამე მონაცემებს ინახავს/გამოაქვს და ა.შ.
ამის გარეშე, უბრალოდ "ბაზა" არაფერს გასწავლის. რა თქმა უნდა, ყველა DB-ს მოყვება თავისი "კლიენტის" ინტერფეისი, რომლითაც უკავშირდები "ბაზას" (როგორც წესი, ქსელურად), და ემუშავები მონაცემებს.
მაგალითად:
Microsoft SQL Server-ის კლიენტი არის
Management Studio (მომწოდებელი: Microsoft)
Oracle-ის კლიენტი არის
PL/SQL Developer (მომწოდებელი: Allrount Automation)
MySQL-ის კლიენტი არის
MySQL Workbench (მომწოდებელი: MySQL Community)
ანუ, როგორც ხედავ, სერიოზული მონაცემთა ბაზის სისტემა ყოველთვის შედგება სერვერისგან (DBMS) და კლიენტისგან (დეველოპმენტ ინსტრუმენტები, უშუალო ინტერფეისის კლიენტები, და აშ). ხშირ შემთხვევაში, პროგრამისტის ინსტრუმენტის (კლიენტის) მომწოდებელი არის სხვა კომპანია.
რაც შეეხება Microsoft Access.. ის არის პსეუდო-მონაცემთა ბაზა.
მოკლედ ასე

დიდი და საინტრესო თემაა. გისურვებ წარმატებებს.