XIX საუკუნის ფრანგ მხატვარს და დიდ ილუსტრატორს გუსტავ დორეს დაუხატავს ილ-ღაზი, სელჩუკი სულთნების სამსახურში მყოფი მთავარსარდალი. დორეს მიერ ასახულია ბრძოლის დასასრული სისხლიან ველზე 1119 წელს, როცა ანტიოქიელი ჯვაროსნები მუსულმანმა მთავარსარდალმა მწარედ დაამარცხა და ნახატზე იგი შეიწყალებს გოტიე კანცლერს, რომელმაც ამბავი თავისიანებთან უნდა მიიტანოს. ამ ბრძოლის შემდეგ ილ-ღაზმა დიდი პატივი და აღიარება მიიღო. ეს ის ილ-ღაზია, რომელიც ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ საქართველოში დიდგორის ველზე იომებს.