[LoD]-Bagraოკ, დავიწყეთ ნუმერაციულად მივყვეთ შენს ბოლო ნაშრომს, მომეწონა, იმიტომ რომ უკვე სერიოზული იყო, მაშ ასე:
1. აქ სადაო არაფერია, ვინაიდან ყველა საიმპერატორო თუ სამეფო გვარი ასეთ ხერხს მიმართავდა, მე როგორც მახსოვს თვით ბურბონებსაც აქვთ მსგავის მესიანისტური ლეგენდა იესო ქრისტესთან ნათესაობის შესახებ.
მაგრამ ქართულ სინამდვილეში ცოტა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. იცი, რომ ებრაელები საქართველოში ნაბუქოდონოსრის დროს გამოჩნდნენ ანუ ეს იყო პირველი განადგურება იერუსალიმის და სოლომონის ტაძრის დანგრევა. ებრაელთათვის საქართველო და ივერთა მხარე უცხო არ იყო და საკმაოდ სერიოზული პატივისცემით სარგებლობდნენ ქართველი ებრაელები მსოფლიო ებრაულ დიასპორაში. შვიდი ძმის ფილისტიმიდან საქართველოსკენ წამოსვლა სულაც არ არის უტოპია. სუმბატ დავითის ძის შრომა რომ ბაგრატიონთა გვარის იდეოლოგიის და ღვთაებრიობის დამტკიცებას ეძღვნება ეს ისედაც ცხადია, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ასე ხელაღებით მისი უარყოფა არ შეიძლება.
გონელი არახამია აღნიშნავს, რომ სუმბატი გარდა "მოქცევაჲ ქართლისაჲსა" ასევე სხვა ჩვენთვის უცნობი წყაროებითაც სარგებლობდა და გააჩნდა საკმარისი მასალა რომ ასე აკადემიურად ესაუბრა ფილისტიმიდან მოსულ შვიდ ძმაზე.
რატომ იგივე ბაღვაშებმა და აბულეთისძეებმა ვერ მოახერხეს მსგავის ლეგენდის შექმნა, ან თუნდაც აფხაზთა მეფეებმა, ან კახეთისა, თუმცა თუ სუმბატს დავეყრდნობით მაშინ გამოდის, რომ კახეთის მეფეებიც ბაგრატიონები იყვნენ ცალკე გამოყოფილი შტოთი.
2.
ა)VI საუკუნიდან გუარამ კურაპალატის გაერისთავებიდან აშოტ კურაპალატამდე დაახლოებით 3-4 საუკუნეა დრო და ეს არც თუ ისე მცირეა, როდესაც შენ ამბობ, რომ მცირე ხნით იყვნენ ქართლში.
ბ) რა მასალებით ამტკიცებ, რომ ქართლს ბაგრატიონთა ტაოში გადასვლის შემდეგ ქართლის დიდგვაროვნები აკონტროლებდნენ, მგონი უფრო არაბები იყვნენ ყველაფრის გამგებელნი თვით თბილისის ჩათვლით, რაც შეეხება კახეთს და ჰერეთს უკვე ვთქვი, რომ იქ სუმბატის მიხედვით ბაგრატიონთა სხვა შტო მეფობდა. აფხაზეთი საერთოდ ცალკე თემაა, ვინაიდან აფხაზეთი მაშინდელს საქართველოში მოიცავდა საკუთრივ იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, გურიას, სამეგრელოს და დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიას სოჭის და ნიკოფსიის ჩათვლით, თუმცაღა მათი ნათესაობა უდაო არაა ბაგრატიონებთან.
ბ) აშოტ კურაპალატმა ფული იშოვა მომეწონა, ალბათ X საუკუნის ბიზნესმენი იყო

, ბიზანტიის სამსახური ერთია და ბიზანტიის გამოყენება გაძლიერებისათვის მეორე, მიზეზი ერისთავების შთამომავლობა კი არა ქართლის დაბრუნება იყო, ვინაიდან ცენტრი ყოველთვის თბილისი და ქართლი იყო ქართული რეგიონებისათვის და სამეფო-სამთავროებისათვის, თუნდაც მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო. მიზეზი კი არა მიზანი იყო ქართლში დაბრუნება და თბილისში შესვლა, ბაგრატიონებმა მოახერხეს ის რაც ვერ შეძლო ვერც ერთ საუკუნეში სხვა დინასტიამ თუ ძალამ, მათ გააერთიანეს ყველა ქართული პროვინცია და პროქართული რეგიონები, მცნება საქართველო ფაქტიურად ბაგრატ III ბაგრატიონის გამეფების შემდეგ მკვიდრდება და სწორედ აქედან იწყება ათვლა საერთო ქართული სახელმწიფოსი - საქართველოსი, მანამდე იყო კახეთის, ქართლის, ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთის სამეფოები.
ის რასაც შენ წერ, რომ დიდგვაროვნები ვერ ურიგდებოდნებ ბაგრატიონებს ეს იყო მათი დაუმორჩილებლობა და ცალკე ყოფნის სურვილი, ისინი არ ემორჩილებოდნენ მეფეს და არა ბაგრატიონების ღვთიურ წარმომავლობას, მთიელების მორჯულება ძალიან ძნელი იყო, თუნდაც ქრისტიანობის ხმლით და ცეცხლით შეტანა მთაში რად ღირს, მათთვის ბაგრატიონთა წარმომავლობა სრულიად არ იყო საინტერესო, ისინი არასოდეს ემორჩილებოდნენ ქართლის მეფეებს თუ ერისთავებს და ეს ისტორიული მავნე ტრადიციუა ბოლოს დავითმა მოსპო თუმცა მცირე ხნით. ლიპარიტ ბაღვაშს და მათ მსგავსთ არასოდეს ჰქონიათ პრეტენზია საქართველოს, თუნდაც ქართლის სამეფო ტახტზე!
გ) სუმბატმა კი არ შექმნა ქრონიკა, სუმბატმა თავი მოუყარა ყველა წყაროს და ცნობას და მათ საფუძველზე შექმნა ბაგრატიონთა წარმომავლობის შესახებ იმხანად ყველაზე ღირებული დოკუმენტი, რომელიც არავის გაუპროტესტებია, ვინაიდან ისედაც ცნობილი იყო ბაგრატიონების წარმომავლობა, სუმბატმა მსგავსად ფარნაოზისა განავცო და ჩამოაყალიბა ქრონოლოგიურად ბაგრატიონთა წარმომავლობა, ისევე როგორც ფარნაოზმა განავრცო და საერთო ქართული გახადა ანბანი, რასაც ზოგიერთი ამბობს, რომ ქართული ანბანი ფარნაოზმა შექმნა.
დ) აქ უკვე შენივე პირით ამბობ, რომ ბაგრატიონს ბაგრატიონი დაუპირისპირეს, რა გახდა ბოლოს და ბოლოს ეს ბაგრატიონი, რა თუ ევროპაში, ბიზანტიაში, სპარსეთში იცვლებოდა დინასტიები საქართველო რა ტურების ქვეყანა იყო რომ ეს ერთი გვარი ვერ მოეცილებინათ თუ ერაყელი ჩლუნგები ვიყავით ყველაფერზე თავის დამკვრელები. ამაშია საქმე სწორედ, რომ კი ებრძოდნენ და ეურჩებოდნენ მეფეს, მაგრამ თვით ბაგრატიონთა ადგილზე დაჯდომა აზრადაც არ მოსდიოდათ, არა იმიტომ რომ პრეტენზია არ ჰქონდათ. რა ლიბარიტების დაუცხრონელი ომი ბაბუიდან შვილიშვილებზე გადავიდა და იმას აღარ დაუბარებდა ანდერძათ, რომ ბაგრატიონები თანასწორნი არიან ჩვენდა და მათი დამარცხება მხოლოდ ჩვენი გამეფებით იქნება შესაძლებელიო?! ვერ შეუბედეს ტახტზე და ისევ ბაგრატიონი დაუპირისპირეს.
3. აქ პირველ აბზაცში გეთანხმები, მე ნამდვილად ვერ ვიქნები 100%-იანი დამცველი მათი ბიბლიური წარმომავლობის, მაგრამ გარკვეული წყაროების გამო მეტად ვიცავ ამ ვერისას ვიდრე სპერიდან წარმომავლობას, ვინაიდან სპერი გარე პროვინცია იყო და არაფრით გამორჩეული ქართლისაგან თუ უფრო ნაკლები არა, ხოლო სპერიდან მოსულ პროვინციელებს ქართლის დიდგვაროვანნი თავზე არ დაისვამდნენ.
მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობა არ არსებობს, არიან ისტორიკოსები მათი დიდი ნაწილი მეცნიერი გახდა კომუნისტების დროს და მათ ღვთიურის მიმართ ცოტა მწყრალი წარმოდგენა აქვთ, სწორედ ამ კლიშეებზე გეუბნებოდი, რომ უკვე დროა მოვიცილოთ მეთქი, ვინაიდან ისტორიას გაახლება და ახლიდან ანალიზი სჭირდება, იგი ხომ ფეოდალური ეპოქის სიძულვილით იწერებოდა კომუნისტების კარნახით!
სომხებზე სერიოზულად ნუ ვისმჯელებთ.
This post has been edited by ივერიელი on 14 Jul 2004, 00:27