მეგონა ხოლმე რომ შედარებით ინტელექტუალი იყავი აქ მოწერალ ბიჭბუჭებთან, მაგრამ ძალიან მწარედ შევცდი!!!
ჯერ როგორ მოგიბრუნდა ენა და ქრისტეს, ღვთისმშობლის და შემდეგ თუნდაც ბაგრატიონების ხაზსა და გენეალოგიას უკანონო უწოდე, ხოლო ამის შემდეგ იხტიბარს არ იტეხ და ეს ურიას ცოლი და მისი უკანონო შვილები გაკერია პირზე. ბოლოს ისე გათავხედდი, რომ მარიამის და ქრისტეს შთამომავლობა სხვა ცოლოსაგან წარმომავლობად წარმოსახე და ახლა ამის დამტკიცება დაიწყე. წინა გვერდებზე ისეთი საშინელი ტყუილები გიწერია, და აქ ვინც ეს არ იცის ისე აჯერებ, რომ ფაქტიურად, არა მხოლოდ ქართული ებრაული ისტორიაც შეცვალე და მეტიც, ბიბლიაც ზედ მიაყოლე და სულ გადაასწორე!!! ეხლა მითხარი შენთან სერიოზული კამათი ღირს საერთოდ?! რატომ? აბა ჩახედე კარგად დაბლა და წაიკითხე რა წერია:
ძველი აღთქმის მეფეთა II -
"წიგნი მეორე სამოელისა, რომელი ჩუენ მიერ მეორე მეფეთაჲ იწოდების
11
1. და იყო, მერმესა მას წელსა გამოსლვასა მეფეთასა წარავლინა დავით იოაბ და ყოველი ერი ისრაჱლისაჲ; და მოსრნა ყოველნი ძენი ამონისნი და გარემოადგა და მოიცვა ქალაქი იგი ჰრაბათისაჲ. და დავით დამკჳდრებულ იყო იერუსალჱმს.
2. და დღესა ერთსა მიმწუხრი გამოვიდა დავით სასუენებლით თჳსით და იქცეოდა ერდოსა ზედა ტაძრისა სამეფოსასა. და იხილა, მიერ ერდოჲთ დედაკაცი ერთი იბანებოდა რა სამოთხესა შინა თჳსსა, და იყო დედაკაცი იგი ქმნულკეთილ ფრიად.
3. და მოყვანებად-სცა დედაკაცი იგი და სახელი ერქვა ბერსაბეე, ასული იყო ელეაჲსი, ცოლი ურია ქეტელისა.
4. და მიავლინნა დავით და მოიყვანა დედაკაცი, და შევიდა მის თანა და დაისუენა. და იგი ოდენ დაბანილ იყო წესისაგან თჳსისა.
5. და წარვიდა მისგან მიდგომილი სახიდ თჳსად და მოუმცნო დავითს, ვითარმედ: უწყოდე, რამეთუ მიდგომილ ვარ შენგან!
6. და მიავლინნა დავით იოაბისსა და მიუმცნო, ვითარმედ: ადრე მომივლინე ურია ქეტელი! და იოაბ წარმოავლინა მსწრაფლ ურია დავითისსა. მოვიდა ურია და შევიდა დავითისსა.
7. და იწყო კითხვად დავით ურიასსა და ჰრქუა: ცოცხლებით არსა იოაბ და ცოცხლებით არსა ერი იგი? მიუგო მან: ცოცხლებით!
8. და ჰრქუა დავით: წარვედ სახედ შენდა, დაიბანენ ფერჴნი შენნი და განისუენე! და განვიდა ურია პირისაგან მეფისა, გარნა გამოსცა ნიჭი მეფემან,
9. სახიდ თჳსად არა წარვიდა, არამედ ბჭეთა სამეფოსა ტაძრისათა მონათა თანა უფლისა თჳსისა განისუენა.
10. მიუთხრეს დავითს, რამეთუ არა წარვიდა ურია სახიდ თჳსა. და მიუგო დავით ურიასა: არა გზით მოსრულ ხარა შენ, რად არა შეხვედ სახიდ შენდა?
11. მიუგო ურიამ და ჰრქუა: კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და ყოველი ერი ისრაჱლი და იუდასი დგანან გარე კარავთა. და იოაბ, უფალი იგი ჩემი, დგას წინაშე განწყობილსა და მე ვითარ შევიდე სახიდ ჩემდა ჭამად და სმად და განცხრომად ცოლისა ჩემისა თანა? მზესა შენსა ვფუცავ და სიყუარულსა თავისა შენისასა, რამეთუ არა ვყო საქმე ეგე!
12. და ჰრქუა დავით ურიას: დადეგ დღესა აქა და ხვალე წარგავლინო შენ. და დადგა ურია დღესა მას იერუსალჱმსა.
13. და ხვალისაგან შეუწოდა დავით ურიასა და პურის ირთო, ჭამა და სვა წინაშე მეფისა, იხარებდა და დაითრო. ვითარცა დამწუხრდა, მივიდა ბჭეთა მის ტაძრისათა მსახურთა თანა უფლისა თჳსისათა, სახედ მისა არა მივიდა.
14. და განთენა, დაწერა წიგნი მეფემან და მიუძღუანა იგი იოაბს ჴელითა ურიასათა.
15. და წიგნი იგი მიწერა ესრეთ, ვითარმედ: მიჰმარჯვე ურია მას ძნელსა და თქუენ მეყსეულად ფერჴი დაიპყართ, რათა მოკლან იგი.
16. და იყო, რაჟამს გარემოადგა იოაბ ქალაქსა მას, მიავლინა ურია იოაბ ადგილსა ძნელსა, სადა-იგი ახოვანნი მის ქალაქისანი დგეს.
17. და მოუჴდეს კაცნი იგი მის ქალაქისანი და ბრძოლა-უყვეს იოაბს. და დაეცა ერი მრავალი შერევასა მას სიტყჳთა დავითისითა და მოკლეს ურია ქეტელი.
18. მას ჟამსა წარავლინნა იოაბ მოციქულნი, რათა უთხრან დავითს ყოველივე საქმე ბრძოლისა.
19. და ჰრქუა იოაბ მოციქულთა მათ: რაჟამს უთხრათ საქმე ესე ბრძოლისა მეფესა, პირველად ესე თქჳთ-სიფიცხლე ბრძოლისა ამისა.
20. და უკუეთუ განრისხდეს მეფე მოსრვისა ერისათჳს და გრქვას შენ: რასათჳს ეგოდენ შეეჴლენით ზღუდესა მის ქალაქისასა? თქუენ არა იცოდეთა, ვითარმედ ზეგარდამო უსაზომო მოსრვა შეემთხუევის ერსა მას?
21. ვინ მოკლა აბიმელექ, ძე იერობოელისი, ძისა ნერისი? არა დედაკაცმან ერთმან გარდამოსტყორცნა ფქვილისა საფქველისა ნატეხი და მიამთხჳა და მოკლა იგი თამიშს? და აწ თქუენ რად ეგოდენ შეუჴედით ზღუდესა მას? ოდეს ამასა იტყოდის, თქუენ ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მონა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა!
22. და მოვიდა მოციქული იგი იოაბისა იერუსალჱმდ მეფესა თანა და უთხრა ესე ყოველი დავითს - იობისმიერი ბრძანებული და ყოველი საქმე ბრძოლისა.
23. მიუგო მოციქულმან მან, ჰრქუა დავითს: განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა ჩუენ ზედა, რამეთუ გუნდი ერთი ძლიერი გამოგჳჴდა ჩვენ ველად და ჩუენ მუნით მეოტად წარვიქციენით და შევყარენით იგინი ბრჭეთა მის ქალაქისათა.
24. და განამრავლეს ისარნი მათნი ზღუდით გარდამო მონათა ზედა მეფისათა და მოსწყჳტეს მუნ მონანი შენნი და მონაცა შენი, ურია ქეტელი, მოიკლა.
25. მიუგო დავით მოციქულსა მას და ჰრქუა: ესრეთ უთხარ იოაბს, ვითარმედ: ნუ უმძიმეს-გიჩნს საქმე ეგე, რომელი იქმნა, რამეთუ ღუაწლი ბრძოლისა სადმე ესრეთ არიან და სადმე-ეგრეთ. აწ შენ განაძლიერე ღუაწლი ბრძოლისა ქალაქსა მაგას ზედა და დაარღჳე ეგე!
26. ვითარცა ესმა ესე ცოლსა ურიასსა, ვითარმედ მოკუდა ქმარი მისი, ტყებად იწყო და იგლოვდა ქმარსა თჳსსა.
27. და ვითარცა წარჴდეს დღენი გლოვისა მისისანი, მიავლინა დავით და მოიყვანეს სახიდ დავითისა. და იყო იგი მისა ცოლად და უშვა მას ძე. და არა სათნო-უჩნდა უფალსა საქმე იგი დავითისი.
12
1. და მოავლინა უფალმან ნათან წინაწარმეტყუელი დავითისა და ჰრქვა მას: საშჯელსა ერთსა გკითხავ შენ. მითხარ მე: ორნი კაცნი იყუნეს ქალაქსა შინა. ერთი იგი მდიდარი იყო და ერთი გლახაკი.
2. და მდიდრისა მის იყო არვე მროწეული ფრიად.
3. ხოლო გლახაკისა მის არა, გარნა ერთი ტარიგი მცირე, გაეზარდა იგი შვილთა თჳსთა თანა, რომელი ტაბლისა მისისაგან ჭამდა და სასმელისა მისისაგან სუმიდა და უბესა და მკერდსა მისსა ზედა განისუენებდა. და იყო იგი მისა, ვითარცა ასული.
4. დღესა ერთსა მდიდარსა მას მოუვიდა სტუმარი და არვისა მისისაგან დიდისა არა მოუმზადა სერი, არამედ მოუღო ტარიგი გლახაკსა მას და დაუკლა სტუმარსა მას თჳსსა და ზვარაკისა უფალი იგი მოკლა.
5. ვითარცა ესმა ესე დავითს, განრისხნა ფრიად და ჰრქუა ნათანს: ცხოველ არს უფალი! სიკუდილისა თანამდებ არს კაცი იგი, რომელმან ესე საქმე ჰყო.
6. ტარიგი იგი შჳდ წილად ზღვად, რამეთუ ეგე საქმე ქმნა და არა შეიწყალა იგი!
7. მიუგო ნათან დავითსა და ჰრქუა: შენ, თავადი ხარ, რომელმან ჰყავ ეგე! აწ ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: მე გცხე შენ მეფედ ყოვლისა ისრაჱლისა ზედა, გიჴსენ შენ ჴელისა საულისათა,
8. და მიგეც შენ მონაგები უფლისა შენისა და მოგცენ ცოლნი მისნი უბეთა შენთა, და ყოველნივე სახლნი ისრაჱლისა და იუდასი. და თუ ვეღარა-კმა გეყოფოდა, შე-მცა-გძინე სხუაცა!
9. აწ რად შეურაცხ-ყავ შენ ბრძანებაჲ იგი უფლისა შენისა და ჰქმენ საქმე ესე ბოროტი წინაშე მისსა? ურია ქეტელი მოჰკალ მახჳლითა ძეთა ამონისთაჲთა და ცოლი მისი მოიყვანე ცოლად შენდა?
10. აწ ნუ განეშორებინ მახჳლი სახლსა შენსა უკუნისამდე ჟამთა ამისთჳს, რამეთუ შენ შეურაცხ-მყავ მე და მოიყვანე შენ ცოლი ურია ქეტელისა ცოლ-ყოფად შენდა!
11. ამას იტყჳს უფალი: აჰა, ესერა, სახლით შენით აღვადგინო ძჳრი შენ ზედა და ცოლნი შენნი წინაშე შენსა სხუასა მივსცნე მოყუასსა შენსა, დაისუენოს მათ თანა ცხადად!
12šen ეგრე ჰგონე, რამეთუ ფარულად ჰყავ. მე განცხადებულად ვყო წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა და წინაშე მზისა ამის!
13. მიუგო დავით ნათან წინაწარმეტყუელსა და ჰრქუა: ვცოდე წინაშე უფლისა! მიუგო ნათან: და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი, რათა არა მოჰკუდე.
14. ხოლო აწ, რამეთუ განარისხე უფალი, ღმერთი შენი, და განაღჳძენ მტერნი შენნი შენ ზედა საქმითა ამით, შვილი იგი, რომელ შობად არს მისგან, სიკუდილით მოკუედინ!
15. და ვითარცა წართქუნა ნათან სიტყუანი ესე, წარვიდა სახიდ თჳსად და დასცა უფალმან ყრმა იგი, რომელ უშვა ცოლმან ურიისამან დავითს, და დასნეულდა. ე
16. და ილოცვიდა დავით ღმრთისა მიმართ ყრმისა მისთჳს და იმარხჳდა მარხვასა და იდვა ქუეყანასა ზედა.
17. და შევიდეს მისსა მოხუცებულნი ერისანი და აიძულებდეს აღდგომად და ჭამად რასმე, და არა აღდგა მიწისაგან, არცა ჭამა და არცა სვა.
18. ხოლო მეშჳდისა დღისა შემდგომად მოკუდა ყრმა იგი. და ეშინოდა მონათა დავითისთა თხრობად სიკუდილი მისი და ზრახვიდეს, ვითარმედ: ვიდრე ცოცხალ იყო, არა გუერჩდა აღდგომად ქუეყანით, და აწ ვითარ ვიკადროთ თქუმად სიკუდილი ყრმისა მის? ნუუკუე შეჰრჩეს გულსა ბოროტი ჩუენთჳს!
19. და იხილა დავით, რამეთუ ჩურჩნდეს ურთიერთას და გულისხმა-ყო, ვითარმედ მოკუდა ყრმა იგი, და ჰრქუა მათ დავით: მოკუდა ყრმაჲ იგი? და მათ ჰრქუეს: მოკუდა!
20. და აღდგა დავით ქუეყანისაგან და იცხო და შეიმკო, და შევიდა ტაძარსა მას ღმრთისასა და თაყუანი-სცა უფალსა და შევიდა სახლად თჳსსა და დაჯდა, ჭამა და სუა და იხარებდა.
21. და ჰრქუეს დავითს: რაჲ არს ესე, რომელ შენ ჰყავ? რამეთუ ვიდრე იყო ყრმაჲ იგი, იმარხევდ, იღჳძებდ და სტიროდე და ვითარცა მოკუდა, აღსდეგ და განმხიარულდი და სჭამე და ჰსუ?
22. მიუგო დავით: ვიდრე ცოცხალ იყო, ვწუხდი, რათამცა წყალობა ეყო ღმერთსა და ეცხოვნა ყრმაჲ იგი.
23. ხოლო აწ რაჲ მოკუდა, აქა არღარა მოიწიოს, არამედ მე მისა მისლვად ვარ, და რაჲსაღა ვწუხ?
24. და მოუწოდა დავით ბერსაბეს, ცოლსა თჳსსა, და ნუგეშინი-სცა მას, და შევიდა მისსა. და მიუდგა და უშვა ძე. და უწოდა სახელი მისი სოლომონ. და შეიყუარა იგი უფალმან.
25. და მიავლინნა მისსა ნათან წინაწარმეტყუელი და უწოდა მას სახელი იედედი, რომელ არს "საყუარელ უფლისა".წყარო:
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/2mep11-15.htmგამუქებული განსაკუთრებულად ნახე, თუმცა მთლიანად წაკითხვაც არ იქნებოდა შენთვის ურიგო. აშკარად გჭირდება, რათა შემდგომში სერიოზული ტყუილები და მკრეხელობა არ დააბრეხვო ხოლმე.
დავითს ცოლები ბევრი ჰყავდა, ისევე როგორ ხარჭები, ხოლო ურიას ცოლთან როდესაც უკანონოდ იმრუშა, ის შვილი დაეღუპა, არ აპატია უფალმა. ამის შემდგომ მოიყვანა დავითმა ბერსაბე ცოლად და სწორედ მაშინ გაჩნდა სოლომონი, მეფე ისრაელისა, რომელმაც აუშენა ებრაელებს პირველი ტაძარი და დასაბამი დაუდო ძლევამოსილი ისრაელის სახელმწიფოს აღორძინებას. ბაგრატიონები სწორედ დავითიან-სოლომონიანები არიან, ისევე როგორც ღვთისმშობელი და შესაბამისად იესო ქრისტეც. ამიტომ სანამ ასეთ დურაკობას მეორედ დაწერ და თავს გაიმასხარავებ, მანამდე ინტერნეტში მაინც მოიძიე ხოლმე. სხვა დროისთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება. ეხლა აქედან დამეკარგე.
Al Fayed