იხილეთ ამონარიდები ქართლის ცხოვრებიდან, იქნება გენიშნოთ

"და მოგზავნა სულტანმან
სარანგი ალხაზი, და მისითა შუა-მდგომლობითა და სიტყჳთა სულტანისათა დაეზავა ბაგრატ* და განუტევა ფადლონ, და გაგზავნა საჴელმწიფოსა თჳსსა განძას. და წარჰყვა
სარანგი თანა.
და მოართუნეს გაგით კლიტენი, და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი. შემდგომად ამისსა ფადლონმან გატეხნა ფიცნი და შუა-მდგომელობანი დიდისა სულტანისანი, და მოიპარა ქავაზინი და შემდგომად მისსა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხის-თავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა. და წარიხუნა აგარანი.
და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა, და წარუძღუანა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაოჴრა განძა, და აღიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და გაგზავნა თავის სამეფოდ... ” (მატიანე ქართლისა: მეორმოცდაცამეტე მეფე ქართლისა და აფხაზეთისა, ბაგრატ, ძე გიორგი მეფისა**, ბაგრატოანი)
”და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშჳლდესა, და წარუღო სამშჳლდე, და ტყუე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის-შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა, და დაიჭირა სამშჳლდე სულტანმან. და მუნ დგომასა მოარბია ქართლი, წაიღო ტყუე და ნატყუენავი ურიცხჳ, და შეიქცა გარე. და აიღო განძა, და დააგდო
სარანგი თავადად განძას და ბრძოლად ქუეყანისა ყოვლისა, ორმოცდარვა ათასითა კაცითა. შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა, და ვერ დაუდგნა, გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგი-ცა.
შემდგომად მცირედისა ხანი და შეკრბა
სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და განძისათა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანა-დგომითა, და მომართა გიორგი მეფესა***. შეკრბა გიორგი მეფეთ-მეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოთა და ქუემოთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და დაჰმართეს ერთმან-ერთსა. განაძლიერა ღმერთმან გიორგი მეფე; წარძღუანებითა პატიოსნისა ჯუარისათა მიუჴდა ზედა, ფარცხისს ქუემოთ, და იოტა ბანაკი
სარანგისი: გააქცია და ასწყჳდა იყო ჟამი მწუხრისა და სიღამემან დაარჩინა ნეშტი
სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად და მშჳდობით მეფეთ-მეფე გიორგი თავისა სამეფოსა...” (მატიანე ქართლისა: მეორმოცდათოთხმეტე მეფე ქართლისა და აფხაზეთისა გიორგი, ძე ბაგრატისი. ბაგრატოანი)
”ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა მოადგა სამშჳლდესა და წარიღო, და ივანე ძე ლიპარიტისი ტყუე ჰყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. ხოლო მას-ვე წელსა მოვიდა
სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; და მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნეს ფარცხისს, სძლიეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი, რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის.” (ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი)
შენიშვნები:
* ბაგრატ IV, დავით აღმაშენებლის ბაბუა
** გიორგი I, დავით აღმაშენებლის დიდი ბაბუა
*** გიორგი II, დავით აღმაშენებლის მამა