დნმ-ის კოდი არის ის გასაღები, რომელიც თითოეული
ადამიანის წარსულსაც დეტალურად ასახავს და თუ
მთლიანად არა, მისი მომავლის მნიშვნელოვან
ნაწილსაც განსაზღვრავს. იმის მიუხედავად, რომ
ეროვნებას აყალიბებს კულტურა, მენტალიტეტი,
ღირებულებათა სისტემა და ასე შემდეგ, ჩვენს დნმ-ს
შემონახული აქვს ინფორმაცია თვით იმ პირველი
არსების შესახებ, რომლის წყალობითაც ჩვენ აქ და ამ
დროს მოვევლინეთ ქვეყნიერებას. დღეს მსოფლიოში
აქტიურად მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები, რაც,
საბოლოოდ, არა მხოლოდ ბევრ კითხვას მოჰფენს
ნათელს, არამედ, შესაძლოა, მრავალი პოლიტიკურ-
ისტორიული დავებიც გადაჭრას. ამ კვლევებში
ქართველებიც იღებენ მონაწილეობას და უკვე
დადგენილია ის ძირითადი ჰაპლოჯგუფები, რომლებიც
ქართველებისთვისაა დამახასიათებელი. რა გენეტიკურ
კოდს ინახავს ჩვენი ორგანიზმი, ვისი შთამომავლები
ვართ, რა კვალი დატოვა ჩვენს დნმ-ზე უამრავმა
დამპყრობმა, როგორ შეერწყა ერთმანეთს მრავალი
ტომი ერთ ქართველ ეთნოსად? ამ შეკითხვებზე
პასუხების მიღებაში ამერიკული Family tree DNA
პროექტის ქართული გენეტიკური პროექტის
თანაადმინისტრატორი კახი სახლთუხუცესი
დაგვეხმარება.
– როდის დაიწყო და რა მიზანს ემსახურებოდა ეს
გენეტიკური კვლევები?
– კვლევები, დაახლოებით, 10-12 წლის წინათ დაიწყო
და თავდაპირველად, მხოლოდ მეცნიერული
საფუძველი ჰქონდა, რადგან თითოეული ადამიანის
ტესტირება ძალიან ძვირი ჯდებოდა, მაგრამ 2004
წლიდან დაიწყო ტესტების კომერციულად გაყიდვა.
თავადაც დავინტერესდი ამ საკითხით და 2005 წელს
პირადად შევუკვეთე ტესტი ჩემთვის, შემდეგ უკვე
დავუკავშირდი ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელებს,
დავაარსეთ კავკასიის და შემდეგ საქართველოს
პროექტი, რომელიც აერთიანებს ქართველ და
კავკასიელ ტესტირებულ ადამიანებს.
– ამ პროექტის მიზანი თავდაპირველად სამეცნიერო
იყოო. რა იყო ეს სამეცნიერო მიზანი, გაერკვიათ
დედამიწის მოსახლეობის წარმომავლობა?
– ასეთი კვლევები გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან
დაიწყო და ცდილობდნენ, დაედგინათ მსოფლიოს
სხვადასხვა პოპულაციის წარმომავლობა და მათი
ურთიერთკავშირი. თავიდან ძირითადად იკვლევდნენ
სისხლის ანალიზით. შემდეგ, როდესაც საშუალება
გაჩნდა დნმ-ის კვლევის, რადგან დნმ-ის მეშვეობით
უფრო ადვილი და ინფორმაციულია შთამომავლობის
ხეების წარმოქმნის ნახვა, დაიწყო მუშაობა დნმ-ზე.
დნმ-ის ანალიზით გვაქვს საშუალება, გავიგოთ
ადამიანის წარმომავლობა მოყოლებული ათეულ
ათასობით წლის წინათ ჩვენს დრომდე. იკვლევენ Y
ქრომოსომას, რომელიც მამიდან ვაჟიშვილს
უცვლელად გადაეცემა და მოჰყვება ათასწლეულების
განმავლობაში.
– ქალების დნმ-ის ანალიზი რა ინფორმაციას
გვაძლევს?
– არსებობს მიტოქონდრიული დნმ, რომელსაც დედა
გადასცემს როგორც ქალიშვილს, ისე ვაჟიშვილს,
მაგრამ ვაჟიშვილი შემდეგ თავის შვილებს ვეღარ
გადასცემს, ქალიშვილი კი აგრძელებს. არსებობს
ქალის ხაზებზე შედგენილი გენეალოგიური ხეებიც,
მაგრამ მისი დინამიკა ცოტა სხვანაირია და ამიტომ
წარმომავლობის გათვალისწინებისთვის ჯერჯერობით
ნაკლებად გამოიყენება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ
მამიდან შვილზე გვარებიც გადადის და ამიტომ
გენეალოგიური თვალსაზრისით უფრო ადვილია Y
ქრომოსომის გამოკვლევა, რადგან ევროპაში გვარები
უკვე რვაასი წელია არსებობს, ჩვენთანაც ასეა და ამ
შედეგების ისტორიული წყაროებით დამოწმებაც
შეიძლება. ქალები გვარს იცვლიან, თავიანთ შვილებს
არ გადასცემენ და ამ მხრივ ძნელია მათი მონაცემის
გამოყენება. სხვათა შორის, ქალის მიტოქონდრიული
ქრომოსომის გამოკვლევა უფრო ძვირიც ჯდება.
როდესაც კვლევა გაიაფდება და შედარებით
ხელმისაწვდომი გახდება, მაშინ უფრო გამოიყენებენ,
ალბათ.
– არ მომეწონა, ცოტა დაჩაგრულები ვყოფილვართ
ქალები და ჩვენი ქრომოსომები. მაგალითად,
ებრაელებთან ეროვნება გადადის ქალის ხაზით. იქ რას
იკვლევენ, მაინც მამაკაცის Y ქრომოსომას?
– ყველაზე კარგად ებრაელი ეთნოსია გამოკვლეული,
უზარმაზარი დიასპორა ჰყავთ, დაინტერესებაც დიდია,
მეცნიერულადაც იკვლევენ და პირადადაც. მათში
აღმოჩნდა საინტერესო მონაცემი, რომ აშქენაზები 4
ქალის შთამომავლები არიან, რომლებიც, დაახლოებით,
2 000 წლის წინათ ცხოვრობდნენ. ეს იმას არ ნიშნავს,
რომ მაშინ სხვა ებრაელი ქალები არ იყვნენ, უბრალოდ
ნიშნავს, რომ იმ 4 ქალის შთამომავალმა მოაღწია
დღემდე და დღევანდელი აშქენაზი ებრაელები არიან 4
ქალის შთამომავლები, რომლებიც 2 000 წლის შინათ
ცხოვრობდნენ.
– ქართველების შემთხვევაში, რადგან ჩვენ მამაკაცებს
ვიკვლევთ, ქალის კვალი ამიტომ არ ჩანს? თორემ
ქალის საწყისი საკმაოდ ძლიერია ჩვენს
მითოლოგიაში, ზღაპრებში, არქეტიპში.
– მეტნაკლებად მაინც გამოკვლეულია ქალები.
პირადად მე გამოვიკვლიე დედაჩემის ხაზი და,
დაახლოებით, 20-მდე სხვა ქართველმაც. ირკვევა, რომ
ჩვენი დედების ხაზი მომდინარეობს ანატოლია-
კავკასიიდან. ასევე, არის X ჰაპლოჯგუფი, რომელიც
გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ
ამოუცნობია, საიდან გავრცელდა. ის გამოკვლეულ ბევრ
ქართველ ქალსაც აღმოაჩნდა.
– დღევანდელი ქართველები ვისი შთამომავლები
ვართ? ვინ არის ის პირველი მამაკაცი თუ მამაკაცები,
რომელთა გენებმა დღევანდელობამდე მოაღწია?
– ქართველებს შორის, ძირითადად, გავრცელებულია
რამდენიმე ჰაპლოჯგუფი, ჰაპლოჯგუფი არის გენების
ერთობლიობა, რომლებიც პირობითადაა დაჯგუფებული
და ერთი კონკრეტული ადამიანიდან მოდის რამდენიმე
ათეული ათასობით წლების წინათ. ქართველებს შორის
გამოიკვეთა რამდენიმე დომინანტი ჰაპლოჯგუფი და
მათ შორის ყველაზე ძველს პირობითად ეწოდება J2a*,
რომელიც, დაახლოებით, 12 000 წლის წინანდელია და
როგორც ჩანს, ეს იყო პირველი მამაკაცი, რომელმაც
ანატოლიიდან მოაღწია კავკასიაში და პირველი
დამკვიდრდა აქ. ჯერჯერობით არ ვიცით, რა ენაზე
ლაპარაკობდნენ, ვინ იყვნენ. ამას გაარკვევს
არქეოლოგიური კვლევები. ამის შემდეგ მოდის R1b1a2
ჰაპლოჯგუფი, ასევე, გავრცელებულია G2a3b
ჰაპლოჯგუფი, G2a1a, J2*. ესენი არიან დომინანტი და
უძველესი ჰაპლოჯგუფები. როდესაც გენეალოგიურ ხეს
ადგენენ, ჩვენ ცალკე შტოზე ვხვდებით. ეს იმის
მიმანიშნებელია, რომ ყველა ეს ჰაპლოჯგუფი ძალიან
ადრე მოვიდა კავკასიაში და შემდგომ ქართველების
ეთნოგენეზში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ ვერ ვიტყვით,
რომ G2 არის პროტოქართველი, მაგრამ, რადგან
ცხოვრობდნენ კავკასიის ტერიტორიაზე მრავალი ათასი
წლის განმავლობაში, სწორედ მათ მიიღეს
მონაწილეობა ქართველების, როგორც ერის
ჩამოყალიბების პროცესში. ამას გარდა არის კიდევ
რამდენიმე მინორული ჰაპლოჯგუფი.
– მინორული?
– ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ ისტორიულ
დროში მოსული. მაგალითად, ჩემი ჰაპლოჯგუფი,
რომელიც, სავარაუდოდ, მესხებთან ერთად მოვიდა,
დაახლოებით, 2 800 წლის წინათ, იმიტომ რომ
ბალკანური წარმომავლობისაა, ასევე, არის L1b
ჰაპლოჯგუფი, გავრცელებული ლაზებში, რომელიც,
ასევე, გვხვდება მეგრელებსა და სვანებში. და გვაქვს
უნიკალური შემთხვევა, არის ჰაპლოჯგუფი, რომელიც
მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლებს აქვს. ეს
საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გვარია
– ბაგრატიონების ჰაპლოჯგუფი. ბაგრატიონები
შეადგენენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არქაულ
შტოს და მათი ნათესავი მსოფლიოში ჯერჯერობით
არავინ ჩანს.
– ბაგრატუნები არიან გამოკვლეულები?
– სამწუხაროდ, ისინი არ შემორჩენილან, ჩვენ გვაქვს
კავშირი სომეხ მეცნიერებთანაც, ვკითხეთ მათ ამის
შესახებ და დღეს ვინც იჩემებს სომეხ ბაგრატუნობას,
ის თვითმარქვიააო. ბაგრატუნების ხაზი მეთვრამეტე
საუკუნეში გაწყდა. ერთადერთი იმედი არის ნაშთების
გამოკვლევა. აპირებენ და იმედია, მომავალ წელს
მაინც იქნება შედეგი.
– და ბოლოს და ბოლოს, გადაიჭრება ეს დავა.
– აშკარაა, რომ ბაგრატიონები მოსულები არიან, არავინ
იცის, ძველი ებრაელები იყვნენ თუ ძველი
პართიელები.
– სეპარტისტი და ჩრდილო ოსებიც აქტიურობენ, რომ
ბაგრატიონები იყვნენ ოსები. თუმცა ისინი ლამის
მთელი საქართველოს მოსახლეობას მიიჩნევენ
ოსებად. რას ამბობს გენეტიკური კვლევა?
– ბაგრატიონების შემთხვევაში, დავით სოსლანიდან
მომდინარე ბაგრატიონებს არანაირი კავშირი არ აქვთ
ოსებთან. რამდენიმე ასეული ოსია გამოკვლეული,
მათი ყველა საგვარეულოდან, ყველა თემიდან და
ერთსაც კი არ აღმოაჩნდა ეს ჰაპლოჯგუფი. თუმცა
არათუ ოსებს, ჩეჩნებსა და ჩერქეზებს შორის,
ქართველებს შორისაც კი. ეს უნიკალური ჰაპლოჯგუფია.
– ბაგრატიონები გასაგებია, მაგრამ თუ არის
გენეტიკური სხვაობა თავადურ და გლეხურ გვარებს
შორის, მათ ერთი და იგივე ჰაპლოჯგუფები აქვთ თუ
განსხვავებული?
– თავადური გვარების გამოკვლევა უფრო
ინფორმაციულია, რადგან შესაძლებელია ისტორიულ
წყაროებთან შედარება. თუმცა განსხვავებული,
უნიკალური ჰაპლოჯგუფი არ იკვეთება თავადურ
საგვარეულო შტოებში.
– ესე იგი, ცისფესისხლიანები მხოლოდ ბაგრატიონები
გამოდიან. სომხების, აზერბაიჯანელების, ჩრდილო
კავკასიელების დომინანტი ჰაპლოჯგუფები სადაურია?
– კავკასიაში ყველაზე კარგად შესწავლილები არიან
სომხები, იმიტომ რომ მათი პროექტი ძალიან
ძლიერია, დაფინანსებაც დიდი აქვთ და თავად
სომხეთშიც აქვთ ლაბორატორია, სადაც უკვე 3 000-მდე
ადამიანი გამოიკვლიეს. დასტურდება, რომ მათ შორის
არის ხალხი, რაც ისტორიული წყაროებითაც ცნობილია,
რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიაში და, ასევე, არის
ხალხი, რომლებიც მოვიდნენ შედარებით გვიან და
რომლებმაც, სავარაუდოდ, მოიტანეს სომხური ენა.
სომხებს შორის არიან ურარტუელების შთამომავლებიც
და არმენების შთამომავლებიც, რომლებიც,
სავარაუდოდ, ბალკანეთიდან მოვიდნენ. რაც შეეხება
ჩეჩნებსა და ინგუშებს: ისინიც ძალიან დიდი
ინტერესით იკვლევენ თავიანთ წარმომავლობას ყველა
თავიანთი თემის მიხედვით და საინტერესო
მონაცემებიცაა: არის კავშირები იმ ჯგუფებთან,
რომლებიც ნამდვილად კავკასიურია – ხევსურებთან,
ფშაველებთან და ზოგადად ქართველებთან; ასევე, მათ
შორის არის ჯგუფები, რომლებიც, სავარაუდოდ,
პაკისტანიდან, ირანიდან მოვიდნენ ათასი წლის წინათ.
ჩერქეზები და აფხაზები შედარებით ნაკლებად არიან
გამოკვლეულები. თუმცა ჩვენ გამოვიკვლიეთ
ანჩაბაძეები და ისინი ადიღური წარმომავლობის
აღმოჩნდნენ; რაც შეეხება ჩაჩბებს, ანუ შერვაშიძეებს,
სავარაუდოდ, დასტურდება ისტორიული გადმოცემა
მათი სპარსული წარმომავლობის შესახებ.
აზერბაიჯანელები ნაკლებად არიან გამოკვლეულები.
ვინც ჩაიტარა კვლევა, მათ შორის არიან კავკასიური
წარმოშობისაც და თურქმენულისაც, რომლებიც,
სავარაუდოდ, შუა აზიიდან მოვიდნენ. თურქები საკმაოდ
კარგად არიან გამოკვლეულები. მათი ძირითადი
მოსახლეობა ანატოლიიდანაა და 10-15 პროცენტი
არიან ისინი, რომლებიც ოსმალებთან ერთად
მოვიდნენ შუა აზიიდან 1 000-1 500 წლის წინათ.
– რუსები საიდან მოვიდნენ?
– რუსების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც ფინო-
უნგრული ხალხის შთამომავალი გამოვიდა გენეტიკური
თვალსაზრისითაც. არის ზოგად სლავური ნაწილი ფინო-
უნგრული, რუსების ეთნოგენეზი მოხდა მოსული
სლავებისა და ადგილობრივი ფინო-უნგრელების
შერწყმით, რასაც ეს კვლევები ადასტურებს. ისიც
დადასტურდა, რომ ურიურიკები მართლაც
სკანდინავიელები იყვნენ. საქართველოში უნიკალური
შემთხვევაა გირგვილიანების გვარი, ჯდება
ანგლოსაქსურ ქვეჯგუფში. თუმცა არავინ იცის, როგორ
მოხვდა და როდის.
– ჩვენ ვისთან გვაქვს ყველაზე ახლო გენეტიკური
კავშირი?
– აფხაზებთან. ფაქტობრივად, იდენტურები ვართ
ავტოსომური დნმ-ის ხაზით, მამაკაცების
ქრომოსომებითაც იდენტურები ვართ, მაგრამ
აფხაზების ადიღებთან კავშირი იმის მიმანიშნებელია,
რომ მათი ნაწილი მოვიდა ჩრდილოეთიდან და
დღევანდელი აფხაზები არიან მცირეოდენი მოსული
ხალხისა და ადგილობრივი მოსახლეობის შერევის
შედეგად. რომ აიღოთ ბრმა ტესტი, ვერ მიხვდებით,
ქართველია თუ აფხაზი.
– ჩვენ არაერთი დამპყრობელი გადავიტანეთ და ომი
გულისხმობდა გაუპატიურებებსაც. იკითხება ჩვენს დნმ-
ში არაბების, მონღოლების, სპარსელების, თურქების
კვალი?
– საოცარია, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს.
ცნობილია მონღოლების კვალი, ანუ მათი ჰაპლოჯგუფი,
რომელიც გვხვდება აზერბაიჯანელებში, მაგრამ
ქართველებში ერთიც არ არის, არც თურქების.
შესაძლოა, როგორც გადმოცემები ამბობს,
გაუპატიურების შემთხვევაში ქართველი ქალები თავს
იკლავდნენ ან თუ ამის შედეგად ბიჭი იბადებოდა,
თითქოს მასაც კლავდნენ. ასეა თუ ისე, კვალი არ ჩანს
წამლადაც კი. კვლევები გრძელდება და რაც მეტი
ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას, მით მეტ
ინფორმაციას მივიღებთ ჩვენი წარმომავლობის
შესახებ.
* * *
"ქართველი ხალხი არის შუმერულ-ქალდეური
წარმოშობის... უძველესი ცივილიზაციების, ურარტუსა
და ქალდების გენეტიკური მემკვიდრე"
"დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე
გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს"
"ჩეჩენ-ინგუშები და თუშ-ხევსურები, ასევე ჩერქეზები
და სვანები იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის
თვალსაზრისით, რომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა
ვართ"
ქართველთა დნმ-ის შესწავლა ერთ-ერთი ყველაზე
საინტერესო და რეზონანსული თემაა. საზოგადოებას
აინტერესებს რა შედეგამდე მივყავართ ამ კვლევას.
დნმ-ის კვლევა გვაძლევს უტყუარ ისტორიულ სურათს,
სად და რა ეპოქაში დაიწყო იმ ხალხის განვითარება,
ვისგანაც შემდეგ ქართველი ერი ჩამოყალიბდა... საქმე
ეხება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლის წინანდელ
ისტორიას.
გიორგი ანდრიაძე, კავკასიელი ხალხების
ეთნოგენეზისის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის
დირექტორი, მეცნიერებათა აკადემიის
ეთნოგენეტიკური კომისიის წევრი:
- ეთნოგენეტიკური კვლევა საშუალებას გვაძლევს
მაქსიმალური სიზუსტით დავადასტუროთ ჩვენი
განვითარების სქემა... შეიძლება ითქვას, რომ
პირველადი სურათი ნათელია: ქართველ ადამიანში
დომინანტურია J2 და G2 ჰაპლოჯგუფები. ისინი
თანაბარი პროპორციით არიან განაწილებული
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის
მოსახლეობაში. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად
აღიარებენ, რომ J2 და G2 ჰაპლოჯგუფების წარმოშობის
ადგილია ვანის ტბის მიდამოები და შუამდინარეთის
ზემო წელი, ასევე ზაგროსის მთების რეგიონი.
კვლევის შედეგები ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ
ქართველები არიან უძველესი ცივილიზაციების,
ურარტუსა და ქალდების გენეტიკური მემკვიდრეები,
რომლებიც უწინ ფართო არეალზე იყვნენ
განსახლებული. უცხო ტომებისგან შევიწროებულებმა
თავისი ქვეყნის ცენტრი თანდათან ჩრდილოეთისკენ
გადაიტანეს . ჩამოყალიბდა ქალდეა (ტრაპიზონის
რეგიონი), კოლხა, იბერია და მისი შემქმნელი ერთი
ჰაპლოჯგუფის მატარებელი ხალხი - ქალდები, ანუ
გვიანდელი კოლხები.
დავიწყეთ ვიწრო ჯგუფების კვლევაც... წოვა-თუშები
გამოვიკვლიეთ, რომლებიც ვაინახური ენის ერთ-ერთ
დიალექტზე ლაპარაკობენ, არიან მართლმადიდებელი
ქრისტიანები, ცხოვრობენ თუშეთში და ყველა საომარ
სიტუაციაში ქართველების გვერდით იდგნენ. დნმ-ის
მონაცემები ცხადყოფს, რომ ისინი არიან J2 ჯგუფის
წარმომადგენლები.
ფერეიდნელი ქართველების 90% წარმოადგენს
ქართველთა ჯგუფისთვის დამახასიათებელ J2 ა
ჰაპლოჯგუფს.
ვაგრძელებთ ლაზების კვლევას. მათი გენეტიკური
ჯგუფიც აბსოლუტურად ქართულია...
გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი
არის შუმერულ-ქალდეური წარმოშობის. ურარტუ
მართლაც უძველესი წინარექართული
სახელმწიფოა. წინარექართული რასა არა მხოლოდ აქ
დაიბადა, სადაც ახლა ვცხოვრობთ, არამედ
კავკასიონიდან გაცილებით სამხრეთით იყო განფენილი
და ე.წ. ნაყოფიერ შუამდინარეთს ემიჯნებოდა.
- ქართველების გარდა კიდევ ვინ არიან ამ
წინარერასიდან წარმოშობილი ერები?
- ქალდეის ურიდან არის დიდი მამამთავარი აბრაამი,
ე.ი. ძველი ებრაელები და შესაბამისად არაბებიც ამ
წინარერასიდან არიან. ქურთებიც წარმოშობილი არიან
ქალდეის ხალხისგან. აღარაფერს ვამბობ ჩრდილო
კავკასიის ხალხებზე, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ. ეს არის
ერთიანი იბერიულ-კავკასიური ოჯახი. ჩეჩენ-ინგუშები
და თუშ-ხევსურები, ასევე ჩერქეზები და სვანები
იმდენად ახლობელი არიან დნმ-ის თვალსაზრისით,
რომ უტყუარია - ჩვენ ერთი რასა ვართ.
აფხაზების 60% აბსოლუტურად ქართული (მეგრული)
წარმოშობისაა, დანარჩენი კი ჩვენი მონათესავე
აფსუა-ადიღელები არიან. არადა, აფხაზთა გონება
საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ სრულიად შეცვალა
და შეძლეს კიდეც თავისი საქმის აღსრულება...
კვლევის შედეგებმა ასევე წარმოაჩინა ქართველი ერის
ისტორიული ერთიანობის უფრო მყარი საფუძველი
- ვფიქრობ, დავა მეგრულ-სვანურის ენა-დიალექტობაზე
გადაწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.
- სქემებზე ჩანს მცირე გენეტიკური სიჭრელე
ქართველებშიც. ეს საიდან მოდის?
- ეს არის აბსოლუტურად ყველა ერში... შერეული
ქორწინებები ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა -
ამით ერის გენოფონდი მდიდრდება. ეს სიჭრელე
მომდინარეობს ისტორიული მოვლენებიდანაც,
თუმცა, მიუხედავად მონღოლებისა და სპარსელების თუ
სხვა დამპყრობლების მუდმივი თავდასხმებისა,
გენეტიკურ დონეზე საქართველოში მათ
მნიშვნელოვანი კვალი არ დაუტოვებიათ...
- ჩვენი მეზობელი ერების ეთნოგენეტიკური კვლევის
შედეგები როგორია?
- სომხები, ბერძნები და ირანელები ერთი
ინდოევროპული ჯგუფია. სომხეთში დარჩა მცირე ჯგუფი
ქალდეველებისა და ურარტუელებისა, რომლებიც
გასომხდნენ და ეს კვალი მათ გენოფონდში ნათლად
ჩანს. ძველი ალბანელების გენოტიპი ფიქსირდება
ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანელებში. თურქებში
საკუთარი შუააზიური გენოტიპი დღეს მხოლოდ 15
პროცენტს შეადგენს. დიდია მათში ქართული
გენოფონდის წილიც...
რამდენად ძველია ესა თუ ის ჰაპლოჯგუფი, მუტაციების
რაოდენობა განსაზღვრავს გენში. კვლევით
დადგენილია ჩვენი გენების სიძველით ზუსტი თარიღი -
5000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ზოგადად,
ეროვნების განმსაზღვრელი ანალიზი არ არსებობს და
ამა თუ იმ ერისადმი კუთვნილება
მსოფლმხედველობითი მომენტია და არა ბიოლოგიური
ფაქტორი. ამის ნათელი მაგალითია შუშანიკი, აბო
თბილელი, ევსტათი მცხეთელი, რომელთაც დიდი
ქართული საქმე გააკეთეს, როსტომ ხანი კი _ გენით
ბაგრატიონი, დიდი ლუარსაბ I-ის შვილიშვილი
ქართველთა მთავარ გადამგვარებლად და ყველაზე
დიდ ანტიქართველად მოგვევლინა.
(კვირის პალიტრა, ლელა ჯიყაშვილი)
* * *
ეტიკური წარმომავლობის შესახებ,
რომლებიც სიაში არ არის მოყვანილი, ჩვენ
ინფორმაცია არ გაგვაჩნია !!!
თქვენი ჰაპლოჯგუფის დასადგენად უნდა ჩაიტაროთ
ტესტირება. დეტალები საინფორმაციო მასალშია –
https://www.familytreedna.com/groups/georgia/about/background
ქართული გვარების ჰაპლოჯგუფები
აბაშიძე – G2a1a1
აბაშიძე (ბაცბი) - J2a1b
აბესაძე - G2a3b1
აბუსერიძე - G2a1a1a3
ავალიანი - G2a1a
ათაბაგი (ჯაყელი/ბაჰლაუნდი) - R1b1a2
აკობიძე - L1b
ალავერდაშვილი - J2a1b
ალანია - R1a1a
ანანიაშვილი - G2a3
ანდრიაძე - J2a Z6049
ანდრონიკაშვილი – J1c3d
ანდღულაძე - J2a Z6049
ანჩაბაძე – G2a3b1a1
არდოტელი - J1-Z1842
ასლამაზიშვილი - R2a*
აფციაური - J2a1b
ახვლედიანი – J2a Z6049
ბაბადიში - R1b1a2
ბაბლუანი - L1b*
ბაგრატიონი - Q1a3*
ბარათაშვილი - G2a3b
ბასილია - G2a1a1a
ბასლანძე - J2a*
ბატიაშვილი (დარუჯანაანები) - J2a Z6049
ბელქანია - R1a1a
ბერაძე - G2a1a1
ბექაური - R1a1a
ბიბილეიშვილი - J2a1b
ბიბილური - J1–Z1842
ბიჩინაშვილი - J2a Z6049
ბლიაძე - T1
ბოლქვაძე - R1b1a2a
ბუზალაძე – G2a3b1a1b2
ბუქურაული - G2a1a1a
გაგნიძე - J2a Z6049
გავაშელიშვილი - J1-YSC76
გალდავაძე - G2a
გალეგაშვილი - R2a*
გამცემლიძე - J2a1b*
გელაშვილი - R1b1a2
გელოვანი – G2a1a1a3
გვათუა – I2c*
გვალია - J2a Z6049
გვიჩიანი - G2a1a1
გიორგობიანი - G2a1a1
გირგვლიანი - G2a3b1a1b2
გოგიტიძე – J1-Z1842
გოგიტიძე (მუხაესტატე) - J2a1b
გოგიტიძე (გოგინაური/შუახევი) - R1b1a2
გოგლიძე - J2a1b
გოგოლაძე - R1b1a2
გოლეთიანი - J1
გუგუჩია - G2a1a1a
გულედანი - R1a1a
გულორდავა - G2a1a1a3
გურიელიძე - L1b
დადეშქელიანი - G2a1a1a6
დადიანი (ვარდანისძე) – G2a1a1a1
დავითაძე - G2a
დეისაძე - R1b1a2a1
დეკანოიძე - G2a3b
დვალი - G2a1a1a1b
დვალიშვილი - R1a1a1*
დიასამიძე - J1
დოლიძე - G2a1a1a
ელბაქიძე - G2a
ელიზბარაშვილი - G2a1a
ერისთავი (არაგვის) – G2a3b1a1b2
ერისთავი (გურიის/შერვაშიძე) - R1a1a
ერისთავი (ქსნის) – G2a3b1a1b2
ვარსიმაშვილი - G2a1a1
ვაჩნაძე – I2c*
ვაწაძე - G2a1a1c
ვეზდენი – J2a1*
ვეზირიშვილი – R1a1a
ვეშაგურიძე - J2a1b
ზვიადაური - J1-Z1842
ზურაბიანი - G2a1a1
ზურებიანი – G2a1a1a4
თავდგირიძე - R1b1a2
თაბაგარი - J2a1b
თამარაული/წიკლაური - R1a1a
თარხნიშვილი - G2a3a
თაქთაქიშვილი – E1b1b1b2a1a
თებაძე - J1-Z1828
თევზაძე – G2a3b1a1b2
თევზაძე - J2a1b
თვალჭრელიძე - G2
თორია - J2a1b
იაკობიძე - J2a Z6049
იდუკაშვილი (ჭინჭარაული) - I2c*
ინასარიძე - G2a1a1a1
იოსელიანი – G2a1a1a3
ირემაძე - L1b*
კაკაბაძე - G2
კალანდია - J2a Z6049
კალატოზიშვილი - G2a3b
კაპანაძე - I2c*
კარბაია - G2a3b1a1b2
კარბელაშვილი – G2a
კასრაძე - G2a3b
კევლიშვილი - G2a3b
კემულარია - G2a1a1a1
კერვალიშვილი - G2a3b1a1a
კვანტალიანი - G2a1a1a
კვანჭიანი (იდლიანი) - G2a1a1
კვარაცხელია - G2a
კვახაძე - G2a1a1a
კიკნაძე - R1a1a
კოპალიანი - J1
კოჭლამაზაშვილი - G2a1a1
კუდავა – L1b*
ლაცუზბაია - J2a1b
ლატარია - J2a1b
ლიპარტელიანი - J2a3h2a1
ლომაძე - G2a1a1
ლონგურაშვილი - R1b
მამალაძე - J2b2 (?)
მამისაშვილი - G2a2
მანველიძე - J2b1
მარგალიტაშვილი - J2a1b
მარგალიტაძე - J1
მაღალაშვილი - J2a3h2
მაღრაძე - G2a3b1a1b2
მაყაშვილი - G2a3b1a
მაჭავარიანი - G2a
მახარაძე – R1b1a2
მახალდიანი - G2a3b1a1b2
მელიქიშვილი (ლორის-მელიქიშვილი) - R1b1a2
მენაბდიშვილი – G2a2
მეტრეველი - G2a3b1a1b2
მთავრიშვილი - G2a1a1
მიქაბერიძე – J2a Z6049
მიქაძე – G2a1a1a3
მიქელაძე - J2a1b1
მუმლაძე - J2a1b
მუსხელიშვილი - G2a
მჭედლიშვილი - J2a1b
მხეიძე - J2a Z6049
ნავერიანი - G2
ნაკაიძე - J2a Z6049
ნაჭყებია - G2a1a1a
ნიკოლაიშვილი - G2a1a1a1a
ნიკოლაძე - I2c*
ოთარაშვილი - J2a1b
ონიანი - G2a1a1a1
ორბელი (ბაღვაში) - G2a*
ორბელიანი – J1-Z1842
ოშხერელი - G2a1a
პაპოშვილი - J2a1b
პატეიშვილი/პატიეშვილი - R1b1a2
პირველი - G2a1a1a
&n
bsp;
ჟვანია - G2a3b1a1a1
ჟორდანია - I2c*
რაინაული - J2a1b
რაფავა - J2a Z6049
რაჯებაშვილი - G2a3b
რობაქიძე - G2a3b
როდონაია -E1b1b1a1b
რუხაძე - G2a1a1a
საგინაშვილი – R1a1a
სადუნიშვილი - R1b1a2
სანაია - G2a1a1a
საღლიანი - G2a1a1a3
სახლთხუციშვილი – I2c*
სილაგაძე - I2b1
სირბილაძე – G2a3b1a1b2
სიჭინავა - G2a1a1a
სიხარულიძე - J1-Z1842
სოლომონია - J1
სუბელიანი - G2a
სუხიტაშვილი - G2a
ტაბიძე - G2a3b
ტორუა - J2a Z6049
ტყებუჩავა - J2a1b
უშარაული - J2a1b
უჯმაჯურიძე - J2a1
ფავლენიშვილი – J2a1b
ფაილოძე - J2a Z6049
ფალიანი - G2a1a1c
ფანოზიშვილი - J2a Z6049
ფირცხალაიშვილი - G2a1a1a
ფირცხელანი - J2a1b1
ფირცხელიანი - G2a1a1a3
ფუტკარაძე - J2a1b
ქებაძე - R1b1ba2
ქეცბაია - G2a2b1c
ქისტაური - J2a1b
ქორთუა - J2a Z6049
ქურციკაშვილი - J2a1*
ქიტოშვილი - G2a1a1c
ღვაჩლიანი – G2a1a1a1
ღოღობერიძე - R1b1b2a
ყარალაშვილი - R1b1a2a2c1
ყატაშვილი - J2a1b
ყიზილაშვილი - J2a1b
ყიფიანი - G2a1a1a
შაბურიშვილი – G2a3b1a1b2
შალამბერიძე (პატარა ჯიხაიში) - Q1a2
შალამბერიძე (ზესტაფონი) - E1b1b
შალიკაშვილი - R1b1a2
შანშიაშვილი - G2a2b2a1
შარაბიძე – J2a1b
შარანგია - J2a1b1
შარია - J2a1b
შეთეკაური - J2a Z6049
შელია - L1b*
შერვაშიძე – R1a1a1h1a
ჩამგელიანი - G2a1a1
ჩაფიძე - G2a
ჩერქეზიშვილი - G2a1a1a
ჩიკაშუა/ჭიქაშუა - R1b1a2
ჩინჩალაძე - R1a1a
ჩიტიშვილი - J2a1b
ჩიქობავა - G2
ჩიქოვანი – L1b*
ჩიჩუა – J2a2a1a1
ჩოლოყაშვილი – G2a3b1a
ჩოფიკაშვილი - J2a1b
ჩოფლიანი - G2a1a1a2
ჩუხუა - G2a3b1a1b2
ჩხოლარია - J2a1
ცისკარიშვილი - J2a Z6049
ციციშვილი – I2c*
ცოცხალაშვილი - J2a1b
ცქვიტაია - L1b*
ძებისაშვილი – G2a3b1a1b2
ძოწენიძე - J1e
წივწივაძე - G2a1a1a3
წითელაური - J2a Z6049
წითელაშვილი - G2a1a1a1a1
წიფურია - G2a1a1a
წულუკიანი - G2
ჭავჭავაძე - R1b1a2
ჭედია - G2a
ჭკადუა (სვანი) - G2a1a
ჭრელაშვილი - G2a1a1a
ჭუმბურიძე - J2a1-L24
ხარჩილავა - G2a1a1a1
ხიმშიაშვილი - G2a
ხინტბაია - G1
ხოფერია - L1b*
ხურცია - G2a1a1a3
ხურციძე - J2a1b
ჯაბუშანური - I2c*
ჯავახიშვილი – R1b1*
ჯანიაშვილი - L1a
ჯაფარიძე - G2a1a
ჯორჯაძე – G2a3b1a
ჯოხაძე - G2a3b
ჯუღაშვილი – G2a1a1a
წყარო – Family Tree DNA Caucasus Project ( http://
www.familytreedna.com/public/Caucasus/default.aspx?
section=yresults ), Family Tree DNA ySearch ( http://
www.ysearch.org/ ) და 23andme ( http://
www.23andme.com ).
შედეგები წარმოადგენს აღნიშნული გვარების
ცალკეული წარმომადგენლების Y-DNA ტესტის
შედეგებს.
ზოგ შემთხვევაში, ერთეული შედეგები შეიძლება არ
ასხავდნენ გვარის დამფუძნებლის წარმომავლობას და
გვარის წარმომადგენლების უმეტესობას შესაძლოა
სხვა ჰაპლოჯგუფი აღმოაჩნდეთ. ამიტომ სასურველია
ამა თუ იმ გვარის რამოდენიმე ადამიანმა გაიკეთოს
ტესტი, რაც უფრო ზუსტ შედეგებს მოგვცემს.
https://www.facebook.com/notes/ქართ...
* * *
predicted.
You may learn more about Y-DNA STRs on the Understanding
Y-DNA STRs learning page.
Markers: Page Size: Show All
Columns
Kit Number Name Paternal Ancestor Name Country Haplogroup
DYS393DYS390DYS19DYS391DYS385 DYSDYSDYS426DYS388DYS439DYS389i392DYS389ii458DYS459DYS455DYS454DYS447DYS437DYS448DYS449DYS464 DYS460Y-GATA-H4 YCAIIDYS456DYS607DYS576DYS570CDY DYSDYS442DYS438DYS531DYS578DYF395S1590DYS537DYS641DYS472DYF406S1 DYS511DYS425DYS413DYS557DYS594DYS436DYS490DYS534DYS450DYS444DYS481DYS520DYS446DYS617DYS568DYS487DYS572DYS640DYS492DYS565DYS710DYS485DYS632DYS495DYS540DYS714DYS716DYS717DYS505DYS556DYS549DYS589DYS522DYS494DYS533DYS636DYS575DYS638DYS462DYS452DYS445Y-GATA-A10 DYS463DYS441Y-GGAAT-1B07 DYS525DYS712DYS593DYS650DYS532DYS715DYS504DYS513DYS561DYS552DYS726DYS635DYS587DYS643DYS497DYS510DYS434DYS461DYS435
E1b1b1a1a
258947 . Laz Georgia E-M35 14 23 13 10 16-17 11 12 12 13 11 30 18 9-9 11 11 25 14 20 34 13-15-15-17 11 11 18-21 17 12 16 19 35-35 12 10
E1b1b1a1b
374759 Sharabidze Georgia E-L117 13 23 13 10 16-17 11 12 12 13 11 30
374094 Adjarian Georgia E-L117 13 24 13 10 15-18 11 12 13 13 11 31
312388 Rodonaya Aleksandre Rodonaya, c. 1880, Chkhorotsku Georgia E-L117 13 24 13 10 16-17 11 12 12 14 11 32 16 9-9 11 11 25 14 20 32 14-16-17-17 9 11 19-21 16 12 17 20 30-33 11 10 10 8 15-15 8 11 10 8 12 10 0 23-24 18 11 12 12 18 7 12 23 18 12 13 11 14 11 11 11 11 36 15 8 15 12 23 27 19 13 11 13 11 12 9 12 11 10 11 12 31 10 12 18 14 12 10 20 16 21 12 24 13 14 15 23 14 22 18 12 14 17 8 12 11
303175 Adjarian Georgia E-L117 13 24 13 10 16-18 11 12 12 13 11 30
374758 Gogua Georgia E-L117 13 24 13 11 16-18 11 12 12 13 11 30
258961 . Megrelian Georgia E-L542 13 24 13 11 16-18 11 12 12 13 11 30 16 9-9 11 11 25 14 20 33 14-16-17-17 9 11 19-21 17 12 18 19 29-34 12 10
259006 . Megrelian Georgia E-M35 13 24 13 12 16-19 11 12 12 13 11 31 15 9-15 11 11 26 14 20 32 16-16-17-17 9 11 19-21 16 12 18 19 31-32 11 10
258987 . Megrelian Georgia E-M78 13 24 13 12 16-19 11 12 12 13 11 31 15 9-15 11 11 26 14 20 32 16-16-17-17 9 11 19-21 16 12 19 18 31-33 11 10
258990 . Megrelian Georgia E-L117 13 24 14 10 15-17 11 12 12 14 11 31 16 9-9 11 11 24 14 20 31 14-16-17-18 9 11 19-21 16 12 17 20 31-35 11 10
E1b1b1a1c
258978 . Kakhetian Georgia E-L117 15 24 13 10 17-18 11 12 12 13 11 31 17 8-9 11 12 27 14 20 32 16-17-17-17 11 11 19-22 15 13 20 18 33-36 12 10
E1b1b1b2a1a
258938 . Laz Georgia E-L117 13 24 13 10 17-17 11 12 12 13 11 32 18 9-9 11 11 26 14 20 32 14-15-16-18 11 10 21-22 15 13 17 20 35-35 13 10
253634 7 Unknown Georgia E-L142 13 24 13 10 17-18 11 12 12 13 11 30 14 9-9 11 11 26 15 21 32 14-16-16-17 9 11 19-21 16 12 16 21 33-33 12 10
237146 Taktakishvili Taktakishvili Georgia E-L117 13 24 13 10 17-18 11 12 12 13 11 32
G1...M285+ & not tested all subgrps
258979 . Megrelian Georgia G-M285 13 24 14 10 16-16 11 12 13 14 12 32 16 9-9 11 11 24 16 22 27 11-14-14-14 11 10 20-20 15 13 17 19 35-35 12 10
G1...only predicted M285+
258922 . Kakhetian Georgia G-M201 12 23 14 10 14-16 11 12 12 12 12 30 17 9-9 11 11 24 16 22 28 11-14-14-14 11 10 20-20 17 13 16 19 35-36 12 10
270339 tba Kakhetian Georgia G-M201 13 23 14 10 15-15 11 12 11 13 12 31 17 9-9 11 11 24 16 22 27 11-14-14-14 10 10 18-19 15 13 18 17 34-35 11 10
G2a1a1 DYS505=9 (Dys385b lower than 16, or Dys464a=14, or YCA=21,21, predicted Z6638- minus)
216684 Abashidze Kaikhosro Abashidze, b.c. 17??, Georgia Georgia G-M201 13 23 15 10 15-16 11 12 10 12 10 28 18 9-9 11 11 24 16 21 29 13-14-14-14 10 10 21-21 14 15 14 18 34-37 12 10
374700 Dolidze Georgia G-M201 13 23 15 10 15-16 11 12 12 12 10 29
258967 . Varsimashvili Georgia G-M201 13 23 16 10 16-16 11 12 11 12 10 30 17 9-9 11 11 25 16 21 30 13-14-14-14 11 10 21-21 15 15 14 17 36-39 11 10 12 8 15-16 8 11 11 8 11 10 11 21-22 15 10 12 12 16 8 12 21 22 16 14 11 13 10 11 11 13
253649 22 Svan Georgia - 14 22 15 10 14-16 11 12 11 12 10 29 16 9-9 11 11 24 16 21 28 14-14-14-14 10 10 20-21 15 15 16 17 38-38 11 10
253675 48 Svan Georgia G-M201 14 22 15 10 15-15 11 12 11 12 10 29 17 9-9 11 11 24 16 21 29 14-14-14-14 10 11 20-21 17 15 16 18 37-37 11 10
253676 49 Svan Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 11 12 10 29 17 9-9 11 11 24 16 21 29 14-14-14-14 10 11 20-21 17 15 16 18 37-37 11 10
259008 . Mtavrishvili Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 12 12 10 29 16 9-9 11 11 24 14 21 29 14-14-14-14 10 11 20-21 15 16 14 18 37-37 12 10
253660 33 Gvichiani, Svaneti Georgia G-M201 14 22 15 10 17-17 11 12 11 12 10 29 16 9-9 11 11 24 16 21 29 14-14-15-15 10 10 20-21 15 15 15 18 37-37 11 10
G2a1a1a DYS505=9, and predicted Z6638+
258928 . Megrelian Georgia G-M201 13 22 15 10 15-16 11 12 12 12 10 29 18 9-9 11 11 25 16 21 29 13-13-14-14 10 10 20-21 14 16 15 21 36-36 11 10
374738 Pirveli Georgia G-M201 13 22 15 10 15-17 11 12 11 12 10 29
258999 . Megrelian Georgia G-M201 13 22 15 10 16-18 11 12 12 12 10 29 17 8-9 11 11 24 16 21 28 13-13-14-14 10 10 20-22 15 15 16 20 37-38 11 10
266568 Guguchia Guguchia Meliton, b.1908 Georgia G-Z6638 13 22 15 11 14-16 11 12 12 12 11 29 17 9-9 11 11 26 16 20 28 13-13-14-14 10 10 20-21 15 15 15 18 37-38 11 10 11 8 15-16 8 12 10 8 11 10 12 21-22 14 11 12 12 16 8 14 21 22 15 13 11 13 10 11 11 13
253651 24 Svan Georgia G-M201 14 22 15 10 14-16 11 12 11 13 10 30 17 9-9 11 11 25 16 21 28 13-13-14-14 10 10 20-21 15 15 15 18 35-36 11 11
258953 . Imereti Georgia - 14 22 15 10 15-16 10 12 11 12 10 29 14 9-9 11 11 25 16 21 29 13-13-13-13 10 10 20-21 15 16 15 18 38-38 11 10
253654 27 Avaliani Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 10 12 10 28 18 9-9 11 11 25 16 21 28 13-13-14-14 10 10 20-22 15 15 15 20 33-39 11 10
293932 Chrelashvili Batsbiy, Tsova-Tushin-Zemo Alvani Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 12 12 10 29
311523 Bukurauli Batsbiy, Tsova-Tushin-Ts'ovata Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 12 12 10 29 16 9-9 11 11 25 16 21 30 13-13-14-14 10 10 20-21 15 15 14 19 34-39 11 10 11 8 15-16 8 11 10 8 10 10 12 21-22 14 11 12 12 16 8 13 21 22 16 13 11 13 10 11 11 13
258963 . Tsipuria Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 12 12 10 30 17 9-9 11 11 25 15 21 29 13-14-14-14 11 10 20-21 15 15 18 20 37-39 12 10
258929 . Megrelian Georgia G-M201 14 22 15 10 15-16-16 11 12 12 12 10 29 17 9-9 11 11 24 16 21 29 13-14-14-14 11 10 20-21 15 14 18 20 37-39 12 10
253661 34 Svan Georgia G-M201 14 22 15 10 15-17 11 12 11 12 10 29 16 9-9 11 11 24 16 21 28 13-13-13-13-14-14 10 11 20-21 15 15 15 18 37-38 11 10
305122 Kvanchiani Mikhael Kvanchiani 19 century, Idliani.Svaneti Georgia G-M201 14 22 15 10 15-17 11 12 12 12 10 28
253652 25 Svan Georgia G-M201 14 22 15 10 16-16 11 12 11 12 10 30 18 9-9 11 11 25 16 20 30 13-14-14-15 10 10 20-21 15 15 14 19 37-38 13 10
338954 Kvantaliani Kvantaliani Georgia G-M201 14 22 15 10 16-17 11 12 11 12 10 29 17 9-9 11 11 23 16 21 28 13-13-14-14 10 11 20-21 16 15 16 18 37-38 11 11
258964 . Megrelian Georgia G-M201 14 22 15 11 16-19 11 12 12 13 10 30 17 9-9 11 11 24 15 20 29 13-13-13-14 10 10 20-21 15 15 15 18 37-38 11 10
253672 45 Svan Georgia G-M201 14 22 16 10 15-17 11 12 11 13 10 30 17 9-9 11 11 25 16 21 29 13-13-14-15 12 10 20-21 15 15 15 18 36-38 11 11
293951 Kvakhadze Rach'veli, Znakva Georgia G-M201 14 22 16 10 16-16 11 12 13 12 10 29
270341 tba Cherqezishvili Georgia - 14 23 15 10 15-16 11 12 11 12 10 29 16 9-10 11 11 24 16 22 28 13-13-14-14 10 10 20-21 16 15 15 18 34-37 11 10
258980 . Sanaia Georgia G-M201 14 23 15 10 16-16 11 12 12 11 10 28 16 9-9 11 11 24 16 21 28 13-13-14-14 10 11 20-21 15 15 16 18 38-39 11 11
258943 . Sichinava Georgia G-FGC719 14 23 15 12 15-17 11 13 12 11 10 28 17 9-9 11 11 25 16 20 28 12-13-14-14 10 11 19-21 15 15 15 19 36-38 12 10 11 8 15-16 8 11 10 8 12 10 12 21-22 14 10 12 12 15 8 13 21 22 16 14 11 14 10 11 11 12
274796 Pirtskhalaishvili Aleksandre Pirtskhalaishvili Georgia G-M201 14 23 16 10 15-17 11 12 11 12 10 30 16 9-9 11 11 25 16 21 28 13-13-14-14 10 10 20-21 15 15 15 19 37-39 11 10
380651 Tavdgiridze Georgia G-M201 14 24 14 10 15-16 11 12 12 12 10 28 19 9-9 11 11 24 16 21 30 13-13-13-13 10 10 20-21 16 15 15 19 35-40 11 10
374701 Sharabidze Georgia G-P15 15 22 16 10 15-16 11 12 11 13 10 29 16 9-9 11 11 25 16 21 29 13-13-14-14 10 10 20-21 15 15 16 18 38-38 11 10
G2a1a1a1 DYS505=9, YCA=19,21, and predicted Z6638+ Z7940+
253671 44 Oniani Georgia G-M201 13 22 15 10 15-18 11 12 11 11 10 29 18 9-9 11 11 25 16 20 29 13-13-14-14 10 10 19-21 15 15 15 18 36-37 12 10
253678 51 Svan Georgia G-M201 13 22 15 10 15-18 11 12 11 11 10 29 18 9-9 11 11 25 16 20 29 13-13-14-14 10 10 19-21 15 15 15 18 36-38 12 10
218868 Dadiani Vardan Dadiani, b.c. XII c. Georgia G-M201 13 22 15 10 15-18 11 12 12 11 10 29 16 9-9 11 11 26 16 21 28 13-13-14-14 10 10 19-19 15 15 16 18 35-35 12 10 11 8 15-16 8 11 10 8 11 10 12 21-22 14 10 12 12 14 8 12 21 22 16 13 11 13 10 11 11 12
258973 . Kemularia Georgia - 14 22 15 10 15-15 11 12 12 11 10 28 17 9-9 11 11 26 16 21 27 13-13-13-14 9 10 19-21 15 15 14 17 37-39 12 10
274276 . Kakhetian Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 12 11 10 28 17 9-9 11 11 22 16 21 29 13-13-13-14 10 10 19-21 15 14 15 18 36-37 12 10
316499 . Laz Georgia G-M201 14 22 15 10 15-16 11 12 12 11 10 28 18 9-9 11 11 25 16 21 28 13-13-13-14 10 10 19-21 15 15 15 18 38-40 12 10
345608 Kotchlamazashvili Georgia G-M201 14 22 15 10 15-17 11 12 13 11 10 27
345606 kotehlamazashvili Georgia G-Z7940 14 22 15 10 15-17 11 12 13 11 10 27 17 9-9 11 11 24 16 21 31 12-13-14-14 10 10 19-19 15 15 15 18 36-38 12 10
225575 Ghvachliani Ghvachliani, Svaneti Georgia G-M201 14 22 15 10 15-18 11 12 13 11 10 29 17 9-9 11 11 26 16 21 28 13-13-14-14 10 10 19-21 15 15 15 18 37-38 12 10
301608 Inasaridze Inasaridze Georgia G-M201 14 22 15 10 16-17 11 12 12 11 10 29 17 9-9 12 11 25 16 21 28 13-13-14-14 10 10 19-21 15 15 16 19 39-40 12 10 11 8 15-16 8 11 10 8 12 10 12 21-22 14 10 12 12 15 8 13 21 22 17 13 11 13 10 11 11 14
302135 Kharchilava Kharchilava Vasil, b. 1878 and d. 1977 Georgia G-M201 14 22 15 10 16-17 11 12 12 12 10 28 16 9-9 11 12 24 16 21 29 13-14-14-14-14-14 10 10 19-20 15 15 16 20 35-39 12 10 11 8 15-16 8 11 1