შურდულა
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 32
წევრი No.: 258923
რეგისტრ.: 23-September 20
|
#57088983 · 1 Nov 2020, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თ. ბერაძე// "გაგარი" და "უღაღის" განმარტებისათვის ხობის მონასტერში, სამხრეთის ეკვტერის შესასვლელის ზემოთ , მარმარილოს ქვაზე, შემორჩენილია ასმოთავრული წარწერა: " ქ. სახელითა ღმრთისათა , ერისთავთ ერისთავმან და მანდატურთ უხუცესმან დადიანმან ვამეყ მამისა მათისა პატრონისა ერისთავთ, ერისთავისა დადიანისა გიორგის შედეგად მიუჴდა, ჯიქეთს ურწმუნოებისა და ორგულობისთჳს, რითამცა მოემსახურა და სძლო და შეურაცხ და უჴმარ იქმნა მათი სიმაგრენი, გაგარი და უღაღნი, ყოველნივე ძალით მოირჭმუნა, მრავალთა ჯიქეთს პატრონთაგან მიუვალი მოარბივნა, რაოდენნი მოეწყო, მათი მძევალნი წამოასხნა და სხვანი აოტნა და მაშინ მოიღო სვეტნი და ფიქალნი ესენი მარმარილოსანი და მამა-დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ გააერთა. საუკუნემცა არს ხსენება მათი". ამ წარწერაში თითქოს ყველაფერი ნათელია. ვამეყ დადიანი (1384-1396) გიორგი II დადიანის მემკვიდრეა. აქ მოხსენიებული გაგარი და უღაღნი გეოგრაფიულ სახელებად არის გააზრებული. თითქოს გაგარი ეს დღევანდელი გაგრაა, ხოლო უღაღნი მასთან ახლოს მდებარე ციხე. ზოგი მკვლევარი გაგრას (გაგარს) ქართულ კარს უკავშირებს. XIV- XVI სს. შავიზღვისპირეთის იტალიური რუკები მოწმობენ , რომ დღევანდელ გაგრას შუასაუკუნეებში გაგარი ეწოდებოდა. მიუხედავად ამისა არ შეიძლება ხობის წარწერის გაგარი ამ პუნქტთან გავაიგივოთ. წარწერის მიხედვით , "გაგარი" ჯიქეთშია საძიებელი,ხოლო დღევანდელი გაგრა არასოდეს არ შედიოდა ისტორიული ჯიქეთის შემადგენლობაშ, რაც, ცხადია, ვამეყ დადიანისთვის კარგად იყო ცნობილი. "უღაღი" საბას ლექსიკონში "ძნელად სავალს" ნიშნავს. ძველ ქართულ დოკუმენტებში ხშირად შინაარსობრივად დაპირისპირებული ცნებები ურთიერთ გვერდზეა მოცემული. ჩვეულებრივად გლეხი შეიწირებოდა თუ ეწყალობებოდა თავისი " მთითა და ბარით", " სახნავით და უხნავით" , "საძებრით და უძებრით" და ა.შ. თუ ხობის წარწერის "გაგარს" და "უღაღს" გავიაზრებთ არა როგორც ტოპონიმებს , არამედ როგორც ზოგდ ცნებებს, მაშინ "უღაღის" საპირისპიროდ "გაგარი" უნდა აღნიშნავდეს ადვილად სავალს, გასასვლელს. უნდა ვიფიქროთ, რომ ვამეყ დადიანი ჯიქეთის რომელსამე ციხეს კი არ ასახელებს, არამედ აღნიშნავს , რომ მან "უჴმარ ქმნა" ამ ქვეყნის სიმაგრეები, ადვილად მისადგომიც და მიუვალნიც. ჩვენ გვეჩვენება, რომ ადგილის სახელი "გაგარი" (დღევანდელი გაგრა) ამ ზოგადი სახელიდან უნდა მომდინარეობდეს, და აქ საქმე გვაქვს გეოგრაფიული ცნების სახელწოდებად გადაქცევის ფაქტთან. მართლაც, თავისი მდებარეობით , გაგრა კარგად შეესატყვისება "გაგარის" ჩვენ მიერ წარმოდგენილ შინაარსს. უძველესი დროიდან აქ ზღვისპირეთში ერთადერთი გასავლელი იყო, რომელიც ამ სექტორში აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ორ მხარეს ერთმანეთთან აკავშრებდა. არაპირდაპირი მითითება იმის შესახებ, რომ "გაგარი" (პუნქტის სახელი) ჩვეულებრივად გასასვლელის მნიშვნელობით ესმოდათ , უნდა იყოს ის, რომ კავკასიის ერთ გვიანფეოდალურ თურქულ რუკაზე დღევანდელ გაგრას "დერბენდი" ეწოდება. ***Дербент от перс. دربند Дарбанд — «Закрытые (связанные) врата» რუკის შემდგენელის "შეცდომა" იმ შემთხვევაში ხდება გასაგები , თუ დავუშვებთ , რომ მისი აზრით გაგრას ისეთივე მდებარეობა უკავია შავი ზღვისპირეთში, როგორიც დარუბანდს ამიერკავკასიიდან კასპის ზღვის გასწვრივ მომავალ გზაზე. უნდა ვიფიქროთ, რომ "უღაღიც" ზოგადი მნიშვნელობის გარდა კონკრეტულ გეოგრაფიულ პუნქტსაც აღნიშნავდა. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს პროკოპი კესარიელთან მოხსენიებული აფხაზეთის ერთი ციხე, რომელსაც თავისი მიუდგომელი გარემოს გამო "იქაური მცხოვრებლები ელინურ "ტრაქეას" უწოდებდნენ". ტრაქეას- τραχύς , τραεία, τραχί მნიშვნელობა "шершавый, скалистый , суровый, дикий, свирепый კარგად უდგება ქართულ უღაღს, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროკოპი კესარიელთან მოცემულია ადგილობრივი სახელის ბიზანტიური თარგმანი. ტრაქეას ლოკალიზაციის ირგვლივ მკვლევართა შორის არაა აზრთა ერთიანობა. ჩვენ იმ ისტორიკოსებს ვეთანხმებით, რომლებიც მათ ანაკოფია-ფსირცხასთან აიგივებენ. საფიქრებელია, რომ ამ პუნქტის უძველესი სახელი უღაღი უნდა ყოფილიყო. " * * * самое старое имя Сухуми -"Диоскурия" имеет мегрельскую этимологию .Скури по-мегрельски вода, источники, родник. "Соловьев Л. Н. Диоскурия— севастополис—Цхум" "...Д.И. Гулиа обосновывает отождествлением р. Астелефа с р. Моквой, а также ряадом названий речек и населенных пунктов, существующих и существовавших раньше на Кодорском мысу: "Искуря", "Скуря","Скурча", "Чижаури",Исгаури и пр. Название же Скурча не представляет редкости на географической карте З.Грузии. Чаше всего , впрочем,это название носят небоьшие речки и ручьи между р.Кодори и р. Риони, что дает нам основание видеть в терминах Скурча ,Скури,Хари более древние формы мегрельского цкари-вода, река.Следы такого наименования мы можем отметить и в связи с именем и местоположением Диоскурии.Греки, по-своему осмисливая етот местный термин "скури" , "хари" и сопоставляя его произвольно с греческим словом "харис"- приятный, називали некаторые реки Колхиды: Харит, Хариент, Хариуст и пр.Страбон например , сообщает ,что близ Диоскурии протекает река Харит. Можно указать много случаевь, когда города получают свое наименование по рекам, на которых они стоят. так и в данном случае неудивительно, если название реки "Цкари" в своей древней форме "Скури" попало бы как составная часть в название нашего города. Первую же часть легко истолковать как мегрельское "дида" или сванское "диа"-мать. .." Диа+Скури" - мать рек, мать вод,мать городов ,смотря по тому , какое значение мы приададим слову "скури" ... Греки , любившие обьяснять непонятные им местные названия по созвучию с словами собственого языка, увидели в этом названии воспоминание о братьях Диоскурах. В древнегреческой мифологии эти легендарные полубоги Кастор и Поллукс являлись покровителями плавающих, т.е. б первую очередь моряков
სიტყვა დიოსკურიის მეორე ნაწილის მსგავსებას ადგილობრივ ტოპონიმებთან ადრევე მიექცა ყურადღება. მკვლევარების აზრით სახელწოდების მეორე ნაწილი შეიძლება წარმოადგენდეს სამეგრელოში კარგად ცნობილ ტოპოგრაფიულ ტერმინ "სკურს", რომელიც არის მდინარის, წყლის,ღელის აღმნიშვნელი. (ს.ჯანაშია, ლ.სოლოვიოვი, მ.ინაძე, თ.მიქელაძე,ს.ბახია-ოქრუაშვილი). სკური/სქური- ხევი, ხევში მდინარე, ღელე. სქურია- ნაკადული, პატარა ღელე. სქურჩა-წყალუხვი,ჩხრიალა. //ალიო ქობალია,მეგრული ლექსიკონი,2010// სქური-ღელე. სკურჩა-შავი ღელე(სკურ უჩა -"ღელე შავი") სკურჩე -თეთრი ღელე( სკურ ჩე- "ღელე თეთრი") //ოთარ ქაჯაია, მეგრული ლექსიკონი// * * * * * სკურჩა-მდინარე აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში. სკურჩა-ტბა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში. ისკურია-კონცხი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, კოდორის შესართავის სამხრეთ-აღმოსავლეთით ოღასკურა-მდინარე ქუთაისში. სკურდუმი- მდინარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების მარჯვენა შენაკადი. სკურჩა-მდინარე გურიაში, ბჟუჟის შენაკადი. სკურდა-მთა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედზე. სკურა — სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში სკურდიდი − სოფელი აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში. მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარის ნაპირზე. სკურდი − სოფელი მარტვილის რაიონში, მდებარეობს მდინარე აბაშის ნაპირზე. სკურია − სოფელი სენაკის რაიონში, მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარის ნაპირზე. ეკისკურა-მდინარე სენაკის რაიონში, სოფელი ეკი. გოლასკური-სოფელი სენაკის რაიონში. ხამისკური-სოფელი ხობის რაიონში. სკური − განთქმული სამკურნალო წყალი, წალენჯიხის რაიონში. სკურის ციხე − ჭანისწყლის ნაპირზე მდებარე შუა საუკუნეების ციხე. სკურჭალე-მდინარე წალენჯიხის რაიონში, მდინარე მაგანის მარჯვენა შენაკადი * * * * "...სახელწოდება "დიოსკურის" მეორე ნახევრის მსგავსებას მეგრულ ტოპოგრაფიულ ტერმინ "სკურთან" ჯერ კიდევ ს.ჯანაშიამ მიაქცია ყურადღება. იგი აღნიშნავდა: ბერძნული დიოსკურია... "უძველესი სახელია,იქნებ არაწმინდა ბერძნული წარმოშობისა,არამედ გაბერძნულებული;მიაქციეთ ყურადღება სახელწოდების მეორე ნახევარს, სადაც შეიძლება გვქონდეს ცნობილი მეგრული ტოფოგრაფიული ტერმინი "სკური". ლ.სოლოვიოვის აზრით ,სახელწოდება დიოსკურია წარმომდგარი უნდა იყოს ადგილობრივი პუნქტის სახელწოდების ბერძნული გააზრების შედეგად... ...აღნიშნული გარემოება და სახელწოდება "დიოსკურის" ახლო მსგავსება ბერძნულ ღვთაებათა ტყუპი ძების -დიოსკურების სახელთან ,გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ აქ საქმე უნდა გვქონდეს არა ადგილობრივი სახელწოდების პირვანდელ ფორმასთან , არამედ მის უკვე გაბერძნულებულ ვარიანტთან." მ.ინაძე//ანტიკური ხანის კოლხეთის ქალაქები (დიოსკურია),1962 "...ხალიბებისა თუ მათგან დასავლეთით მცხოვრები მოსახლეობის ზანურენოვნების ერთ-ერთ საბუთს, შესაძლოა წარმოადგენდეს ტოპონიმი თემისკირა (Θεμίσκῦρα), თანამედროვე სამსუნის ყურის აღმოსავლეთით ლოკალიზებული, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “სკირზე” დაბოლოებული ტოპონიმები დამახასიათებელია ზანური ტოპონიმიისათვის ... თ. მიქელაძის ვარაუდით, რადგან ტოპონიმ “თემისკირაში” ბოლოსწინა ხმოვანი ბერძნული ι-ნაცვლად, υ-თია გადმოცემული, ხოლო მეგრულ-ჭანური “სკირის” არქეტიპი *სკჳრი უნდა ყოფილიყო, ამიტომ ტოპონიმ Θεμίσκυρα-ში “ვი” კომპლექსი იქნებოდა მოცემული [116 მიქელაძე 1974, 99, შენ. 113.]. ამავე ვარაუდისათვის დამატებით საბუთს უნდა იძლეოდეს, იქვე, თერმოდონტის ველზე, პომპონიუს მელას მიერ დასახელებული ქალაქის - თემისკურის Themiscurum oppidum) სახელწოდება (Pomp. Mela, I, 19, 105), რომელიც “თემისკირის” ვარიანტს უნდა წარმოადგენდეს. ვფიქრობთ, ამ ტოპონიმის მნიშვნელობის დადგენისას, მხედველობაშია მისაღები მეგრული სკურ- ელემენტის შემცველი იმ ტოპონიმების არსებობა, რომლებიც უპირატესად ღელეების აღსანიშნავად გამოიყენება..." გ.ქავთარაძე//ანატოლიაში ქართველურ ტომთა განსახლების საკითხისათვის,1985. * * * * * * "ჭოროხი"-ს ეტიმოლოგიისათვის. "მდინარე ჭ ო რ ო ხ ი ს სახელწოდება შემდეგი აგებულებისა ჩანს: ა) -ოხ სუფიქსია. -ხ სუფიქსი /ჩვეულებრივ წინამავალი სხვადასხვა ხმოვნით/ გავრცელებულია როგორც საქართელოს,ისე თითქმის მთელი კავკასიის ტოპონიმიკაში და ერთ-ერთ უძველეს ელემენტს წარმოადგენს. ბ) ძირეული მორფემაა ჭ ო რ-, რომელიც ზანური შესატყვისია ქართული წყალ-/<*წალ/ ფუძისა /წყალ-<წალ- : ჭორ-/. *** იგივე ფუძე დაცულია მეგრულ სიტყვაში ჭ ო რ ო ფ ა "ავდრიანობა, ხშირი წვიმები". არაა გამორიცხული შესაძლებლობა , რომ ქართული წყალ- : ზან. *ჭყორ> ჭორ- /შდრ.ქართ. წყალ-ობა : მეგრ.ჭყოლ-ოფ-უ-ა/." //გ.თ ო ფ უ რ ი ა (*** ქართ. წ/ ზან. ჭ მონაცველობისთვის შდრ. ქართ. წყრთა; მეგრ. ჭყითა //ჭყირთა; სვან. ჭითხ; ქართ. ანწ-ლ-ი; მეგრ.-ჭან. ინჭ-ირ-ი; სვან. განჭვ; ქართ. წითელ- ზან. ჭითა .......... ქართ. ლ / ზან. რ ქართ. შვი-ლ-ი : ზან. სქი-რ-ი ქართ. ძაღ-ლ-ი : ზან. ჯოღო-რ-ი ქართ. ვაშ-ლ : ზან. უშქუ-რ ქართ, მატ-ლ : ზან. მუნტუ-რ ქართ. სისხ-ლ : ზან.ზისხი-რ ............) იგივე ჭორ/ჭარ ძირი ივარაუდება ტოპონიმში "აჭარა". "...რაც შეეხება აჭარა სიტყვის პრეფიქსულ - ა ხმოვანს,იგი შეიძლება ქართული სა- წინსართის ზანური შესატყვისის ო ხმოვნის ასიმილირებულ სახეობად მივიჩნიოთ: ო-ჭარ-ა > ა-ჭარ-ა. დიდად საგულისხმოდ გვეჩვენება ის ფაქტი, რომ პალიასტომის ტბასთან,ფიჩორის ხეობაში ,ყოფილა ადგილი, რომელსაც ოჭარა(ოჭარას ტყე ) ეწოდება. აჭარა (ო-ჭარ-ა) კი სხვა არაფერია,თუ არა "წყლიანი, ნოტიო ადგილი". ამ დასკვნას ობიექტურად მიესადაგება აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება" // გ.ბ ე დ ო შ ვ ი ლ ი ასევე,წყლის აღმნიშვნელი ჭარ/ჭორ სიტყვა ზანურიდან შეთვისებულია ქართულის დასავლურ კილოებში. ჭარი რაჭულ,აგრეთვე იმერულ დიალქტებში ნიშნავს : დაბალი, ნოტიო ადგილი. * * * * * * "ჭოროხი"-ს ეტიმოლოგიისათვის. "მდინარე ჭ ო რ ო ხ ი ს სახელწოდება შემდეგი აგებულებისა ჩანს: ა) -ოხ სუფიქსია. -ხ სუფიქსი /ჩვეულებრივ წინამავალი სხვადასხვა ხმოვნით/ გავრცელებულია როგორც საქართელოს,ისე თითქმის მთელი კავკასიის ტოპონიმიკაში და ერთ-ერთ უძველეს ელემენტს წარმოადგენს. ბ) ძირეული მორფემაა ჭ ო რ-, რომელიც ზანური შესატყვისია ქართული წყალ-/<*წალ/ ფუძისა /წყალ-<წალ- : ჭორ-/. *** იგივე ფუძე დაცულია მეგრულ სიტყვაში ჭ ო რ ო ფ ა "ავდრიანობა, ხშირი წვიმები". არაა გამორიცხული შესაძლებლობა , რომ ქართული წყალ- : ზან. *ჭყორ> ჭორ- /შდრ.ქართ. წყალ-ობა : მეგრ.ჭყოლ-ოფ-უ-ა/." //გ.თ ო ფ უ რ ი ა (*** ქართ. წ/ ზან. ჭ მონაცველობისთვის შდრ. ქართ. წყრთა; მეგრ. ჭყითა //ჭყირთა; სვან. ჭითხ; ქართ. ანწ-ლ-ი; მეგრ.-ჭან. ინჭ-ირ-ი; სვან. განჭვ; ქართ. წითელ- ზან. ჭითა .......... ქართ. ლ / ზან. რ ქართ. შვი-ლ-ი : ზან. სქი-რ-ი ქართ. ძაღ-ლ-ი : ზან. ჯოღო-რ-ი ქართ. ვაშ-ლ : ზან. უშქუ-რ ქართ, მატ-ლ : ზან. მუნტუ-რ ქართ. სისხ-ლ : ზან.ზისხი-რ ............) იგივე ჭორ/ჭარ ძირი ივარაუდება ტოპონიმში "აჭარა". "...რაც შეეხება აჭარა სიტყვის პრეფიქსულ - ა ხმოვანს,იგი შეიძლება ქართული სა- წინსართის ზანური შესატყვისის ო ხმოვნის ასიმილირებულ სახეობად მივიჩნიოთ: ო-ჭარ-ა > ა-ჭარ-ა. დიდად საგულისხმოდ გვეჩვენება ის ფაქტი, რომ პალიასტომის ტბასთან,ფიჩორის ხეობაში ,ყოფილა ადგილი, რომელსაც ოჭარა(ოჭარას ტყე ) ეწოდება. აჭარა (ო-ჭარ-ა) კი სხვა არაფერია,თუ არა "წყლიანი, ნოტიო ადგილი". ამ დასკვნას ობიექტურად მიესადაგება აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება" // გ.ბ ე დ ო შ ვ ი ლ ი ასევე,წყლის აღმნიშვნელი ჭარ/ჭორ სიტყვა ზანურიდან შეთვისებულია ქართულის დასავლურ კილოებში. ჭარი რაჭულ,აგრეთვე იმერულ დიალქტებში ნიშნავს : დაბალი, ნოტიო ადგილი. * * * QUOTE | ეგრე ყველაფერს ყველაფრისგან გამოიყვან, ჭოროხზეც შეგიძლია თავისუფლად თქვა, რომ ნახური ჰიდრონიმია. ოსურში ჰიდრონიმი ლიახვი ქართულიდანაა შესული, ასე რომ, ოსურის დამოწმება არაფერს გვაძლევს. |
"ჭოროხი"-ს ეტიმოლოგიისათვის. "მდინარე ჭ ო რ ო ხ ი ს სახელწოდება შემდეგი აგებულებისა ჩანს: ა) -ოხ სუფიქსია. -ხ სუფიქსი /ჩვეულებრივ წინამავალი სხვადასხვა ხმოვნით/ გავრცელებულია როგორც საქართელოს,ისე თითქმის მთელი კავკასიის ტოპონიმიკაში და ერთ-ერთ უძველეს ელემენტს წარმოადგენს. ბ) ძირეული მორფემაა ჭ ო რ-, რომელიც ზანური შესატყვისია ქართული წყალ-/<*წალ/ ფუძისა /წყალ-<წალ- : ჭორ-/. *** იგივე ფუძე დაცულია მეგრულ სიტყვაში ჭ ო რ ო ფ ა "ავდრიანობა, ხშირი წვიმები". არაა გამორიცხული შესაძლებლობა , რომ ქართული წყალ- : ზან. *ჭყორ> ჭორ- /შდრ.ქართ. წყალ-ობა : მეგრ.ჭყოლ-ოფ-უ-ა/." //გ.თ ო ფ უ რ ი ა (*** ქართ. წ/ ზან. ჭ მონაცველობისთვის შდრ. ქართ. წყრთა; მეგრ. ჭყითა //ჭყირთა; სვან. ჭითხ; ქართ. ანწ-ლ-ი; მეგრ.-ჭან. ინჭ-ირ-ი; სვან. განჭვ; ქართ. წითელ- ზან. ჭითა .......... ქართ. ლ / ზან. რ ქართ. შვი-ლ-ი : ზან. სქი-რ-ი ქართ. ძაღ-ლ-ი : ზან. ჯოღო-რ-ი ქართ. ვაშ-ლ : ზან. უშქუ-რ ქართ, მატ-ლ : ზან. მუნტუ-რ ქართ. სისხ-ლ : ზან.ზისხი-რ ............) იგივე ჭორ/ჭარ ძირი ივარაუდება ტოპონიმში "აჭარა". "...რაც შეეხება აჭარა სიტყვის პრეფიქსულ - ა ხმოვანს,იგი შეიძლება ქართული სა- წინსართის ზანური შესატყვისის ო ხმოვნის ასიმილირებულ სახეობად მივიჩნიოთ: ო-ჭარ-ა > ა-ჭარ-ა. დიდად საგულისხმოდ გვეჩვენება ის ფაქტი, რომ პალიასტომის ტბასთან,ფიჩორის ხეობაში ,ყოფილა ადგილი, რომელსაც ოჭარა(ოჭარას ტყე ) ეწოდება. აჭარა (ო-ჭარ-ა) კი სხვა არაფერია,თუ არა "წყლიანი, ნოტიო ადგილი". ამ დასკვნას ობიექტურად მიესადაგება აჭარის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება" // გ.ბ ე დ ო შ ვ ი ლ ი ასევე,წყლის აღმნიშვნელი ჭარ/ჭორ სიტყვა ზანურიდან შეთვისებულია ქართულის დასავლურ კილოებში. ჭარი რაჭულ,აგრეთვე იმერულ დიალქტებში ნიშნავს : დაბალი, ნოტიო ადგილი. * * *
QUOTE | მარტო ლიახვი ხომ არაა.კიდევ არის გერმუხი ქარჩოხი ქნუღი ერწო |
ქურმუხ-ის თავდაპირველი მნიშვნელობის საკითხი ...ერთი მხრით უდური ენის მონაცემები და,მეორე მხრით,შესატყვისობები ,რომლებიც უდურსა და მის მონათესავე ენებში არსებობს,საფუძველს იძლევა ეს ქ უ რ მ უ ხ- სიტყვა ეტიმოლოგიურად უდურ ქურ' ს დავუკავშიროთ და იგი წარმოვიდგინოთ,როგორც ნაწარმოები ფუძე (-მუხ ფორმანტით). ქურ ეხლანდელ უდურში ერთმარცვლიანი სიტყვაა,მარტივ ფუძეს წარმოადგენს და თხრილს,ორმოს,გამოქვაბულს ნიშნავს... ...სხვა მაგალითები უდურიდან: -ბარახო ადამარუხ ქარყუენხესაჲ ქურმუხო ბოშა-"უწინ ადამიანები ცხოვრობდნენ გამოქვაბულებში". ამ სიტყვის (ქურმუხ-ის) მეორე,მუხ ნაწილი,როგორც წინასწარ ზემოტაც ითქვა , უნდა გამოიყოს ფორმანტად და მიჩნეულ იქნეს იმავე ფუნქციის მატარებელ ელემენტად,რა ფუნქციაც მას -მუხ'ზე დაბოლოებულ სხვა უდურ სახელებში აქვს-შდრ., მაგალითად:ფულმუხ=ფულ-მუხ "თვალები"(ფულ "თვალი"), თურ-მუხ "ფეხები" (თურ "ფეხი"),...ღარმუხ=ღარ-მუხ "ვაჟები,ვაჟიშვილები" (ღარ "ვაჟი")...- აშკარაა ,რომ აქ -მუხ სიფიქსია და გამოხატავს მრავლობითი რიცხვის კატეგორიას... ევგ.ჯეირანაშვილი, "ქურმუხის თავდაპირველი მნიშვნელობის საკითხი" // იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება,ტ.XIII.1962// გვ. 353-358
This post has been edited by შურდულა on 1 Nov 2020, 23:03
|