წანარების მეომარი ტომი ცხოვრობდა დარიალის მიდამოებში

ისინი არაერთხელ აუჯანყდნენ არაბებს. არიან ქართლის მეფეთა აქტიური მხარდამჭერები ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო ძალა. (იხ. ალ-იაყუბი, ალ-ფაყიჰი, ოვანეს დრასხანაკერტცი, თოვმა არწრუნი, სუმბატ დავითის-ძე, ლეონტი მროველი)
შეგახსენებთ, რომ მე-6 საუკუნეში
ფხოვში, დარიალის მიდამოებში, ჩნდება დასავლურქართული სამხედრო ძალა (იორდანეს ცნობით, მეექვსე საუკუნეში
ლაზების ტომი (ე.ი.
მეგრელები) აკონტროლებს დარიალის კარს, ანუ ფხოვში ლაზებს (მეგრელებს) ეყენათ სამხედრო გარნიზონი. არსებობს ასევე მენანდერის (მე-6 ს. ჩ. წ.) ცნობა იმის შესახებ, რომ
ლაზიკას (ეგრისს)
სვანეთთან ერთად
იბერიაც ჰყავდა დაქვემდებრებული ამ პერიოდისთვის (იხ. Blokley: 1985).
მოგვიანებით ამავე მიდამოებში სახლობს
წანარების მეომარი ტომი.
საყურადღებოა ფხოვში ზანური ელემენტების არსებობა:
ოჩოპინტე (მითოლოგიური პერსონაჟი),
-ონ სუფიქსი ხევსურულში (იხ. ზემოთ)...
წანარების სახელში შესაძლოა მართლაც გვქონდეს ადამიანთა წარმომავლობის მაწარმოებელი
-არ სუფიქსი, რომელიც არის ზანური გაჟღერება ქართული
-ელ-ისა. ფორმები ერთმანეთის კანონზომიერი ფონეტიკური და ფუნქციური შესატყვისებია (იხ. შანიძე 1981).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სულაც არ გამოვრიცხავ
წანარების დასავლურქართულ, ანუ
ზანურ წარმომავლობას

შენიშვნა: იორდანეს ლაზების სამხრეთ საზღვარი გადის ჭოროხზე, ანუ ეს ცნება არ მოიცავს დღევანდელი ლაზების წინაპრებს (ხალდებს, ჭანებს). საინტერესოა, რომ ქართული ისტორიული წყაროები სამხრეთის ზანებსაც (ჭანებს, ხალდებს) მეგრელებად მოიხსენიებენ (ანუ არ მიჯნავენ მათი ჩრდილოელი თვისტომებისგან, პოლიტიკური განცალკევებულობის მიუხედავად). ხოლო ბერძნულ-რომაული წყაროები ჩრდილოეთის და სამხრეთის ზანებს, როგორც წესი, სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ. ლაზ- ეთნონიმმა ჭოროხის სამხრეთით IX საუკუნის მეორე ნახევრიდან გადაინაცვლა. ხოლო ჭოროხის ჩრდილოეთით გაქრა. ამაზე ადრეც დავწერე.
წყაროები:1. ლეონტი მროველი: წამება წმიდისა და დიდებულისა მოწამისა არჩილისი, რომელი-იგი იყო მეფე ქართლისა
2. სუმბატ დავითის-ძე: ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა ჩუენ ქართველთა მეფეთასა
3. ა. შანიძე: “ვინაობის სუფიქსი -არ ქართულ ენაში” [თხზულებანი II: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები] - თბილისი 1981
4. იორდანე (VI ს.): გოთების წარმოშობა და საქმენი
5. აჰმედ ალ-იაყუბი (IX ს): ქითაბ ალ-ბულდან (გეოგრაფია)
6. იბნ ალ-ფაყიჰ ალ-ჰამადანი (X ს.): ქითაბ ალ-ბულდან (გეოგრაფია)
7. ოვანეს დრასხანაკერტცი (IX-X ს.ს. მიჯნა): სომხეთის ისტორია
8. თოვმა არწრუნი (960–1030): არწრუნთა სახლის ისტორია
9. Blockley, R. C. The History of Menander the Guardsman. Introductory Essay, Text, Translation, and Historiographical notes. ARCA, Classical and Medieval Texts, Papers and Monographs, 17. Ottawa: Francis Cairns 1985
* * *
ლაზე ეთნონიმთან დაკავშირებით, უცვლელად გადმომაქვს ჩემი ძველი გზავნილი:
საინტერესოა, რომ
ლაზი თავდაპირველად სულაც არ იყო
დღევანდელი ლაზების სახელი.
ეს ეთნონიმი (
ლაზი) პირველად ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნეში ჩნდება პლინიუს უფროსის ბუნებრივ ისტორიაში. შემდეგ, II საუკუნეში, ფლავიოს არიანე იხსენიებს თავის პერიპლუსში.
ლაზი გვხვდება ეპიფანე კვიპრელთან (IV ს), გელასი კესარიელთან (IV ს.), ამიანე მარცელინისთან (IV-V ს.ს.), პრისკე პანიონელთან (V ს.), V საუკუნის ანონიმთან (ფსევდო არიანესთან), პროკოპი კესარიელთან (VI ს.), აგათია სქოლასტიკოსთან (VI ს), მენანდრე პროტიქტორთან (VI ს.), იოანე ლიდესთან (VI) და სხვ.
ყველა ავტორთან, ჩ.წ-აღ-ის IX საუკუნემდე,
ლაზების სამხრეთ საზღვრად ჭოროხი მიეთითება ან მოიაზრება. ჩრდილო საზღვარი, სავარაუდოდ, კოდორზე გადიოდა.
სამხრეთით
ლაზებს ემეზობლებოდნენ
ჭანები (
ხალდები,
დღევანდელი ლაზები). IX საუკუნის მეორე ნახევრიდან სწორედ
ჭანეთში გადაინაცვლა
ლაზ- ეთნონიმმა და იმ დროიდან უკვე
ჭანების სახელად დამკვიდრდა ჯერ ბერძნულში და მოგვიანებით სხვა ენებშიც (თურქულში, აღმოსავლურ, ევროპულ და ჩრდილოკავკასიურ ენებში. ბოლოს თვით ქართულისა და ლაზურშიც კი)
საქმე ის არის, რომ ძველი
ეგრისის ტერიტორიაზე არსებობდა კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებული რამდენიმე ეკლესია:
ლაზიკის სამიტროპოლიტო (ცენტრით ფასიდში (ფოთი) და ოთხი ეპარქიით: როდოპოლისის (ვარდციხე), საისენის (ცაიში), ზიღანევი (გუდავა) და პეტრა (ციხისძირი));
აბაზგიისა და
ნიკოფსიის ეპარქიები... IX ს-ის II ნახევარში აფხაზთა სამეფოში არსებული ეს ეკლესიები კონსტანტინეპოლს გამოეყო და მცხეთის კათალიკოსის სამწყსოში გადავიდა. ანუ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა დაკარგა ერთი დიდი სამიტროპოლიტო (
ლაზიკა) და ორი ეპარქია (
აბაზგიის და
ნიკოფსიის). როგორც ჩანს ძნელად შესაგუებელი შეიქნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთვის
ლაზიკის დაკარგვა და მათ ხელოვნურად შექმნეს ახალი "
ლაზიკა". ანუ კონსტანტინეპოლის პატრიარქმა პოლემონის პონტოს სამიტროპოლიტოდან გამოჰყო ერთი საეპისკოპოსო (
ტრაპიზონის, რომელიც
ჭანეთს მოიცავდა), გარდაქმნა სამიტროპოლიტოდ და უწოდა
ლაზიკის სამიტროპოლიტო. ეს იმას ნიშნავდა, რომ კონსტანტინეპოლმა ფორმალურად შეინარჩუნა
ლაზიკა, თუმცა კი ნამდვილი
ლაზიკა დაკარგა.
IX საუკუნის II ნახევრიდან კონსტანტინეპოლის საეკლესიო ნუსხებში
ლაზიკა უკვე
ტრაპიზონის მხარეს შეესაბამება. საკლესიოდან ამ სახელმა საერო დოკუმენტებშიც გადაინაცვლა და შედეგად მივიღეთ
ლაზ ეთნონიმის ჭოროხის სამხრეთ-დასავლეთით გადანაცვლება.
ძველქართული წყაროები
ჭანურ მოსახლეობას არ აცალკევებენ
ეგრისის მოსახლეობისგან და
ჭანებსაც ეგრისელების მსგავსად
მეგრელად მოიხსენიებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჭანეთი ეგრისს (ლაზიკას) პოლიტიკურად მიწყვეტილი იყო (მოკლეპერიოდიანი გამონაკლისის გარდა). თუმცა ცნობილია ადგილობრივი ტომობრივი სახელიც:
ქალდი/
ხალდი. ეთნონიმები
ლაზი და
ჭანი უცხოა ძველქართული წყაროებისთვის.
This post has been edited by Chkoni on 20 Jan 2006, 20:56