მან-თავსართიანი წარმომავლობის სახელები ქართველურ ენებშიქართველურ ენებში დასტურდება მიმღეობებისა წარმომავლობის სახელებისა მან-თავსართიანი წარმოება.
მიმღეობის ნაწილში იგი ოთხივე ქართველური ენას ახასიათებს. წარმომავლობის სახელებში სვანურისთვის იგი ძირითადია, ხოლო ქართულში, მეგრულში და ჭანურში [ლაზურში] ნაშთადღა არის შემორჩენილი, თუმცა ქართულში უფრო მეტი მაგალითია.
სვანური:- შვა̈ნ [სვანეთი] - მუ-შვა̈ნ [სვანი]
- ზა̈ნ [სამეგრელო] - მჷ-ზა̈ნ [მეგრელი]
- ცაგერ [ცაგერი] - მჷ -ცგე̄რ [ცაგერელი]
- ლეჩხუმ [ლეჩხუმი] - მუ-ლჩხუმ [ლეჩხუმელი]
- ქაშა̈გ [ჩერქეზეთი] - მჷ-ქშა̈გ [ჩერქეზი]
- აფხა̈ზ [აფხაზეთი] - მჷ-ჲფხა̈ზ [აფხაზი]
- ფა̈რ [ფარი - სოფელია სვანეთში] - მჷ-ფა̈რ [ფარელი]
- მჷჟალ [მუჟალი - სოფელია სვანეთში] - მჷ-მჟა̈ლ [მუჟალელი]
- მჷლახ [მულახი - სოფელია სვანეთში] – მჷ-მლახ [მულახელი]
- უშგუ̄ლ [უშგული - სოფელია სვანეთში] – მუ̄შგუ̈ლ [< მუ- უშგულ -ი*:
- უშგულელი]
და სხვ...
მეგრული:- არგ-* [ეგრ-, ეგრ-ის-ი] - მ-არგ-ალ-ი [მეგრელი]
- გოლ-ა||გვალ-ა [მთა] - მე-გოლ-ე||მე-გვალ-ე [მემთე, მთიელი]
ლაზური:- ზაგ-*||ძაგ-* [ეზო] - მა-ნძაგ-ერ-ი [მეზობელი]
ქართული:- ეგვიპტე ---- მ-ეგჳპტ-ელ-ი||მე-ეგჳპტ-ელ-ი [ეგვიპტელი]
- სუკავ-: ---- მე-სუკავ-ე [სუკაველი]
- აწყურ-ი ---- მ-აწყვერ-ელ-ი [აწყურის ეპისკოპოსთა ტიტული, აწყურელი]
- ეგრ-ის-ი ---- მ-ეგრ-ელ-ი||მ-ეგრ-ი [ეგრისის მკვიდრი, ეგრისელი]
- რუ-ის-ი [სოფელი ქართლში] ---- მ-რუ-ვ-ელ-ი||მ-რო-ვ-ელ-ი [რუისის ეპისკოპოსთა ტიტული, რუისელი]
- ტბ-ეთ-ი||ტბ-ევ-ი* [ისტორიული სოფელი შავშეთში] ---- მ-ტბევ-არ-ი [ტბეთის ეპისკოპოსთა ტიტული, ტბელი]
- ატრევ-ი [ისტორიული სოფელი რაჭაში] ---- მ-ეტრევ-ელ-ი [ატრეველი]
- აჩაბ-ეთ-ი [სოფელი ქართლში] ---- მ-აჩაბ-ელ-ი [აჩაბეთელი]
- ატაბე [სოფელი ხევსურეთში] ---- მ-ატაბ-ელ-ი [ატაბელი]
- არგვ-ი||არგვ-ეთ-ი [საქართველოს ისტორიული კუთხე] ---- მ-არგვ-ელ-ი [არგვეთის მკვიდრი, არგვეთის ეპისკოპოსთა ტიტული. ამჟამად იმერელთა ერთი ტერიტორიული ჯგუფი]
- არად-ეთ-ი [სოფელი ქართლში] ---- მ-არად-ელ-ი [არადეთელი]
- ჴევ-ი||ხევ-ი [საქართველოს ერთ-ერთი კუთხე] ---- მო-ჴევ-ე||მო-ხევ-ე [ხევის მკვიდრი, ხეველი, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი]
- ფრანგ-* [ევროპა, ევროპელი] ---- მო-ფრანგ-ე [ფრანგი, ევროპელი]
- ეზო ---- მ-ეზო-ბ-ელ-ი [სიტყვა-სიტყვით ეზოს მკვიდრი, ეზოელი]
- ახლო ---- მ-ახლო-ბ-ელ-ი [ახლობელი]
- შორ-ი ---- მ-შორ-ობ-ელ-ი [შორებელი]
- სენა||სენაკ-ი [პატარა სახლი, ქოხი, ბერის ოთახი] ---- მო-სენა-ე [სენა-ში,სენაკ-ში მყოფი ბერი]
- უდაბნო ---- მე-უდაბნო-ე [უდაბნოში მცხოვრები ბერი]
- დაბ-ა [სოფელი, ყანა] ---- მ-დაბ-ურ-ი [სოფლელი, დაბელი, მდაბიო]
- სოფელ-ი ---- მ-სოფლ-ელ-ი [დაბელი, სოფლელი]
- ქუეყან-ა ---- მე-ქუეყან-ე [მცხოვრები (მოქალაქე)]
- ქალაქ-ი ---- მო-ქალაქ-ე [ქალაქის მცხოვრები, მკვიდრი, მახლობელი, თანამოქალაქე]
- სახლი ---- მ-სახ-ურ-ი [სახლის მკვიდრი, შდრ. ბერძ. οικια > ὀικε̍της]
ხევ-ი [ადმინისტრაციული ერთეული, გეოგრაფიული ერთეული] ---- მე-ხევ-ე||მო-ხევ-ე [ხეველი] - ზღჳსპირ-ი ---- მე-ზღჳსპირ-ე [ზღვისპირელი]
- სანახ-ი [განაპირა რეგიონი, შდრ. სლავ. украйна, окрайна] ---- მო-სანახ-ე [განაპირა რეგიონის მკვიდრი, შდრ. украинец]
- დაბ- [მიწა] ---- მ-დაბ-ალ-ი [დაბალი]
- აღ- [?] ---- მ-აღ-ალ-ი [მაღალი]
მეგვიპტელი||მეეგვიპტელიეგჳპტე > მე-ეგჳპტ-ელ-ი||მ-ეგჳპტ-ელ-ი: ეგვიპტელი.
“...მოკლა მეეგჳპტელი იგი და დაჰფლა იგი ქჳშასა “ [გამოსლვ. 2:12 ოშკური ბიბლია];
“რავდენ მოვკიცხნე მეეგჳპტელნი ეგე” [გამოსლვ. 10:2, ოშკური ბიბლია]
მესუკავესუკავ-: მე-სუკავ-ე: სუკაველი
”და შეურაცხყვეს შინებაჲ მძლავრისაჲ და ივლტოდეს უდაბნოდ ბანაკითურთ თჳსით მთასა, რომელსა ეწოდების სუკავიან, და ქმნნეს საყოფელნი ჴურელთა შინა ქუჱყანისათა, დაჰფლნეს ცხოვლივვე თავნი მათნი სიყუარულისათჳს ქრისტჱსისა და ცხომდებოდეს, ვითარცა უჴორცონი, ვითარმედ იქმნნეს ვითარცა ცხოვარნი მატყიერ, და საშინელ იყო კაცთაგან ხილვა{ჲ} მათი. [წამებაჲ: წმიდათა: მოწამეთა მესუჳკავეთაჲ]
მაწყვერელიაწყურ-ი > მ-აწყუერ-ელ-ი: აწყურის ეპისკოპოსთა ტიტული. სიტყვა-სიტყვით აწყურელი
”ამისა შემდგომად გამოიყვანნა მაწყუერელმან მესხნი…” [მატიანე ქართლისა]
მეგრელი||მეგრი||მარგალიეგრ-ის-ი||ეგურ-ი||ეგრი > მ-ეგრ-ელ-ი||მ-ეგრ-ი: მეგრელი, ეგრისელი, ეგრისის მკვიდრი. მეგრელ-* ძირი აღდგება ქართ-ზანური ენობრივი პერიოდისათვის. მისი კანონზომიერი ზანური შესატყვისია მარგალ- [<მაგრალ-*], რაც მეგრულად მეგრელს აღნიშნავს. ჭანურში მეგრელ- ძირი ნასესხებია ქართულიდან.
“აღესრულა კურთხეული მამფალი სტეფანოზ, ღმრთისა მიერ ქართველთა და მეგრელთა ერისთავ-ერისთავთა უფალი” (ატენის 835 წ. წარწერა);
“...[ფარნავაზ] ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი...” (ქართლის ცხოვრება: ლეონტი მრუველის მატიანე);
“...მაშინ ოვსთა და მეგრთა გარდამოვლეს მთა მცირე...” (ქართლის ცხოვრება: ლეონტი მრუველის მატიანე)...
მრუველი||მროველირუ-ის-ი > მ-რუ-ვ-ელ-ი > მ-რო-ვ-ელ-ი: რუისის ეპისკოპოსთა ტიტული. სიტყვა-სიტყვით რუელი, რუისელი. რუისი სოფელია ქართლში
მტბევარიტბ-ეთ-ი||ტბ-ევ-ი*> მ-ტბევ-არ-ი: ტბეთის ეპისკოპოსთა ტიტული. სიტყვა-სიტყვით ტბელი[ა. შანიძე: 1981, 15;16].
”...ღირსნი გიორგი მაწყუერელი ეპისკოპოსი და სტეფანე მტბევარი ეპისკოპოსი...” [გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება]
მეტრეველიატრევ-ი > მ-ეტრევ-ელ-ი > მ-ეტრევ-ელ-ი: ქართული გვარი. სიტყვა-სიტყვით ატრეველი. ატრევი ისტორიული სოფელია რაჭაში [ა. შანიძე: 1981, 15;16].
მაჩაბელიაჩაბ-ეთ-ი > მ-აჩაბ-ელი: ქართული გვარი. სიტყვა-სიტყვით აჩაბეთელი. აჩაბეთი სოფელია შიდა ქართლში [ა. შანიძე: 1981, 15].
მატაბელიატაბე > მ-ატაბ-ელ-ი: ქართული გვარი. სიტყვა-სიტყვით ატაბელი. ატაბე სოფელია ხევსურეთში. [იხ. ს. მაკალათია: 1984]
მარგველიარგვ-ი||არგვ-ეთ-ი > მ-არგვ-ელ-ი: არგვეთელი, არგვეთის მკვიდრი, არგვეთის ეპისკოპოსთა ტიტული (დღესაც), ამჟამად იმერელთა ერთი ტერიტორიული ჯგუფი [ა. შანიძე: 1981, 15].
მარადელიარად-ეთ-ი > მ-არად-ელ-ი: არადეთელი, არადეთის მკვიდრი [ა. შანიძე: 1981, 15].
მოჴევე||მოხევე||მეხევე- ჴევ-ი > მო-ჴევ-ე: მოჴევე||მოხევე - სიტყვა-სიტყვით ხევის მკვიდრი. აღმ. საქართველოს მთაში გადაქცეულია ეთნონიმად და ეწოდება ჴევის||ხევის მკვიდრ ქართველებს. ეთნონიმად მისი გადაქცევა ჴევის||ხევის გატოპონიმებას უნდა გამოეწვია. შდრ. ჴევ-ი > ჴევ-სული* > ჴევსური: ხევსური, ქართველთა ერთი ტომი, ხევსურეთის მკვიდრი. ჴევსური > ჴევსურეთი.
- ხევ-ი > მე-ხევ-ე: მეხევე [იმერულად] - სიტყვა-სიტყვით ხევის მკვიდრი; ამჟ. ახლო სამეზობლოს მკვიდრი, უბნელი
- ხევ-ი > მო-ხევ-ე*>მო-ხე-ე* > სამოხიო: სამოხიო [მეგრულად] - ადგილი სადაც ერთი გვარის ხალხი ცხოვრობს, ახლო სამეზობლო, უბანი [ნშ.: სამოხიოში ამჟამად სხვადასხვა გვარის ადამიანებიც ცხოვრობენ]
ხევ- ძირიანი ცნებები მრავალმხრივ საინტერესოა. ეს ძირი აღდგება ქართ-ზანური ენობრივი პერიოდისთვის (შესაძლოა საერთო-ქართველურისთვისაც: ჰ. ფეინრიხი, ზ. სარჯველაძე: 2000). შდრ. ხევ-ი||ჴევ-ი [ქართ.] - ხაბ-ო [მეგრ.] - ჴევ [სვან.]: ხევი. ჴეობა [სულხან-საბა: ”სიტყვის კონა...”]: მრავალი სული ერთ წყალზედ მსხდომი.
საინტერესოა, რომ ჴევ-ის||ხევ-ის, როგორც უძველესი ადმინისტრაციული ერთეულის ცნება დღემდეა შემონახული როგორც საქართველოს მთაში [სვანეთი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, ხევი], ასევე ბარშიც [სამეგრელო, იმერეთი].
მეგოლე||მეგვალეგოლ-ა||გვალ-ა > მე-გოლ-ე||მე-გვალ-ე: მეგოლე||მეგვალე [მეგრ.] - მემთე, მთიელი
მოფრანგეეს ფორმა გვხვდება ვეფხისტყაოსნის 968 სტროფში:
“მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი...
...
რუსნი, სპარსნი, მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი.”
მოფრანგე ამ შემთხვევაში აღნიშნავს ევროპელს, ანუ ფრანგს, როგორც ეს მაშინდელ აღმოსავლეთში იყო მიღებული. ამონარიდი იმითაც არის საინტერესო, რომ გვერდიგვერდ გვხვდება ორი მან-იანი წარმომავლობის სახელი.
მსახურისახლ-ი > მ-სახ-ურ-ი: შდრ. ბერძნული οικια [oikia] > οίκέτης [oiketes] ~ სახლი > მ-სახ-ურ-ი [სახლის მკვიდრი, გარკვეული კატეგორიის ადამიანი].
”ხოლო უდიდჱსი თქუენი იყოს თქუენდა მსახურ. [მათე: 23.11, ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
ხოლო თქუენ არა ეგრეთ იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი -- ვითარცა მსახური. [ლუკა: 22.26 ოთხთავის წინაათონური ნუსხები]
აღსანიშნავია -ურ სუფიქსის ხმარება, რაც არაგონიერთა კატეგორიის წარმომავლობის მაწარმოებელი იყო ქართ-ზანურშიც და ძველქართულშიც. ასევეა სამწერლობო ქართულში დღესაც. [ნშ.: ზანურში
ურ-ის პირვანდელი მნიშვნელობა გახუნდა და იგი ადამიანთა სადაურობის მაწარმოებლადაც გამოიყენება. ზანურში მკვეთრი გამიჯვნა აღარ არის გონიერთა და არაგონიერთა წარმომავლობის წარმოებაში (იგივე ითქმის საკუთრივ ქართულის ზოგიერთ კილოზეც). ადრე აქაც სვანურისა და სამწერლობო ქართულის მსგავსი ვითარება იყო: ადამიანთა წარმომავლობის მაწარმოებელი სუფიქსი იყო
-არ (შდრ. ქართული -
ელ და სვანური
მჷ-||მუ-), ხოლო არაგონიერთა
-ურ (შდრ. ქართ.
-ურ და სვან.
ლუ-).
-არ სუფიქსი არის ზანური გაჟღერება ქართული
-ელ-ისა. ფორმები ერთმანეთის კანონზომიერი ფონეტიკური და ფუნქციური შესატყვისებია (ა. შანიძე: 1981, 12;14)].
მდაბურიდაბ-ა > მ-დაბ-ურ-ი: დაბელი, დაბის მკვიდრი, მდაბიო წარმოშობის ადამიანი.
”…და აღდგეს ასურნი მთავარნი კაცნი სტეფანჱსთჳს და ჰრქუეს: ესე კაცი ჩუენ ვიცით, ჩუენი მდაბური არს...” [ევსტათი მცხეთელის მარტვილობა]
”...შეიპყრა ოდესმე მთავარმან მის სოფლისამან მდაბური მამისა პიმენისი...” [სწავლანი და თხრობანი თითო სახენი მამისა პიმენისნი]
აქაც მ- თავსართიანი წარმოება გვაქვს -ურ სუფიქსაციით. დაბ- ძირი მომდინარეობს საერთო-ქართველური ფუძე-ენიდან [ჰ. ფეინრიხი, ზ. სარჯველაძე: 2000]. ა. შანიძე მას მიწის მნიშვნელობას აღუდგენს [ა. შანიძე: 1973]. შდრ. დაბ- [ქართ.] - დობ- [მეგრ.] - დობ- [ჭან.] და დაბ [სვან.]
- დაბ [სვან.] - ყანა
- დაბა [ქართ.] - სოფელი, ყანა; დებ-ი-ერ-ი [ლეჩხ.] – მოსავლიანი, ბარაქიანი, ვაკე ადგილი [ალ. ღლონტი: 1984]: *დაბ-ი-ერ-ი > დებ-ი-ერ-ი [რეგრესიული ასიმილაციის შედეგად: შდრ. ი. ყიფშიძე: 1915]
- დობ-* [ზან.] > დობ-ერ-ა [მეგრული] - ვაკე ადგილი, სახნავ-სათესად გამოსაყენებელი, მაღალბალახიან ყანაზეც იტყვიან, პატარა, ეული გორაკი, მინდორ-ველი, დობირა, დობილო; დობ-ირ-ა [ჭანური] - კარგი ნიადაგი; დობ-ირ-ა [გურული] - ნიადაგის სახელია; დობ-ირ-ო [გურული] - ვაკე ადგილი, სადაც ხეებია აშვებული; დობ-ილ-ი [გურული] - ვაზიანი ხეებით გაშენებული ადგილი; დობ-ილ-ო [ზემოიმერული: ვაკე ადგილი, სახნავ-სათესად და სავენახედ ვარგისი ვაკე ადგილი]
- დაბ-* [საერთოქართველური]: მიწა
დაბ- ძირისგან ნაწარმოებია ატრიბუტი, ასევე მან-იანი წარმოებისა: მდაბალი [მ-დაბ-ალ-ი], რომელიც უპირისპირდება მაღალ-ს [მ-აღ-ალ-ი]. ამ ორ ზედსართავში ა. შანიძემ გამოჰყო დაბ- და აღ- ძირები, რომლებიც ზმნისწინებადაც არის გამოყენებული: და- [<*დაბ-] და აღ-, შესაბამისად ქვედა და ზედა მიმართულებების აღსანიშნავად. შდრ. სვანური გიმ [მიწა] და მეგრული გიმე [ქვემოთ: ზმნისზედა და ზმნისწინი]. დაბ- და აღ- ერთმანეთს უპირისპირდება აგრეთვე უდარეს-სა [უ-და-რე-სი<*უ-დაბ-რე-სი: უფრო დაბალი] და უაღრეს-ში [უ-აღ-რე-სი: უფრო მაღალი] (ა. შანიძე: 1973)
მანძაგერი და მეზობელიზაგ-* > მა-ზაგ-ერ-ი* > მანძაგერი: მანძაგერი [ჭანური] - მეზობელი
მანძაგერ-ში [მეზობელი] გამოიყოფა ძაგ- ძირი. ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად აღარ გვხვდება ჭანურში. ძირს ბერძნულიდან უნდა შეეღწია: σηκ-ός [sekos]: ზღუდე, ღობე, შემოღობილი ადგილი[H. Liddell, R. Scott: 1940, А. Вейсман: 1991] . სიტყვა დორიულში σᾱκ-ός [sa:kos] ფორმითაც დასტურდება [H. Liddell, R. Scott: 1940]. სტრუქტურულად და შინაარსობრივად მანძაგერი [მა-ნძაგ-ერ-ი] იმეორებს ქართულ მეზობელ-ს [მ-ეზო-ბ-ელ-ი < *მ-ეზო-ვ-ელ-ი: "ვ" კეთილხმოვანებისთვის წარმოქმნილი ელემენტია], მხოლოდ ძირად გამოყენებულია უცხო ენიდან შეთვისებული მასალა [*ზაგ-: ეზო].
ეზო და მეზობელი დასტურდება ძველქართულში:
ხუთი ეზო იყოს ურთიერთას მახლობელად ერთი ერთისაგან და ხუთნივე იგი ეზონი იყვნენ შედგმულ მოყუასი მოყუასსა [გამოსლვ. 26.3, ოშკური და იერუსალიმური ნუსხები]
შეემთხჳა მას თეკლა მეზობელი იგი მისი [მარტჳლობაჲ თეკლაჲსი]
მანძაგერი ჭანურში დღესდღეობით გამოვლენილი ერთადერთი მან-იანი სადაურობის სახელია, თუმცა აქ გვხვდება მეგრელ- ძირიც, რომელიც ქართულიდან არის შეთვისებული. კანონზომიერი ზანური ეკვივალენტი ქართ-ზანური მეგრელ- ძირისა არის მაგრალ-*>მარგალ- [ჰ. ფეინრიხი, ზ. სარჯველაძე: 2000]
მსოფლელისოფელ-ი > მ-სოფლ-ელ-ი: სოფლელი [ზ. სარჯველაძე: 2000]
მექუეყანექუეყან-ა > მე-ქუეყან-ე: მცხოვრები (მოქალაქე) [ზ. სარჯველაძე: 2000]
მოქალაქექალაქ-ი > მო-ქალაქ-ე: ქალაქის მცხოვრები, მკვიდრი, მახლობელი, თანამოქალაქე [ი. აბულაძე: 1973, ზ. სარჯველაძე: 2000]
“…კაცი ზეცისაჲ, მოქალაქე იგი უდაბნოჲსაჲ…” [იოვანე ოქროპირის "თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ..."]
მეზღვისპირეზღვისპირ-ი > მე-ზღვისპირ-ე: ეს სიტყვა დასტურდება ძველქართულში და ნიშნავს ზღვისპირელს [ი. აბულაძე: 1973, ზ. სარჯველაძე: 2000]
მოსანახესანახ-ი > მო-სანახ-ე: განაპირა რეგიონის მცხოვრები. სანახ-ი: განაპირა რეგიონი [ი. აბულაძე: 1973, ზ. სარჯველაძე: 2000]. შდრ. სლავ. украйна, окрайна [ukrayna, okrayna]: განაპირა მხარე; украинец [ukrainets]: განაპირა მხარის მცხოვრები, უკრაინელი
მოსენაე||მოსენაკესენა > მო-სენა-ე: სენაკში (||სენაში) მცხოვრები ბერი. სენა||სენაკი: ბერის საცხოვრისი პატარა ოთახი. ეს სიტყვა დასტურდება “იოანესა და ეფთვიმეს ცხოვრებაში” [მე-11 ს.].
მახლობელიახლო > მ-ახლო-ბ-ელ-ი: ახლოს მყოფი, მახლობელი|| ახლობელი [ი. აბულაძე: 1973, ზ. სარჯველაძე: 2000]
მშორობელიშორ-ი > მ-შორ-ობ-ელ-ი: შორს მყოფი, შორებელი. ეს სიტყვა დასტურდება ძველი ქართული ბიბლიის გელათის ნუსხაში, რასაც სხვა ვერსიებში შორიელი შეესაბამება
მეუდაბნოეუდაბნო > მე-უდაბნო-ე: უდაბნოში მცხოვრები ბერი, განდეგილი
…მას ჟამსა მიძნაძოროჲთ ხანცთად მოვიდა დიდი მეუდაბნოე მიქელ მამაჲ [გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება]
წყაროები- ძველი აღთქმა [ოშკური, იერუსალიმური და გელათის ნუსხები]
- (ხანმეტი ოთხთავი (VII ს.); ადიშის ოთხთავი (X ს.); ქსნის ოთხთავი (X ს.); ბერთის ოთხთავი (X ს.); ჯრუჭის ოთხთავი ( 936 წ.); პარხლის ოთხთავი (973 წ.); ურბნისის ოთხთავი (XI ს.); პალესტინური ოთხთავი (1048 წ.); სინური ხელნაწერები (X ს); წყაროსთავის ოთხთავი (X ს.)
- წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ
- ”მარტჳლობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ” [”ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი I (V-X საუკუნეები)” - თბილისი 1963]
- გიორგი მერჩულე: ”შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ” [”ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი I (V-X საუკუნეები)” - თბილისი 1963]
- გიორგი მთაწმინდელი: “იოანეს და ეფთვიმეს ცხოვრება” [ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II (XI-XV ს.ს.)] - თბილისი 1967
- სუმბატ დავითის ძე: ”ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა” [ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, თბილისი 1955]
- სტეფანე მტბევარი: ”წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვანეს ყველის ციხით” [”ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წიგნი I (V-X საუკუნეები)” - თბილისი 1963]
- წამებაჲ წმიდათა მოწამეთა მესუკავეთაჲ: ა. ხახანოვი [ხახანაშვილი], ქართული ჰაგიოლოგიის მასალები [მე-10 საუკუნის ქართული ხელნაწერების მიხედვით] – მოსკოვი 1910
- ”სწავლანი და თხრობანი თითო სახენი მამისა პიმენისნი” [”შუა საუკუნეთა ნოველების ძველი ქართული თარგმანები, II: ანბანურ-ანონიმური პატერიკები” - თბილისი 1974
- ”მარტჳლობაჲ თეკლაჲსი” ტექსტი: ენიმიკის მოამბე VIII, 1940
- ქართლის ცხოვრება: ლეონტი მრუველის მატიანე [ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტომი I, თბილისი 1955]
- მატიანე ქართლისა [ქართლის ცხოვრება. ტომი I - თბილისი 1955]
- ქართლის ცხოვრება: ჟამთააღმწერელი
- ვახუშტი: “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”
- შოთა რუსთველი: ვეფხისტყაოსანი
- ს. მაკალათია: “ხევსურეთი” - თბილისი 1984
- ი. ყიფშიძე: “ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში” - თბილისი 1915
- არნ. ჩიქობავა: “სახელთა ძირების უძველესი აგებულება ქართველურ ენებში” – თბილისი 1942
- ა. შანიძე: “ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები” – თბილისი 1973
- ა. შანიძე: “უმლაუტი სვანურში” [თხზულებანი II: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები] - თბილისი 1981
- ა. შანიძე: “ვინაობის სუფიქსი -არ ქართულ ენაში” [თხზულებანი II: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები] - თბილისი 1981
- ა. შანიძე: “ევ კილოს კვალი საქართველოს გეოგრაფიულ სახელებში” [თხზ. II: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები] - თბილისი 1981
- ა. შანიძე: “ასტრალური მოვლენები ვეფხის ტყაოსანში” [თხზ. V:ვეფხის ტყაოსნის საკითხები] - თბილისი 1985
- არნ. ჩიქობავა: “ჭანურის გრამატიკული ანალიზი” – თბილისი 1936
- სულხან-საბა ორბელიანი: “სიტყვის კონა ანუ ლექსიკონი ქართული” – შეკრებილი 1685-1716 ქ.ა. – თბილისი 1966
- ი. აბულაძე: “ძველი ქართული ენის ლექსიკონი” – თბილისი 1973
- ალ. ღლონტი: “ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა” – თბილისი 1984
- Г. Климов: “Этимологический словарь Картвельских языков” – Москва 1964
- ზ. სარჯველაძე: “ძველი ქართული ენის სიტყვის კონა” - თბილისი 2000
- ჰ. ფეინრიხი, ზ. სარჯველაძე: “ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი” - თბილისი 2000
- H. G. Liddell, R. Scott: A Greek-English Lexicon (revised and augmented throughout by Sir Henry Stuart Jones with the assistance of Roderick McKenzie – Oxford, Clarendon Press 1940.
- А. Вейсман: Греческо-Русский Словарь (репринт V-го издания 1899 г.) – Москва 1991
- Perseus Internet Resources
- Thesaurus Indogermanischer Text- und Sprachmaterialien [TITUS]