ბერეშით
ეტიმოლოგიის ავტორია ნუგზარ კვაშილავა, ფაზისის საერო აკადემიის წევრი. ეტიმოლოგია განვრცობილია ბიბლიის განმარტებებით ეკლესიის წმიდა მამებისგან.
ბერეშით - ასე გამოითქმის ბიბლიის პირველი წიგნის (დაბადების), პირველი თავის, პირველი მუხლის, პირველი სიტყვა ძველებრაულ დედანში. სიტყვა ბერეშით ნიშნავს დასაბამად, თავდაპირველად. ბიბლიის პირველი მუხლია: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ". კოლხური სიტყვა "ბერე" მეგრულ-ლაზურად ნიშნავს "ვაჟიშვილი", "ძე", "პირმშო", ასე რომ, "ბერეშით" შეიძლება წაკითხულ იქნას, როგორც "ძისით" და ამ შემთხვევაში პირველი მუხლი წაიკითხება ასე: ძისით ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.
თავისი შინაარსით ბიბლიის პირველი მუხლის ასეთი წაკითხვა მართლმადიდებელ ქრისტეანულ დოგმატიკას ეთანხმება, რის დასაბუთებასაც ვახდენთ. მივყვეთ ამონარიდის თარგმანს წიგნიდან - ბიბლიის განმარტება, "Толковая библия" С. Петербург 1904-1913 гг., რედაქტორი პროფესორი ა. პ. ლოპუხინი.
ძველი აღთქმა, დაბადება, შესაქმის პირველი დღე, პირველი თავის პირველი მუხლი: დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ.
"წმიდა მამებთან, ასევე მთელ შემდგომ განმარტებით ლიტერატურაში არსებობს ორი მთავარი ტიპური განმარტება სიტყვისა დასაბამად. ზოგთა გაბატონებული აზრით - ესაა უბრალო ქრონოლოგიური მითითება "ხილული საგნების შექმნის დაწყებაზე" (ეფრემ ასური), ანუ ყველაფერ იმაზე, რისი თანდათანობითი წარმოქმნის ისტორიაც გადმოცემულია უშუალოდ შემდეგ. სხვათა ალეგორიული განმარტებით კი (თეოფილე ანტიოქიელი, ამბროსი მედიოლანელი, ავგუსტინე ავრელიუსი, ორიგენე და სხვ.), სიტყვას "დასაბამად" აქ აქვს ინდივიდუალური აზრი, რომელიც გამოხატავს ფარულ მინიშნებას წმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის, ძე ღვთისას მამისაგან შობას უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელშიც და რომლისგანაც ყოველი შეიქმნა ... (იოან. 1:1–3, 1:10, 8:25; 1პეტ. 1:20; კოლ. 1:16; გამოცხ. 3:14)".
ვებწყარო:
http://azbyka.ru/otechnik/?Lopuhin/tolkovaja_biblija_01=1 რომ ძისით შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა, ამას ადასტურებს იოანეს სახარება:
"1. პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი.
2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა.
3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა (იოან. 1:1–3)".
სახარების ამ მუხლებში ყველა წმიდა მამის აზრით "სიტყუაჲ" არის ძე ღმერთი.
ნეტარი ავგუსტინე ავრელიუსის (354-430) განმარტებით:
"ბიბლიის პირველ სიტყვებთან დაკავშირებით "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ", ... ისმის კითხვა, სიტყვა "დასაბამად" ნიშნავს დროის დასაბამში, თუ "დასაბამად" ნიშნავს თვით ღმერთის ზესიბრძნეში, იმიტომ რომ თვით ძე ღვთისამ უწოდა საკუთარ თავს "პირველად" [ანუ "დასაბამად"], როცა მას ჰკითხეს: "ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ (იოან. 8:25)". რადგან არის დაუსაბამო დასაბამი და დასაბამი სხვა დასაბამისგან. დაუსაბამო დასაბამი მხოლოდ ერთი მამაა, რისიც ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი ერთი დასაბამისგანაა. ძე კი არის დასაბამი იმ აზრით, რომ ის მამისგანაა".
ამონარიდი თარგმნილია წყაროდან - "Творения блаженного Августина, епископа Иппонийского", вышедшие в г. Киеве в 1901-1915 гг. О книге Бытия буквально.
ვებწყარო:
http://www.ccel.org/contrib/ru/Augustine/part0-3.htmზემორე ამონარიდზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტყვით "პირველად" ანუ "დასაბამად" მაცხოვარი პასუხობს მწიგნობრებს, რომ თავად არის ის, ვისზედაც მიანიშნებს მათი მთავარი წიგნის პირველი სიტყვა "ბერეშით".
ბოლოს გთავაზობთ ამონარიდის თარგმანს დეკანოზ ლეონიდ გრილიხესის (თემის გარეთ: საინტერესო გვარია - გრილი ხეშ

) სტატიიდან - ძველებრაული ზმნა "ბარა" ქმნა: საღვთისმეტყველო ინტერპრეტაციის ცდა, Протоиерей Леонид Грилихес - "Древнееврейский глагол "бара" сотворил: опыт богословской интерпретации", Альфа и Омега, 2006, № 3(47):
"ნეტარი იერონიმეს დამოწმებით, ადრექრისტეანულ ეგზეგეტიკაში არსებობდა საკმაოდ მდგრადი ტრადიცია წმიდა წერილის პირველ სიტყვებში დაენახათ მითითება ძეზე. შრომაში "ებრაული საკითხები დაბადების წიგნზე", დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ კომენტირებისას, ნეტარი იერონიმე შენიშნავს შემდეგს:
"ბევრი თვლის, რომ ებრაულ ტექსტში დგას: "ძეში ქმნნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ". ეს გამონაგონია, რაშიც გვარწმუნებს თვით საგნის არსი. სამოცდაათმა მთარგმნელმა, სიმმახმა და თეოდოტიონმაც ხომ გადათარგმნეს "დასაბამად". ... ამიტომ მოცემული გამოთქმა შეიძლება მივიღოთ როგორც ქრისტეს შესახებ მიკუთვნებული უფრო შინაარსით, ვიდრე ასოითი თარგმანის შესაბამისად."
და თუმცა თვით ნეტარი იერონიმე უშვებს, რომ წმიდა წერილის პირველი სტროფები შეიძლება ეხებოდნენ ქრისტეს მხოლოდ ზოგადი აზრით, მაინც რჩება შეკითხვა: რატომ თვლიდა ბევრი, რომ ებრაულ ტექსტში მითითებაა ძეზე. ჩვენი წარმოდგენით მსგავსი განმარტება შეიძლებოდა შექმნილიყო არამეულენოვან წრეებში, ქრისტეანებთან ებრაელებისგან ან სირიელებისგან, რომლებსაც არ შეეძლოთ გვერდი აეარათ იმაზე, რომ ებრაულ ზმნას "ბარა", ისევე როგორც ბიბლიის პირველი სიტყვის "ბერეშით" პირველ სამ ასოს, არამეულად აქვთ მნიშვნელობა ძე".
ვებწყარო:
http://aliom.orthodoxy.ru/arch/047/gril47.htm თურმე ბიბლიის პირველი სიტყვის პირველი სამი ასო ებრაულად და არამეულად ძეს ნიშნავს, მაგრამ კოლხურად არა მარტო პირველი სამი ასო, არამედ მთლიანად სიტყვა "ბერეშით" ნიშნავს ძისით. უნდა დავასკვნათ რომ ბიბლიის ძველებრაული დედნის პირველ სიტყვას - "ბერეშით" აქვს ორი მნიშვნელობა. პირველი მნიშვნელობაა - "დასაბამად", ხოლო მეორე მნიშვნელობა - "ძისით" არის კოლხური ენისმიერი საღვთისმეტყველო დამატება.