არწივი9ნუ გასაგებია თქვენი პოზიცია მოცემული საკითხის მიმართ და სრულიად ვიზიარებ იმ დამოკიდებულებას ჰიტლერის მიმართ რაც თქვენ გაქვთ , მაგრამ :
1.„პროექტი ურანი“[რედაქტირება]
1939 წლის აპრილში ორმა გერმანელმა ფიზიკოსმა, პაულ ჰარტეკმა და ვილჰელმ გროტმა წერილი მისწერეს იმპერიის სამხედრო უწყებას. ამ წერლიში ისინი აცხადებდნენ, რომ ატომურ ფიზიკაში უკანასკნელმა მიღწევებმა შესაძლებელი გახადა ისეთი იარაღის შექმნა, როლის ძალაც ყოველგვარ წარმოდგენას აღემატებაო. 1939 წლის 26 სექტემბერს სამხედრო უწყების პროტექტორატის ქვეშ შეიქმნა ფიზიკოსებით დაკომპლექტებული ე.წ. "ურანის საზოგადოება". 1941 წლის სექტემბერში კი გერმანიამ დაიწყო "პროექტი ურანი". პროექტს ხელმძღვანელობდა გენიალური გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური მექანიკა ფუძემდებელი - ვერნერ ჰაიზენბერგი. დასაწყისში პროექტი ძალიან წარმატებულად მიდიოდა წინ, მაგრამ ამ პროექტის შესახებ მალევე შეიტყო მოკავშირეთა (მხოლოდ ბრიტანეთი და აშშ) დაზვერვამ. ამის შემდეგ ისინი მუდმივად და ენერგიულად უშლიდნენ ხელს პროექტის მიმდინარეობას.
ვსოო დამთავრდაა შპიონაჟიიი , რამხელა როლი ითამაშააა მოკავშირეებისთვის
" აშშ ახორციელებდა ოპერაცია "ალსოს"-ს, რომელიც ითვალისწინებდა სპეცსამსახურების მეშვეობით ყოველგვარი ინფორმაციის მოძიებას გერმანული პროექტის მიმდინარეობის შესახებ. საბოლოოდ "პროექტი ურანი" ჩავარდა. "
1939 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე, ალბერტ აინშტაინმა ამერიკის პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს წერილის მისწერა:
“სერ, უახლოეს მომავალში, ელემენტი ურანიუმი შესაძლებელია გარდაიქმნას ახალ და მნიშვნელოვან ენერგიის წყაროდ. ამ სიტუაციასთან მიმართებაში წარმოქმნილი საკითხები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და, თუ საჭიროა, სწრაფ მოქმედებასაც კი ადმინისტრაციის მხრიდან. ბოლო ხანებში ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ურანიუმში შეიძლება წარმოიქმნმას ბირთული ჯაჭვური რეაქცია, რომელიც შესაძლებელს გახდის ახალი და განსაკუთრებულად ძლიერი ბომბების კონსტრუირებას.“
აინშტაინი როგორც ვიცი პაციფისტი და კარგად ხვდებოდა თუ რა სურდა ჰიტლერს ამიტომაც გამოიქცა გერმანიიდან და თავი შეაფარა ამერიკას

" ალბერტ აინშტაინისთვის ნათელი გახდა, რომ მის მიერ შექმნილი ფორმულით (E=mc²) შესაძლებელია ნაცისტებს ბოროტად ესარგებლათ და ატომური ბომბის ასაგებად გამოეყენათ, ეს კი საფრთხეს უქმნიდა შეერთებულ შტატების უსაფრთხოებას. ამ წერილმა საფუძველი დაუდო მოვლენათა განვითარების დიდ ჯაჭვს, რომელმაც შემდგომში ჰიროშიმა-ნაგასაკის განადგურებაც კი გამოიწვია. ალბერტ აინშტაინი საკუთარ მონათხრობებში ამბობს, რომ ამ წერილის დაწერას მისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევს."
"
1933 წელს გერმანიას სათავეში ჰიტლერი ჩაუდგა. იმ დროისთვის გერმანია ფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი გახლდათ, ზოგიერთ იმდროინდელ მეცნიერს ძალიან სურდა ნაცისტებთან მუშაობა და თვითონ ნაცისტებს, როგორც ომის მანქანებს, ძალიან სურდათ განეხორციელებინათ ის, რაც აინშტაინის აზრით შეუძლებელი იყო, ატომიდან გამოეთავისუფლებინათ ენერგია და შეექმნათ ატომური ბომბი.
აინშტაინისგან განსხვავებით ლეო ზილარდი შიშობდა, რომ ატომისგან ენერგიის გამოთავისუფლება არც ისე უტოპიური იყო და რომ E=mc²- ის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა ატომური ბომბის შექმნა. ამ შიშმა განაპირობა მისი სტუმრობა აინშტაინთან. ზილარდი შეეცადა აინშტაინისთვის აეხსნა თუ რა აძლევდა მას შიშის საფუძველს, მან თქვა რომ ჰიტლერი ევროპაში ომისთვის ემზადებოდა და ამისთვის მთელი ძალები ჰქონდა მოკრეფილი, მათ შორის ატომური ბომბის შექმნის იდეაც, მაგრამ აინშტანმა უპასუხა, რომ ატომური ბომბის შესაქმნელად საჭირო იქნებოდა მილიონობით ატომი ერთბაშად მოსულიყო რეაქციაში, რაც მისი აზრით არარსებული რაოდენობის ენერგიას მოითხოვდა და ამიტომ ატომური ბომბის იდეა ტყუილი დროის კარგვა იყო, მაგრამ ზილარდმა უთხრა, რომ არ იყო საჭირო მილიონობით ატომის ერთდროულად ამუშავება, და რომ ეს სხვა გზითაც შეიძლებოდა მომხდარიყო.. "
კაროჩე კიდე ბევრ რამეს ქმინდა მარა არავინ მისცა მსოფლიოს განადგურების უფლებაააააააააააააა