ტააკ
ესე იგი:
ვყვები ნორვეგიის ოკუპირების ოპერაციისას გერმანული წყალქვეშა ნავების მოქმედების შესახებ
განსაკუთრებული აქცენტია ტორპედოების გაუმართაობაზე
1940 წლის 1 აპრილს გერმანულ წყალქვეშა ფლოტში 48 წყალქვეშა ნავი შედიოდა. გროსადმირალმა კარლ დენიცმა ნორვეგიის წინააღმდეგ ოპერაციისათვის 32 ნავი გაგზავნა, თუმცა ამ ნავებიდან ორი საზღვაო შტაბმა ორი გერმანული გემის: რეიდერებად გადაკეთებული "ატლანტისის" და "ორიონის" ესკორტისთვის გაამზადა. 30 ნავი ნორვეგიის სანაპიროს პატრულირებას შეუდგა [თუმცა რა თქმა უნდა არა ერთდროულად - 30 კი არა 10 ნავიც არ იყო ხოლმე პატრულირებაზე ერთად - ზოგი რემონტზე იდგა, ზოგი საპატრული რაიონიდან სარემონტოდ მიდიოდა, ზოგი პირიქით და ა.შ.]
წყალქვეშა ნავებს ნორვეგიის სანაპიროსთან უმძიმესი საპატრულო სამუშაო ქონდათ: ნორვეგიის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრილი არხები და ფიორდები სანაოსნოდ სახიფათო იყო მცირე სიღრმის და წყალქვეშა წინააღმდეგობების გამო, ნორვეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზა ნარვიკი ნორვეგიის პოლარულ ზონაზე შორსაა და ღამის ხანგრძლივობა ძალიან ცოტა იყო. ნავებს 19-20 საათი წყალქვეშ ყოფნა უწევდათ, რის გამოც ნავებში ჰაერი მზიმდებოდა. აკუმულატორის გადასატენად ნავები ფიორდებში იმალებოდნენ, საიდანაც მოწინააღმდეგის შეტევის შემთხვევაში გამოსვლა თითქმის შუძლებელი იყო.
10 აპრილს ვესტ-ფიორდში U51-ის მეთაურმა კნორმა 5 ინგლისური ნაღმოსანი შენიშნა, რომლებიც უფუტ-ფიორდისკენ მიემართებოდნენ [ნარვიკის ბაზაზე შესასვლელად ჯერ ვესტ-ფიორდის, შემდეგ კი უფუტ-ფიორდის გავლაა საჭირო]. კნორმა ნაღმოსნებს რამდენიმე ტორპედოთი შეუტია, თუმცა არცერთი ტორპედო არ აფეთქდა.
> 11 აპრილს U48-ის მეთაურმა ჰერბერტ შულცემ ინგლისის მეტროპოლიის ფლოტის გემები შენიშნა - სამი ლინკორი [სახაზო გემი, გემების უძლიერესი კლასი მმო-ს დროს], რამდენიმე მძიმე კრეისერი, ერთი მსუბუქი კრეისერი და ხუთი ნაღმოსანი. სულცემ კრეისერების მისამართით ექვსი მაგნიტურ-დეტონატორიანი ტორპედო გაუშვა. ორი ტორპედო მიზანს აცდა, დანარჩენები დროზე ადრე აფეთქდა.
დენიცი ტორპედოების გაუმართაობის მიზეზს ვერ ხვდებოდა - ეს მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო პოლარულ ზონაში ძაბვის კლება, სანაპირო წყლებში რკინის მადნის დიდი რაოდენობა ან რამე სხვა. დენიცი ნაღმების და ტორპედოების განყოფილებას დაუკავშირდა და ეცადა მიზეზის გარკვევას, თუმცა ნამდვილი მიზეზი ორი წლის შემდეგ აღმოაჩინეს - ტორპედოს სიღრმის დამჭერ მექანიზმი ატმოსფერულ წნევაზე იყო გათვლილი, ნავის წყალქვეშა მდგომარეობაში კი ჰაერის წნევის გაზრდასთან ერთად წნევა გიროსტატის კლაპანშიც იზრდებოდა, რის გამოც გაშვების შემდეგ ტორპედო უფრო დიდ სიღრმეზე მიდიოდა, ვიდრე დაყენებული იყო ეკიპაჟის მიერ. იყო სხვა პრობლემებიც [
http://uboat.net/history/torpedo_crisis.htm ]
> 12 აპრილს U25-ის მეთაურმა შუცემ ინგლისური ლინკორი "უორსპაიტი" და ცხრა ნაღმოსანი შენიშნა. შუცემ ნაღმოსნებს ორი ტორპედოთი შეუტია, თუმცა მიზანს ორივე აცდა.
> U48-ის მეთაურმა შულცემაც შეუტია იგივე ლინკორს, თუმცა ყველა მის მიერ გაშვებული ტორპედო აცდა გემს.
U48-ის ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ჰორსტ ჰოფმანმა დღიურში ჩაწერა: "ყოველ დღე ჩვენ ინგლისურ გემებს ვუტევდით, ვიწექით ფსკერზე, ვცდილობდით ნაღმოსნების სიღრმის ყუმბარები აგვეცილებინა. ყოველ დღე ნორვეგიულ ფიორდებში დავძვრებოდით რომ სადმე ზყლის ზედაპირზე ამოსასვლელი და აკუმულატორების დასატენი ადგილი გვეპოვნა, ჩვენ ერტი წუთითაც არ გვეძინა, არ გვყოფნიდა ჰაერი. და რისთვის? იმისთვის რომ ყოველ ჯერზე დავრწმუნებულიყავით რომ ჩვენი ტორპედოები არაფრად ვარგოდა."
> 15 აპრილის დილას U38-ის მეთაურმა ლიბემ ლინკორ "ველიენტს" და კრეისერ "საუთჰემპტონს" შეუტია - ყველა ტორპედო მიზანს აცდა. U65-ის მეთაურმა ფონ შტოკჰაუზენმა პოლონურ ლაინერ "ბატორის" შეუტია, რომელსაც ინგლისელები საარმიო ნაწილების გადასაყვანად იყენებდნენ. არცერთი ტორპედო გემს არ მოხვდა.
U47-ის მეთაურმა გიუნტერ პრინმა ბიგდენ-ფიორდში ექვსი საარმიო ტრანსპორტი და ორი კრეისერი შენიშნა. ყველა გემი გაჩერებული იდგა. პრინმა 22 საათსა და 42 წუთზე ოთხი ტორპედო [სამი კონტაქტური დეტონატორით, ერთი - მაგნიტურით] გაუშვა მიზნების მიმართულებით. არცერთი ტორპედო არ აფეთქდა. სატორპედო აპარატების გადატენვის შემდეგ პრინმა შეტევა გაიმეორა, თუმცა ტორპედოები არც ამჯერად მოხვდა მიზანს.
> 18 აპრილს U65-მა ვოგს-ფიორდში შემავალ მსუბუქ კრეისერს შეუტია, თუმცა სამივე ტორპედო დროზე ადრე აფეთქდა. U38-მაც შეუტია სხვა მსუბუქ კრეისერს, თუმცა ეს შეტევაც უშედეგოდ დასრულდა. იმავე დღეს U47-მა ლინკორ "უორსპაიტს" შეუტია ორი მაგნიტურ-დეტონატორიანი ტორპედოთი, ერთი ტირპედო არ აფეთქდა, მეორე კი აფეთდა დაგვიანებით.
იყო ტორპედოების გაუმართაობის კიდევ რამდენიმე შემთხვევა ამ ოპერაციაში. ტორპედოების პრობლემებს ადგილი ქონდა ადრეც და მოგვიანებითაც, თუმცა ნორვეგიის ოპერაციაში ამ გაუმართაობამ უდიდეს მასშტაბებს მიაღწია. დენიცმა შეაგროვა ნორვეგიის სანაპიროსთან ინგლისურ გემებზე შეტევის შემთხვევები, ამოირჩია ის ვარიანტები, როდესაც წყალქვეშა ნავები მტერს მოსახერხებელი პოზიციიდან უტევდნენ და დაითვალა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტორპედოები იმოქმედებდნენ, გერმანელი მეთაურები ჩაძირავდნენ ერთ ლინკორს, 7 კრეისერს, 7 ნაღმოსანს და 5 ტრანსპორტს.
ვოტ
მიმაგრებული სურათი