Kost@,
ბარათა (არაბული) " ახალმთვარიანობა " ; გადატანით: " სიწმინდე " ; ან: (სპარსული) " ნახატი ". არაბულად ბარა-ს უწოდებდნენ ახალმთვარობის პერიოდს (მთვარის თვის დამდეგს), როცა მთვარე ჯერ არ ჩანს. ეს დრო მიჩნეული იყო სასიამოვნო ამბის მომასწავებლად და მაშინ დაბადებული ბავშვიც ბედნიერი მომავლის მქონედ მიაჩნდათ. ამიტომ არქმევდნენ ამ დროის აღმნიშვნელ სახელებს: ბარათ, ბარათბეკ, ბარათალი (ვაჟებს), ბარათხანუმ, ბარათგულ, ბარათმო (ქალებს). ამათგან ქართულში შემოსულია მხოლოდ ერთი – ბარათა, საიდანაც ნაწარმოებია გვარები: ბარათაშვილი, ბარათელია, ბარათელი. შესაძლოა აქედანვე მომდინარეობდეს ბართაიას და ბართიას გვარებიც.
1. ბარათაშვილი
ესენი არიან ჯამბაკურიანთა თანა ერთის დროისანი, რომელიც ზევით აღვწერეთ (2) პუნკტშია. და არიან სხვა-და-სხვა სახლად გაყოფილნი და მოსახლენი სომხითსა შინა. (ვინც არ იცის სომხითი სომხეთი არ არის!)
ბარათაშვილი [ქ-კ]
ვახტანგ იესეს ძე, მისი ცოლი სალომე, მათი ვაჟიშვილი პრაპორშჩიკი ივანე
კაპიტანი გიორგი ივანეს ძე, მისი ცოლი ქეთევანი, მათი ვაჟიშვილი დავითი
ვახტანგის ქვრივი დარია, მისი ვაჟიშვილები: გიორგი, რევაზი; ქალიშვილები: ელენე, ბარბარე
დავით იესეს ძე, მისი ცოლი მაკრინე, მათი ვაჟიშვილები: პრაპორშჩიკი გრიგოლი, მიხეილი, ალექსანდრე; ქალიშვილები: თებრონია, ნატალია; გრიგოლის ცოლი ელისაბედ
მაიორი ივანე თემურის ძე, მისი ცოლი ბარბარე
პორუჩიკი იოსებ თემურის ძე, მისი ცოლი სოფიო, მათი ვაჟიშვილი ადამი; ქალიშვილი სარა
დიმიტრი გიორგის ძე, მისი ვაჟიშვილი ლევანი; ქალიშვილი სოფიო; დიმიტრის ძმა დავითი, მისი ცოლი ელისაბედ
იოსების ქვრივი მაია, მისი ვაჟიშვილი ივანე
გარდაცვლილ იოსების მეუღლე ეფემია, მისი ვაჟიშვილები: პორფირე, ნიკოლოზი; ქალიშვილები: მარია, სოფიო
ზაალ სულხანის ძე, მისი ცოლი ნინო, მათი ვაჟიშვილები: მიხეილი, გერმანოზი, ივანე; ქალიშვილები: ნატალია, დარია, მელანია
პრაპორშჩიკი ტიხონი გერმანოზის ძე, მისი ცოლი ელისაბედ; ტიხონის ძმა ლეონიდე
`დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი~ მიხეილ პეტრეს ძე, მისი ვაჟიშვილები: მიხეილი, ალექსანდრე; ქალიშვილები: ელისაბედ, ალექსანდრა, ანა, სოფიო, ადელაიდა
2. ბარათაშვილი - ზოდი, თერჯოლა, კიცხი, ნავარძეთი, ქვაციხე, ქუთაისი, ძევრი, ძლოურ, დანეთი
ბარათაშვილი [ი-რ-ლ]
ბარამ ბესარიონის ძე, მისი ცოლი რუსუდანი, მათი ვაჟიშვილები: იორამი, ისაია, კონსტანტინე, ნარიმანი; ქალიშვილები: ნატალია, მაკრინე
გიორგი ბესარიონის ძე, მისი ცოლი სალომე, მათი ქალიშვილი თეკლე
იოსებ სიმონის ძე, მისი ცოლი ვარვარა, მათი ვაჟიშვილები: სიმონი, მიხეილი; ქალიშვილები: პელაგია, ელისაბედი
გიორგი სიმონის ძე, მისი ცოლი ხათუნა; გიორგის ძმები: ივანე, საჩინო, როსტომი; ივანეს ცოლი მაგდანა, მათი ქალიშვილი ერმონია; საჩინოს ცოლი სალომე
გუგუნა ქაიხოსროს ძე, მისი ცოლი სოფიო, მათი ვაჟიშვილი ბარამი; ქალიშვილი ფოტინე
`ტიტულარული სოვეტნიკი~ (მე-9 კლასის მოხელე) ქუმსი ზაალის ძე, მისი ცოლი მაია, მათი ვაჟიშვილი ბერო, მისი ცოლი სალომე, მათი ვაჟიშვილები: ყარამანი, ტარიელი
გიორგი ბერის ძე, მისი ცოლი მარიამი, მათი ვაჟიშვილები: დიმიტრი, ბერი
დიმიტრის ცოლი ვარდი, მათი ვაჟიშვილი დარისპანი; ქალიშვილი ატატო
ბერის ცოლი ჯუფარა, მათი ვაჟიშვილი იოსები; ქალიშვილი მართა
ბარათაშვილი – ავთანდილ იესეს ძე, გიორგი იესეს ძე, ამილღაბარ, ასლამაზ, ასლან თაყას ძე, ბარათა, ბეჟან, ბერი, ბერი გერმანოზის ძე, გერმანოზ, გიორგი თაყას ძე, გიორგი იესეს ძე, გოგია, გოსტაშაბ, გუგუნა პაატას ძე, გუგუნა იესეს ძე, გულა, დავით, დავით იესეს ძე, დათუნა, დურმიშხან, ვარაზა, ვარამი, ვარზამმი, ზაალ, ზაზა, ზურაბ, თამაზ შოშის ძე, თაყა, იასე, იესე, ივანე, იოვანე და სხვ. [საქართველოს სიძველენი, წიგნი I]; ავთანდილ, ასლანტ, ბაგრატ, ბარათა, ბეჟან, გოსტაშაბ, გუგუნა ქაიხოსროს ძე, დავით, დემეტრე, ედიშერ, ზურაბ, თამაზ, იესე, მანუჩარ და სხვ. [საქართველოს სიძველენი, წიგნი II]; გაიხოსრო (სიც), გიორგი, იოსებ, რევაზ, ფარსადან [საქართველოს სიძველენი, წიგნი III]
ბარათაშვილი-გოსტაშაბიშვილი – ამილღარ, ბეჟან, ბერო, გოსტაშაბ, თამაზ, ნიკოლოზ, პაპუნა, როსტომ, ქაიხოსრო, ყაფარბეგ [საქართველოს სიძველენი, წიგნი I]
ბარათაშვილი – გოსტაშაბ, როსაბ; ბარათაშვილ-ორბელიშვილი ვახტანგ [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი II]; იოანე, ფილიპე და სხვ. [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III]; ორებელი, ბარათა, გერმანოზ, გიორგი და სხვ. [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV]; იესე, ზაზა, გიორგი და სხვ. [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი V-VI]; ბარათაშვილი – გვ. 101, 198, 334. იასე გვ. 42, 71, 754. ზაზა 133. იესე გვ. 454, 515 [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი VII]
· თოფურიძეთა სასისხლო სიგელი, რომელიც სარგის კაკაბაძის აზრით, გაცემულია 1490 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრეს მიერ. .სისხლი ნაჩვენებია 365 ათასი ძველი კირმანეული. სიგელში მოხსენიებულია შემდეგი გვარები: ჭილაძე, ამირეჯიბი, ციციშვილი, ფალავანდიშვილი, ბარათაშვილი, ლაშიშვილი, კუჭეიძე, ჩხეტიძე, ლომინაძე, ჩივჯავაძე (ჩიჯავაძე), ღოღაბე, მიქელაძე, ლაფიცხუძე, მაჭუტაძე, ბერიძე, მახაძე, ჩლაჩაძე, ქორთოძე, ლიპარტიანი, გოშოძე, ამუნასკირი, შარვაშიძე, ამჩაბაძე (ანჩაბაძე), ყუდუსაძე [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 35-37; თ. ჟორდანია, ქრონიკები, წიგნი II, გვ. 233-235; ს. კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი II, გვ. 65]
ბარათაშვილი – გვ. 44, 56 [ისტორიული საბუთები, წიგნი II], გვ. 56, 59 [ისტორიული საბუთები, წიგნი III], გვ. 11, 21, 23, 47, 50, 51 [ისტორიული საბუთები, წიგნი IV]; გვ. 179 [ბარათაანთ გაყრის წიგნი 1536 წლისა, “საისტორიო მოამბე”, 1924, წიგნი I]; გვ. 49, 82, 166 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი II]; გვ. 14, 24 [საამილახვროს დავთარი]
ბარათაშვილი – 198, 234, 238, 306, 310, 325, 349, 353, 373, 401, 426, 452, 456, 461, 471, 481-82, 487, 491, 508-509, 511, 516, 518; ბარათაშვილი სახლთ-ხუციშვილი გვ. 482; ბარათაშვილი ორბელიშვილი გვ. 497; ბარათაშვილების “გვაროვნობითი შტო” გვ. 353-54 [ქრონიკები, წიგნი II]; გვ. 3, 12, 57, 99, 106, 135-138, 560, ბარათაშვილ-ორბელიანი გვ. 99, ბარათიანნი გვ. 65, 194, 195, ბარათოვი გვ. 527 [ქრონიკები, წიგნი III]
ბარათაშვილი – გვ. 144 [1721 წლის აღწერა]
შაბარათაშვილი – გვ. 212, 382 [1721 წლის აღწერა]

ესეც ბარათაშვილების ღერბი
მიმაგრებული სურათი