აბაშიძეესენი არიან ადგილათ აბაშით, რომელ არს (ეთიოპია). ესენი იყვნენ ჩინებულნი გვარნი მის ჟამისანი. ამათთანი წინაპარნი დაშთნენ იმერეთს შინა დროსა მეფისა არჩილისასა ქრისტეს აქეთ 668, ოდეს აღაოხრა მურვან ყრუმ დისწულმან მამადისამან საქართველო და იმერეთი და დაიპყრო ოდიშიცა და მიიწია აფხაზეთს და ბრძო ანაკოფის მყოფთა მირს და არჩილს, რომელ მირ მეფე მოიწყლა მუნ მძიმედ და მოკვდა. ხოლო არჩილ იქმნა მეფედ, ძმა მირისა და ვერა რაისა დამკლემან მურვან ყრუმ და ძლეულმან იწყო უკუნ-ქცევა და მოვიდა ცხენის წყალსა და დაიბანაკა, რომელსა ეწია რისხვა ღვთისა და ღამე გადიდდა წყალი იგი და გარდავარდა ბანაკს მათზედა, რომელნიცა მოაშთო მხედარნი მისნი ვიდრე ოცდაათ ათასამდის და უმრავლესნი ცხენნი და სახედარნი, რომლისა გამო აწ ეწოდების მდინარესა მას ცხენისა წყალი და ესრეთ განგებითა ღვთისათა წავიდა მამულად თავისა მურვან ყრუ სირცხვილეული და მხედრობათაგან მისთა დაშთნენ ტყვედ და თვისისა ნებითაცა რა რიცხვთა ამათ შინა ყრმა ვინმე ბეგისა შთამომავლობისა აბაში დაშთა მუნ, რომელსაც მეფეი არჩილ უყოფდა პატივსა და ზრდიდა თვისთანა. ხოლო შემდგომად ამისა ნადირობასა შინა ძესა მეფისა არჩილისასა იოანეს ზედან შეახტა მგელი განსაბძარავად და მაშინ აბაშმან მან აღმოიწოდა ხმალი და მით მოკლა მგელი იგი და განარინა ძეი მეფისა და ამისა ჯილდოდ უბოძა მეფემან არჩილ თავადობა და გვარად მისცა აბაშის ძეობა და მიუბოძა მამული ჭალას, სვერსა და ზოთას ხევსა შინა და სხვანიცა მასთან მყოფნი აბაშნი მიიღო აზნაურობისა ხარისხითა და დაასახლა ჭალას, რომელნიცა იწოდებიან ჭალელ აბაშიძეებად. ხოლო უკანასკნელ გვარი ამა თავადის აბაშიძისა უმეტეს განდიდდა მეფეთაგან და მამულიცა უფრორე შეიძინეს დროსა გიორგის მეფობისასა წელსა ქრისტეს აქეთ 1605. და მერე დროსა მეფის ვახტანგისასა, რომელნიმე გადმოსახლდნენ ქართლსა შინა ხეობასა სურამისასა და რომელნიმე დაშთნენ იმერეთსავე. აწ არიან განყოფილნი ქართლში მცხოვრებნი: 1) ქაიხოსროს შვილები, 2) ევგენის შვილები, 3) ნიკოლაოზისა შვილები, ხოლო კახეთსა შინა იოანე აბაშიძის შვილები, 2) სვიმონის შვილები და ესენიცა არიან სამ ხარისხად: 1) ქაიხოსრონი, მეორე ნიკოლოზისა, და სხვანი მესამე თავადობისა ხარისხსა შინა, ხოლო კახეთის მცხოვრებისა პირველი არის იოანეს შვილი პირველის ხარისხით, ხოლო მეორეს თავადის ხარისხით - სვიმონის შვილნი.
აბაშიძე (კახეთის თავადნი)ესენი არიან ვითარცა ზევით აღვწერეთ აბაშიძეების შთამამავლობანი და იყო ივანე აბაშიძე ძე ზაალ აბაშიძისა, რომლისა ქალი მეფესა ერეკლესა ჰყვა ცოლად, რომლისაგან იშვა მეფე მე-13 გიორგი და არიან კახეთსა შინა მცხოვრები ორ სახლად: 1) ივანეს შვილები, 2) სვიმონის შვილები.
აბაშიძე (იმერეთის თავადნი)მურვან ყრუ რო მოვიდა, დარჩა აბაშური ბეგის შვილი, რომელიცა აღზარდა არჩილ მეფემან და უბოძა ჭალა და თავადობა. სხვანიცა ამისა სახლნი დარჩნენ მრავალნი და ესენიცა მუნ დაასახლა, რომელნიც არიან აზნაურად, ისევ აბაშიძეებად წოდებულნი 668 წ.
აბაშიძე - არგვეთი, ბოსლევი, ვანი, ვარდიგორა, ვარძია, ირტავაზა, კაცხი, ლაშე, მარტოთუბანი, მაქათაუბანი, მიროწმინდა, რუფოთი, სავანე, საზანო, სარგვეში, საქარა, ტაბაკინი, უბისა, ფარცხნალი, ქუთაისი, ციხია, ძევრი, ჭალა, ხონი
ორჯონიკიძე (სამეფო აზნაურნი ქართლისანი)ამათ წინა-პართ გაუგვარდათ ადგილის გამო ორჯოსა, რომელიცა არის ნაწილი ახალციხისა და ესენი მოვიდნენ პირველ იმერეთსა შინა და მერე მოჰყვნენ აბაშიძეთა დროსა მეფისა ვახტანგისასა 1711 წ., რომელნიც მოსახლეობენ სააბაშიოში და სხვაგანცა და არიან ტრაკტატსა შინა მოხსენებულიცა.
ორჯონიკიძე (საციციანოს ხეობის აზნაური)ესენიცა არიან მონათესავენი სახასოს ორჯონიკიძისანი, ვითარცა ზემორე მოვიხსენეთ იხილეთ მუნ და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.
ორჯონიკიძე (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)ესენი არიან ახალციხით ადგილით ორჯოით და ადგილისა გამო გაუგვარდათ ორჯონიკიძეობა, რომელნიმე სახლობენ იმერეთს და ორმელნიმე ქართლს და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა და ცნობილიცა დროსა ვახტანგ მეფისასა და არიან მონათესავენი ზემოხსენებულის სახასო ორჯონიკიძისა, იხილეთ მუნ.
სავანელი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)ამათნი წინა-პარნი არიან მონათესავენი მდაბალთა აბაშიძეთა, დამდაბლებულნი მათთან, ხოლო სავანელობა მიიღეს ამათ ადგილისა გამო სავანეთისა, რომელ არს საწერეთლოსა ხეობასა შინა და მუნ ესახლნენ პირველ და მერე მოვიდნენ ქართლს, დროსა ვახტანგ მეფისასა, და არიან ცნობილ აზნაურებად და ტრაკტატსა შინა მოხსენებულ.
შენიშვნა. მეორე ვარიანტი: სევავან არის ციხე ვანის მხარეს მაგარი და მუნიდგან არიან მოსრულნი, ამის გამო ეწოდათ სავანელნი ქართულის ენის თვისებით. ესენი არიან დროსა თათართაგან დაპყრობისა მათ ადგილთა, რომელნიც იყვნენ ციხისა მის უფროსად, ესენი იყვნენ ძველადვე 901წ.
სავანელი (იმერეთის აზნაურები) (იხილე ზემორე)ყიფიანი (აზნაურნი საბარათისშვილოს ადგილისანი)ამათნი წინა-პარნი არიან მოსრულნი სვანეთიდგან, რომელნიც დაშთენ პირველ მურვან ყრუს მხედრობათაგანნი ყიფთი სვანსა შინა ტყვეთ, რომელნიცა მეფეთაგან მიღებულ იქმნენ თავადად და არიან აწცა სვანეთსა შინა ყიფიანნი მექონნი მამულისა. ხოლო რომელნიმე ამათგანნი წარვიდნენ ახალ-ციხეს და გათათრდენ მუნ. ხოლო რომელნიმე მოვიდნენ აბაშიძეებთა თანა და რომელნიმე დასახლდენ სომხითსა შინა ვახტანგ მეფის დროს 1711 წ. აზნაურად მიღებულნი და არიან ძველადვე გვარი ამათნი ნაცნობნი მეფეთაგან და სცხოვრებენ რომელნიმე იმერეთსა შინაცა, და არიან ესენიცა მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.
ყიფიანი (სააბაშიოს ადგილის აზნაურნი)ამათ წინა-პარნი იყვნენ ძველადვე ყიფთაგანნი, რომელნიცა დაშთა დროსა არჩილ მეფისასა იმერეთს, ოდეს მოვიდა მურვან ყრუ, წელსა ქრისტეს აქეთ 669 და ოდეს აბაშიძეები მოვიდნენ ქართლს, ესენიც გარდმოყვნენ და მიუბოძა მეფემან ვახტანგ სურამის კერძოდ მამული და არიან მუნიდგან მცხოვრებნი ქართლში და მოხსენებულ ტრაკტატსა შინა, ამათნი გვარნი რომელნიმე სახლობენ სვანეთსა, ახალციხეს, იმერეთს და ქართლში.
მიმაგრებული სურათი