პირველ რიგში თემა მინდა გავხსნა ამ საინტერესო სტატიით, რომელიც შემთხვევით შემხვდა
http://www.georgiaweekly.net/index.php?new...jvmp7l49mo8v6p0 ამ ლინკზე.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მტკიცებით, შევარდნაძე წარმოშობით ბერძენი ებრაელია (ბერძენი "ცოკოლიდების" შთამომავალი), დედის გვარი კი გიტლინგია
"ედუარდ შევარდნაძე ბერძენი ებრაელია", _ აცხადებს აკადემიკოსი იაკობ ახუაშვილი, რომელმაც წლების მანძილზე 22 000 ქართული გვარი გამოიკვლია. ამის გამო მას ზოგიერთ მაღალჩინოსანთან უსიამოვნებაც მოსვლია, ბევრი დამუქრებია, ბევრმა სახელოვან მკვლევართან გარიგება სცადა, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს ბატონი იაკობის "მოთვინიერება".
გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
იაკობ ახუაშვილი: ჩემი ინფორმაციით, სტრასბურგში გაგზავნილია მასალები, რომლის მიხედვითაც ჩვენი ახლანდელი პრეზიდენტი არის არა სააკაშვილი, ან სომეხი სააკიანი, არამედ თარხანიანთა გვარის შთამომავალი, თარხან-მოურავი.
_ გაყალბებულია ეს მონაცემები?
_ არსებობს პიროვნება, რომელიც მთხოვდა, რომ სააკაშვილის თავადური წარმომავლობა "დამემტკიცებინა" და ამისათვის სოლიდურ თანხას მომცემდა. ასევე ჰქონდათ მცდელობა, შევარდნაძის ქართველობის დასამტკიცებლად "მემუშავა" და თავი დამენებებინა იმის მტკიცებისათვის, რომ ის ბერძენი ებრაელია.
_ რა არის ამ მტკიცებულების საფუძველი?
_ ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ვინ მართავს და საიდან იმართება. არ არსებობს არავითარი "აქაური მთავრობა", მინისტრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უბრალოდ ხელფასებს იღებენ გაწეული სამუშაოსათვის. სინამდვილეში კი მათ სხვა მართავს და სხვა უხდის ხელფასსაც. ესენი არიან მასონები. მთელი წლის მანძილზე მინისტრები სახელმწიფოს დაუჯდა 57 მილიონი დოლარი და ის მთლიანად დააფინანსა მასონურმა ორგანიზაციამ, რომელთაც მინისტრებს თავიანთი საქმეები გააკეთებინეს.
_ შევარდნაძეც მათ საქმეს აკეთებდა?
_ ყოველთვის. შევარდნაძეს პირველად საქმე რუსეთმა გაუხსნა, როცა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. ერთ-ერთ რუსულ ჟურნალში დაიბეჭდა გორბაჩოვის დროინდელი თანამდებობის პირების წარმომავლობა. იქ წერია, რომ გორბაჩოვი იყო ნახევრად რუსი, ანუ მამით რუსი და დედით ებრაელი. მე დავინტერესდი ამ საკითხებით და აღმოვაჩინე, რომ გორბაჩოვი მამითაც ებრაელი იყო. მისი ნამდვილი გვარია გარბერი. ის ყოფილა უპატრონო ბავშვი და უშვილებია ერთ ცოლ-ქმარს. გორბაჩოვი მისი მამობილის გვარია.
ამ გამოცემაშივე ეწერა შევარდნაძის შესახებ, რომ ის მოცემული მომენტისთვის კურირებდა ებრაულ საკითხებს ცეკა-ში. იქვე წერია, "შევარდნაძე არის წარმოშობით ქართველი ებრაელი". ამის თაობაზე მე 1999 წლის იანვარში დავბეჭდე გაზეთ "საქართველოში".
მე ვმეგობრობდი ერთ ცნობილ ებრაელ ჟურნალისტთან, რომლის სახელსა და გვარს არ დავასახელებ. მან მითხრა, რომ ედუარდი მისი ნათესავია. 22 000 გვარი გამოვიკვლიე და შევარდნაძის გვარის კვლევამ დაადასტურა, რომ ლანჩხუთში, სოფელი მამათიდან მეშვიდე კილომეტრში, სოფელ ასკანაში იყო ე. წ. 8-კომლიანი ბერძნული კოლონია, მათ შორის ცხოვრობდნენ ცოკოლიდები. როცა ბერძნული კომლები აყარეს ასკანიდან, ერთ-ერთმა ცოკოლიდმა ცოლად მოიყვანა ასკანელი გოგო და ზედსიძედ შევიდა ოჯახში. სოფლის ჩანაწერებში ცოკოლიდის ნაცვლად ჩაუწერიათ "სოკოლიდი". დროთა განმავლობაში ეს გვარი შეიცვალა. "სოკოლ" რუსულად არის "შევარდენი", სწორედ აქედან მომდინარეობს ცოკოლიდის გვარის შევარდნაძე-დ გადაკეთება. მსგავსი გვარია შევარდენიძე, რომელიც გურიაშია გავრცელებული. შევარდნაძეების გვარი მოდის მე-18 საუკუნიდან. სანდო წყაროს ცნობით, შევარდნაძეს ერთხელ ჰკითხეს თურმე, მართალია, რომ ამბობენ, ებრაელი ხარო? შევარდნაძეს უპასუხია, რასაც ახუაშვილი იტყვის, ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროო. შევარდნაძე დედითაც და მამითაც არაა ქართველი. ედუარდი დედით გერმანელის შთამომავალია. დედამისი გვარად გიტლინგია. მერე გადაიკეთა გვარი პატეიშვილად.
ჟანა ასანიძე
Georgian Times
* * *
პირველ რიგში ძალიან შეურაწმყოფლად მიმაჩნია თავად იმ პიროვნებისაგან ამდაგვარი საქციელი, რომელიც არის სხვა ერის წარმოშობის, რატომ უკუაგდებენ საკუთარ გვარს, რატომ უარყოფენ წარმოშობას? ყველაფერ ამას კი მოაქვს იმდაგვარი გაუგებრობა, რომ თავად ქართველს ვეღარც კი გაგიგია რომელია ქართული გვარი, ეს იმიტომ კი არა რომ ნაცისტია, იმიტომ რომ უნდა იცოდეს ადამიანმა რომელია მისი ეროვნების და არა ასეთი ქაოსი და აჯაფსანდალი რაც აქ ხდება.
This post has been edited by kaxa-lom on 17 Jun 2010, 12:51