Kartlis Cxovreba
Part No. 5
Previous part
Part: IV
King: 1
Line of ed.: 14
ცხოვრება ფარნავაზისი
Line of ed.: 15
რომელი იყო პირველი მეფე ქართლისა, ქართლოსიანი
Line of ed.: 16 მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ.
Line of ed.: 17 ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა,
Line of ed.: 18 და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა
Line of ed.: 19 მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო.
Line of ed.: 20 ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარ/ნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან.
Line of ed.: 21 ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ
Line of ed.: 22 იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თჳსსა.
Page of ed.: 21
Line of ed.: 1 ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე
Line of ed.: 2 ჴელოვანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა
Line of ed.: 3 მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჳს.
Line of ed.: 4 ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: "შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ
Line of ed.: 5 თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ".
Line of ed.: 6 და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ
Line of ed.: 7 ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: "შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა
Line of ed.: 8 შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი
Line of ed.: 9 ჴელისაგან აზონისა.
Line of ed.: 10 და დაამტკიცეს განზრახვა ესე, წარსლვა ასპანისა. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება
Line of ed.: 11 საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წარსლვა.
Line of ed.: 12 / მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და
Line of ed.: 13 ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა
Line of ed.: 14 და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა
Line of ed.: 15 ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ჴელი მისი, მოჰჴოცა ცუარი პირსა
Line of ed.: 16 მ[ზ]ისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკჳრდა, და თქუა: "სიზმარი
Line of ed.: 17 იგი, ესე არს, მე წარვალ ასპანს, და მუნ კეთილსა მივეცემი".
Line of ed.: 18 ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო
Line of ed.: 19 ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა.
Line of ed.: 20 მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან
Line of ed.: 21 და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი,
Line of ed.: 22 გარდაჴდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა-მცა დაყო მუნ ღამე და დილეულ-მცა წარვიდა.
Line of ed.: 23 ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქჳთა
Line of ed.: 24 ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებუ/ლსა მას. მაშინ დაასხა წჳმა მძაფრი.
Line of ed.: 25 ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამთარღჳა კარი ქუაბისა მის, რათა-მცა მუნ
Page of ed.: 22 Line of ed.: 1 შიგა დაიმშრალა წჳმისა მისგან, და შევიდა ქუაბსა მა/ს. და იხილა მუნ-შინა განძი
Line of ed.: 2 მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა
Line of ed.: 3 მიუწდომელი.
Line of ed.: 4 მაშინ ფარნავაზ განკჳრდა და აღივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და
Line of ed.: 5 დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთ-ვე. და მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა
Line of ed.: 6 თჳსსა და ორთა დათა მისთა. და მას-ვე ღამესა წარმოვიდეს სამნი-ვე იგი საჴედრებითა
Line of ed.: 7 და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა.
Line of ed.: 8 ხოლო ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთ-ვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და
Line of ed.: 9 ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა.
Line of ed.: 10 მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: "მე ვარ ნათესავი
Line of ed.: 11 უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა, და არს ჩემთანა ხუასტაგი
Line of ed.: 12 დიდ-ძალი. აწ ინებო, რათა მით ხუასტაგითა მოვიდე შენთანა, და ვიყვნეთ ჩუენ
Line of ed.: 13 ძმა და ვიჴმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთა-ვე. გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა,
Line of ed.: 14 და / სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი".
Line of ed.: 15 მაშინ განიხარა- ქ უ ჯ ი -სიხარულითა დიდითა და რქუა: "აღდეგ და მოვედ ჩემ
Line of ed.: 16 თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი
Line of ed.: 17 შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა
Line of ed.: 18 აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნი-ცა გამოგუერთნენ.
Line of ed.: 19 რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნი-ცა აზონისგან".
Line of ed.: 20 მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულითა, და რომელი შესაძლებელ იყო
Line of ed.: 21 განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედა-ცა და დანი მისნი მისთანა. და მივიდა ქუჯის
Line of ed.: 22 თანა და რქუა მას ქუჯი: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს
Line of ed.: 23 უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ
Line of ed.: 24 მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი".
Page of ed.: 23
Line of ed.: 1 მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ
Line of ed.: 2 არა სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს
Line of ed.: 3 სპანი. ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს ა/ზონს. ხოლო აზონმან
Line of ed.: 4 მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრიბნა.
Line of ed.: 5 მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა
Line of ed.: 6 აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი
Line of ed.: 7 ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი რომელ დარჩეს აზონს, ვერ-ღა-რა მიენდო
Line of ed.: 8 მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს,
Line of ed.: 9 და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა.
Line of ed.: 10 ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი.
Line of ed.: 11 და მას-ვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა.
Line of ed.: 12 ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა,
Line of ed.: 13 და წარსცა ძღუენი დიდ-ძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა
Line of ed.: 14 ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად,
Line of ed.: 15 და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან
Line of ed.: 16 ფარნავაზს.
Line of ed.: 17 ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, გან/ძლიერდა ფრიად
Line of ed.: 18 და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი. მოუწოდა
Line of ed.: 19 მათ და უჴმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერის-თავნი
Line of ed.: 20 ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება
Line of ed.: 21 ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს
Line of ed.: 22 ჰური. და ეწყვნეს მუნ, და იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი. და მოსწდეს ორგნით-ვე ურიცხჳ.
Line of ed.: 23 ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ,
Line of ed.: 24 და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს.
Line of ed.: 25 და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და
Line of ed.: 26 ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად
Line of ed.: 27 სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონის-ცა,
Line of ed.: 28 და იქმნა სიმდიდრე გარდარეული.
Page of ed.: 24
Line of ed.: 1 ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა /
Line of ed.: 2 არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ თჳსი ოვსთა მეფესა
Line of ed.: 3 ცოლად, და მეორე დაჲ თჳსი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქუეყანა
Line of ed.: 4 ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი,
Line of ed.: 5 და დაამტკიცა იგი ერის-თავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი.
Line of ed.: 6 მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა
Line of ed.: 7 ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა
Line of ed.: 8 ერის-თავნი რვანი და სპასპეტი.
Line of ed.: 9 ერ/თი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს
Line of ed.: 10 ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა
Line of ed.: 11 ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.
Line of ed.: 12 და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე,
Line of ed.: 13 რომელ არს კახეთი და კუხეთი.
Line of ed.: 14 მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე
Line of ed.: 15 ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.
Line of ed.: 16 მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე
Line of ed.: 17 მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.
Line of ed.: 18 მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე
Line of ed.: 19 მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.
Line of ed.: 20 მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის,
Line of ed.: 21 ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.
Line of ed.: 22 მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე,
Line of ed.: 23 ქუჯი, იყო ერი/ს-თავი ეგრისისა.
Line of ed.: 24 ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე
Line of ed.: 25 ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო
Page of ed.: 25 Line of ed.: 1 შემდგომ/ად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო
Line of ed.: 2 ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი,
Line of ed.: 3 და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო.
Line of ed.: 4 ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა.
Line of ed.: 5 და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი.
Line of ed.: 6 ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველნი ქალაქნი და
Line of ed.: 7 ციხენი ქართლისანი, მოოჴრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენნა.
Line of ed.: 8 და ვერ-ღა-რა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი
Line of ed.: 9 ბრძოლისაგან ჰრომთასა.
Line of ed.: 10 და ამან-ვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი,
Line of ed.: 11 რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა
Line of ed.: 12 ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთჳს. და ქმნა სატფურება დიდი
Line of ed.: 13 კერპისა მისთჳს აღმართებულისა.
Line of ed.: 14 ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამეოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ. და
Line of ed.: 15 მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა. და ყოველნი დღენი მისნი, რაჲ
Line of ed.: 16 დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.
Line of ed.: 17 ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი / დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა
Line of ed.: 18 ქალაქსა; და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისა -- წუნდას.
Line of ed.: 19 და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი
Line of ed.: 20 და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.
Line of ed.: 21 ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს,
Line of ed.: 22 რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი
Line of ed.: 23 კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად
Line of ed.: 24 აზნაურნი.
Page of ed.: 26
Line of ed.: 1 და რათგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თჳნიერ რომელ შესწირიან
Line of ed.: 2 კერპსა მსხუერპლად. იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა
Line of ed.: 3 მეფობისათჳს ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: "ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა,
Line of ed.: 4 რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიჴადა ხარკი და
Line of ed.: 5 ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და
Line of ed.: 6 სიქუელითა, სიმჴნითა და სიმდიდრითა.
Line of ed.: 7 ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.
Line of ed.: 8 და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი.
Line of ed.: 9 ამან განა/ვრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ
Line of ed.: 10 ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.
Line of ed.: 11 და მოკუდა ფარნავაზ, და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა.
-------შემოკლებული ვარიანტი , ვისაც ქართული უჭირს, ტოესტ --ადვილი გასაგები ენით:
ქუჯი ეგ იყო სენაკელი ქურდი. მოკლედ, მთელ სამეგრელოში პალაჟენიას აყენებდა. მერე მცხეთელი ქურდი ფარნა (ვაზი) პაბეგში რომ იყო, დაადგა და სერიოზული ქსივაც მიუტანა. მერე შეიკვრნენ ქურდები და ბეზპრიდელნიკებს დაერივნენ. ჯერ მცხეთის ზონაში გაჩეხეს ბოზები და ქურდული და კაი ბიჭური პალაჟენია დააყენეს, მერე ახალციხისკენ ჩავიდნენ და იქ გლავნი რაზბორკაზე ბოზები აკანჩაწელნა ჩაცხრილეს. ვინც გადარჩა, იქვე გააფუჭეს როგორც კაცი. ბოლო-ბოლო -----ზონის მაყურებლად ფარნა გაიჩითა და დღემდე ეგრე მოვდივართ რა.