August
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10157
წევრი No.: 17684
რეგისტრ.: 27-February 06
|
#6158772 · 16 Jul 2007, 22:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (OTO_777 @ 16 Jul 2007, 19:55 ) | ბაქრაძე ნახეთ აბა . |
ბაქრაძე - ამბროლაური, ზემო სხვავა, მეორე ტოლა, ონი, სევა, სხვავა, ფარახეთი, ჯვარისუბანი ბაქრაძე (საამირეჯიბოს აზნაურნი)
ამათნი წინა-პარნი არიან რაჭიდგან მოსულნი 1711 წ. პირველ იყვნენ ჩინგიზ ყაენის ბეგებად წოდებულნი ორნი ძმანი, პირველს ეწოდა ბარქაშ და მეორესა ბაქსარ. ხოლო ბარქაშმან შესცოდა რაიმე მანგუნ ყაენსა და შიშვნეული გამოიქცა და მოვიდა საქართველოსა შინა წელსა 1255-სა ხოლო მეფემან ნარინ დავით დაასახლნა ესენი რაჭას და უბოძა მამული და პირველის ხარისხის აზნაურობაი, გადმოსულან რაჭიდამ 1711 წ. და არიან აწ მოსახლენი რაჭას და ქართლსა შინა და არიან მოხსენებულ ტრაკტატსა შინა და ამათ გაუგვარდათ მამულით სახელი ბაქრაშ ბაქრაძეთ.
ბაქრაძე (სამუხრანოს ადგილის აზნაურნი)
იხილე ზემორე საამირეჯიბოსა აზნაურთა აღწერასა შინა იმათ გვარისანი არიან, ვითარცა ზემორე აღვწერეთ და მოხსენებულ ტრაკტატსა შინა.
ბაქრაძე (იმერეთის აზნაურები) ბაქრაძე - დარკვეთი, თავასა, ილემი, რიონი, ქუთაისი, ძმუისი, ხონი, ხრეითი ბაქრაძე [ი-რ-ლ]
გრიგოლ დავითის ძე, მისი ცოლი ირინე, მათი ვაჟიშვილი ივანე; ქალიშვილი მართა იოსებ თამაზის ძე, მისი ცოლი მარიამი, მათი ქალიშვილი პელაგია მე-14 კლასის (ჩინოვნიკი) ივანე სიმონის ძე, მისი ცოლი დარეჯანი, მათი ვაჟიშვილები: კოლეგიის მდივანი ნიკოლოზი, დავითი, ლუკა, გაბრიელი; ქალიშვილი მარიამი; ნიკოლოზის ცოლი ნინო, მათი ვაჟიშვილები: სიმონი, სამსონი, გიგო; ქალიშვილი ანასტასია; დავითის ცოლი ეფედორა დავითი პაატას ძე, მისი ვაჟიშვილი როსტომი, მისი ცოლი მარიამი, მათი ვაჟიშვილი გიორგი; ქალიშვილი რუსუდანი მერაბ გიორგის ძე, მისი ცოლი სოფიო, მათი ვაჟიშვილები: ბესარიონი, ალექსი, მურზაყანი; ქალიშვილები: სურგულა, ეფროსინე; მერაბის ძმა ლევანი, მისი ცოლი ვარდი, მათი ვაჟიშვილები: ანტონი, ერასტი; ქალიშვილი ეკა იოსებ ივანეს ძე, მისი ცოლი სოფიო, მათი ვაჟიშვილები: თეიმურაზი, დიმიტრი, სამსონი; ქალიშვილები: ივლიტა, ეკაკი ვახტანგ სიმონის ძე, მისი ცოლი ვარვარა, მათი ვაჟიშვილები: ბიჭია, ნიკოლოზი, სიმონი; ქალიშვილები: მაკრინე, მართა ეგნატე როსტომის ძე, მისი ცოლი მართა, მათი ვაჟიშვილები: ფარნაოზი, ალექსანდრე; ქალიშვილები: თეკლე, პელაგია, მაკრინე დიმიტრი ივანეს ძე, მისი ცოლი მზეხათუნა, მათი ვაჟიშვილები: სიმონი, ივანე, ნიკოლოზი ზაქარია ზალიკოს ძე, მისი ცოლი მარეხი, მათი ვაჟიშვილები: სიმონი, დავითი, ივანე, მისი (ივანეს) ცოლი სალომე, მათი ვაჟიშვილი ალექსი; ქალიშვილი ანა გუბერნიის მდივანი ნიკოლოზ ივანეს ძე, მისი ცოლი მარიამი, მათი ვაჟიშვილი სიმონი; ქალიშვილები: ანა, ელისაბედი, სარა; ნიკოლოზის ძმა მე-12 კლასის (ჩინოვნიკი) სამსონი, მისი ცოლი პარასკოვია, მათი ქალიშვილები: მარიამი, ალექსანდრა პრაპორშჩიკი ბერი ბეჟანის ძე, მისი ცოლი მზეხათუნა, მათი ვაჟიშვილი ბესარიონი; ქალიშვილები: ელისაბედი, ნინო, ანა, აღათი ბიჭია გიორგის ძე, მისი ძმა პეტრე; მათი დები: სალომე, მართა; დედა ელისაბედი პრაპორშჩიკი როსტომ სიმონის ძე, მისი ცოლი მართა, მათი ვაჟიშვილები: სიმონი, ივანე; სიმონის ცოლი სოფიო, მათი ვაჟიშვილი ნესტორი; ქალიშვილები: მზეხა, ეკა გრიგოლ კაციას ძე, მისი ცოლი ირინე, მათი ვაჟიშვილი გიორგი; ქალიშვილები: დაჟიკა, იზმარადა; გიორგის ძმა კონსტანტინე, მისი ცოლი ეკატერინე გიორგი ბესარიონის ძე, მისი ვაჟიშვილი ალექსანდრე, მისი ცოლი ეკატერინე, მათი ქალიშვილი ქეთევანი დავით ბუჭუს ძე, მისი ვაჟიშვილი ბიჭია; ბიჭიას ვაჟიშვილი გიორგი ნიკოლოზ ოქროპირიძის ძე, მისი ცოლი დოდო, მათი ვაჟიშვილები: პრაპორშჩიკი ბესარიონი, მღვდელი გიორგი, ლუარსაბი; ქალიშვილი გულანთარა; ბესარიონის ცოლი ეკა, მათი ვაჟიშვილები: ალექსანდრე, ნიკოლოზი; ქალიშვილი სიდონია; გრიგოლის ცოლი ნინო, მათი ვაჟიშვილები: ყარამანი, არჩილი, ბიჭია ლევან ბერის ძე, მისი ცოლი ხვახვა, მათი ვაჟიშვილები: გიორგი, ბესარიონი, ბაქარი; გიორგის ცოლი ელენე, მათი ვაჟიშვილები: მიხეილი, სამსონი, ნესტორი, ალექსანდრე; ბესარიონის ცოლი ელისაბედი, მათი ვაჟიშვილები: რაფიელი, ავთანდილი; ლევანის ძმისწულები: სიპიტო, დარისპანი ივანე ქერაბინის ძე, მისი ცოლი თამარი, მათი ვაჟიშვილები: ბაანა, ტარიელი; ბაანას ცოლი რუსუდანი, მათი ქალიშვილები: ედუკია, აღათი სპირიდონ ივანეს ძე, მისი ცოლი მართა; სპირიდონის ძმა როსტომი
ბაქრაძე [ქ-კ]
ზაქარია გიორგის ძე, მისი ძმა ზაალი; ზაქარიას ქალიშვილი პელაგია ლევან კაციას ძე, მისი ძმა მიხეილი; მისი დები: სალომე, მართა ელიზბარ გიორგის ძე, მისი ძმა იოსები; დედა სოფიო სვიმონ იოსების ძე, მისი ცოლი მარიამი, მათი ვაჟიშვილები: დიმიტრი, ანდრია, მიხეილი; ქალიშვილი თეოფისტა. ისაკ იოსების ძე, მისი ვაჟიშვილები: თამაზი, ლუარსაბი, სამსონი; ქალიშვილები: მელანია, ელისაბედი ივანე იოსების ძე, მისი ცოლი სოფიო, მათი ვაჟიშვილები: ბესარიონი, იოსები; ქალიშვილი ტასია გიორგი იოსების ძე, გიორგის ცოლი თინათინი დავით იოსების ძე, მისი ცოლი მელანია, მათი ვაჟიშვილი სპირიდონი; დავითის ძმა ალექსანდრე ხუციშვილი-ბაქრაძე [ი-რ-ლ]
ნიკოლოზ სიმონის ძე, მისი ძმა ვასილი; მათი დები: ანა, ანასტასია მღვდელი ანდრია ვასილის ძე, მისი ცოლი ელისაბედი, მათი ვაჟიშვილები: სიმონი, სტეფანე, ალექსი; ქალიშვილები: ანა, ელენე პავლე ვასილის ძის ქვრივი ფეოდოსია, მისი ვაჟიშვილი პრაპორშჩიკი ილია; ქალიშვილები: ანასტასია, ფეოდოსია თედორე ვასილის ძე, ვაჟიშვილები: ალექსანდრე, თედორე მიხეილ ვასილის ძე, მისი ცოლი ელენე პოდპორუჩიკი გაბრიელ ვასილის ძე განაჩენი მღვდელ ევდემოზისა და ავთანდილ ჩიქანაშვილის ბატონყმური დამოკიდებულების შესახებ (1772 წ. 20 მაისი)
იმერეთში მცხოვრებ ავთანდის ჩიქანაშვილს ევდემოზ მღვდელი ყმობას უჩიოდა. ავთანდილი კი პასუხად ამბობდა: „მე აზნაურიშვილი ვარო, ჩემი მამა და პაპა იმერეთიდან ჩამოსულანო, გვარად ბაქრაძეები ყოფილანო, ნეტარხსენებულს ალექსანდრეს მეფეს წმინდის გიორგისთვის შეუწირავსო და წმინდის გიორგის სახასო ყმა აზნაურიშვილნი ვყოფილვართო...“. საჩივრის განხილვა ერეკლე II-მ ზენონ ალავერდელს, მდივანბეგ რამაზსა და მდივან ოთარს უბრძანა. მოწმეების ჩვენებით, რომლებიც სანთლებით ხელში დაფიცებასაც აპირებდნენ, მოსამართლეები დარწმუნდნენ, რომ ავთანდილი ნამდვილად ბაქრაძე იყო და არა ჩიქანაშვილი. როდესაც ავთანდილი და მისი ძმები ობლად დარჩენილან, მათი ბებია ცოლად შეურთავს ვინმე ჩიქანას და ამ მიზეზით მათთვის ჩიქანაშვილები უწოდებიათ. სასამართლომ დაადგინა, რომ ავთანდილ ჩიქანაშვილი, იგივე ბაქრაძე, ალავერდის წმ. გიორგის სახასო აზნაური იყო და ევდემოზ მღვდელს მასთან სადაო არაფერი ჰქონდა. 1773 წ. 26 მარტს ერეკლე II ამტკიცებს განაჩენს - „რადგან ამ ბაქრაძის მამა და პაპა დიდი ხნის დასახლებული არიან მამულზედ, სამართლით არც მამული გამოერთმევა ამ ბაქრაძესა...“. საბუთი №359.
სახასო აზნაური – სამეფო აზნაური.
ბაქრაძე – გვ. 34 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი I]; გვ. 123, 124 [დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წიგნი II]; გვ. 18 [საამილახვროს დავთარი] ბაქრაძე დიმიტრი – 24, 25, 32, 35-37, 43, 44, 55, 63, 83 და სხვ. ბაქრაძე ნ. – გვ. 192 [ქრონიკები, წიგნი III] ბაქრაძე – გვ. 260 [1721 წლის აღწერა] ბაქრაძე – ძველი სენაკი ბაქრაძე – დავით, ვახტანგ [საქართველოს სიძველენი, წიგნი II] ბაქრაძე – ავთანდილ, თამაზ, ბერო [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი IV]; გიორგი, ლევან და სხვ. [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი V-VI]; - გვ. 300 [ქართული სამართლის ძეგლები, ტომი VII] ბაქრაძეთა სასისხლო სიგელი, მიცემული იმერეთის მეფე ალექსანდრეს მიერ 1501 წელს, რომელშიც სასისხლო განსაზღვრულია 900 ათასი თეთრი [ე. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, წიგნი II, გვ. 22-23
|