ხოოო, გამახსენდა, მადლობა

... სულ მეშლება პლუტარქე და პლინიუსი ... აბა ვნახავ ერთი ინეტრნეტში თუ არის ეგ წიგნი და იქ მახსოვს, ძალიან საინტერესო რამეები წერია ტიგრანოკერტის ბრძოლაზე და ტიგრანას თავგუდმოგკეჯილ გაქცევაზე ბრძოლის ველიდან
ახლა რა მაინტერესებს იცი, თქვენი აზრით, დაასახელეთ რომაელთა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა ისტორიაში. ამასთან გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ ,,დიდი ბრძოლა,, არ ნიშნავს მაინცდამაინც რიცხვმრავალი ჯარების ბრძოლას, არამედ ბრძოლას, რომელმაც რომაელთა თუ მსოფლიო ისტორიის კურსი რადიკალურად შეცვალა.
ჩემი ვარიანტი ასეთია:
1. ასკულუმის ბრძოლა , 279 წ. ქრისტემდე -
რომის რესპუბლიკასა და ეპირის სამეფოს შორის. რომაელებს სარდლობდა პუბლიუს დეციუს მუსი ( ზოგი ვერსიით წარმოითქმის ,,მუსუსი,,

) , ხოლო ბერძნების ჯარს ეპირის მეფე პიროსი. 40 000 - 40 000 ჯარისკაცი ყავდა ორივე მხარეს, მხოლოდ ეპირის მეფეს დამატებით 20 საბრძოლო სპილოც ყავდა. მართალია ბერძნებმა იმარჯვეს, მაგრამ ძვირად დაუჯდათ მათ ეს გამარჯვება. პიროს მეფეს ეკუთვნის გამოთქმა ,,კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება და ჩვენ გავნადგურდებით,, .... აქედანაა გამოთქმა ,,პიროსის გამარჯვება,, . ხოლო ამ ,,პიროსულმა,, ომში ( რომელიც 280-275 წ.წ. ქრისტემდე ) მიმდინარეობდა , მაოინც რომაელებმა გაიმარჯვეს საბოლოოდ. მართალია ბერძნულმა სახელმწიფოებმა გაიხანგძლივეს დამოუკიდებლობა აპენინებზე , მაგრამ ამ ომმა ნათლად აჩვენა რომ ბერძნულ ფალანგებს აშკარად ძლიერი კონკურენტი - რომაული ლეგიონების სამხედრო სისტემა გამოუჩნდა, რამაც შემდგომ დააამტკიცა თავისი სამხედრო უპირატესობა, არა მარტო ბერძნულ სახელმწიფოებთან ომში, არამედ რომის ყველაზე მთავარი მოწინააღმდეგის - კართაგების წინაამღმდეგაც.
2. კანის ბრძოლა , 216 წ. 2 აგვისტო -
ბძოლა რომის რესპუბლიკასა და კართაგენს შორის. რომაელებს სარდლობდა ლუციუს ემილიუს პაულუსი ( დაეცა ბრძოლის ველზე ) და გაიუს ტერენციუს ვარონი, ხოლო კართაგენელებს კი - საყოველთაოდ ცნობილი ჰანიბალ ბარკა.
კართაგენელებს ყავდათ:
40 000 მძიმე ქვეითი
8000 კავალერია
6000 მსუბუქი ქვეითი
რომაელების ჯარის შემადგენლობა ( პოლიბიუსის, პლუტარქეს და ტიტუს ლივიუსის მიხედვით) :
87 ათასამდე ჯარისკაცი, სადაც უმრავლესობას შეადგენდნენ ჰესტატებისგან და პრინციპებისგან შედგენილი ლეგიონები. ყავდათ შედარებით მცირე კავალერია ( როგორც მახსოვს ) .
ჰანიბალის სამხედრო გენიის წყალობით, გამარჯვება კართაგენელებს დარჩათ. ბრძოლის ველზე ბევრი წარჩინებული პატრიციუსი რომაელი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე სარდალიც. ამ ბრძოლის შემდეგ რომი ფაქტიურად დაუცველად დარჩა, თუმცა კართაგენმა ვერ თუ არ გამოიყენა სრული სამხედრო უპირატესობა და რომი არ აიღო. მას უნდოდა, რომ რომაელები დაემცირებინა და მუხლზე დაჩოქილი და ვედრების პოზაში მდგომი რომი ენახა, მაგრამ ამ ამპარტავნულ ოცნებებში დრო გადიოდა და რომმა ძალა მოიკრიბა, ხოლო მტრის ტერიტორიაზე მყოფი კართაგენელების არმია კი მომარაგების გამო კრიზისში ჩავარდა, რაც საბოლოოდ მთლიანად ომის შედეგზეც აისახა და საბოლოოდ კართაგენის გამანადგურებელი დამარცხება გამოიწვია.
აღნიშნულ ბრძოლაში რომაელებმა ზოგი ვერსიით 70 000, ხოლო ზოგიტ კი - 50 000 ჯარისკაცი დაკარგეს, ხოლო კართაგენელებმა 6000-მდე ჯარისკაცი, დაჭრილთა რიცხვი კი 10 000-დე შეადგენდა.
3. ზამას ბრძოლა, 219 წ. ქრისტემდე, 19 ოქტომბერი -
მეორე პუნიკური ომის ბოლო და ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა რომსა და კართაგენს შორის, რის შემდეგაც კართაგენმა ომი წააგო.
კართაგენის ჯარი შეადგენდა :
35 000 ქვეითს
3000 ცხენოსანს
და 80 საბრძოლო სპილოს
კართაგენს სარდლობდა ჰანიბალ ბარკა
რომის არმია შედგებოდა:
30 000 ქვეითისა და 6-8 000 ცხენოსნისგან. რომაელებს სადრლობდა პუბლიუს კორნელიუს სციპიონ,,აფრიკელი,, , რომაელების მხარეს იბრძოდა ასევე ნუმიდიელების რაზმი მათი სარდლის მასინისას ( ნუმიდიის პირველი მეფე ) სარდლობით.
ბრძოლა დამტავრდა რომაელთა სრული გამარჯვებით და ჰანიბალის სრული განადგურებით. როგორც გამოკვლეულია, კართაგენელთა ჯარის დამარცხება გამოიწვია მათივე სპილოებმა, რომელნიც ბრძოლის ერთ ეტაპზე უმართავნი გახდნენ და მტრის რიგების მაგივრად, ისევ კართაგენელებისკენ იბრუნეს პირი, რამაც კართაგენელთა ჯარში არეულ-დარეულობა და მწყობრის დარღვევა გამოიწვია , რიტაც ისარგებლეს რომაელებმა და კართაგენელების არევ-დარევა ბრძოლის ველიდან მათ პანიკურ გაქცევაში გადაზარდეს.
მეორე ვერსიით კი კართაგენელებმა ვერ გამოიყენეს სათანადოდ სპილოები , ხოლო ბრძოლის სასწორი რომაელების მხარეს გადახარა მათმა კავალერიამ, რომელიც ბრძოლის დებიუტში კართაგენელების კავალერიას გამოუდგა და მიეფარა ბრძოლის ველს. ამ დროს ჰანიბალმა ჩათვალა, რომ რომაულ კავალერიას მისი ცხენოსნები შორს ,,გაიტაცებდნენ,, დევნის რეჟიმში და არ ვარაუდობდა რომაელ ცხენოსანთა უკან დაბრუნებას, შესაბამისად კართაგენელების ქვეითი ჯარის ზურგიც დაუცველი დარჩა. უკან დაბრუნებულმა რომაულმა კავალერიამ სწორედ ზურგიდან დაარტყა კართაგენელებს და ალყაში მოაქცია ისინი, რამაც განაპირობა კიდეც ჰანიბალის დამარცხება.
4. კინოსკეფალის ბრძოლა, 197 წ. ქრისტემდე -
რომის რესპუბლიკა VS მაკედონიის სამეფო
სარდლები :
რომი - ტიტუს ფლამინიუსი
მაკედონია - ფილიპ V ანტიგონიდი
რომის არმია - 33 000
მაკედონია - 26 000
მსხვერპლი:
რომი - 700 ჯარისკაცი
მაკედონია - 8000 ჯარისკაცი
შედეგი: ეს ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეულია სამხედრო თვალსაზრისით მეორე მაკედონური ომის მსვლელობისას , თუნდაც მსხვერპლის შეფარდების თვალსაზრისით, რაც გამოხატავს რომის სრულ სამხედრო უპირატესობას მოძველებურ ბერძნულ-ელინისტურ სამხედრო სისტემასთან შედარებით. ამ ბრძოლის შემდეგ მაკედონიას ჩამოეღტვა ფლოტი, გარდა 6 გემისა. ჯარი ყოლა, 5000 ჯარისკაცამდე, აეკრძალა. მაკედონიამ დაკარგდა კონტროლი ყველა არა მაკედონურ ტერიტორიაზე და აეკრძალა რომაელების წინაამღმდეგ ბრძოლა და საგარეო პოლიტიკის რომთან შეუთანხმებლად წარმოება ( ომიც სწორედ იმიტომ იყო გამოწვეული, რომ მაკედონელები მხარს უჭერდნენ კართაგენს მეორე პუნიკურ ომში ), ხოლო საბერძნეთი გამოცხადდა ,,გათავისუფლებულად,, რომის მიერ, სინამდვილეში კი საბერძნეთში დამყარდა რომის სრული პოლიტიკური გავლენა და ჰეგემონია.
* * *
5. ტიგრანოკერტის ბრძოლა, 69 წელი ქრისტემდე, 6 ოქტომბერი -
რომის რესპუბლიკა VS დიდი სომხეთი
სარდლები:
ლუციუს ლუკულუსი - რომი
ტიგრან II დიდი, სომეხთა მეფე - დიდი სომხეთი
შემდგენლობა:
რომი - 45 - 50 000
სომხეთი - პლუტარქეს მიხედვით სომეხთა ჯარი შედგებოდა 250 000 ქვეითისა და 50 000 ცხენოსნისგან. თუმცა მეცნიერები თვლიან, რომ ეს ციფრი გადაჭარბებულია და სომეხთა ჯარი შეადგენდა დაახლოებით 80 000 ჯარისკაცს.
სომხების მხარეს იბრძოდნენ იბერიელი შუბოსნებიც, რომელნიც ერთ-ერთ ძლიერ შუბოსნებად ითვლებოდნნე აღმოსავლეთში ამ სახეობის ჯარებს შორის. ასევე სომხების მხარეს იბრძოდნენ ალბანელები, არაბები და მიდიელები.
სომხებმა განიცადეს გამანადგურებელი დამარცხება. იგივე პლუტარქეს მიხედვით მათ დაკარგეს ასი ათასობით ქვეითი , ხოლო კავალერია კი მთლიანად განადგურდა. პლუტარქე აღწერს, რომ გაქცეულმა ტიგრან მეფემ გვირგვინიც კი ბრძოლის ველზე დაკარგა.
ბრძოლის შედეგი: რომაელებმა ადვილად აიღეს დიდი ქალაქი ტიგრანოკერტი, სადაც ხელში ჩაუვარდათ სამეფო საგანძური, დაეუფლნენ აურაცხელ სიმდიდრეს - 8000 ოქროს ტალანტს, თითო მეომარს 800 დრახმა შეხვდა წილად. ხოლო პოლიტიკური შედეგები იყო ის, რომ დიდი სომხეთის ელინისტური სახელმწიფოს იმპერიული ამბიციები საბოლოოდ დასამარდა ახლო აღმოსავლეთში. ტიგრანის ადრე დაპყრობილი ქვეყნები: ჩრდილო მესოპოტამია, კორდუენა, კომაგენა, სირია და აღმოსავლეთ კილიკია ჩამოსცილდა სომხეთს და რომის მბრძანებლობაშI მოექცა.
6. ალეზიის ბრძოლა, 52 წ. ქრისტემდე -
რომის რესპუბლიკა VS გალების კონფედერაცია
სარდლები:
რომი - გაიუს იულიუს კეისარი
გალები - ვერცენგეტორიქსი
ძალები:
რომი - 60 000 ჯარისკაცი
გალები - 330 000 ჯარისკაცი
მსხვერპლი:
რომი - 12-13 000
გალები - 250 000 მოკლული და 40 000 ტყვედ ჩავარდნილი
ეს იყო ალბათ არა მარტო რომის, არამედ მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უდიდესი ბრძოლა, რომლის შედეგზე იყო დამოკიდებული კეისრის პოლიტიკური ძლიერება და შესაბამისად რომის და კაცობრიობის ისტორიაში ახალი, რომაული ,,იმპერიის,, ( ჯერ პრინციპატის, ხოლო შემდეგ დომინანტის სახით ) ეპოქის დაწყება.
ამ ბრძოლის სამხედრო დეტალებზე უსასრულოდ შეიძლება მსჯელობა, მოკლედ და კონკრეტულად ის მოხდა, რომ მიუხედავად სიმცირისა, კეისრის გენიამ და რომაულმა სამხედრო მანქანამ გაიმარჯვა რიცხობრივად ბევრად აღმატებულ, მაგრამ შედარებით დაბალი დონის სარდლობის მქონე გალებზე და მათ ქაოტურ უდისციპლინობაზე.
7. კარრის ბრძოლა ( ახ. ხარანი, თურქეთში ) , 53 წ. ქრისტემდე, 9 მაისი -
ამ ბრძოლას ვერ დავარქმევ რომის რესპუბლიკის ბრძოლას პართიის სამეფოს წინააღმდეგ, რადგან ეს იყო მაშინდელი რომის ერთ-ერთი ტრიუმვირის, მარკუს ლიცინიუს კრასუსის ( სპარტაკის დამმარცხებლის ) საბრძოლო დიდების და პართიის სიმდიდრის მოსახვეჭად წარმოებული ლაშქრობა, რითაც კრასუსი ვარაუდობდა აღმოსავლეთის რომის მდიდარ პროვინციებში მისი პირადი ძალაუფლების განმტკიცებას კეისრის და პომპეუსის ძალაუფლების საპირწონედ.
მიუხედავად ამ ლაშქრობის პირადი მიზეზებისა, ეს ბრძოლა შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ გამორჩეულ და უდიდეს ბრძოლად რომის და მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში.
სარდლები:
რომი - მარკუს ლიცინიუს კრასუსი ( დაეცა ბრძოლის ველზე, ხოლო ლეგენდის თანახმად პართიელებმა დასაჯეს პირში ადუღებული ოქროს ჩასხმით, ნიშნად კრასუსის ფანატიკური სიყვარულისა სიმდიდრისადმი ) და პუბლიუს ლიცინიუს კრასუსი ( შვილი... ასევე ბრძოლის ველზე დაეცა );
პართია - პართიის მეფის ოროდ II-ის სარდალი სურენა.
შემადგენლობა:
რომი -
35 000 ლეგიონერი
4000 კავალერია
4000 მსუბუქი ქვეითი
პართია -
9000 ცხენოსანი მშვილდოსანი
1000 კატარაფაქტი, მძიმე კავალერია
მესოპოტამიის აუტანელ სიცხეში იტალიკებისგან დაკომპლექტებულმა მძიმედ შეჭურვილმა ლეგიონებმა ვეღარ გაუძლო და წინააღმდეგობა ვერ გაუწია ისრების წვიმას, პართიელ ცხენოსანთა მანევრირებას და შესაბამისად განადგურებულ იქნა მთლიანად. დაახლოებით 20-25 000 რომაელი იქნა მოკლული, ხოლო 10 000 ტყვედ ჩავარდა, დანარჩენი კი გაიქცა. ტყვედ ჩავარდნილ რომაელტა გარკვეული რაოდენობა ჩასახლებულ იქნა მარგიანას პროვინციაში ( შუა აზია ).
კარრას ბრძოლა საინტერესოა არა იმდენად პოლიტიკური, არამედ წმინდა სამხედრო თვალსაზრისით და ერთ-ერთი გამოღცეულია ბრძოლაა, არა მარტო რომის ისტორიაში, სადაც დამტკიცდა, რომ მძიმე ქვეითებს , რაოდენ უფრო გამოცდილთ, მანევრირებად მსროლელ კავალერიასთან გაშლილ ველზე როდის ,,გასვლია სამართალიო,,

... მეტი არაფერი.
8. ფერსალოსის ბრძოლა, 48 წ. ქრისტემდე, 9 აგვისტო -
კეისარი ( იმპერია ) VS პომპეუსი ( რესპუბლიკა )
ეს იყო ყველაზ ეგადამწყვეტრი ბრძოლა ანტიკური ეპოქის ორი უდიდესი რომაელი მხედართმთავრის , პომპეუსისა და კეისრის დაპირისპირება. ეს არ იყო მხოლოდ ორი სამხედრო გენიის ბრძოლა, ეს იყო ორი პოლიტიკური სისტემის დაპირისპირებაც, რომელსაც შორის გამარჯვებული განსაზღვრავდა არა მარტო რომის, არამედ მომავალი მიფლიოს ისტორიასაც, ვინაიდან იმ დროისათვის რომი უკვე მსოფლიო სახელმწიფო იყო მთელი თავისი ძალითა და სიდიდით.
ეს ბრძოლა კი როგორც ვიცით , დამთავრდა კეისრის გამარჯვებით, რასაც მოჰყვა რესპუბლიკელთა შემდგომი სრული განადგურება და მარცხი, შესაბამისად კეისრის დიქტატორად გამოცხადება 10 წლით ( დიდი ალბათობით, რომ მისი დიქტატორობა სიცოცხლის ბოლომდე გასტანდა , რაც ფაქტიურად მონარქის ძალაუფლების ტოლფასი იყო ბუტაფორული რესპუბლიკური სისტემის პირობებში ).
შემადგენლობა:
კეისარი - 30 000 ლეგიონერი
პომპეუსი - პლუტარქეს მიხედვით 50 000, ხოლო თანამედროვე მკვლევარების მიხედვით ასევე 30 000 ლეგიონერი, მხოლოდ კავალერიის რაოდენობის მხრივ უპირატესობით. თუმცა ამ კავალერიამ უმტყუნა სწორედ პომპეუსს, რამაც გამოიწვია მისი დამარცხება.
საინტერესოა, რომ ტიტუს ლაბიენუსმა, პომპეუსის კავცალერიის სარდალმა კეისრის მარჯვენა ფლანგს შეუტია , სადაც ეგულებოდა მტრის კავალერია. კეისრის კავალერიამ ცრუ უკანდახევის მანევრი განახორციელეს მარჯვენა ფლანგის სიღრმეში, სადაც პომპეუსის კავალერია განადგურებულ იქნა კეისრის ყველაზე გამოცდილი და რეზერვში მყოფი 1 ლეგიონის მიერ. ამავე ლეგიონმა შეუტია დაუცველად დატოვებულ პომპეუსის მარცხენა ფლანგს შემოვლითი მანევრით, ხოლო კეისარმა ფრონტალური შეტევა გააძლიერა კიდევ დამატებით რეზევრში მყოფი სხვა ლეგიონის მეშვეობით. ასეთ ორმხრივ შემოტევას ვეღარ გაუძლეს პომპეუსის ლეგიონებმა და უკუიქცნენ, შესაბამისად კეისრის მიერ აღებულ იქნა პომპეუსის სამეთაურო პუნქტი ( თვითონ პომპეუსმა მოასწრო გაქცევა ბრძოის ველიდან, შემდეგ გააღწია ეგვიპტეს, სადაც ვერაგულად იქნა მოკლული ეგვიპტელების მიერ ) .
9. ადრეანოპოლისის ბრძოლა, 378 წ. 9 აგვისტო ( რამდენი მნიშვნელოვანი ომი მომხდარა აგვისტოში თუ ატყობთ, მათ შორის დიდგორის ბრძოლაც... და ყოველთვის ორი სხვადასხვა, ანტაგონიტური ცივილიზაციები და კულტურულ-პოლიტიკური სისტემები ებრძვიან ერთმანეთს )
ვესტგოთები VS აღმოსავლეთ რომის იმპერიის არმია.
სარდლები:
ვესტგოთები - ბელადი ფრიტიგერნი
აღმ. რომის იმპერია - იმპერატორი ვალენტი
შემადგენლობა:
ვესტგოთები - 20 000
რომი - დაახლოებით 30 000
შედეგი: ვესტგოთების სრული გამარჯვება, რამაც დაამტკიცა ევროპაში ძალტა ბალანსის მიხედვით გერმანული ტომების სრული სამხედრო უპირატესობა და მეცნიერების მიერ ეს გამარჯვება მიჩნეულია, როგორც დასავლეთ რომის იმპერიის კრახის დასაწყისად.
10. კატალაუნის ნრძოლა, ანუ ე.წ. ხალხთა ბრძოლა, რომელიც რომის და კონკრეტულად კი დასავლეთ რომის ისტორიაში უკანასკნელ ყველაზე უდიდეს ბრძოლად ითვლება მის დაცემამდე.
ბრძოლა მოხდა 451 წ. დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში, კატალაუნის ველზე ( ახლანდელ საფრანგეთში, ქ. ტრუასთან, შამპანის რეგიონი )
მონაწილე მხარეები:
დასავლეთ რომის იმპერია, ვესტგოთები, ალანები, ბურგუნდები, ფრანკები, საქსები, არმორიკანელები, სარმატები
VS
ჰუნები, ოსტგოთები, გეპიდები, სკვითები, ბასტარნები, ალემანები, სკირები, რუგები, ტურინგები და სხვ.
სარდლები:
რომის კონსული და მხედართმთავარი, ისტორიკოსების მიერ ,,უკანასკნელ რომაელად,, შერაცხული - ფლავიუს აეციუსი
ვესტგოტების მეფე მეფე თეოდერიხი
ალანთა მეფე სინგიბარი,
და ბურგუნდების, ფრანკების და სხვების ბელადები.
ხოლო მეორე მხარეს სარდლობდნენ - ჰუნთა ბელადი ატილა, ვესტგოთების მეფე ვალამირი, და გეპიდების ბელადი ალდარიხი.
შემადგენლობა:
ზუსტი ციფრი უცნობია, ერთი ვერსიით, კერძოდ იორდანუსის ცნობით, ბრძოლის ველზე დაიღუპა 190 000 მეომარი ორივე მხრიდან, ხოლო იდაციუსის ცნობით კი - ორივე მლხრიდან 300 000 მეომარი. თანამედროვე მეცნიერების თვალსაზრისით კი ძალტა ბალანსი თანაბარი იყო და თითოეულის მხარეზე 30 000 მეომარი იბრძოდა.
გამარჯვება თუმცა რომისა და გოთების კოალიციას დარჩა , მაგრამ ატილა ვერ განადგურდა ბოლომდე, იგი იძულებული იყო გალიიდან წასულიყო უკან, აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც კიდევ ჩაატარა სამხედრო კამპანიები, თუმცა მალევე გარდაიცვალა კიდეც.
შუა საუკუნეების მწეროლბაში ,,ხალხტა ბრძოლა,, მიჩნეულია, როგორც ცივილიზებური სამყაროს გამარჯვება ბარბაროსულ-მომთაბარულ დამანგრეველ ძალაზე.
22 წლის შემდეგ კი დასავლეთ რომის, იმერია დაეცა კიდეც !
აი ეს ბრძოლები მიმაჩნია მე 10 ყველაზ მნიშვნელოვან ბრძოლად ძველი რომის ისტორიაში, რომელთაც შეცვალეს ან პოლიტიკრუი ისტორიის მსვლელობა , ან კიდევ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო სამხედრო თვალსაზრისით.
რა თქმა უნდა რომის ისტორიაში სხვა მნიშვნელოვანი ბრძოლებიც ყოფილა, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა.
საინტერესოა, თქვენი მოსაზრებებიც.
გმადლობთ
This post has been edited by tadzreuli on 1 Oct 2010, 14:57