
გადავიდეთ მარკ ავრელიუსზე. ის წრმოშობით ანტონიუსების კელტ-იბერიელ
არისტოკრატთა ოჯახიდან იყო. ავრელიუსი იშვილა ანტონიუს პიუსმა, რომელიც მისი
წინამორბედი გახლდათ იმპერატორის ტახტზე. პიუსის შემდგომ, მარკ ავრელიუსი
ლუციუს ვეერთან ერთად მართავდა რომს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ის
გახდა რომის სრულუფლებიანი მმართველი. ავრელიუსი პიუსის მსგავსად ეყრდნობოდა
სენატორთა ფენას, ცდილობდა კანონმდებლობისა და ბიუროკრატული აპარატის
მოწესრიგებას. იმპერატორმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი სამხედრო
ლაშქრობებში გაატარა. მას მოუწია ბრიტებისა და გერმანელების აჯნყებათა ჩახშობა და
რომისთვის წარმატებულად ომის დასრულება სომხეთთან და პართიასთან.
მარკ ავრელიუსი, განსხვავებით ზოგიერთი მისი წინამორბედისგან, იყო მოკრძალებული,
მაღალი ზნეონის ადამიანი. ახალგაზრდობიდან თავშეკავებულად ცხოვრობდა: ატარებდა
უბრალო ბერძნულ მოსასხამს, იძინებდა მიწაზე, თავს არიდებდა გართობას. მოთმინებით
იტანდა თანამმართველის უვარგისობას, საკუთარი მეუღლის ფაუსტინა უმცროსის
(ანტონიუს პიუსის ქალიშვილი) გარყვნილებას, შვილის-კომუდუსის ახირებებს,
რომელსაც საუკეთესო აღმზრდელები და მასწავლებლები მიუჩინა(შედეგი-ყველაზე
სასტიკი იმპერატორი რომის ისტორიაში).
მარკ ავრელიუსი ფილოსოფიური ნატურის ადამიანი იყო და სიცოცხლეში ჩანაწერებს
აკეთებდა ბერძნულ ენაზე. ესაა ''ფიქრები''(''საკუთარ თავთან''), რომელიც მისი
გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს.
მომდევნო საუკუნეებში მარკ ავრელიუსი აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო იმპერატორად
რომის ისტორიაში. რომში კაპიტოლიუმის მოედანზე დგას ცხენზე ამხედრებული მარკ
ავრელიუსის ქანდაკება, რომელიც კარგა ხანს კონსტანტინე დიდის ქანდაკება ეგონათ.
(შუა საუკუნეებში).


მისი ფილოსოფიური ნააზრევი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო მორალისტური
ლიტერატურის ძეგლად. ამიტომ, შემოგთავაზებთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ მის
გამონათქვამებს: ''იცხოვრე ისე, თითქოს ემშვიდობები სიცოცხლეს, თითქოს დრო
რომელიც დაგრჩა, მოულოდნელი საჩუქარია შენთვის''.
''სიმხდალის ყველაზე საზიზღარი ფორმაა-საკუთარი თავის შებრალება''.
''მტერზე შურისძიების საუკეთესო ხერხი-არ დაემგვანო მას''.
''ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორი წარმოდგენაც გვაქვს მასზე''.
''რაც უფრო გიყვარს საკუთარი თავი, მით მეტად დამოკიდებული ხდები სხვათა აზრზე''.
''ყოველი ადამიანი იმდენად ფასობს, რამდენიც ღირს ის რისთვისაც ეს ადამიანი
ირჯება''.
''უსამართლობა ყოველთვის არ ნიშნავს რაიმეს კეთებას, ხშირად ის უმოქმედობის
ბრალია''.
''არცერთი ადამიანი არაა ბედნიერი, სანამ თავად არ ჩათვლის რომ ბედნიერია''.
''როდესაც საკუთარი თავი დავკარგეთ, მაშინ დაიკარგა ყველაფერი ჩვენთვის''.
''ყველაფერი აწმყოში-მარადიულობის გაელვებაა''.
კახა, პმ-ში შეიხედე, რაღაცას მოგწერ!
This post has been edited by Phobos on 8 Jan 2011, 14:07