
მარკ ავრელიუსი იმპერატორის ტახტზე შეცვალა მისმა ვაჟმა კომოდუსმა.
საოცრებაა, რომ ასეთი ფილოსოფიური ნატურისა და შემოქმედი ბუნების
ადამიანს, როგორიც იყო მარკ ავრელისი, ასეთი შთამომავალი ჰყავდა.
გადმოვიტან წინა გვერდზე მოწერილ ავრელიუსის გამონათქვამებს, რომელიც
ძალიან მომწონს. არ გვაწყენს მისი შეხსენება:
''იცხოვრე ისე, თითქოს ემშვიდობები სიცოცხლეს, თითქოს დრო
რომელიც დაგრჩა, მოულოდნელი საჩუქარია შენთვის''.
''სიმხდალის ყველაზე საზიზღარი ფორმაა-საკუთარი თავის შებრალება''.
''მტერზე შურისძიების საუკეთესო ხერხი-არ დაემგვანო მას''.
''ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორი წარმოდგენაც გვაქვს მასზე''.
''რაც უფრო გიყვარს საკუთარი თავი, მით მეტად დამოკიდებული ხდები სხვათა აზრზე''.
''ყოველი ადამიანი იმდენად ფასობს, რამდენიც ღირს ის რისთვისაც ეს ადამიანი
ირჯება''.
''უსამართლობა ყოველთვის არ ნიშნავს რაიმეს კეთებას, ხშირად ის უმოქმედობის
ბრალია''.
''არცერთი ადამიანი არაა ბედნიერი, სანამ თავად არ ჩათვლის რომ ბედნიერია''.
''როდესაც საკუთარი თავი დავკარგეთ, მაშინ დაიკარგა ყველაფერი ჩვენთვის''.
''ყველაფერი აწმყოში-მარადიულობის გაელვებაა''.
მამის გარდაცვალების დროს კომოდუსი იმყოფებოდა ჯარში. როცა შინ დაბრუნდა,
მაშინვე სადღესასწაულო თამაშები გამართა.
მას ახასიათებენ როგორც ფუქსავატს, ლოთს, მრუშს, ეჭვიან, შურიან და სისხლისმოყვარე მანიაკს. მისი ერთადერთი საზრუნავი საკუთარი სხეულის გაკაჟება
იყო. კომოდუსს ჰარამხანაში რამდენიმე ასეული ქალი და ბიჭი ჰყავდა. თანამედროვეთა
აზრით, ის გარყვნილების ყველა საშუალებას იყენებდა. მისი გატაცება გახლდათ:
ფეკალიის გარევა ყველაზე რჩეულ საჭმელში, ქალის ტანსაცმლის ტარება, ექიმის
როლის შესრულება და ადამიანის პრეპარირება.
კომოდუსი ჭკუას კარგავდა გლადიატორის როლის შესრულებაზე, თუმცა თავისუფალი
მოქალაქის გამოსვლა გლადიატორის არენაზე უღირს საქციელად ითვლებოდა.
მან 735 ბრძოლა ჩაატარა არენაზე; ყველასგან მოითხოვდა მისი პიროვნების
გაღმერთებას;ეთაყვანებოდა აღმოსავლურ კულტებს-თავზე ატარებდა ღმერთ ანუბისის
გამოსახულებას. ხშირად ცხადდებოდა იზიდას ქურუმის სამოსში გამოწყობილი.
მმართველობის ბოლო წლებში თავი ჰერაკლედ წარმოიდგინა და ახლა მასავით
გამოწყობილმა დაიწყო სიარული. სენატისაგან მოითხოვდა ავრელიუსის ვაჟი კომოდუსი
კი არ ეწოდებინათ, არამედ-იუპიტერის ვაჟი ჰერაკლე.
ამ სურათზე სწორედ ჰერაკლეს ფორმაშია გამოწყობილი.

მმართველობის პირველ წლებში მის წინააღმდეგ შეთქმულება მომწიფდა, რომელსაც საკუთარი და ხელმძღვანელობდა. იმპერატორს მიუგზავნეს მკვლელი, მაგრამ მან
შეთქმულნი გასცა. კომოდუსმა ყველანი სიკვდილით დასაჯა, ხოლო და კუნძულ
კაპრიზე გადაასახლა. ამის შემდეგ, იმპერატორს შეთქმულების შიშები დასჩემდა.
მან საკუთარ ცოლს სხვასთან წაასწრო და მოკლა ის.
ქვაყანას პოლიტიკურად მისი ფავორიტები მართავდნენ.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც კომოდუსი კონსულის თანამდებობაზე მიღების
აღსანიშნავად ცერემონიაზე წასასვლელად ემზადებოდა, მისმა საყვარელმა მარციამ
იმპერატორის საწოლზე შემთხვევით სიკვდილმისჯილთა სია აღმოაჩინა, სადაც
საკუთარი სახელიც ნახა. მარციამ გლადიატორ ნარცისს მოაკვლევინა კომოდუსი.
ნარცისმა იმპერატორს მახვილით გაუპო თავი. ამით დასრულდა ანტონიუსების
ასწლიანი მმართველობა რომში.