ვიკიპედიაში ახლა დავასრულე ძველი რომის ისტორიაზე "ტრილოგიის" წერა. აი ჩემი სტატიები:
რომის სამეფორომის რესპუბლიკარომის იმპერიაბოლო ორი სტატია, ყოველი ცრუ თავმდაბლობის გარეშე შედევრია

მთელი სული და გული ჩავდე ამის წერაში, კიდევ ბევრ რამეს დავამატებდი, მაგრამ ეს უკვე ჩემი კერძო მოსაზრებებია, ვიკიში მხოლოდ ფაქტები გადმოვეცი, აქ კი დავამატებ რომ რომის იმოპერია იყო უძლიერესი იმპერია, უდიდესი სახელმწიფო მანქანა, გენიალური სახელმწიფო. მისი დაკნინება და შემდგომი დაცემა უდიდესი კატასტროფა იყო, სიტყვები ვერ მოვძებნე რათა ეს გამომეხატა.
რომის რესპუბლიკის წყობა ჩემი აზრით იყო იდეალური მცირე სახელმწიფოსთვის, მაგრამ ამ რესპუბლიკურმა წყობამ პროვინციების მართვის ეფექტური მეთოდი ვერ შეიმუშავა, მეორე და ძირითადი პრობლემა კი სამხედრო რეფორმის საჭიროება იყო, რომელზეც საუბარი მეორე სტატიის ბოლოში მაქვს. იმპერიაში ეს პრობლემები ასე თუ ისე მოგვარდა, მაგრამ მეორე საუკუნეში გაჩნდა ახალი პრობლემა, რამაც იმპერია დაცემამდე მიიყვანა. გაქრა რომაელი ერი, აითქვიფა დაპყრობილ ერებში. გაქრა ის ენერგია, ის გენია, მამოძრავებელი ძალა, რომელმაც შექმნა ეს გრანდიოზული სახელმწიფო. ამის საშიშროებას ჯერ კიდევ ავგუსტუსი ხედავდა და ცდილობდა აღეკვეთა, მაგრამ დრო მაინც თავისას შვრება... მიუხედავად ამისა ბურჯი იმდენად ძლიერი იყო რომ იმპერიამ გაუძლო მესამე საუკუნის კრიზისს. იგი გადარჩა მაგრამ სახე იმდენად იცვალა, რომ მესამე საუკუნის მიწურულის იმპერიას იმ იმპერიასთან რომელსაც ქმნიდა კეისარი და რომლის შექმნაც ოქტავიანემ დაასრულა, საერთო ძალიან ცოტა ჰქონდა, კულტურულად, მურალურად და იდეოლოგიურად კი ეს უკვე სრულიად სხვა რამე გახდა.... კლასუკური ძლიერი რომის იმპერია, რომაული მენტალიტეტი დაიკარგა. ამ პროცესს ხელი კიდევ უფრო მეტად ქრისტიანობამაც შეუწყო. ქრისტიანულმა მორალმა რომის სულის სიძლიერეს ბოლო მოუღო.
ამ დროიდან იმპერატორები დიდებად წიდებულნი უფრო და უფრო შორს მიდიოდნენ იმ იდეალისგან რაც უნდა ყოფილიყო ნამდვილი რომის იმპერია. მეოთხე საუკუნის მიწურულს იულიანუსმა რომელსაც არაობიექტურმა ქრიატიანულმა ისტორიკოსებმა განდგომილი უწოდეს, ხოლო მე ვუწოდებ დიდს, სცადა აღედგინა ის ძველი რომაული სულისკვეთება, მაგრამ არ დასცალდა, მოკლეს. ეს იყო რომის უკანასკნელი ღირსეული იმპერატორი.
ან დროიდან რომი განწირული იყო. იმპერია ორად გაიყო, დასავლეთის და აღმოსავლეთის გზები საბნოლოოს გაიყარა. 410 წელს კი მოხდა იმ დროინდელი სამყაროს უდიდესი კატასტროფა, ქალაქი რომი აიღეს ვესტგოთებმა. რომის დიდება სამუდამოდ დასრულდა.
476 წელს როდესაც რომის უკანასკნელი იმპერატორი რომულუსი მოკლეს რომის იმპერიამ უკვე ფორმალურადაც შეწყვიტა არსებობა. ევროპა გადავრდა ათასწლეულით უკან. იმ დინეს, რა დონეზეც რომაული ცივილიზაცია ჩვენი წელთ აღრიცხვის პირველ საუკუნეში იყო, ევროპამ მხოლოს 17 საუკუნისთვის მიაღწია. კათოლიკური ეკლესიის დესპოტიზმმა ევროპა 1500 წლით სიბნელეში ჩაფლო.
რომის სიდიადეში დასარწმუნებლად წარმოიდგინეთ თანამედროვე საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, სამხრეთ ინგლისი, საბერძნეთი იუგოსლავია, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, სირია, ისრაელი, იორდანია, ჩრდილოეთ არაბეთი, ერაყი, ეგვიპტე, ალჟირი, ტუნისი და მაროკო ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული.
თანამედროვე ევროპული კულტურა, სახელმწიფოპებრიობა, სამართალი, ეს ყველაფერი რომაულს ეფუძნება და ჩემი აზრით რომის რესპუბლიკურ წყობამდე მისვლა თანამედროვე დემოკრატიებს ჯერ კიდევ წინ აქვს.
მოკლედ ჩემი ვალი მოვიხადე და "დავიტირე" ეს დიდი სახელმწიფო, რომელსაც მე მართლაც დიდ პატივს ვცემ.
აწი შეძლებისდაგვარად ვგეგმავ პლუტარქოსსზე და სვეტონიუსზე დაყრდნობით დიდ რომაელთა ბიოგრაფიების დაწერას. რომის იმპერიისადმი ჩემი ინტერესი მეორე საუკუნეს არ სცილდება, მიზეზები ზემოთ ჩამოვთვალე, ამ დროიდან იმპერიაში მოკვდა რომაული სულისკვეთება.