
ტამპლიერთა განძის ხსენების დროს, ხშირად ახსენდებათ მათი საიდუმლო
დამწერლობაც, რომელსაც ისინი იყენებდნენ. არქეოლოგი და შიფრების გამხსნელი
ქალბატონი დე გრაცია, რომელიც სწავლობს ტამპლიერთა საიდუმლო დამწერლობას,
ძიებამ მიიყვანა ტამპლიერთა გარნიზონის ყოფილ შენობაში, რომელიც საოცარი
გზით გადარჩა, მაგრამ იქ ახლა ფერმაა განთავსებული. ამ ფერმაში ნახა დე გრაციამ
შიფრის გასაღები, რომელიც მისი აზრით ინახავდა ორდენის მშენებლობისა და ფარული საცავების საიდუმლოებებს. მკვლევარის აზრით, იმისათვის, რომ გაიგო ტამპლიერთა
მიერ ძველ შენობებზე ამოკაწრული ტექსტების შინაარსი, უნდა გაიხსნას ამ ტექსტების
აბრაკადაბრა. მან ლათინურად დაწერილი ტექსტის წაკითხვა სცადა ფრანგულად.
რისი წაკითხვა შესძლო ამ ქალბატონმა ჯერ–ჯერობით უცნობია.
გადმოცემით, როდესაც დე მოლემ შეიტყო, რომ მეფე ორდენის გასანადგურებლად ემზადებოდა, მან მიიღო ზომები, რათა შემონახულიყო ''ფუნდამენტალური ცოდნა.
დიდმა მაგისტრმა იცოდა, რომ მისი დისშვილი, ახალგაზრდა გრაფ გიშარ დე ბოჟეს
სურდა ორდენში შესვლა. მან გიშარი სატუსაღოში გამოიძახა და იქ აკურთხა რაინდად.
იქიდან გიშარი ტემპლში წავიდაო, სადაც ერთ–ერთი დიდი მაგისტრის სამაროვანში
უნდა ეპოვნა სამკუთხა ბროლის ყუთი ჩასმული ვერცხლის ჩარჩოში. დე ბოჟემ გამოცდა
წარმატებით გაიარა. რის შემდეგ, ფიცი დადო, რომ შეინარჩუნებდა ორდენს. ის
აზიარეს ორდენის საიდუმლოებებთან. მოლემ თითქოს აუხსნა ახალგაზრდა გრაფს,
რომ სამკუთხა ყუთში ინახებოდა დიდი რელიქვია–იოანე ნათლისმცემლის საჩვენებელი
თითი.