
ერთ-ერთი იდუმალებით მოცული ციხე-სიმაგრე, რომელიც უკვშირდება ტამპლიერების სახელს, გახლავთ კასტელ-დელ მონტელი. მისი აგება უკავშირდება წმ.რომის იმპერატორ
ფრიდრიხ მე-2 შტაუფენის სახელს. ის ზიარებული იყო ტამპლიერების გეგმას. კერძოდ,
რომის დიდი აღშფოთების მიუხედავად, ის კონტაქტებს ამყარებდა მაჰმადიან
ხელდასმულებთან. ფრიდრიხმა სავარაუდოდ, შეაღწია ხელდასმულთა მაღალ წრეებში.
1228 წელს ის თავჯდომარეობდა ''მრგვალ მაგიდას'' აკოში, სადაც შეიკრიბა ყველა
რაინდული ორდენის წარმომადგენელი, როგორც ქრისტიანულის, ასევე მაჰმადიანურის.
სწორედ მან ააგო იტალიის პროვინცია აპულეუსში ქ.ანდრეასთან ახლოს უზარმაზარი
ციხე-სიმაგრე, რომელსაც მსფლიოს მეუფესაც უწოდებენ. ეს ციხე-სიმაგრე გახლავთ
კასტელ-დე მონტელი.


ციხე-სიმაგრემ დღევანდელი სახელწოდება მიიღო მე-15 ს-ში. საწყისი სახელწოდება
უცნობია. ვარაუდობენ, რომ ნაგებობის უცნაური ფორმის იდეა ეკუთვნის თავად
იმპერატორ ფრიდრიხს. ერთ-ერთი ვერსიით, მან გადაწყვიტა საკუთარი ტრიუმფის
უკვდავყოფა ქვაში და ბრძანა სიმაგრის აგება ქვის გვირგვინის ფორმით. ამავე დროს,
იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ კასტელ-დე მონტელს რვაკუთხუვანი გეგმა აქვს, როგორც
ტამპლიერთა სამლოცველოებს.

გარედან ციხე-სიმაგრე ტოვებს პირქუშ, გარე სამყაროსგან კარჩაკეტილობის შთაბეჭდილებას. მასიურ კოშკებს არ გააჩნია არცერთი სარკმელი და კარი. ფასადები
უბრალოა, ყოველგვარი დეკორის გარეშე, ხოლო კედლებს აქვს ორ-ორი სარკმელი.
მთავარი შესასვლელი მიმართულია აღმოსავლეთის მხარეს.

შიგნიდან ნაგებობა წარმოადგენს 16 სწორ ტრაპეციას, თითოელ სართულზე-რვა.
ნაგებობაში არ იყო უტილიტარული დანიშნულების ოთახები: საძინებლები,
სასადილოები, სასტუმროები. კუთხის კოშკებში განთავსებულია საგარდერობოები, საპირფარეშოები. ინტერესს იწვევს ასევე ისიც, რომ კიბეები ბრუნავს არა
მარჯვენა მხარეს, არამედ-მარცხნივ. სიმაგრეში არის ოთხი დარბაზი. თითოელში
არის ბუხარი და საპირფარეშოსკენ მიმავალი გასასვლელი. მეორე სართულს მზის
სხივი დღეში ორჯერ ანათებს მთელი წლის განმავლობაში, პირველ სართულს მხოლოდ-
ზაფხულში. ამგვარად მეორე სართული წარმოადგენს უზარმაზარ მზის საათს.
წელიწადში ორი დღე, ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობისას, სინათლე თანაბრად
ნაწილდება პირველ სართულზე, როგორც სივრცობრივი, ისე დროის კუთხით. ამგვარად,
პირველი სართული წარმოადგენს კალენდარს, ხოლო მთელი შენობა უნდა განვიხილოთ
ასტრონომიულ მოწყობილებად. მკვლევარები უშედეგოდ ცდილობენ ამოხსნან ციხე-
სიმაგრის რვაკუთხოვანი სტრუქტურის მნიშვნელობა: პლანეტების განლაგება,
ქრისტიანული სიწმინდეები, არქიტექტურული და მხატვრული ტრადიციები,
კვადრატიდან გადასვლა მიწის სიმბოლო წრეზე-ზეცის სიმბოლოზე რვიანის
საშუალებით.(შესაძლოა, სწორედ ციფრი რვიანის სიმბოლური მნიშვნელობასთან
ჰქონდეს კავშირი.)იმპერატორის სიცოცხლეში კასტელ-დე მონტელი გამოიყენებოდა
მხოლოდ სადღესასწაულო შეკრებისა და ცერემონიებისთვის. ამ რვაკუთხოვან
ნაგებობაში ყველა ოთახი განლაგებულია ერთი ცენტრალური ოთახის გარშემო, ასევე
რვაკუთხოვანი, პატრონის ოთახის გარშემო. სავარაუდოდ, შუა ოთახი უფრო საიდუმლო
იყო, აქედან გამომდინარე-უფრო წმინდაც.


კასტელ-დე მონტელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ გაძარცვეს,
ამიტომ ფრიდრიხის ფუფუნებიდან ძალიან ცოტა რამ შემორჩა.