miles Christi (ლათ. ქრისტეს მეომარი).
შუა საუკუნეების ხელნაწერზე გამოსახული რაინდი ქრისტიანული სიმბოლოებით, რომელიც სულიერი მეომრის არსს აღწერს.
რაინდი შემოსილია ღვთის საჭურველით და მზად არის იბრძოლოს შვიდ მომაკვდინებელ ცოდვასთან. "შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს"(ეფესელთა 6:11).
რაინდი ატარებს ე.წ. სამების ფარს, რომლის სქემა ქვედა სურათზეა მოცემული.
ანგელოზი ერთი ხელით სულიერი დიდების გვირგვინს ადგამს თავზე, "ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს."(ტიმოთე 2:5).
მეორე ხელით კი ანგელოზს შვიდი სათნოება უჭირავს:
თავმდაბლობა, მოწყალება, უმანკოება, სიმშვიდე, მარხულობა, სიყვარული, სასოება.
ამ შვიდი სათნოებით სულიერი მეომარი სულიწმინდის შვიდ ნიჭს მოიპოვებს:
სიბრძნე, გონიერება, რჩევა, სიმტკიცე, შემეცნება, ღვთისმოსაობა, ღვთისმოშიშობა.
სულ ეს არის მისი ნამდვილი იარაღიც, დაცვაც და რაინდული მისიის შინაარსიც.
