
თებე გახლავთ ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი საკრალური ადგილი. ეგვიპტელებისთის ის იყო
ცოცხალთა და მიცვალებულთა ქალაქი. თავიდან მას ნუ-ამონი ერქვა. მე-11 დინასტიის დროს
თებე ეგვიპტის დედაქალაქად იქცა. ქალაქი გახლდათ მზის კულტის-რას ცენტრი. სწორედ
აქ ააგეს ეგვიპტელებმა ორი გრანდიოზული ტაძარი_კარნაკის ტაძარი("ჟამთააღწერის ტაძარი") და ლუქსორის
ტაძარი("კაცობრიობის ტაძარი").
კარნაკის ტაძრიდან შემორჩა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი სასწაული 5 ათასი კვ.მ დარბაზი. ამ სასახლის
ოდესღაც არსებული სახურავი ეყრდნობოდა 134 კოლონას. კოლონები 16 რიგადაა განლაგებული და
წმინდა დერაფანს ქმნიან. ყველა აქ არსებულ ბარელიეფზე აღბეჭდილია ფარაონის ზეაღსვლა
ღმერთებთან. მისტიკოსებს ყოველთვის აღელვებდა საკრალური რიცხვის- 134 მნიშვნელობა. იმის გარდა,
რომ კარნაკის ტაძარი იყო მზის ტაძარი, ის ნეოფიტის ზიარების ადგილიც გახლდათ.






ტაძარში არსებობდა ქურუმთა მრავალი კოლეგია-რას მსახურნი. მათ მოვალეობაში შედიოდა
რელიგიური წიგნების ასლების გადაღება და სავალდებულო დროს ტრადიციული ღვთისმსახურების
აღსრულება. ქურუმები ადგენდნენ "მიცვალებულთა წიგნის" სიას მეფეთა აკლდამისთვის.
თებელი ქურუმები ასევე იღებდნენ ტექსტების ასლებს, რაც განსაზღვრულ დროს უნდა წაეკითხათ.
წიგნში იყო მაგიური ცერემონიების აღწერაც, მითიური ურჩხულ აპეპის გამარჯვების აღკვეთა.

ქურუმების აზრით გარკვეული ბალახებისგან დამზადებული პაპირუსის დაწვით, რაზეც
ურჩხული აპეპი იყო გამოსახული, ანდა მისი სანთლისაგან დამზადებულ ფიგურასთან
განსაზღვრული სიტყვების წარმოთქმა, მზის ღმერთს გაანთავისუფლდებდა აპეპისგან.
ეგვიპტელები უძველესი დროიდან ითვლებოდნენ მაგებად და ჯადოქრებად. ებრაელი,
ბერძენი და რომაელი ავტორები საუბრობენ მათზე, როგორც ოკულტურ მეცნიერებათა მცოდნეებზე,
რომლებსაც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეეძლოთ ამ ცოდნის გამოყენება ადამიანის
საკეთილდღეოდ ანდა საზიანოდ.
ეგვიპტელები ამაყობდნენ, რომ შეეძლოთ შხამიანი გველის კონტროლი და მათო მოძრაობის მართვა.
ბევრ პაპირუსში ნაამბობია, როგორ სპობდნენ ეგვიპტელი მაგები მტერს რამდენიმე მაგიური სიტყვის
წარმოთქმით და ასრულებდნენ გარკვეულ ცერემონიას. "ვესტკარის პაპირუსის" მიხედვით, რომელიც
მე-18 დინასტიის დროსაა დაწერილი, ეგვიპტელ მაგებს შეეძლოთ ზღვისა და მდინარის დამორჩილებაც კი.