
ძველ ეგვიპტეს თვლიდნენ მაგიური ცოდნის წარმოშობის სათავედ-იდუმალი ღმერთები
ცხოველისა და ფრინველის თავებით, იეროგლიფები, გარდაცვლილთა
მისაგები რიტუალები. ყოველივე ამან შექმნა მომნუსხველი ატმოსფერო, რაც
ოკულტიზმის მიმდევართათვის დავიწყების მდინარეს ჯერაც არ მისცემია.
ეგვიპტეში სწამდათ, რომ მაგია ადამიანებისა და ღმერთების , ასევე-ცოცხალ ადამიანებსა და მიცვალებულებს შორის კონტაქტის დამყარების საშუალებას იძლეოდა,
რასაც იყენებდნენ საიქიოში მომავალი კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად და ამასთან,
მიწიერი ცხოვრების მნიშველოვანი პრობლემების გასაწყვეტად.
ჩვენს დრომდე შორეული წარსულიდან მოაღწია ცნობებმა და ფაქტებმა მაგიისადმი ეგვიპტელთა რწმენის შესახებ. ასეთთა რიგს განეკუთვნება გრანიტის სტელაზე
გაკეთებული წარწერა, რომელიც სფინქსის თათებს შორის აღმოაჩინეს.(მის შესახებ
ადრე უკვე ვისაუბრე)

მაგიის ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ მიცვალებულთა სულების გამოძახება ანუ
ნეკრომანტია, რაც გადმოცემულია დარიგებების სახით. ისინი ინახება ლონდონის მუზეუმსა და პარიზის ლუვრში.
დარიგებებში დაწვრილებითაა აღწერილი კონტაქტის დამყარების საშუალება,
არამარტო ღმერთებთან და სულებთან(სინათლის სამყაროდან), არამედ
დემონურ არსებებთან და დაღუპულ-დაკარგულ სულებთანაც. ასეთ ქმედებას ახლდა
მეტად რთული რიტუალები. ეგვიპტის ''მიცვალებულთა წიგნში'' უამრავი
ცნობაა მიწისქვეშა სამყაროს ბნელ ძალებზე. ზოგიერთი მათგანი საიქიოს კარიბჭესაც იცავდა.
ბოროტ ძალებთან ეგვიპტელი მაგი საკუთარი ინიციატივით არ შედიოდა კონტაქტში.
(როგორც წესი). თუკი ისინი ''დაუპატიჟებლად'' გამოჩნდებოდნენ, მაგები მათ
სარკის დახმარებით, სხვადასხვა ამულეტებითა და შელოცვებით იცილებდნენ. როდესაც
ასეთი საშუალებები არ სჭრიდა, ცდილობდნენ ცეცხლით მათ დაფრთხობას. შელოცვის
სტილი გახლდათ თხოვნა-მოთხოვნა. მას წარმოთქვამდნენ განსაკუთრებული
ინტონაციით სპეციალური პოზებისა და ჟესტების თანხლებით. ყველაფერი ატარებდა შთამბეჭდავი შოუს სახეს.
''გამოყენებითი'' ჯადოქრობის განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენდა შემცვლელი-
სხეულის შექმნა, რასაც იყენებდნენ შავი მაგიისთვის. ძველ ეგვიპტელებს სწამდათ-
თუ მაგი სანთლისგან გამოძერწავდა რომელიმე ადამიანის ფიგურას და ჩაუტარებდა
გარკვეულ რიტუალს, ასეთ შემთხვევაში, მისი შედეგი გავლენას მოახდენდა იმ
პერსონაზე ვისაც ფუგურა ეკუთვნოდა. სანთლის თოჯინებით მანიპულაციები ფართოდ
იყო გავრცელებული, რაზედაც მოწმობს შუა სამეფოს დროის სარკოფაგებზე გაკეთებული წარწერები და ასევე ძველი ტექსტები.

ეგვიპტეში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ მაგიურ საშუალებად ითვლებოდა ამულეტი იგივე
ავგაროზი.
ამაზე შემდეგ ვისაუბრებ...