
ხეოპსის(იგი ხუფუს) პირამიდა მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ ნაგებობადაა მიჩნეული.

პირამიდა გახლავთ ზომისა და წონის ეტალონი. ზოგიერთის აზრით, მის გეომეტრიულ ფორმაში
კოდირებულია ინფორმაცია სამყაროს მოწყობაზე, მზის სიტემასა და ადამიანზე. გნოსტიკოს ალბერ
პაიკის აზრით, წარსულში ადეპტები პირამიდას საიდუმლო დოქტრინის სიმბოლოდ
მიიჩნევდნენ--იერარქიის სიმბოლოდ, რომელიც სამყაროში არსებობს. პირამიდის კვადრატული
საძირკველი აღნიშნავს დედამიწას, ოთხი მხარე მატერიის ან სუბსტანციის ოთხ ელემენტს, რომელთა
კომბინაციით შეიქმნა მატერიალური ბუნება. სამკუთხა მხარეები ორიენტირებულნი არიან
სინათლის ოთხი მიმართულებით, რაც სითბოსა და სიცივის ურთიერთწინააღმდეგობის სიმბოლოდ
არის მიჩნეული--(სამხრ.ჩრდ.) სინათლისა და სიბნელისა(აღმოსავ.დასავლ.). საძირკვლის
გვერდების ჯამი ტოლია ოთხის, რაც მატერიას შეესაბამება, ხილო სამკუთხები--სამს, რაც სულის
ნიშანია.საძირკვლისა და სამკუთხედის გვერდების ჯამი 7-ის ტოლია, რაც ადამიანის სრულყოფილების
სიმბოლოა., რომელიც გამოხატავს საკუთარ ჭეშმარიტ ბუნებას, რაც სულისა და სხეულის ერთიანობაში
მდგომარეობს. სამკუთხედის განლაგება ოთხკუთხედზე აღნიშნავს სულის დომინირებას მატერიაზე.
პირამიდის ოთხი გვერდის ჯამი 12-ის ტოლია, რაც ზოდიაქის თორმეტ ნიშანს შეესაბამება. მიაჩნიათ,
რომ დიდი პირამიდის ძირითადი დანიშნულება საგულდაგულოდ იმალებოდა. ზოგიერთი მკვლევარის აზრით,
ის არც ფარაონის აკლდამა იყო, არც ობსერვატორია, არამედ გიგანტური, განსაკუთრებული
ენერგიის უძლიერესი გენერატორი, რომელსაც ფარაონები და ქურუმები იყენებდნენ სხვადასხვა
მიზნებისთვის. ეზოთერული დოქტრინების მიხედვით, კი, პირამიდა იყო მისტერიების პირველი
ტაძარი-იდუმალ ჭეშმარიტებათა საცავი, რომელიც საფუძვლად უდევს ხელოვნებასა და მეცნიერებას.
სფინქსი წარმოადგენდა მასში შესასვლელს. ვარაუდით, ხეოპსის პირამიდის ფორმით აკუმულირებული
უზარმაზარი ენერგის ფოკუსირება ხდებოდა სარკოფაგის მდებარეობის ადგილზე სამეფო ოთახში, სპეციალური
მოწყობილობის საშუალებით, რომელიც მის თავზე მდებარეობდა. სამეფო კამერაში ინიცირებულს
აწვენდნენ რამდენიმე დღით სარკოფაგში, სადაც სრულდებოდა Magnum opus(დიდი სამუშაო).
პირამიდასთან დაკავშირებული უცნაური მოვლენები პირველად დაადგინა ფრანგმა მეცნიერმა ანტუან
ბოვიმ. მეცნიერი ხეოფსის პირამიდას სწავლობდა ოცდაათი წლის განმავლობაში და აღმოაჩინა, რომ
სამეფო ოთახში შემთხვევით მოხვედრილი პატარა ცხოველები მუმიფიცირდებოდნენ. მოგვიანებით,
ამ აღმოჩენით დაინტერესდა ჩეხი ინჟინერი კარელ დრბანი. გამოკვლევების შედეგად ამტკიცებდა, რომ
პირამიდაში ხდება კოსმიური ენერგიის კონცენტრირება. მისი აზრით, არსებობს კავშირი პირამიდის
სივრცის ფორმასა და ბიოლოგიურ, ფიზიკურ პროცესებს შორის კავშირი, რომელიც ამ სივრცეში მიმდინარეობს.
აღმოჩნდა,რომ პირამიდის ზომის შეცვლის საშუალებით შეიძლება მიმდინარე პროცესებზე
ზემოქმედების მოხდენა-აჩქარებით ან შენელებით.