საბედისწერო პერიოდი და ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.
lenus-ის(გიორგი XIII-ისა და ბაგრატიონების სახლის შესახებ ყოჩაღ. უნდა ითქვას ასევე ის, რომ ჭარის ლეკების საფრთხისაგან გაწმენდის შემდეგ იქ მეაბრეშუმეობის განვითარების გეგმის ავტორი სწორედ რომ გიორგი XIII იყო)
basa-ttt-ის (ძალიან მნიშვნელოვანია დოკუმენტების არსებობა იმაზე, რომ რუსეთის იმპერიის დიპლომატია ფარულად საქართველოს წინააღმდეგ წარმოებდა. ეს ყველაფერი იქითკენ იყო გამიზნული, რომ კავკასიის უძლიერესი ქრისტიანული სახელმწიფო თვითონ შევედრებოდა რუსეთს ვეშევრდომობისათვის. ათწლეულების შემდეგ კი, ჩვენ რომ არა, ქართველები გაქრებოდითო. მათი მოსვლის შემდეგაა, რომ დავიღუპეთ სწორედ.)
misha_2007-ის (ტრადიციულად ყოჩაღ და ამ წელს მანჩესტერიც მაგარია, მაგრამ ვივა ბარსა გასულ და შემდეგ წლებში

.
python-ის (ასე თუ ისე, საინტერესო კრიტიკაა)
Pranksterი-ის (ზიგიერთი რამ საათივით ზუსტია)
საქებარად უნდა ითქვას, რომ მეტად ერკვევიან საკითხსა და მოცემულ პერიოდში. დანარჩენთა განცხადებები მეტ-ნაკლებად არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ეჰ, დიმპიტ-ისევ დიმპიტაურაიზზზობ (არიფების იქით არ გამოგდის რა, ეს "Chemical Brothers"-ის გალვანაიზზზზინგი).
მაშინდელ საქართველოზე და კერძოდ, ქართლ-კახეთის სამეფოზე იმის თქმა, თითქოს რუსეთი რომ არა, ქართველები გაქრებოდნენო, ან ცარისტულ-სუსლოვისეული იდეოლოგიური პოლიტიკის, ან საკითხში ჩაუხედაობის ბრალია. რახან არც ცარიზმი არსებობს და არც კომუნისტური რეჟიმი, რჩება მეორე: საკითხში ღრმად ჩაუხედაობის მომენტი. ასე რომ, კარგად გაეცანით მაშინდელ წყაროებს, საქართველოს დიდ ისტორიკოსთა შრომებს, ხოლო არასერიოზულ და უსაფუძვლო/დაუსაბუთებელ განცხადებებს შეეშვით.
ერეკლე მეფესთან დაკავშირებით, მის სამხედრო გენიაზე მის მიერ ჩატარებული ბრძოლები მოწმობენ, ხოლო დიპლომატიურ და პოლიტიკურ სფეროში თუ ტალეირანი არ იყო, არც ჩვენი დასაწუნი სჭირდა რამე. ამაზე მისი რეგიონალური და საერთაშორისო პოლიტიკა მეტყველებს. ასევე, რეაქციონერებთან ერთად გარშემორტყმული იყო ძალიან საინტერესო და ეროვნული ხასიათის პოლიტიკური ძალების მიერ სოლომონ ლიონიძის მეთაურობით.
რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, ობიექტურად მშვენიერი რამაა. უბრალოდ, რუსეთი იყო ხელშეკრულების პირველი და არაერთხელ შეგნებულად დამრღვევიც. აი, ესაა აქ საქმე და არა ის, თითქოს ტრაქტატი იყო ცუდი რამ. რომ შესრულებულიყო მასში აღნიშნული პირობები, საქართველოს ბედს ბევრი ინატრებდა და რუსეთის იმპერიაც არანაკლებად მოიგებდა სამხედრო-ეკონომიკური მხრით. თუმცა, ცარისტულ რუსეთს უკვე კარგა ხანია, რაც თავისი მიზნები ამოძრავებდა კავკასიაში. პრინციპში, რომ არ დაედო გეორგიევსკის ტრაქტატი, კომუნისტური რეჟიმის სატრაპი საქართველოში, შევარდნაძე 200 წლის შემდეგ არ და ვერ იზეიმებდა ამ ქვემძრომიალური ხასიათის იუბილეს და არც ამდენი მილიონი დაიხარჯებოდა საქართველოს ძალით გასაბჭოებულ-გასოციალისტებულ რესპუბლიკის ხაზინიდან.
ორიენტაციის საკითხთან დაკავშირებით, მაგ პერიოდისათვის ქართლ-კახეთის სამეფოსთვის ყველაზე უფრო ნაყოფიერი პროოსმალური/ოსმალებთან თანამშრომლობითი კურსი ჩანს (ოსმალეთის დასუსტებული იმპერია კი საფრანგეთთანაა კავშირში. საფრანგეთის ახლო აღმოსავლეთში გავლენაზე მოწმობს ისიც, რომ ნაპოლეონამდელი და ნაპოლეონის დროინდელს ძალიან კარგი დიპლომატიური კავშირები გააჩნდა როგორც ოსმალეთთან, ასევე ირანთან და ანტირუსული კოალიციის შედგენასაც აპირებდა. ერთის მხრივ ეს პოლიტიკა მიმართული იყო რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე გააჩნდა "პეტრეს გეგმით" შემუსავებული ახლო აღმოსავლური პოლიტიკური კურსი-ინდოეთის ოკეანისკენ გზის გაჭრა და კონსტანტინეპოლის აღება-, ხოლო მეორეს მხრივ კი ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ და თვითონ საფრანგეთიც მიისწრაფვოდა ინდოეთის ოკეანისკენ სახმელეთო გავლენის ხელში ჩასაგდებად).
ყველაფერ ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ეს ნაშრომი, სადაც ყველაფერია მოცემული თავის ბიბლიოგრაფიან-ანალიტიკიან-ფაქტებიანად:
საქართველოს სუვერენიტეტი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე: მითი თუ რეალობა (I ნაწილი)საქართველოს სუვერენიტეტი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე: მითი თუ რეალობა (II ნაწილი)არის ასევე, ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც არსად შემხვედრია, კონსტანტინეპოლის დაცემისა და საქართველოს მაჰმადიანური იმპერიების რკალში მოხვედრის შემდეგ თქვენც გენიშნებათ. ვფიქრობ, რომ გეორგიევსკის ტრაქტატი ქართველთა მხრიდან გამიზნული იყო სწორედ რომ რუსეთის გავლით ევროპისკენ გზის გასაკვალავად.
იხილეთ ამონარიდი:
"ქართველთა პროგრესული ნაწილის ევროპისკენ მისწრაფების შედეგია რუსეთთან ურთიერთობა-კავშირები, რისი საფუძველიც, ქართლ-კახეთის მეფისგან განსხვავებით, მათი არა იმდენად ერთმორწმუნე რუსეთისათვის დაქვემდებარების სურვილი იყო, არამედ მისი გავლით დასავლეთთან უშუალო კონტაქტების დამყარების ცდები."
ამაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს ერეკლეს მიერ დასავლეთ ევროპაში გაგზავნილი რამდენიმე დიპლომატიური მისია და მაშინდელ ქართლ-კახეთის სამეფოში გაჩაღებული ეკონომიკურ-იურიდიული, თუ საგანმანათლებლო რეფორმები და მოღვაწეობა.
როგორ ჰგავს დღევანდელობას ის, რომ მაშინდელ მსოფლიოს იმპერიებს (რუსეთის, დასუსტებული ირან-ოსმალეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის იმპერიების) ინტერესთა შორის ჭიდილმა საქართველო არათუ არ გააერთიანა, არამედ რუსეთის კოლონია გახადა თითქმის მთელი ორი საუკუნით. ოღისნდაც მაშინდელისაგან განსხვავებით ერეკლეს დარი არც პოლიტიკოსი და არც ეროვნული ძალა გვყავს ქვეყნის სათავეში. ვინც გვყავდა, ის კი გვიწამეს და ჯვარზე გააკრეს ამ 15-იოდე წლის წინ.
P.S. ჰო: თუკი istoria.ge-დან ვინმე წაიკითხავს ნაშრომს, ავტორის მითითებასთან ერთად შეუძლია გადაიტანოს თავის საითზე.
This post has been edited by gasageblaria on 24 Mar 2007, 17:58
ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს.
HOMO HOMINIS DIES EST