sparrowშენ რა ძერსკი ხარ

ერეკლეს არც ერთ ნაბიჯს არ ვამტყუნებ, კარგი პოლიტიკოსი იყო და ქვეყნისთვის ერთადერთ გამოსავალი იპოვა.. სხვა გზა არ იყო, უნდა აერჩია ან ერთმორწმუნე რუსეთი, ან მაჰმადიანი დამპყრობელი -ერეკლესთვის ამ შემთხვევაში პრიორიტეტი იყო ქართველი ხალხის ზნეობრივი გადარჩენა, ხოდა მიმართა რუსეთს -
1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატი ერთადერთი გზა იყო საქართველოს გადარჩენის მორალური დეგრადირებისგან..
ტრაქტატი სამართლებრივი კუთხით მეტად საინტერესოა, ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო
შედგებოდა 13 ძირითადი და 4 სეპარატიული მუხლისგან, ხელშეკრულებას თან ერთვოდა ფიცი, რომელიც ერეკლეს უნდა დაედო რუსეთისადმი ერთგულების დასამტკიცებლად , ხელშეკრულებას აგრეთვე ერთვოდა ტექსტი, რომელიც შეეხებოდა ქართლ - კახეთის მეფედ კურთხევის წესს. ხელშეკრუელბა ძალაში შედიოდა სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ

ხელშეკრუება იწყებოდა პრეამბულით, რომელშიც აღნიშნული იყო რომ ოდითგანვე რუსეთი იყო საქართვერლოს დამხმარე, დამცველი და ერთმორწმუნე და რომ ის მიზნად ისახავდა საქართველოს დაცვას და გათავისუფლებას დამპყრობლებისგან, თავის მხირვ, ერეკლე აღიარებდა მხოლოდ რუსეთის უზენაესობას

პირველ მუხლში აღნიშნული იყო რომ ერეკლე უარს ამბობდა სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებაზე.
მეორე მუხლით რუსეთის იმპერატორი საქართველოს პირდებოდა, რომ დაიცავდა მის ერთიანობას და დახმარებოდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში
მესამე მუხლით ქართ კახეთი აღიარებდა რუსეტის უმაღლეს ხელისუფლებას და კისრულობდა ვალდებულებას, ტახტზე ასვლა ეცნობებინა იმპერატორისთვის, მიეღო მისგან თანხმობა და სამეფო ნიშნები ..
მეოთხე მუხლით ქართ კახეთი იძღუდებოდა საგარეო ურთერითობებში, ნებისმერი სახის საერთაშორისო ურთეირთობა უნდა მომხდარიყო რუსეთის რეზიდენტთან შეთანხმებით

მეხუთე მუხლის მიხედვით რუსეთის სამეფო კართან ურთერითობის მოსაგვარებლად ერეკელე მეფეს უნდა ჰყოლოდა საკუთარი რეზიდეტი - ანალოგიურად რუსეთსაც

მეექვსე მუხლით რუსეთი საქართველოს ჰპირდებოდა, რომ საქართველოს მტერი იქნებოდა მის მტერი ,ერეკლე და მისი შთამოვამლობა შეიანრჩუნებნენ სამეფო ტახტს და მემკვიდრეობით ტახტის გადაცემის წესს, არ ჩაეროდა ქვეყნის საშინაო ურთიერთობებში.. მსგავსი საკითხები უნდა მოგვარებულიყო ადგილობრივი წესდებით
მეშვიდე მუსლით ერეკლე ვალდებულებას კისრულობდა, დახმარებოდა თავისი ჯარით საჭიროების შემთხვევაში, დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომპბა და ასერულებინა რუსი მოხელეების დავალებები..
მერვე და მეცხრე მუხლებით ქართლ კახეთის კათალიკოსი რუსეთის სინოდის წევრი ხდებოდა, ქართველი თავადაზნაურები სარგებლობდნენ რუსეთის თავადაზნაურთა მსგავსი პრივილეგიებით, ამისთვის რუსეთის კარზე თავადაზნაურთა სია იგზავნებოდა
მეათე მუხლით ქართველ ტავადაზნაურებს ენიჭებოდათ უფლება გადასახლებულიყვნე რუსეთში და უკან დაბრუნებულიყვნენ მაშინ , როცა გაუხარდებოდათ

მეთერთმეტე მუხლით ქართველ ვაჭრებს ეძლეოდათ შეღავათები რუსეთში, ანალოგიური წესი ვრცელდებოდა რუსი ვაჭრების მიამრთაც საქართველოში
მეთორმეტე მუხლით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - იგი დაიდო საუკუნოდ, თუმცა მხარეები იტოვებნენ უფლებას შეეცვალათ ტრაქტატის დებულებები ურთიერთშეთანხმებით

მეცამეტე მუხში გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების რატიფიცირების და ძალაში შესვლის წესი, ხელშეკრულება ძლაში შედიოდი ხელმოწერიდან 6 თვეში, ხელმოწერა, როგორც იცით, შედგა დაბა გეორგიევსკში 1983 წლის 24 ივლისს .
ხელს აწერდნენ პავლე პოტიომნიკი და ივანე მუხრანბატონი