ამონარიდები ნაშრომიდან ,,კრწანისის ომი და სომხების პოზიცია,,
.....ბერძენიშვილის სიტყვით, კრწანისის ომის შემდეგ ,,იმ პარტიამ რუსეთში, რომელსაც საქართველოს შემოერთება სურდა, მძიმე საბუთი მოიპოვა: რომ არსებული ხელისუფლება გაკოტრებულია, რომ თვით საქართველოს გადასარჩენად აუცილებელია მისი შემოერთება, იქ პოლიტიკური ხელისუფლების გაუქმება, რომ არსებული საქართველო არც მოკავშირეთ ვარგა და არც ვასალად’’ (ნ. ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის საკითხები, IV გვ. 194)
იმპერიის ხელისულფლება იმას არად დაგიდევდათ, რომ ქართლ-კახეთის სამეფო მათ ჩააგდეს ასეთ შავ დღეში, იმის მაგიერ, რომ ტრაქტატის ძალით მიშველებოდნენ ერეკლეს მტრებთან ბრძოლაში, კასპიის ფლოტის მეთაურმა შიშკინმა 1791წ სომეხი ავეტიკის ხელით ტყვია-წამალი გაუგზავნა აღა-მაჰმად-ხანს, თუმცა რუსებმა იმ ხანებში მშვენივრად იცოდნენ, რომ აღა-მაჰად-ხანი დღეს თუ ხვალ ქართლ-კახეთის სამეფოს დაესხმებოდა თავს (ზ.შარაშენიძე, ირანი XVV ს. II ნახევარში გვ. 154)
* * *
ცნობილი ქართველი მოღვაწე, ალექსანდრე ორბელიანი საკმაოდ ხშირად წერდა XVII ს-ის დასასრულის ქართლ-კახეთის სამეფოს კრიზისის მიზეზებზე: ,,საქართველოში სამი დაფარული დასი იყო წინააღმდეგი მეფის ირაკლისა; პირველი დასი სომხებისა, რომლებთანაც სომხების არაჩნურთს (არაჯნორდს წინამძღვარს – ა.ა.)... იოსებ არღუთიანს შეერთება ჰქონდა რუსეთიდგან (რუსეთში ის არღუთინსკიდ იწოდებოდა –ა.ა.). ამ სომხების დასმა ყოველი საქართველოს ამბავი კარგად იცოდა და სამეფოს სახლისა, რომელთაცა ყველგან ჩუმი აგენტები ჰყვანდათ”. რუსეთში ,,არაჩნურთი იოსებ არღუთიანი (ის იყო რუსეთში მცხოვრები სომხების ეპისკოპოსი, გაიზარდა საქართველოში, კარგად იცოდა ქართული ენა –ა.ა.) იყო საქართველოს დასაღუპად და დაღუპა იმან ამ ზოგიერთის სომხებითა საფუძვლამდინ”. ,,აღა-მაჰმად-ხანიც იმ სომხებმა მოიყვანეს და საქართველო იმათ დაღუპეს. აი ის სომხები: პირველი მოქმედი არაჩნურთი არღუთიანი, ამის ძმისწული მიმბაში სოლომან (თბილისში ცხოვრობდა – ა.ა.), მისკარბაში იოსებ ბებუთაშვილი, ქალაქის (თბილისის _ ა.ა.) მელიქი დარჩია ბებუთაშვილი, მილახვარი ოსეფა ყორღანაშვილი... კვალად არტემ არარაცკი” (ალ. ორბელიანი, აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში, ,,მოამბე” 1895, #3, გვ. 121-123).
* * *
ალ. ორბელიანის სიტყვითვე გარსევან წავწავაძემ და მისმა დასმა ,, დიდი სამდურავი ჩამოუგდეს ბატონიშვილს გიორგისა და იმის შვილს დავითსა... ამის დამწყობნი სულ სომხები იყვნენ მეფის ირაკლის მახლობელნი და გიორგისა. თვითონაც ხომ საქმეებში იყვნენ, მაგრამ მომეტებულად სხუებს ასაქმებდნენ და გაბრიყვებული ჰყონდათ. ვისაც ენდობოდნენ, იმათი ოსტატებიც ისინი იყვნენ. ის სომხები როგორც არიგებდნენ, ისეც ამოქმედებდნენ და ამსთან მიჰქონდათ ფული სომხებისგან არაჩნურთის იოსებ არღუთაშვილის გამოგზავნილი რუსეთიდგან” გიორგი XII-ს მდივანს, ელიაზარ ფალავანდიშვილს უთქვამს ალ. ორბელიანისთვის: რუსეთის ხელისუფლების დახმარებით სომეხთა კათოლიკოსად გამწესებული იოსებ არღუთაშვილი (არღუთინსკი) ,, საქართველოში რომ მოვიდა, ჩუენი პირველი თავადები მისულიყვნენ იმასთან... ეთქოთ იმისთვის გულის წრფელთა: თქვენო უწმენდესობავ (ბ-ნი კიტა ბუაჩიძე ასეთ შემთხვევაში იტყოდა: თქვენო უტერტერესობავ), მართლა თქუენს დაბარებით წამოვიდა აღამახმადხანი საქართველოზე? იმას ხუმრობით გაეკეთებინა და გაცინებით ეთქუა: ეგ მართალი რათ იქნება, მარა ამას იქით ჩუენ სომხები უნდა ვიყვნეთ საქართველოში და საქართველო ჩუენი უნდა იყოსო’’. არღუთაშვილმა მართალი თქვა, სწორედ თავიანთვის უნდოდათ სომხებს საქართველო. ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სომეხმა მოხელეებმა ქართლ-კახეთის სამეფოს კარის საიდუმლოებანი კარგად იცოდნენო. ,,ასე დაახლოებული იყვნენ ყუელასთან ისინი და ყრილობაც ხშირათ ჰქონდათ ხოლმე საქართველოს დასაღუპად... ყოველ ქალაქებში და დიდრონს სოფლებში თავისი აგენტები ჰყუანდათ და ფულიც ბევრნი მოდიოდათ’’ იმ სომხებს რუსეთიდან, იოსებ არღუთაშვილისგანო (იხ. ს. კაკაბაძე, წერილები და მასეალები საქართველოს ისტორიისათვის, თბ, 1914, გბ 42, 50-52).
ალექსანდრე აბდალაძე (აბუდალაძე)
ისტორიკოსი-არმენოლოგი
კრწანისის ომი და სომხების პოზიცია
ქართული მიწა გაჟღენთილია ათასწლეულების მანძილზე დაღვრილი სისხლით. ერთ-ერთი ასეთი საშინელი ბრძოლა გაიმართა საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და მის სანახებში 1795 წლის სექტემბერში მძვინვარე საჭურისის, სპარსეთის კაციჭამია ხელისუფლის, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად. ქართველთა ხსოვნაში ისეთი კვალი დატოვა აღა-მაჰმად-ხანის შემოსევამ, რომ XIXს-სა და XX ს-ის დასაწყიში რაიმე საშინელების შესახებ ამბობდნენ აღამაჰმადხანობა დაბრუნდაო.
1983 წ. საქართველოში იმჟამინდელი ხელისუფლებისა და მოსკოვის კარნახით თუ მის საამებლად დიდი ზეიმით აღინიშნა 1783 წ. რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დადებული ტრაქტატი 200 წლისთავი. Aამ თარიღის აღსანიშნავად წლების მანძილზე ემზადებოდნენ. Aარადა, სწორედ ამ ტრაქტატმა გამოიწვია საქართველოს დასამარება კრწანისში და სამიათასწლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის ფეხქვეშ გათელვა რუსეთის იმპერიის მიერ. Aამიტომ, ძალზე სასურველია და აუილებელიც დღევანდელ ვითარებაში, როცა საქართველო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძვის, კრწანისის ტრაგედიისა და ქართული სახელწიფოებრიობის მოსპობის საკითხებზე ისეთივე მოცულობით გაიშალოს კვლევა-ძიება, როგორ ეს თავის დროზე ტრაქტატის ირგვლივ ხდებოდა.
ტრაქტატის დადებისთანავე საქართველოს მეზობელი მთელი მაჰმადიანური სამყარო დაირაზმა ქართლ-კახეთის სამეფოს წინააღდეგ, საღმთო ომი გამოუცხადეს მას. ცნობილია, რომ ამის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობა 1783-1800 წლებში ორჯერ შემცირდა და განახევრდა. ,,1783 წ-ის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერების და გარეშე მტრებისგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით შემორტყმული გახდა და ... ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსში შაჰ-აბასის შემოდგომ არ ყოფილა’’ (ივ. ჯავახიშვილი და სხვანი, ისტორიული პარიტეტები, 1989, გვ.95)
ქართლ-კახეთის სამეფოს ,,მფარველი’’ რუსეთის იმპერია გულგრილად უყურებდაჩვენი ქვეყნის განადგურებას, არ ასრულებდა ტრაქტატის ძალით ნაკისრ მოვალეობებს და, როგორც ჩანს, აწყობდა კიდეც ქართლ-კახეთის სამეფოს დასუსტება, რომ ადვილად ჩაეგდო იგი თავის კლანჭებში, დაეპყრო მთელი საქართველო ნ. ბერძენიშვილის სიტყვით, კრწანისის ომის შემდეგ ,,იმ პარტიამ რუსეთში, რომელსაც საქართველოს Dშემოერთება სურდა, მძიმე საბუთი მოიპოვა: რომ არსებული ხელისუფლება გაკოტრებულია, რომ თვით საქართველოს გადასარჩენად აუცილებელია მისი შემოერთება, იქ პოლიტიკური ხელისუფლების გაუქმება, რომ არსებული საქართველო არც მოკავშირეთ ვარგა და არც ვასალად’’ (ნ. ბერძენიშვილი საქართველოს ისტორიის საკითხები, IV გვ. 194) იმპერიის ხელისულფლება იმას არად დაგიდევდათ, რომ ქართლ-კახეთის სამეფო მათ ჩააგდეს ასეთ შავ დღეში, იმის მაგიერ, რომ ტრაქტატის ძალით მიშველებოდნენ ერეკლეს მტრებთან ბრძოლაში, კასპიის ფლოტის მეთაურმა შიშკინმა 1791წ სომეხი ავეტიკის ხელით ტყვია-წამალი გაუგზავნა აღა-მაჰმად-ხანს, თუმცა რუსებმა იმ ხანებში მშვენივრად იცოდნენ, რომ აღა-მაჰად-ხანი დღეს თუ ხვალ ქართლ-კახეთის სამეფოს დაესხმებოდა თავს (ზ.შარაშენიძე, ირანი XVV ს. II ნახევარში გვ. 154)
გ. პაიჭაძის თანახმად იბადება კითხვა კრწანისის ომში რუსეთმა ჯარი რომ არ მოაშველა ერეკლეს იყო ????? ჩვენი საფუძველი გვაქვს ეს ვიფიქროთ, ვინაიდან რუსეთის იმპერიისთვის, რომელიც იმ დროს უკვე საქართველოს ინკორპორაციას გეგმავდა, ქართლ-კახეთის სამეფოს დასუსტება ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო’’. მწერალი ტინიანოვის სიტყვითაც, კავკასიაში დასჯილი იქნა ქალაქი თბილისი , მისი დასჯა ექვს დღეს გრძელდებოდა, ხოლო დამსჯელი საჭურისი აღა-მაჰმადი სპარსეთის შაჰი იყო...
და ქალაქი უმწეო იყო
ეკატერინებ გაყიდა იგი....
(იხ. გ.პაიჭაძე, ისტორიოგრაფიული ეტიუდები, 1981, გვ 119..120)
* * *
1783 წ. ტრაქტატის რუსეთისა მიერ მოგდებული სატყუარა იყო (რუსეთის მთავრობა მას ექსპერიმენტად მიიჩნევდა) ერეკლემ კი დაჟინებით დაბეჯითებით მოითხოვდა რუსეთის ხელისუფლებიგან ტრაქტატის პირობების შესრულებას (რუსეთისაგან დაპირებული მფარველობის არარეალურობის გამო ,,ყოველთა მტერთა ჩვენთაგან საცინელ შევიქმენით) მოახსენებდა ერეკლე რუსეთის მთავრობას, ამის სანაცვლოდ რუსეთმა გადწყვიტა ,,ჭკუა ესწავლებინა’’ ერეკლესათვის, დასაჯა იგი თუნდაც აღა-მაჰმად-ხანობით, ასევე სხვა საშუალებებითაც. შესაძლოა, რუსეთმა აღა-მაჰმად-ხანის საქართველოში შემოჭრა აწყობდა იმის გამოც, რომ ამით მოიპოვებდა საბაბს სპარსეთის დასალაშქრავად. სპარსეთში ბატონებაზე კი რუსეთი დიდი ხანია ოცნებობდა. ,,ერეკლე მეფე ღრმად მოხუცებული მოუსვენარ ცხოვრებისა და თავდატეხილი უბედურებისაგან დაავადებული გულის ტკივილით შეყურებდა, როგორ ინგრეოდა ის პოლიტიკური და სამხედრო სიძლიერე, ქონებრივი კეთიდღეობაც, რომელიც მის მამას თეიმურაზ II-სა და მის პირად დაუღალავ შრომითა და გამჭრიახობით იყო მოპოვებული. მის სიბერის დღენი ეგების იმ მწარე გრძნობით იყო მოწამლული, რომ ამის ბრალი მის პირადს პოლიტიკურს გულუბრყვნილობას და რუსეთის მთავრობისადმი განუსაზღვრელ ნდობასაც ედებოდა’’. (ივ.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 113-114).
ერეკლე II ტრაქტატის დადების ჟამს საერთოდ ვერ დაუშვა, ვერ მოიაზრა იმის შესაძლებლობამ, ერთმორწმუნე რუსეთი ქართულ სახელმწიფოებრიობას მოსპობდა (ერეკლეს წინა მორბედი ქართველი მეფეები ასე იყვნენ განწყობილი, მომართული). ქრისტიანულმა საქართველომ 1500 წლის მანძილზე მაზდეან და მაჰმადიან მტრებთან ჭიდილში ავად თუ კარგად შეინარჩუნა თავისი სახელმწიფოებრიობა და ქართველებმა ის ვეღარ წარმოიდგინეს, რომ ერთმორწმუნე რუსეთი ქრისტიანობისთვისწამებულ, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს თავზე დაამხობდა დავით წინასწარმეტყველის ნაშიერთა, ხორციელად იესო ქრისტეს
ნათესავთა ბაგრატიონთა ათასწლოვან სამეფო ტახტს.
ქართველი ხელისუფალნი თუ გადაჭარბებით ამყარებდნენ იმედებს ერთმორწმუნე რუსეთზე, ეს იმიტომ, რომ საუკუნეების მანძილზე მაჰმადიანური გარემოცვის წინააღმდეგ მიმართულმა ქართველთა ბრძოლამ თავის გადარჩენისათვის, არსებობისათვის რელიგიური ელფერი მიიღო ასეთ ვითარებაში, როცა სიკვდილის ???????????????????????? გამაგრება’’ ჰაერივით იყო საჭირო თავის გადარჩენისათვის მზრუნველი ქართველები ახალ-ახალ იმედებს ებღაუჭებოდნენ, ნაირნაირ ლეგენდებით საზრდოობდნენ და ამიტომ გაუძნელდათ რუსეთის ვერაგული პოლიტიკის ხლართებისაგან თავის დახწევა. ამის გამო ვერ გამოიყენეს მაგალითად ვახტანგ VI-ის პრორუსული პოლიტიკის სრული კრახიც კი. საქმეს ისიც ართულებდა, რომ 1783 წ. ახლო ხანებში რუსეთში საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდნენ სომხეთში სომხური სახელმწიფოს აღდგენაზე, რომელიც XI ს-ის შემდეგ აღარ არსებობდა. თუკი რუსეთი სომხური სახელმწიფოს მკვდრეთით აღდგენისთვის ზრუნავდა, ერეკლე II-ს გაუჭირდებოდა წარმოდგენა, რომ იგივე რუსეთი სამიათასწლოვან ქართულ ქრისტიანულ სახელმწიფოს მოსპობდა, მაგრამ საქმეც ის არის, რომ რუსეთი, როგორც ჩანს, სომხური სახელმწიფოს აღდგენაზე ერეკლე II-ის თვალის ასახვევადაც ლაპარაკობდა.
პლატონ იოსელიანის მამის, გიორგი II-ის მეფობის ჟამს სამეფო კართან დაახლოებული ეგნატეს თანახმად საქართველოში რუსებს არ იცნობდნენ: ,,არვინ ველოდით რუსთაგან ამას... ახლა ვხედავთ რაოდენ ძნელი ნათესავი (ერი --- ა.ა.) ყოფილა, ძლიერნი ძალთა სიმრავლითა, თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა, უცნობნი კაცთა, არა დამფასებელნი ღირსებათა, ცივად მხედველნი, ცივად მგრძნობელნი”... (ჰ. იოსელიანა, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, 1936, გვ. 204).
ცნობილი ქართველი მოღვაწე, ალექსანდრე ორბელიანი საკმაოდ ხშირად წერდა XVII ს-ის დასასრულის ქართლ-კახეთის სამეფოს კრიზისის მიზეზებზე: ,,საქართველოში სამი დაფარული დასი იყო წინააღმდეგი მეფის ირაკლისა; პირველი დასი სომხებისა, რომლებთანაც სომხების არაჩნურთს (არაჯნორდს წინამძღვარს – ა.ა.)... იოსებ არღუთიანს შეერთება ჰქონდა რუსეთიდგან (რუსეთში ის არღუთინსკიდ იწოდებოდა –ა.ა.). ამ სომხების დასმა ყოველი საქართველოს ამბავი კარგად იცოდა და სამეფოს სახლისა, რომელთაცა ყველგან ჩუმი აგენტები ჰყვანდათ”. რუსეთში ,,არაჩნურთი იოსებ არღუთიანი (ის იყო რუსეთში მცხოვრები სომხების ეპისკოპოსი, გაიზარდა საქართველოში, კარგად იცოდა ქართული ენა –ა.ა.) იყო საქართველოს დასაღუპად და დაღუპა იმან ამ ზოგიერთის სომხებითა საფუძვლამდინ”. ,,აღა-მაჰმად-ხანიც იმ სომხებმა მოიყვანეს და საქართველო იმათ დაღუპეს. აი ის სომხები: პირველი მოქმედი არაჩნურთი არღუთიანი, ამის ძმისწული მიმბაში სოლომან (თბილისში ცხოვრობდა – ა.ა.), მისკარბაში იოსებ ბებუთაშვილი, ქალაქის (თბილისის _ ა.ა.) მელიქი დარჩია ბებუთაშვილი, მილახვარი ოსეფა ყორღანაშვილი... კვალად არტემ არარაცკი” (ალ. ორბელიანი, აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლა ქ. ტფილისში, ,,მოამბე” 1895, #3, გვ. 121-123).
* * *
ალ. ორბელიანის სიტყვითვე გარსევან წავწავაძემ და მისმა დასმა ,, დიდი სამდურავი ჩამოუგდეს ბატონიშვილს გიორგისა და იმის შვილს დავითსა... ამის დამწყობნი სულ სომხები იყვნენ მეფის ირაკლის მახლობელნი და გიორგისა. თვითონაც ხომ საქმეებში იყვნენ, მაგრამ მომეტებულად სხუებს ასაქმებდნენ და გაბრიყვებული ჰყონდათ. ვისაც ენდობოდნენ, იმათი ოსტატებიც ისინი იყვნენ. ის სომხები როგორც არიგებდნენ, ისეც ამოქმედებდნენ და ამსთან მიჰქონდათ ფული სომხებისგან არაჩნურთის იოსებ არღუთაშვილის გამოგზავნილი რუსეთიდგან” გიორგი XII-ს მდივანს, ელიაზარ ფალავანდიშვილს უთქვამს ალ. ორბელიანისთვის: რუსეთის ხელისუფლების დახმარებით სომეხთა კათოლიკოსად გამწესებული იოსებ არღუთაშვილი (არღუთინსკი) ,, საქართველოში რომ მოვიდა, ჩუენი პირველი თავადები მისულიყვნენ იმასთან... ეთქოთ იმისთვის გულის წრფელთა: თქვენო უწმენდესობავ (ბ-ნი კიტა ბუაჩიძე ასეთ შემთხვევაში იტყოდა: თქვენო უტერტერესობავ), მართლა თქუენს დაბარებით წამოვიდა აღამახმადხანი საქართველოზე? იმას ხუმრობით გაეკეთებინა და გაცინებით ეთქუა: ეგ მართალი რათ იქნება, მარა ამას იქით ჩუენ სომხები უნდა ვიყვნეთ საქართველოში და საქართველო ჩუენი უნდა იყოსო’’. არღუთაშვილმა მართალი თქვა, სწორედ თავიანთვის უნდოდათ სომხებს საქართველო. ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სომეხმა მოხელეებმა ქართლ-კახეთის სამეფოს კარის საიდუმლოებანი კარგად იცოდნენო. ,,ასე დაახლოებული იყვნენ ყუელასთან ისინი და ყრილობაც ხშირათ ჰქონდათ ხოლმე საქართველოს დასაღუპად... ყოველ ქალაქებში და დიდრონს სოფლებში თავისი აგენტები ჰყუანდათ და ფულიც ბევრნი მოდიოდათ’’ იმ სომხებს რუსეთიდან, იოსებ არღუთაშვილისგანო (იხ. ს. კაკაბაძე, წერილები და მასეალები საქართველოს ისტორიისათვის, თბ, 1914, გბ 42, 50-52).
შესაძლოა ალ. ორბელიანს ზოგი რამ მართლაც არეული ფქონდეს, მაგრამ ვფიქობთ რომ არ დაუმსახურებია არც ისეთი უნდობლობა, როგორსაც ზოგიერთი მკვლევარი (მაგ. ი. ცინცაძე, ზ. ცქიტიშვილი) უცხადებს, ცნობილია, რომ ალ. ორბელიანის დედა, თეკლა ბატონიშვილი ერეკლე II-ის ასული იყო. დედა თავის ვაჟებს ხშირად უყვებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს ტრაგიკულ ამბებს. ალ.ორბელიანის ძმა, ვახტანგი ერთთგან ამბობს:
,, სული მიკვნესის, გული ჩემი მწარედ ღონდება...
რა მაგონდება, რასაც დედა ნორჩს მომითხრობდა’’
(იხ. ი უთერაშვილი, თეკლა ბაგრატიონი, გვ 66, 87, 106) ასე რომ, თეკლა ბატონიშვილის ვაჟებმა ბევრი რამ იცოდნენ საინტერესო და, ვფიქრობთ, არსებული მასალების, იმჟამინდელი პოლიტიკური ვითარების გამოწვლილვით შესწავლა ძირითადად ადასტურებს ალ. ორბელიანის ბრალდებებს სომეხთა გარკვეული წრეების მიმართ.
XVII-XVIII სს-ში აღმოსავლეთ საქართველოში სომხური მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოვრობდა. მათი რიცხვი თანდათან მატულობდა ძირითადად იმის გამო, რომ მტრისგან დაპყრობილ სომხეთში სომხებისთვის გაუსაძლისი პირობები იქმნებოდა. ქართლ-კახეთში მცხოვრები სომხები მნიშვნელოვანი ნაწილი ვაჭარ-ხელოსნები იყვნენ. ვინაიდან იმდროინდელ საქართველოში ბატონყმობა არსებობდა, სომეხი, ვაჭარ-ხელოსნებიც, უმეტესწილად, ქართველი მებატონეების ყმებს წარმოადგენდნენ. გამდიდრებულ სომეხ ვაჭრებს ეს გარემოება აღარ მოსწონდათ. მათ კერძოდ თბილისელ სომეხ ვაჭრებსაც ქართველი მებატონეებისა სხვადასხვანაირი სამსახური ემართათ, მათ შორის ე.წ. ,,მდგმური~ იყო. მებატონეები რომელთაც ქალაქებში არ ქონდათ სასახლეევი (ასეთი უმეტესობა იყო) ქალაქში ჩამოსვლისას იკავებდნენ თავიანთი ყმების სახლ-კარს და იქ ცხოვრობდნენ, ან მათთვის სასურველ პირსაც აყენებდნენ ქალაქში მცხოვრები ყმის სახლში. ამით ყმები, კერძოდ, მდიდარი სომეხი ვაჭრები თავს შევიწროვებულად გრძნობდნენ. XVII ს-ის II ნახევარის სომხური განმთავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი წარმომადგენელი, ინდოეთში მცხოვრები მილიონერი შაჰამირ შაჰამარიანი და მისი თანამოაზრეები ითხოვდნენ, რომ ყველა სომეხი განთავისუფლებულიყო ყმობისაგან. ერეკლე II-თვის ეს წინადადება მიუღებელი იქნებოდა, რადგან საქართეველო ამისთვის მაშინ მზად არ იყო. რუსეთიც არ იყო იმ ხანებში ამისთვის მზად.
საერთოდაც, XVI-XVIII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში ქართველ-სომეხთა ურთიერთობა მწვავე იყო, ხოლო ზოგჯერ მეტისმეტად მწვავდებოდა. ამგვარი ვითარების შექმნას როგორც სჩანს დამპყრობელიც უწყობდა ხელს. ისინი ახეხებდნენ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სომხების გადაბირებას და ქართველებისადმი დაპირისპირებას. წარმოშობით სომეხი ფარსადან გორგიჯანიძე თავის `ისტორიაში~ გიორგი სააკაძის შესახებ ამბობს, რომ მოურავს `გაუწყრა ღმერთი~ და ჰგმო ყაენის, ე.ი. შაჰ-აბასის პურმარილი, ვინაიდან სისხლისმსმელი, კაციჭამია შაჰ-აბასის წინააღმდეგ ქართველების აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. საზოგადოდაც ფარსადანი წინარმდეგია ქართველთა მოქმედებისა საქართველოს ამომგდები შაჰ-აბასის წინააღმდეგ და მისი სიმპათია იმ სომხების მხარესაა, რომლებიც ზრუნავდნენ, აქტიურად მოქმედენდნენ ქართ-კახეთში შაჰ-აბასის ბატონობის განსამტკიცებლად.
ფარსადანისვე ცნობით, ნადირობის დროს დაღუპული როსტომ მფის შვილობილი, ბატონიშვილი ლუარსაბი. ,, ბარათაშვილმა სიაოშ თუმანიშვილს ბაინდურს დასწამა და ასრე უთხრა: შენი ნასროლი თოფის ფინდიხი ეცაო, _ ამისთვის სამართალსზედ ესენი შეაბეს’’. ფარსადანი გულისტკივილით ამბობს: ,, ქართლში ქართველნი მრავნი და ძლიერნი არიან და სომეხნი ცოტანი და უღონონი და მათგან ამ რიგის საქმის თქმაც ძნელია, თორა და ქნა და ქართველთ უნდოდათ ეს სისხლი სომეხთზედ დაეტეხა’’. ფარსადნის თანახმად, ორთაბრძოლაში სომეხმა ბაინდურმა დასჯაბნა ქართველი სიაოში. მაშინ ,,თათართა და სომეხთაგან შეიქმნა ხმა მაღალა _ალაჰ, ალაჰ _ ძახილი’’ (იხ. ,, საისტორიო მოამბე’’, II, 1925, გვ. 233-234, 262-264). მაშასადამე, დამყრობელი ყიზილბაშები და საქართველოში მცხოვრები სომხები ამ შემთხვევაშიც ერთ ბანაკში არიან ქართველების წინააღმდეგ. არსებითად მსგავსი სულისკვეთებით, მსგავსი პოეზიიდან და კიდევ უფრო მუქ ფერებში აქვს გადმოცემული აღნიშნული ამბავი XVI ს-ის ცნობილ სომეხ მემატიანეს, ზაქარია ქანაქერცის (იხ. მისი ,,ქრონიკა’’. მოსკოვი, 1969, გვ 188-190, რუსულ ენაზე)
* * *
გურჯიზადეს ცნობით, 1724 წელს ,, გამარჯვებულმა და ძლევამოსილმა მუსლიმმა გმირებმა გორის ციხეს მიაღწიეს. ის ღამე ციხის წინ გაათიეს და მეორე დღეს... მის აღმატებულებასთან გამობრუნდნენ _ ხელცარიელი როგორ წავალთო _ თქვეს და, რთველიდან დაბრუნებული გლეხებივით, მოკლულთა თავებით დატვირთეს 50 _ 60 ურემი, თბილისისკენ წამოვიდნენ და თან წამოიღეს საჩუქარად. ზემოთხსენებული მის აღმატებულებასთან კი მახარობლები მოვიდნენ... ქალაქის მოსახლეობამ, სასოწარკვეთილი რომ იყო, ახალი სიცოცხლით იწყო ცხოვრება. ღარიბი სომხები თვითონ ანთებდნენ სახლებში ჩირაღდანს და ისე მომეტებულად მხიარულობდნენ და ზეიმობდნენ, რომ აღწერა შეუძლებელია’’ (გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, გვ. 40) ამ სომხებს, მათ უმრავლესობას მაინც, არ შესტკიოდა გული, იმ ერზე, რომლის დედაქალაქშიც მოკალათებულან, ქართლის ჭირი მათთვის ლხინად ქცეულა.
საქართველოსი მცხოვრები სომხები ჩვენი ქვეყნის ბედის მიმართ გულგრილნი იყვნენ და გამცემლურ საქმიანობასაც ეწოდნენ, საამისო მაგალითები მრავლად მოიპოვება.
XVIII ს-ის 60-იან წლებში კაპიტანი ოთარ თუმანოვი, რომელიც საქართველოდან რუსეთში გადასახლებულა, მაგრამ მამული ქართლში ჯერ კიდევ ჰქონია (მისი ნათესავები ამუშავებდნენ) ჩვენს ქვეყანაში რუსეთის მზვერავად ჩამოსულა. მისი მოხსენებითი ბარათიდან აშკარაა, რომ თუმანოვს საქართველო არ მიაჩნია თავის სამშობლოდ. ოდნავადაც კი არ შესტკივა გული მასზე. იგი არწმუნებს რუსეთის საგარეო საქმეთა კოლეგიას, რომ მისი ძმისწული (თუ დისწული), სამეფო კარზე მყოფი, არამც თუ თუმანოვს დაეხმარება ცნობების საიდუმლოდ მოპოვებაში, არამედ ყველას, ვისაც კოლეგია გაგაზავნის და თუმანოვის რეკომენდაციას თან გაატანს (იხ. თსუ შრომები, ტ. XXVII ბ. 1946, გვ. 2-7).
* * *
აღა-მაჰმად-ხანის საქართველოდან წასვლის ორიოდე კვირის შემდეგ შიოშ თუმანიშვილი წერდა სულხან და მანუჩარ თუმანიშვილებს (სამივე მათგანი დაწინაურებული იყვნენ ერეკლე II-ის სამსახურში): ,,ბატონი (ერეკლე II – ა.ა.) თიანეთს წაბრძანდა, თავი ვერ დავახწიე, თან ვეახელ. აქ დარჩა ჩვენი ყუთები დამტვრეული და უკლიტო, საბლებით შემიკრავს და თვითეულად დამიწერია. აქ დუშეთს მიშკარბაშს და ქალუას მიებარე... თქვენ რო მობრძანდები, მე კი წამოვალ თუ იშოვნოთ, ცოტა თეთრი წამოიღე ქალაქისა, კარგი დრო არის, ეგებ ცოტათი ბევრი ვიშოვოთ (იმ. ,,ქართული წყაროთმცოდნეობა’’, ? გვ. 122-124). მაშასადამე, ერეკლე II-ის სომეხი მოხელეები ცდილობდნენ ხელი მოეთბოთ იმ ცეცხლზე, რომლითაც იწვოდა საქართველო, რაღა თქმა უნდა, ასეთი ხალხი ჯაშუშათ დაუდგებოდა როგორც აღა-მაჰმად-ხანს, ასევე რუსეთსაც, საქართველოს გაჰყიდდა ყველა შემთხვევში, ოღონდ აქედან რამეს გამორჩენოდა.
1801 წ. 28 ოქტომბრის წერილში თბილისელი სომეხი სოლომონ ბირაშმანოვი ასტრახანიდან წერდა მანუჩარ თურმანიშვილს ,,გაზეთები გამოვიდა, რომ საქართველო შეიქმნა რუსეთი” (იქვე გვ. 200) ამ სიტყვებით რომლებითაც გამოცემულია ქართლ-კახეთის მოსპობა, მისი დაპყრობა რუსეთის მიერ, ოდნავი გულის ტკივილიც კი არ იგრძნობა (პირიქით, ალბათ, სიხარულია გამოხატული) ასე ცა და დედამიწასავით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, ერთის მხრივ, სოლომონ ტერიშმანოვისა, სოლომონ არღუთაშვილისა და მათთი ამქრის დამოკიდებულება ქართლის ბედი მიმართ.
რუსეთის მთავრობის მოხელეთა აზრით, ‘’სომხები დიდად აფასებდნენ ჩვენი მართვა-გამგეობის უპირატესობას, ეს მართვა-გამგეობა საშუალებას აძლევდა სომხობას უვნებლად და თავისუფლად ეწარმოებინა ვაჭრობა და გულდამშვიდებით განეგრძოთ მყუდრო, მშვიდობიანი ხელობა და ამიტომ ჩვენ მხარეზე იყვნენ. რადგანაც სომხები შიშობდნენ, ვაი თუ ძველი საქართველოს დრო დაბრუნდეს და თან მოჰყვეს აურზაური, ყოველ ღონისძიებას ხმარობდნენ და მეცადინეობდნენ, რომ მალე ჩაგვექრო (1812 წ. კახეთის ა.ა.) აჯანყება’’ (იხ. ალ.ფრონელი, ამბოხება კახეთისა, 1812წ, თბ, 1907, გვ. 200) აშკარაა, რომ სომხებს ძალიან უნდოდათ ქართლ-კახეთში მეფობის მოსპობა, საქართველოში რუსეთის გაბატონება და მიაღწიეს, თავისი დიდი წვლილიც შეიტანეს ამ საქმეში.
პ. იოსელიანის სიტყვით გიორგი XII თურმე ამბობდა ,, ადვილად გამცემი ქვეყნისა სომეხი, ერთს გროშზე გაჰყიდის მეფესა და მეფობასა, აქა და სხვითაცა ქვეყანაში არა აქვს რა შესატკვირი გულისა, არცა კოშკი მამა-პაპათა, არცა ციხე ძველი, არცა ხმალი წინაპართა, არცა დროშა, არცა მატური (საფლავის ძეგლი – ა.ა.) მეფეთა. _ დღესცა მოსაცთუნებლად სპარსთა და თურქთა, სადაც არიან განბნეული მათნი სომეხნივე, -- მარადის მოვისყიდით ჯაშუშათ სომეხთა მუნებურთა და თვით სპარსნი და თურქნი მოისყიდიან ჩემთა სომეხთა (ალბათ, გიორგი XII-ზე უფრო მეტის წარმატებით – ა,ა,) ასეა მათი ბუნება. დიდად სავნოა ჩემისა სამეფოსთვის თესლი ესე განბნეული’’... (პ. იოსელიანი, დასახ. ნაშრომი,გვ. 145).
ივ. სურგელიძის თანახმად, ,,ვაჭართა მაღალი ფენა თბილისში ძირითადად არა ქართველებისგან (სომხებისგან – ა.ა.) შედგებოდა. ჩვეულებრივად, როგორც წესი, ვაჭართა კლასი დაინტერესებულია ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფოთი. ძლიერი სახელმწიფო საქართველოს ქალაქებისა და კერძოდ თბილისის ვაჭრებსაც უნდოდათ, მაგრამ ისინი არჩევდნენ ფეოდალური საქართველოს რომელიმე დიდი სახელმწიფოს ფარგლებში მოქცევას. თბილისში მცხოვრები არაქართველი ვაჭრები მრავალნაირად იყნენ დაკავშირებულნი საქართველოს გარეთ მდებარე სხვადასხვა ქალაქებთან... მათთვის უფრო სასარგებლო იყო ამ ქალაქების ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში მოქცევა, თუნდაც ამისთვის საჭირო ყოფილიყო ქართული სახელმწიფოს ლიკვიდაცია’’ (თსუ შრომებით 89, 1960. გვ. 38-39). საქართველოს არსებობის მანძილზე თითქმის მთელ მანძილზე სამხედრო სახელმწიფოს, ხშირად კი მთელი ქვეყანა სამხედრო ბანაკს წარმოადგენდა, ქართველი კაცი (საერო წოდება) ძირითადა მეომარი და მიწისმოქმედი იყო და ვაჭრის ხელობას ვერ ეგუებოდა. ამიტომ ჩვენში ვაჭრები ძირითადათ არაქართველი, კერძოდ სომხები იყვნენ, ქვეყნის ინტერესები ითხოვდა ამ მხრივ ცვლილებებს. ივანე ბატონიშვვილი აღნიშნავდა: ,,პირველი საქმე არს, რითაც შეიძლებოდეს ვაჭრობა დავაგვაროთ ქართველთა კაცთა შორის. ამისთვის, რომელ რისაც სარწმუნოებისა არის მეფე და ერნი, ვაჭარნიცა მისივე სარწმუნოებისანი უმჯობეს იქმნებიან. ჩვენ თითქმის სომხების და თათრების ხელის შემხედველნი ვართ და ეს ძლიერება იქმნება ჩვენი, ოდესაც ვაჭარნიცა ჩვენი იქნებიან’’... (იოანე ბაგრატიონი, რჯულდება, 1957, გვ.39-40). კართლ-კახეთში მეფობის მოსპობამ ეს გეგმაც ჩაშალა.
* * *
ეს მასალები ჩვენივე ფორუმიდანაა დადებულია
monte cristo2009 მიერ სრულად აქ შეგიძლიათ ნახოთ.
საქართველო - სომხეთი (ზოგადი საკითხები)ესიც საინტერესო დეტალი ვისაც აინტერესებს ერთმანეთშია გადახლართული სომხურ-რუსული ნამოქმედარი.
აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების ერთი დეტალი This post has been edited by roko-toko on 9 Dec 2010, 19:13
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.