#2413073 · 10 Jan 2006, 21:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Trulala
QUOTE | კომოდი საკუთარ ლოგინში დაახჩეს ბალიშით. იმპერატორი არენაზე გლადიატორს ვერ შეებრძოლებოდა და არც იმპერატორის და არ ჩაუწვებოდა მას ლოგინში. მოკლედ არაფერი საერთო არაფერთან. მაქსიმუსი საერთოდ არ არსებობდა |
მაქსიმუსის არ არსებობა ნაღდია მაგრამ კომუდუსის მიდრეკილება გლადიატორული სანახაობებისადმი კი ზღვარგადასული იყო, მას ნამდვილად აქვს მიღებული მონაწილეობა გლადიატორულ შერკინებებში, ეგ კი არა და იმპერატორად გამოცხადების ცერემონიაზე გლადიატორის ფორმაში უნდოდა გამოსვლა თუ არ ვცდები "რეციარის" ანუ ბადითა და სამკაპით, ამის უფლებას არავინ მისცემდა ეს იგივეა აშშ-ს პრეზიდენტი ინაუგურაციაზე ამერიკული ფეხბურთის ფორმითა და ჩაფხუტით გაეძროს...
--------------------
He is truly a man who will not permit himself to be unduly elated when fortune's breeze is favourable, or cast down when it is adverse.-Livy
|