გამარჯობათ თქვენი !!!
შემთხვევით გადავათვალიერე ეს გვერდი როგორც სტუმარმა და იმდენად მომეწონა, გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი...
დიდი მადლობა ყველას, ვისაც ასე ძალიან გიყვართ ჩვენი ქვეყანა თავისი მდიდარი და ლამაზი წარსულით..
მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამ მშვენიერი და უაღესად საჭირო თემის ავტორისადმიც ..
მიგულეთ თქვენს სამსახურში!!!!!
---
ეს იმერხევია, შავშეთის ნაწილი, ამ ხეობაში თორმეტიოდე ქართული სოფელია.. მოსახლეობის უმეტესობამ ქართული კარგად იცის.. ბავშვებს უკვე უჭირთ ქართულად საუბარი.. სკოლაში რომ მიდიან, თურქულად გადაწყობა უჭირთო, ამიტომაც ხშირად თურქულად ელაპარაკებიან სახლში...
მოხუცებიდან შეგვხვდა რამდენიმე ქალბატონი, რომელმაც მხოლოდ ქართული იცოდა.. სოფელში მეტი ენა არ გვჭირდებოდაო... ფოტოზე სამი ქართული სოფელი ჩანს: წყალსიმერი, შოლტისხევი და ბზათა..
ბევრ სოფელს თურქებმა სახელი შეუცვალეს - წყალსიმერს მაგალითად ბალიკლი დაარქვეს, რაც ქართულად სათევზეს, თევზის ადგილს ნისნავს... ხელოვნურად მოიგონეს, უბრალოდ მაგ ხეობაში ბევრი კალმახია და იქიდან აიღეს.. ოფიციალურად შავშეთის ილჩეს (რაიონის) ამ სოფელს ეს სახელი აქვს, მაგრამ ხალხი მაინც წყალსიმერს ეძახის.
უფრო ქართული სოფლებია შოლტისხევი და ბზათა...
ჩვენ 10 დღის განმავლობაში ხეობის მთავარ სოფელ დიობანში (დიდუბანი) ვცხოვრობდით, ოფიციალურად დღეს ამ სოფელს მეიდანჯიკი ქვია (მთავარი მოედანი).
ეს დასაწყისისთვის ..
ნელ-ნელა მოგაწვდით ჩემი მოგზაურობის ეპიზოდებს ფოტოებთან ერთად
მიმაგრებული სურათი