#23676612 · 27 Jan 2011, 02:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რა მეთოდებით გავრცელდა ქრისტიანობა რომში? |
ქრისტიანობის გავრცელებას რელიგიური საფუძველი მომზადებული ჰქონდა. ებრაელების დიდმა ნაწილმა, მართალია, არ მიიღო ქრისტე მესიად, მაგრამ ნაწილმა ის მიიღო და გადამწყვეტი ძალა გახდა ეს ხალხი ქრისტიანობის გავრცელებაში. მათ გადასცეს ქვეყნის სხვადასხვა მხარეში მყოფ მორწმუნეებს ქრისტეს სწავლება. ებრაელებმა, მრავალი გადასახლების დროს, სხვადასხვა ხალხებში მიიტანეს ცნობა თავიანთ რჯულზე, გააცნეს ის სხვა ერებს. საქართველოშიც ქრისტიანობის გავრცელებას აქაურმა ებრაელებმა შეუწყვეს ხელი. გარდა ამისა, ქრისტეს მოსვლისთვის წარმართული რელიგიები კრიზისს განიცდიდნენ, ისინი უკვე ვეღარ აკმაყოფილებდნენ სულიერი საზრდოს მსურველ მოსახლეობას. გარკვეული მხსნელის მოსვლას არაებრაელებიც ელოდებოდნენ, თუნდაც მითრაიზმის გავლენით რომის იმპერიის და ახლო აღმოსავლეთის საზღვრებში იყო მოლოდინი დიდი პიროვნების მოსვლისა. ამაზე მეტყველებს აღმოსავლეთიდან მოსული მოგვების თაყვანისცემა ქრისტესი. გავიხსენოთ ასევე ვერგილიუსი, რომელიც ქრისტეს შობამდე ატყობინებდა თავის ნაწერებში იდუმალი ყრმის გაჩენას. ქრისტიანობის წინაშე სხვა რელიგიებმა უბრალოდ უკან დაიხიეს.
პირველ საუკუნეებში მოწამეთა დევნამ და დამცირებამ უფრო გაზარდა ქრისტიანობის მიმდევართა რიცხვი. იყო ასევე ქრისტიანული თემების მხრიდან საპასუხო მოქმედებები იყო, მაგალითად წარმართული ხასიათის ნაწერების განადგურება. ქრისტიანული რელიგია წინააღმდეგობაში მოვიდა რომის ოფიციალურ რელიგიასთან და იმპერატორის კულტთან. რომაელების მხრიდან ქრისტიანობა აღიქმებოდა როგორც ქრისტიანთა უარი იმპერატორის გაღმერთებაზე, ისინი ამით არ სცნობდნენ საყოველთაოდ დადგენილ წესრიგს და გამოაცხადეს საშიშ დაჯგუფებად. ხშირი იყო ცილისმწამებლური ბრალდებები ქრისტიანთა მიმართ, ისეთი როგორიცაა მოკლული ადამიანის ხორცის უმად ჭამა და სხვ. წინააღმდეგობებმა გადაინაცვლა სოციალურ, პოლიტიკურ ჭრილშიც. ასეთი შიდა დაპირისპირებები ძლიერ დარტყმას აყენებდა რომს, მით უმეტეს ქრისტიანთა რიცხვი სულ უფრო მატულობდა, ქრისტეს მიმდევრები უმაღლეს არისტოკრატულ წრეებშიც ჩნდებოდნენ. გარდამტეხი დრო კი აღმოჩნდა კონსტანტინეს ასვლა რომის ტახტზე და აქედან ქრისტიანული ეკლესიის არსებობის ახალი ეტაპი იწყება.
|