რაი კაცო?
ხო კინაღამ დამავიწყდა. ჩემი აზრით ნებისმიერი ორგანიზაცია იქმნება რაღაცის გამო. ეს რაღაცა კი ძირითადად არის ხოლმე მეორე რაღაცით უკმაყოფილება რის შეცვლასაც აპირებ ამ ორგანიზაციით. ეს კიდე ძირითადად ორია ხოლმე სუფთა იდეოლოგიური და ფინანსური, თუმცა ხშირად იდეოლოგიური მალე წყვეტს თავის პირვანდელ დანიშნულებას და იძენს ფინანსურ დატვირთვას. არის ხოლმე პირიით თავიდანვე ფინანსური ინტერესი რომელიც ჰუმანური იდეების მატარებელი ორგანიზაციის შირმით იმოსება (მაგ. საქველმოქმედო ფონდების ნაწილი). თუმცა გინდა არ გინდა როცა აპპირებ ადამიანისთვის ახალი იდეის ან მისი განმარტების ახალი იტერპრეტაციის შეთავაზებას გჭირდება ფული. ელემენტალურად სამყაროში არსებობს უამრავი ნივთი, საკვები, მომსახურების ფორმა, რომელიც რეკლამის გარეშე (დღეს მითუმეტეს) ფაქტიურად მკვდარია. ეხლა კი წარმოვიდგინე კოკაკოლას სარეკლამო ბიუჯეტი (მსოფლიოს მასშტაბით) და დავფიქრდი...
კოკა კოლა პეპსიზე ადრე რეკლამირდებოდა საქართველოში და მე მაინც პეპსი მირჩევნია... და ეხლა მე რომ ხალხის "გამოსწორება" მოვინდომო რამხელა ფული დამჭირდება? პირველი რაც ვიფიქრე არის "ნეხუია სიბე".
და მერე წარმოვიდგინე რომ ვთქვათ გამიჩნდა სურვილი გავხდე მასონი. არ მაქვს დიიიიიდი ფული და მივადექი რომელიმე კანტორას (მასონურს), მეზობლის და ლექტორის დახასიათებით და ვეუბნები "მიგულეთ თქვენს გუნდში". ეს ბიძა მასონთა "კადრების განყოფილებიდან" ამხედავს დამხედავს და... არც არაფერს არ იტყვის. ან კარგ შემთხვევაში მკითხავს. რათაო?
რა უნდა ვუპასუხო?
ა) ბევრი ფული და ძალაუფლება მიდა.
ბ) წავუღიღინო ჯონ ლენონის -იმეჯინ
ა) -ზე პასუხი- იმუშავე მერეო
ბ) მერედა იღიღინე შენთვისო
ტეხავს მგონი
არ გამჩენია არასდროს სურვილი ასეთი რამ მექნა. და ჩემი აზრით ადამიანს თუ უნდა რამე შეცვალოს ზოგადად ან გიუმჯობესოს მატრერიალური მდგომარეობა ჯობია იმუშაოს თავის თავზე და არ ელოდოს "მათ". ყველა წარმატებული ადამიანი რაღაც დონზე ხდება მასონი (არა პირდაპირი გაგებით) იმიტომ რომ მისი სჯერათ, და აზრს იზიარებენ.
ისტორიულად რაც შეეხება კიდე ძალიან საინტერესოა.
ისე ამ მასონებზე ლაპარაკს ტამპლიერების ამბავი უფო რომანტიულია და არ ჯობია ვითააამ?
This post has been edited by GROCK on 24 Feb 2007, 15:27