მთავარი მიზეზი ტამპლიერების დასჯისა: პაპი და მეფე-ორივე ტამპლიერების მოვალე გახლდათ,ამ 2 პიროვნებას რომლებიც მაშინდელ მსოფლიოში ერთმანეთს ჩუმ-ჩუმად ტოლს არ უდებდნენ პირველობაში,არ სურდათ ტამპლიერთა და ვიღაც ჟაკ დე მოლეზე ყოფილიყო დამოკიდებული მათი ცხოვრება და ეკლესიამ სახელმწიფოსთან ერთად დაგეგმა ტამპლიერთა განადგურება.გადარჩებოდა ის ტამპლიერი რომელიც დაასახელებდა უმაღლეს მაგისტრს,რომელმაც იცოდა ორგანიზაციის სიმდიდრის წყარო და აგრთვე ფლობდა ცოდნას და თაობიდან თაობას გადასცემდა.საბედნიეროდ უმაღლესმა მაგისტრმა არ გასცა ეს წყარო და ცოდნა და ამის გამო მისდგნენ ყველა ტამპლიერს.თვით მაგისტრი ჟაკ დე მოლე კოცონზე დაიწვა.
ჰომოსექსუალიზმი და სხვა ბრალდებები კი შემდეგ შეითითხნა მათ წინააღმდეგ რათა თაობებს სცოდნოდათ,რომ მეფემ და პაპმა სამართლიანად დასაჯეს ისინი...აქედან მომდინარეობს მათზე ცუდი წარმოდგენა,აგრეთვე მასონებზეც,რადგან მასონებს ბევრი საერთო აქვთ ტამპლიერთა ორგანიზაციასთან.
მეფემ ყველა ტამპლიერი ამოხოცაო,მაგრამ ამბობენ ტამპლიერებს ჭკუა მანამდე უხმარიათ და დაუარსებიათ საძმო,რომელიც დაფარული იყო მაშინ სხვა სახელით...,რადგან ვარაუდობდნენ ქვეყნის 1 პირები აუცილებლად მოითხოვნდნენ მათგან ყველაფერს რაც გააჩნდათ.
სწორედ ეს საძმო გადარჩა და მათგან წარმოიშვა დღევანდელი საბანკო სისტემა.
ვარაუდობენ ეს საძმო სიონთა საძმო იყოო,რომელიც მასონთა ლოჟად მოაზრება..როკფელერები კი რომლებიც მსოფლიოს უდიდეს სიმდიდრეს ფლობენ ბიზნესის სახით მასონებად მოიაზრებიან.
სხვათაშორის მარტო როკფელერებზე და სხვებზეც რომ არ ვისაუბროთ მასონებად ილია ჭავჭავაძეც კი მოიაზრება ვიწრო წრეებში და თავად აკაკი წერეთელიც რომელზეც ამბობენ საფრანგეთში მაგისტრად აკურთხესო.
შეიძლება ბევრს გაეცინოს ამ ადამიანების მასონებად ხსენებაზე,მაგრამ ნუ ჩათვლით მასონებს ცუდ ხალხად

დრომ,საუკუნეებმა და დაინტერესებულმა პირებმა შეუთითხნეს მათ ყველა ბრალდება რაც დღეს მასონზე ითქმება.
ნამდვილი მასონები არავითარ შემთხვევაში არ ჩნდებიან საზოგადოების ფენაში არც მალტის ორდენის წევრად და არც რაიმე სხვა თანამდებობის სახით,(პრეზიდენტი,ბიზნესმენი) ისინი ცხოვრობენ მშვიდად და ელიან დროს,როდესაც ყველაფერი გაიშიფრება,ამ ყველაფერში კი ტამპლიერების სიმდიდრის წყარო და ცოდნა იგულისხმება,რომელიც თავის მხრივ გრაალს ეხება.
ჩვენებურ ოქროს საწმისს,კოლხეთიდან იასონის მიერ გატაცებულს და შემდეგ დაკარგულს

ქართველებს გვაკისრია ამ ცოდნის გამომჟღავნება უპირატესი ღვთივგვირგვინოსანის ხელით.
რადგან ჩვენი გვირგვინოსანი ბაგრატიონები ქრისტეს ჩამომავლები არიან და ევროპის მონარქ დავითიანთა შორის უპირატეს დავითიანად მოიაზრებოდნენ.
სწორედ ამ უპირატესობის თვალსაზრისით ეკურთხა იერუსალიმის მეფედ ბოლდუინი დავითის ხელით!!!!
This post has been edited by Meine18 on 30 Mar 2008, 19:44