#60635232 · 17 Aug 2023, 17:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით:
1. დავით IV აღმაშენებელი - არც სჭირდება განხილვა.
2. ფარსმან I - მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ის, რომ დაიპყრო სომხეთი და შემდეგ დაამარცხა პართიის უზარმაზარი ჯარი, ბევრს ამბობს.
3. ფარსმან II ქველი - რომის არ ეშინოდა და აქეთ გადადიოდა შეტევაზე.
4. გიორგი III - იყო უმაგრესი მხედართმთავარი, ვისაც ბევრი წაუკითხავს მასზე, ალბათ ყველა დამეთანხმება. ტიპი მარტოდმარტო ებრძოდა მთელ სამეზობლოს და არაერთხელ დაამარცხა მუსლიმთა კოალიციები. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ოქროს ხანა შენარჩუნდა.
4. ერეკლე II - მოგწონთ თუ არა, მის სამხედრო ნიჭს ვერ უარყოფთ. რად ღირს მხოლოდ ყირბულახის ბრძოლა სადაც 3000 კაცით 18000 კაცი დაამარცხა.
5. სააკაძე - ირანის ჯარის ნახევარი გაწყვიტა.
|