#13488257 · 20 Apr 2009, 23:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქაქუცს გმირობაში ეჭვი ეპარება ვინმეს? ორგანიზაცია ”საქართველოს შეფიცულებში” ვინც იყო, ყველა იმსახურებს გმირად მოვიხსენიოთ. 1921 წელს, თებერვალში, საქართველო რუსეთმა ”გააწითლა” . ნოე ჟორდანია და მაშინდელი ხელისუფლება ბათუმის გავლით მართლაც გაიქცა საფრანგეთში, ქაქუცა კი აქ დარჩა. ერთი წელი მებრძოლთა რაზმის შექმნას მოანდომა დიდი რისკის ფასად. 1922 წლის მარტში კი თვისი ”შეფიცულებით” ტყეში გავიდა და დაიწყო პარტიზანული ბრძოლა ბოლშევიკურ რუსეთთან. მთელი საქართველოდან მოდიოდნენ ამ რაზმში ჩასაწერად, მაგრამ ქაქუცა მებრძოლებად ყველას ვერ იყვნდა, დიდ რაზმს ვერ შექმნიდა, ამიტომ მოსულ ადამიანებს სხვადასხვა დავალებას აძლევდა. მალე თითქმის ყველა პატრიოტი ადამიანი ქაქუცას რაზმის წევრად და ”შეფიცულად” გრძნობდა თავს. ”ხევსურეთის აჯანყების” დროს წითელმა გვარდიამ, თითქმის მთელი ხევურეთი გადაწვა, მაგრამ ქაქუცას რაზმი ვერ გაანადგურა. ერთი შეტაკების დროს მისი ძმა სიკოც დაიღუპა, ქაქუცამ ის ტყეში დაასაფლავა და ბრძოლა გააგრძელა...
--------------------
არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!
|