რასპუტინის ამბები ვისაც გაინტერესებთ, ეს სტატია ნახეთ:
რასპუტინის საიდუმლო იარაღი
" "
”რუსეთს გონებით ვერას გაუგებთ”, - უთქვამს თავის დროზე დოსტოევსკის. მაშ, რით შეიძლება გაუგო ამ ქვეყანას? თუ მათივე ანდაზას მოვიშველიებთ, ”როცა ძალა გაქვს, ჭკუა არ მოგეკითხება”, უმალვე მივხვდებით, რომ ჯერ მოსკოვის პათოლოგანატომიურ მუზეუმში, ექსპონატი N201-ის სახელით, მინის ქილაში მოთავსებული (შემდეგ კი სანკტ პეტერბურგის ეროტიკის მუზეუმში გადაგზავნილი) ბუნებრივი წარმომავლობის ორგანო სწორედ ის ძალაა, რომელსაც მრავალნი ეთაყვანებოდნენ და ყავლი ჯერაც არ გასვლია.
ძვირფასი რელიკვია სერვანტში
ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ რასპუტინის ვეებერთელა სასქესო ასო ლამის მთლიანად აღემატება პუტინის სიმაღლეს და სიბნელეში რომ დაანახო კრემლის ”მოკლე ფაშას”, შიშისგან შეიძლება ჩაისველოს კიდეც. არადა, რამდენი ”ჩასველება” ახსოვს ამ პოპულარულ ორგანოს, სანამ მას ”აახევდნენ” ხნოვან გრიგორის. ამ ექსპონატსაც უნიკალური ისტორია აქვს და დიდი გზა განვლო, სანამ საპატიო ადგილს დაიკავებდა მუზეუმში და უკვე ”გარდაცვალების” შემდეგ განაცვიფრებდა ნერწყვმომდგარ რუს დეიდებს და ცისფერებს...
ადამიანის სხვადასხვა ანომალიით ცნობილ მუზეუმში ეს გამორჩეული ექსპონატი 45 წლის წინ მოხვდა, როდესაც მუზეუმთან არსებული მორგის სანიტრები მარტოხელა გარდაცვლილ დედაბერთან შინ მივიდნენ გვამის წამოსაღებად. იქ მიაგნეს გიგანტურ პენისს, რომელიც მოხუცის ძვირფასი ჭურჭლით გამოვსებულ სერვანტს საპატიო რელიკვიასავით ამშვენებდა. იგი ძველი ყაიდის (ფსკერზე ორთავიანი არწივებით ამოტვიფრული, განივყელიანი) სააფთიაქო მინის ქილაში იყო დასპირტული და ზემოდან ცვილმოსხმული სახურავი ეფარა. სანიტრებმა არც კი იცოდნენ მისი წარმომავლობა, პირდაპირ მუზეუმს გადასცეს, სადაც გარეცხეს, ფორმალინის და გლიცერინის ხსნარში მოათავსეს და საცავში N201 ექსპონატის რეგისტრირებით შეინახეს. ამ დროისათვის არავის აინტერესებდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ სუპერფალოსის მფლობელი, რომელიც სიკვდილის შემდგომაც ”ჯიუტად” 32 სმ-ს აღწევდა.
კინაღამ თავში მეტეორიტი მოხვდა
მხოლოდ პერესტროიკის წლებში მიიტანეს ეჭვი, რომ მეგაპენისის მფლობელი გრიგორი რასპუტინი შეიძლებოდა ყოფილიყო. გამომძიებელთა რწმუნებით, ”წმინდა მოხუცის” სასქესო ასო გარდაცვალების დღიდანვე გაქრა. მხოლოდ ჭორები დადიოდა იმის შესახებ, რომ იგი ან რასპუტინის ერთ-ერთმა საყვარელმა მოჭრა და მოიტაცა, ან რომელიღაც ღვთისმოშიშმა, რომელიც ჯადოსნურ ძალას მიაწერდა გრიგორის. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ერთ-ერთი ვერსიით, რასპუტინის მთელი ენერგეტიკული და მამაკაცური ძლიერება მას შემდეგ მომძლავრდა, რაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა გრიგორი ტაიგაში ხეტიალობდა და ამ დროს მოხდა კატასტროფა. დიახ! ტუნგუსის მეტეორიტის ჩამოვარდნამ მრავალკილომეტრიან რადიუსში გაანადგურა მრავაწლოვანი ხეები, ლანდშაფტი, ფაუნა. რასპუტინი კი რამდენიმე დღე გონმიხდილი ეგდო და თავადაც ვერ ამოეხსნა, რა დაემართა...
სად გაქრა გვამი?
სამაგიეროდ, მისი ფენომენი კარგად ამოხსნეს პეტერბურგში. სანამ ის მეფე ნიკოლოზ II-ს ავადმყოფ პირმშოს ალექსეის უმკურნალებდა და მეფის კარზე საუკეთესო მკურნალის სახელს დაიმკვიდრებდა, ის უკვე ხანგრძლივ ”სექსუალურ მკურნალობას” უტარებდა რეგიონებში მცხოვრებ გაუმაძღარ ქალბატონებს. ამასთან, დაღლასაც არ გრძნობდა. პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ კი დიდგვაროვანთა ცოლებს და ქალიშვილებს დაერია და მისი ”სამკურნალო აპარატის” მსურველი ქალები უკვე ცოცხალ რიგში დგებოდნენ, ან ბითუმად დახტოდნენ დამყნობილ ფალოზავრზე.
გრიგორი რასპუტინი 1916 წლის შობა ღამეს თავადი ფელიქს იუსუპოვის სახლში სახელმწიფო დუმის დეპუტატმა პურიშკევიჩმა მოკლა. ამ მამაკაცებმა ვერ აპატიეს რასპუტინს ცოლების მრავალმხრივ გამოღლეტვა. შემდეგ ხალიჩაში შეახვიეს და მდინარე ნევკის ყინულჭრილში ჩააგდეს. სანამ გამომძიებლები ჩაიგდებდნენ გვამს ხელში და სურათსაც გადაუღებდნენ, ის უბრალო ხალხმა და თაყვანისმცემლებმა მოძებნეს. სამართალდამცავებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ რასპუტინის ცხედარს ვერ მიაგნეს, აქაოდა, გაქრაო. თუმცა ეს აშკარა ტყუილი იყო.
80-90-იან წლებში დასავლეთ ევროპაში ამოტივტივებულმა მოგონებებმა გარკვეულწილად ნათელი მოჰფინა ამდენად გასაიდუმლოებული საქმის დეტალებს. 1917 წლის მარტში დროებითი მთავრობის მიერ შექმნილი უმაღლესი საგამოძიებო კომისიის წევრები ოლიშევი (იმავდროულად, მოსკოვის სამხარეო სასამართლოს პროკურორი) და ოლდენბურგი (იმავდროულად, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი) იტყობინებიან, რომ რასპუტინის გვამი დასაჭურისებული იყო. ალბათ, ამ სკანდალური ფაქტის მიჩქმალვას ცდილობდნენ, როცა მთლიანად გვამის გაქრობაზე გაავრცელეს ხმები.
მეჭეჭზე გიცანი
სასქესო ასოს გაქრობაზე რასპუტინის ქალიშვილი მატრენაც წერდა, რომელსაც, აშკარაა, გვამი ამოსაცნობად წარუდგინეს. ის დარწმუნებული იყო, რომ მამის ცხედარი აბუჩად აიგდეს გამწარებულმა იუსუპოვმა და პურიშკევიჩმა. მკვლელები, რომელთა შორის ექიმი ლაზავერტიც იყო, სექტანტებივით მოქმედებდნენ: ჩაატარეს სასქესო ასოს, როგორც ცოდვის საწყისის, მოკვეთა. მიაჩნდათ, რომ ამ საქციელით რუსეთს ”ეშმაკისგან” იცავდნენ.
”რასპუტინის საქმეს” საბოლოო წერტილი შესაძლოა მუსიკოს მსტისლავ რასტრაპოვიჩის მიერ აუქციონზე ნაყიდმა და შემდეგ ედვარდ რაძინსკისთვის გადაცემულმა საარქივო მასალებმა დაუსვას. ბოლო დრომდე პენისის იდენტიფიცირებას გამომძიებლები ირიბი ”სამხილების” და თანამედროვეთა აღწერილობების მიხედვით ახერხებდნენ.
იმპერატრიცა ანას ფროილაინა ვირუბოვა რასპუტინის პენისს მხოლოდ ”შლანგს” უწოდებდა. ქალიშვილი მატრენა დაზუსტებას სიგრძით - 32 სანტიმეტრით ახდენდა და დამახასიათებელ ნიშანზე: თითქმის პენისის ღერძის ძირში გამოზრდილ დიდ კვანძოვან მეჭეჭზე მიუთითებდა. ამით ”მოხუცს” თავისი მრავალრიცხოვანი სექსუალური პარტნიორები მრავალჯერად ორგაზმებამდე, ზოგჯერ კი გონების დაკარგვამდეც მიჰყავდა. რასპუტინის ერთ-ერთი საყვარელი, მოწყალების და აკილინა ლაპტინსკაია აღფრთოვანებით იხსენებდა წარმოუდგენლად გრძელ და მსხვილ სასქესო ორგანოს, რომელსაც ძირში მეჭეჭი ჰქონდა, თავი კი - ოდნავ ვიწრო, როგორც გაკვეთისთვის საჭირო რაიმე ინსტრუმენტს.
მსგავსი ცნობები მოსკოვის სუშჩევსკის ნაწილის მე-2 უბნის პრისტავის, პოდპოლკოვნიკი სემიონოვის პატაკშიც შესახვედრია. იგი ყვება 1915 წლის 26 მარტს საღამოს 11 საათზე რესტორან ”იარში” გრიგორის მიერ მოწყობილ ორგიაზე. თურმე, ”სქესობრივ ფსიქოპათიამდე” მისულმა რასპუტინმა გაიშიშვლა თავისი უშველებელი ორგანო და აღფრთოვანებული ქალების გუნდურად მღერის ფონზე აქანქარებდა და ”მატჩიშს” ცეკვავდა. ასეთი ღრეობები მართლაც ახასიათებდა რასპუტინს, რამეთუ გრძნობდა, რას ეთაყვანებოდა და რას ემთხვეოდა რუსეთის ჩრდილოეთ, დედაქალაქი. ეს იყო ძალაუფლება, რომელიც შარვალში აღარ უნდა ჩამალულიყო.
ექსპონატი მავზოლეუმს უფრო დაამშვენებს
N201 ქილის ექსპონატი ზუსტად იმეორებს ყველა აღწერილ ”ნიშანს”. განსაკუთრებით - სიგრძით. მეჭეჭი არ გააჩნია, თუმცა, სასქესო ასოს ფუძესთან კანზე ამოჭრის კვალი შესამჩნევია. იგი იარას წააგავს და არაპროპორციულად არის ერთმანეთთან მიკერებული.
თავად ”ლულა” ძალზე უხეშად და ნაჩქარევად არის მოკვეთილი. აშკარად - სამზარეულო დანით, მაგრამ ღრმად არის ატყავებული. ზედ მიჰყვება ბოქვენის ქსოვილი, რომელზეც მოყავისფრო შეთმიანებაც შეინიშნება. როგორც ჩანს, რაღაც ჯადოსნურს ეძებდნენ ამ პენისის სიგრძივ გამკვეთნიც, რომლებსაც ნაუცბათევად უხეში ძაფით კვლავ გაუკერიათ.
გიგანტი სასქესო ასო რომ გრიგორი რასპუტინს ეკუთვნის, ამის დადასტურება დნმ-ის ანალიზითაც მოხერხდა, რომელიც ქსოვილის ფრაგმენტის აჭრის საფუძველზე ჩატარდა. მსოფლიოს ნებისმიერი სექს-მუზეუმი სიამოვნებით შეიძენდა ამ სუვენირს, რომელიც არაერეგირებულიც კი პირქუშად გამოიყურება და ბალისტიკური რაკეტასავით სიმძლავრის ასოციაციებს უჩენს დამთვალიერებლებს. მაგრამ ის არ გაიყიდება, რადგან კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობაა, რომელმაც ნახევარი რუსეთი ააკვნესა და ლამის რევოლუციაც მოახდინა. ისეთივე რევოლუცია, როგორიც იქვე მავზოლეუმში მიწას მიუბარებელმა პროლეტარიატის ”დაჩამიჩებულმა” ბელადმა. ვინ იცის, პუტინიც ამაზე ოცნებობს, მაგრამ მისი ”კუტუმიცინი” ვის რაში არგია, როცა თავად იქცევა პიტალოდ ერეგირებულივით?! ალბათ, ერთ დროს მას მთლიანად ჩასვამენ ფორმალირიან ქილაში და ეროტიკულ მუზეუმში უკრავენ ჩეკისტ თავს...
ექსპერტის აზრი
სასამართლოს სამედიცინო ექსპერტი სერგეი დოროხინი თვლის, რომ ქილაში მოთავსებულ პენისს ემჩნევა პრიაპიზმის ნიშნები. ეს პათოლოგიაა, როცა წარმოქმნილი მდგრადი ერექცია სქესობრივი კავშირების შემდგომაც არ ცხრება, ზოგჯერ რამდენიმე თვითაც კი და აუტანელ ტკივილებს იწვევს. საჭიროებს დროულ სამედიცინო ჩარევას. რასპუტინს კი, ლეგენდების მიხედვით, ღამეში 25 ქალზე მეტის დაკმაყოფილება შეეძლო. აქ აშკარად პრიაპიზმზეა ეჭვი მისატანი. მაგრამ, როგორც ჩანს, რასპუტინს მაინცდამაინც არ აწუხებდა ”დაავადება”. ალბათ, უფრო ტკბებოდა კიდეც და ეს გამონაკლისი შემთხვევაა, რაც, პრაქტიკულად, მოუქანცველს ხდიდა ქალებთან კავშირში. ეს ჰიპოთეზა კიდევ უფრო ამაგრებს ქილაში მოთავსებული ექსპონატის რასპუტის კუთვნილების ვერსიას.