https://iberiana.wordpress.com/armenia-georgia/abdaladze-2/საქართველო და სომხეთი უძველესი დროიდან გაქრისტიანებამდე
ჰაოსი = ქართლოსი
რაც შეეხება ლეონტი მროველის გენიალოგიას მან იავანის ძე თარში (თარშიში), სადაც თუბალები (თუბალები ანუ შემდგომ დროინდელი იბერები) სახლობდნენ დაუკავშირა მისგან შექმნილ თარგამოსს, ანუ თარგამოსი მროველის მიხედვით თარშის ძეა, რომელიც თავის მხრივ იავანის შტოში შედის, ხოლო ბიბლიის თოგარმა და ხორენაცის მიხედვით არმენიელების წინაპარი თოგარმა კი გომერის ძეა.
არის მსგავსება რა თქმა უნდა ბიბლიურ თოგარმასა და მროველის ვერსიით თარგამოსს შორის, მაგრამ ხორენაცმა იცოდა, რომ არმენები გომერიდან ანუ კიმერიელებიდან მოდიოდნენ, ხოლო მროველმა იცოდა რომ ქართველთა წინაპრები იავანიდან (არარატის სანახები ანუ შემდეგდროინდელი ურარტუ) და თარშიშიდან (თუბალთა ერთ-ერთი განსახლების არეალი) და არა მარტო მათგან, არამედ ბიბლიური ეთნარქებიდან თუბალი და მეშექიდან მოდიოდნენ. “თარში“ – აქ კილიკიის თარში იგულისხმება, სადაც ერთდროს სახლობდნენ თუბალები, სწორედ ამ კილიკიის ტერიტორიებზე მცხოვრები თუბალების გამო დაუკავშირა ლეონტი მროველმა, მის მიერ ახლებურად გაჟღერებული ეთნონიმი “თარგამოსი” ქართულ ტომებს და მათ წინაპრად გამოაცხადა.
თარშიში (თარში) ძველად მთელ ტავროსის მთიანეთთან არსებულ ტერიტორიას ეწოდებოდა და შემდეგ კილიკიით შემოისაზღვრა. თარშიში (კილიკია) სწორედ აქედან იწყებოდა ერთდროს თუბალების საცხოვრისი. ამიტომაც აღნიშნავს ლ. მროველი თარგამოსიანთა თავდაპირველ საცხოვრისად სწორედ “ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალსა არარატსა და მასისსა ("არარატი" თავის თავად არარატის მთებს გულისხმობს ლ. მროველი, ხოლო აქ მასისის მთებში ლ. მროველი გულისხმობს არა არარატს, სომხები როგორც ვიცით არარატს მასისს ეძახდნენ, არამედ მცირე აზიის აღმოსავლეთით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე და სირიის ჩრდილოეთით მდებარე ტავროსის მთიანეთს, ამ ტავროსის მთებსაც ერთდროს მასისს ეძახდნენ -ავტ.), იყო თარგამოსიანთა თავდაპირველი ბინადრობაო ” (ივ. ჯავახიშვილი ტ. მეორე გვ. 20). სწორედ არარატის სანახებიდან, მასისის (ტავროსის) მთების მიდამოებამდე იყვნენ განსახლებული თუბალები ერთ დროს. აგრეთვე სწორედ ამ ტერიტორიებზე მდებარეობდა იავანიც და თარშიც. ”თარ-გამოს” ეს ლ. მროველის შემოქმედების ნაყოფია მისი ფუძე “თარ” პირდაპირ უკავშირდება ბიბლიურ “თარშიშს”. “თარ-გამოს”- აგრეთვე ნიშნავს ”თარ”-ტოპონიმ და ეთნარქ “თარშიშს” , ხოლო “გა”,“გამ”- მიწა ე.ი. თარშის მიწა. აქვე საინტერესოა “თარგამოსის” მეორე ეტიმოლოგია, “ თარ”- მთავარი , “გამ”, “გა” -მიწა, ე.ი. “თარგამოს” - “მიწის მთავარი”, “მიწის ბატონი”. რადგანაც მროველმა იცოდა, რომ არარატის ანუ ვანის ტბის სანახებში (შემდეგდროინდელი ურარტუ-ავტ.), ბიბლიური ეთნარქის “იავანის” ტერიტორიებზე ქართული ტომები სახლობდნენ ოდესღაც და ამიტომაც თარგამოსი კავკასიელთა მამამთავრად, ხოლო ქართლოსი (მის მიხედვით ქართველთა წინაპარი) და ჰაოსი (არარატის სანახებში მცხოვრები აბორიგენი მესხები) მის შვილებად და ერთმანეთის ძმებად გამოაცხადა. ისტორიულად ქართლოსი (ანუ ქართები) და ჰაოსი (ანუ არარატისა და ვანის სანახებში მცხოვრები მესხები) მართლაც მონათესავე ტომები იყვნენ.