ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან
რამოდენიმე დგის წინ ქაღალდზე ამობეჩდილი ერეკლე IIს პორტრეტი მეკავა ხელში, და ერთმა ნაცნობმა სომეხმა ქალმა რომ დაინახა თქვა რომ ეს სომეხი მხატვრის დახატულია, ოვნატანიანის მიერ, შევეკამათე რადგან მახსოვს მუზეუმში რომ დავდიოდი პრაქტიკებზე ეკერლეს პორტრეტის ქვეშ წარწერა იყო რომელზედაც ავტორის სახელი ეწერა, ვინმე აფხაზი. ინტერნეტში ვეცადე მეპოვა ინფორმაცია ავტორობის შესახებ მაგრამ ვერსად ვერაფერი ვნახე, ვერც ქართულად ვერც რუსულად ვერც ინგლისურად. შემდეგ ეგ ოვნატანიანი დავგუგლე და ვიკიპედიაში ასეთ რამეს წავაწყდი:
Овнатан Овнатанян (около 1730—1801, Тбилиси) — живописец, сын Акопа Овнатаняна, придворный художник Ираклия II
ერეკლეს პორტრეტს რომ ვუყურებ აშკარად უფრო დიდი ოსტატობითაა დახატული ვიდრე Овнатан Овнатанян-ის სხვა სურათები. მხატვრულ ამ დონეს უახლოვნება ამ მხატვრის შვილიშვილი, ბაბუაზე უფრო ცნობილი Акоп Овнатанян (Яков Авнатамов, 1806—1881), თუმცა ის სხვა ეპოქაში ცხოვრობდა. ამ აფხაზზეც ვერანაირი ინფო ვერ ვიპოვე, არადა ძალიან დავინტერესდი ამ საკითხით.
This post has been edited by Iberia on 8 Dec 2011, 16:54