Kakha.Gერთ რამეს ვიტყვი შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ასე ვფიქრობ მაინც რაც არ უნდა არაპოპულარული არ იყოს ეს.
არანაერი სენტიმენტები არ მაქვს ლორეზე, არც არტაან-კოლა-ჩრდილ-ტაოზე, ეგ მხარეები როცა საქართველოს შემადგენლობიდან გამოვიდნენ 1921-1922 წ.წ. მთლიანად დაცლილი იყო უკვე ქართველებისგან სამწუხაროდ.
ახლა გვეყოლებოდა რამდენიმე ასეული ათასი თურქი და სომეხი დამატებით, გაუძლებდა კი დამატებით კიდევ ამდენ არაქართველს საქართველო?
ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ მხარეების ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლების შენარჩუნება/რესტავრაცია/დაცვა და ამ მხარეების ქართულობაზე ისტორიული მახსოვრობის შენარჩუნება რომ ვერავინ გაბედოს ისტორიის გაყალბება.
სხვა საქმეა შავშეთ-კლარჯეთი(ბათუმის ოკრუგის სამხრეთი) და საინგილო, ამ მხარეებში მაშინაც და დღესაც ცხოვრობენ ქართველები და ეს ადამიანები მოსწყდნენ საქართველოს და ეს დიდი უსამართლობა და ეროვნული კატასტროფა იყო თავის დროზე, ამდენი საუკუნე შეინარჩუნეს ცნობიერება და იდენტობა და ბოლოს ვიღაც ნაბოთლარმა კომუნისტებმა ერთი ხელის მოსმით "მიაჩუქეს" აზერბაიჯანს და თურქეთს.