1.სომხების დიდი რაოდენობა არ არის ამ დავთარში რანაირადაც არ უნდა აყალბო.
ყველაზე მეტი სომხები არიან აღმ.ტაოში 1/4-1/3 ფარგლებში, არტაანში,კოლაში,ჩრდილში,ჯავახეთში დადებული სოფლების მიხედვით 1/10-1/5-ის ფარგლებში არიან,სამცხეში შეიძლება ითქვას რომ არ არიან თითქმის ან მიზერული ოდენობით არიან.
2.რაც შეეხება ქართველებს, ყველგან უმრავლესობაში არიან.სამცხეში 9/10, არტაანში,კოლაში,ჩრდილში და ჯავახეთში 2/3-3/4-ის ფარგლებში არიან, ხოლო აღმ.ტაოში 1/2-დან 2/3-მდე.
ეს ყველაზე მიუკერძოებელი დათვლით,ქართველებისადმის ოდნავი სიმპათიის გარეშე ასეა.
3.მთლიანობაში ქართველების ოდენობა დავთრის ტერიტორიაზე 3/4-დან 4/5-მდეა ანუ 75-80%, სომხების რაოდენობა 1/10-1/5-ის ფარგლებშია ანუ 10-20%.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ დავთარში არ არის მოხვედრილი აჭარა,შავშეთი,კლარჯეთი,დას.ტაო-ამ რეგიონების მოხვედრის შემთხვევაში ქართველების რაოდენობა 90% გაიზრდებოდა, ხოლო სომხების 5-10% შემცირდებოდა.
10-20% დავთარში და 5-10% მთელ საათაბაგოში თუ შენ "დიდ რაოდენობას" უწოდებ კიბატონო მაგდენი სომეხი არის მაგრამ არაუმეტეს.
4.XI საუკუნის შემდეგ ცხადია სომეხი ლტოლვილები ტალღებად შემოდიოდნენ საქართველოში, ამაზე ბევრი წყაროა,მათ შორის სომხურიც და რა გასაკვირია, რომ სახლდებოდნენ მოსაზღვრე რეგიონებში,ფეოდალებს ყმების რაოდენობის გაზრდა ხელს აძლევდათ, მითუმეტეს ეს დევნილები სახლდებოდნენ დისპერსიულად იღებდნენ მართლმადიდებლობას და ასიმილირდებოდნენ, ამიტომაც VIII საუკუნიდან მას შემდეგ რაც ეს მხარე(ტაო-კლარჯეთი) გაუკაცრიელდა სრულად და ხელახლა დასახლდა ქართველებით შეიქმნა უამრავი ქართული მატერიალურ-კულტურული ძეგლი(აშენდა ტაძრები და ეკლესია მონასტრები, დაიწერა და გადაიწერა წიგნები,დაიწერა და მოიჭედა ხატები და ა.შ), სამეფოსაც ერქვა "ქართველთა სამეფო", ხოლო სომხების მიერ შექმნილი ან აშენებული იქ ჩვენ არაფერი, საერთოდ აღარაფერი არ გვხვდება, ეს ნიშნავს ქართველების სრულ პოლიტიკურ ეთნიკურ და დემოგრაფიულ დომინაციას XVII საუკუნემდე,როცა ეს მხარე გათურქდა იქამდე.
თორემ როცა ეს მხარე სომხეთს ჰქონდა წართმეული ქართლისთვის, კი დატოვეს მათ იქ კვალი, როცა აღარ იყვნენ კვალის დამტოვებელიც არავინ იყო.VIII საუკუნიდან სომხებზე, როგორც ფაქტორზე ლაპარაკი ტაოში არის ისეთი სისულელე როგორც ჯოჯიკი რომ შუშანიკის ძმა იყო.
This post has been edited by ingfar on 30 Dec 2015, 11:45