Geronti
License to Drill

       
ჯგუფი: Members
წერილები: 24823
წევრი No.: 15296
რეგისტრ.: 11-December 05
|
#55411438 · 26 Oct 2019, 22:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Dehumanizer
QUOTE | მხითარ აირივანცის ცნობა |
აირივანეცის შესახებაც წერია ქვემოთ მონაკვეთში. რა თეორიასაც უნდა ავითარებდეს ავტორი, ფაქტოლოგიური მხარეა საინტერესო.
I ...ზემოთ აღნიშნულის შემდეგ საჭიროდ ვთვლით კიდევ ერთხელ განვიხილოთ მესროპ- მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონების სომხური ვერსია, რომელიც აღნიშნულ მოვლენას ადგილს ქრისტიანულ ეპოქაში უძებნის. თავის დროზე ეს ვერსია აკად. ივ.ჯავახიშვილმა ძირშივე ნაყალბევად მიიჩნია; მისი შენიშვნით, მაშტოცის მოწაფე ლაზარ ფარპეცი, რომელიც თავის თხზულების შედგენისას კორიუნის წყაროს ეყრდნობოდა, მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად ასახელებდა. სამართლიანად აღნიშნა რა კორიუნის თხზულებაში არსებული ზოგიერთი ანაქრონიზმისა და თხრობის არათანმიმდევრულობის თვალშისაცემი ფაქტები შესახებ, აკად. ი.ჯავახიშვილმა ცნობა ქართული ანბანის გამოგონების შესახებ კორიუნის თხზულების ტექსტში VI ს-ის ბოლოს ჩამატებულად გამოაცხადა (106:403-411). მოგვიანებით ზ.ალექსიძემ «ეპისტოლეთა წიგნის» ცნობათა კრიტიკული ანალიზის საფუძველზე ზღვარი VIII ს-ის დასაწყისამდე მიიტანა (28:035, 042). მანვე უხტანესის თხზულებაში შეტანილი აბრაამ სომეხთა კათალიკოსის მესამე ეპისტოლეს ტექსტის მაგალითზე განამტკიცა აზრი იმის შესახებ, რომ ცნობა მაშტოცის მიერ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ «ეპისტოლეთა წიგნში» შეტანილია X ს-ის შემდეგ (83:293- 303 და შმდ.). მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის შესაძლებლობა ენათმეცნიერული ხასიათის მყარი არგუმენტაციის ნიადაგზე კატეგორიულად გამორიცხა აკად. თ.გამყრელიძემაც (15:195 შენ.). ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა გამოგვეთქვა თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ კორიუნის თხზულებაში მოყვანილი ცნობა ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ მნიშვნელოვნად არის შერყვნილი გვიანდელი პერიოდის რედაქტორ-გადამწერლის შეგნებული ქმედების შედეგად. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე კორიუნისა და მოვსეს ხორენაცის ცნობების ურთიერთშეპირისპირების ნიადაგზე გამოვლენილმა პრინციპული ხასიათის ნიუანსობრივმა სხვაობებმა დაგვარწმუნა იმაშიც, რომ მესროპ-მაშტოცის სახელი ასევე მოგვიანებით იქნა ქართული ანბანის შექმნის მოვლენასთან მიტმასნილი და რომ მისი პირველი სტუმრობა მცხეთაში (408 წლის ახლოს) დაკავშირებული იყო ქრისტიანული ლიტერატურის მთარგმნელობით საქმიანობაში დაგროვილი გამოცდილების მხარეთა შორის ურთიერთგაზიარების ბუნებრივ პროცესსთან და არა ქართული დამწერლობის გამოგონების ფაქტთან (იხ. 102:8-15).
თავის დროზე ლ.-ნ.ჯანაშია იზიარებდა აკად. ი.ჯავახიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კორიუნის თხზულების ტექსტში არსებული ცნობა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონებაზე გვიანდელ ჩანართს წარმოადგენს, თუმცა მისივე სიტყვებით: «ეს არ ნიშნავს, რომ მასში არაფერი იყოს სწორი» (108:183 შენ. 280). «ამიტომ ამ ცნობის გამოყენება შესაძლებლად მიგვაჩნია, ცხადია, სათანადო კრიტიკული განხილვის შემდეგ»-ო, შენიშნავდა იქვე აღნიშნული მეცნიერი (108:183 შენ. 280). შეგვიძლია დავეთანხმოთ სომეხი მკვლევრის - პ.მურადიანის იმ შენიშვნასაც, რომ «რაგინდ კრიტიკულადაც არ უნდა შეფასდეს მესროპ-მაშტოცის ქართლში მისიის მიზანი, არ შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს მისი თანამოღვაწეებითურთ აქ ყოფნის თვითონ ფაქტი, რადგანაც ამ ამბების თხრობისას დასახელებული არიან რეალურ-ისტორიულ პირები, ქართლის მეფე ბაკური და ეკლესიის მეთაური მოსე, რომლებთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა» (69:16).
კორიუნის თხზულების ტექსტმა, როგორც ცნობილია, ჩვენამდე გვიანდელი ხელნაწერების სახით მოაღწია, რომელთაგან უძველესი XIV ს-ით თარიღდება. ამაზე ადრინდელი არ არის მოვსეს ხორენაცისა და მოვსეს კალანკატუაცის თხზულებათა ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიც. აღნიშნულ წყაროებში თავდაპირველი ცნობების გადაკეთება-დამახინჯების არაერთი ფაქტია დაფიქსირებული, როგორც სომეხ, ისე უცხოელ მკვლევართა მხრიდან. წერილობითი წყაროების ცნობების გადაკეთება- დამახინჯებისა და შეგნებულად გაყალბების ფაქტებს რომ უკვე ადრეულ ეპოქაშივე ჰქონია ადგილი, ამას მოწმობს თუნდაც სომეხი მემატიანის - ლაზარ ფარპეცის (V-VI სს.) კრიტიკული დამოკიდებულება ფავსტოს ბუზანდის (IV-V სს.) თხზულების ტექსტის მიმართ. «...იქნებ ვინმე სხვამ კადნიერი და უმეცარი სიტყვით ურცხვად ხელი მოჰკიდა და შიგ ჩაწერა ზოგი რამ [თავისი] სურვილისაებრ, ან ვიღაცამ ვერ შეძლო რა შესაფერისად [დაეწერა], გადაასხვაფერა, გააფუჭა და საჭიროდ მიიჩნია ფავსტოსის სახელით დაეფარა თავისი თავხედობის შეცდომები. ეს კი ცხადად ჩანს ყველა მკითხველისათვის. რადგანაც არიან ზოგიერთები ბერძენთა, განსაკუთრებით კი ასურელთა შორის რომლებმაც ჩუმად ჩაიდინეს ასეთი უსირცხვილობა. უვიცმა და კადნიერმა კაცებმა თვითონაც დაწერეს ამაო და გამოუსადეგარი ამბები და შეურიეს ისინი მეცნიერ მსმენელთა წიგნებში»-ო, ნათქვამია დასახელებული სომეხი მწერლის თხზულების პირველ წიგნში (108:206). ცნობილი სომეხი მეცნიერის - ნ.აკინიანის დასკვნით, ლაზარ ფარპეცის ნაშრომის პირველი წიგნი ეკუთვნის VIII ს-ის I მეოთხედში მოღვაწე უცნობ ავტორს. მაშასადამე, ამის წინარე ხანებში უკვე ჰქონია ადგილი ძველი წერილობითი წყაროების ცნობების გადაკეთება-შერყვნის ფაქტებს. ამასთანავე, VIII ს-ის I მეოთხედშიაც კი არ არსებობდა კორიუნის თხზულების ისეთი რედაქცია, სადაც მესროპ- მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონებაზე იქნებოდა საუბარი (იხ. 28:042, 046). მაგრამ თუკი კორიუნის თხზულებაში ცნობა ქართული ანბანის შექმნის შესახებ მაინც იყო განთავსებული, ოღონდ, როგორც ამას ჩვენ ვფიქრობთ, მაშტოცის სახელთან დაუკავშირებლად, საკითხავია: იქნებოდა კი ვალდებული ლაზარ ფარპეცი ან მისი თხზულების პირველი წიგნის VIII ს-ის პირველ მეოთხედში მოღვაწე უცნობი ავტორი, რომ აღნიშნულ მოვლენაზე (ე.ი. ქართული ანბანის შექმნაზე) ესაუბრა? რა თქმა უნდა, არა. ინფორმაცია ქართული ანბანის შექმნის შესახებ მისი მესროპ მაშტოცის სახელთან დაკავშირების გარეშე ლაზარFფარპეცისათვის სრულიად გამოუსადეგარი უნდა ყოფილიყო და ამ მიზეზით ის არც სარგებლობს მისით. ყალბისმქმნელთა იმგვარი ჩარევის ფაქტს, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი, თავის დროზე ვერც კორიუნის თხზულება გადაურჩა. ცნობილი სომეხი ისტორიკოსი ნ.ადონცი პირდაპირ აღნიშნავდა კიდეც იმას, რომ საუკუნეთა მანძილზე «კორიუნის ნაშრომმაც განიცადა რედაქციული გადამუშავება, და შემორჩენილი ვერსია არ შეიძლება ჩაითვალოს პირვანდელად» (4:341 შენ. 1).Кპ.პეეტერსიც იძულებული იყო ეღიარებინა ის ფაქტი, რომ «ჭეშმარიტი კორიუნი» ძველ სომხურ მწერლობაში «შესაშური პატივით არ ყოფილა გარემოცული» !!! (იხ. 32:189).
* * * II მოკლედ, არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ კორიუნის თხზულებაში არსებული ჩვენთვის საინტერესო ცნობა მოგვიანებით იქნა გადაკეთებულ- დამახინჯებული. ამასთანავე, აღნიშნული ცნობის უცნობ ინტერპოლატორს, ეტყობა, რაღაც არსებითი მოტივაცია უბიძგებდა იქეთკენ, რომ ზემოხსენებული სიყალბე ჩაედინა. კერძოდ, საფიქრებელია, რომ თავდაპირველ წერილობით ვერსიაში იყო მისთვის და საზოგადოდ, სომხური მხარისათვის რაღაც პრინციპულად მიუღებელი გარემოება, რომელიც თავის მხრივ იყო ალბათ იმის ერთ-ერთი მიზეზიც, რომ «ჭეშმარიტ კორიუნს» სომხეთში ძველად «შესაშური პატივით» არ ეპყრობოდნენ. კორიუნის თხზულების ამჟამად დაკარგულ დედანში ქართული ანბანის შექმნის შესახებ ინფორმაცია რომ არ ყოფილიყო, ცხადია, მოგვიანებით მისი გადაკეთების გზით გაყალბების აუცილებლობაც არ დადგებოდა დღის წესრიგში. უცნობი ინტერპოლატორის აღნიშნულ ქმედებას ხელი, ალბათ, იმ ვითარებამაც შეუწყო, რომ მის თანადროულ ქართულ მწერლობაში ასომთავრული ანბანის შექმნის ისტორიულ პერიპეტიების შესახებ ან უკვე სულ არაფერი უწყოდნენ, ან კიდევ, ინფორმაცია აღნიშნულ მოვლენაზე რაღაც განსაკუთრებული ვითარების მიზეზით ბუნდოვანი და უკვე ძნელად ამოსაცნობი იყო. უთუოდ დამაფიქრებელი ფაქტია ის, რომ V-X საუკუნეების ქართულ მწერლობაში ერთი სიტყვაც კი არ არის დაძრული, როგორც ეროვნული დამწერლობის შექმნის, ისე IV ს-ის ბოლოს ან V ს-ის დასაწყისში მაინც ძველი და ახალი აღთქმის ქართულად გადმოღების შესახებ, რომელთა არსებობის ფაქტები IV-V სს-თა მიჯნაზე არანაირ ეჭვს არ შეიძლება, რომ იწვევდეს. ასევე ფაქტია ისიც, რომ მაშტოცის სახელი არ არის დაკავშირებული ქართული ანბანის გამოგონებასთან ჩვენთვის ცნობილი სომხური წერილობითი წყაროების V-XII საუკუნეებით დათარიღებულ არცერთ (!) ხელნაწერში. უაღრესად საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ XI ს-ის მწერალი ლეონტი მროველი არ სარგებლობს ქართული ანბანის შექმნის ჩვენთვის ცნობილი სომხური ვერსიით. ეს ფაქტი მით უფრო საინტერესოდ გვეჩვენება იმის ფონზე, რომ ლეონტი მროველი, სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმული თვალსაზრისის თანახმად, ე.წ. «არმენოფილ ავტორად» არის აღიარებული და მასვე, სხვათა შორის, ეკუთვნის ცნობა იმის შესახებ, რომ უძველეს ეპოქაში «ქართლოსიანთა ენა სომხური (?) იყო» (57:16). მკვლევარ ალ.აბდალაძის აზრით: «წარმოუდგენელია, ლეონტი მროველს არ სცოდნოდა გადმოცემა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონების შესახებ, ... ეტყობა, თუ XI საუკუნეში საყოველთაოდ იყო ცნობილი რომელიმე ქართული გადმოცემა, ლეონტი მროველი უპირატესობას მას ანიჭებდა და არა სათანადო სომხურ ლეგენდებს» (1:168). მაგრამ არაფერი წარმოუდგენელი არ უნდა იყოს იმაში, რომ ლეონტი მროველს ქართული ანბანის მაშტოცისგან გამოგონების ვერსია არ სცოდნოდა, რადგან ეს უკანასკნელი მის დროს (ე.ი. XI ს-ში) უბრალოდ ბუნებაშიც კი არ არსებობდა. ცნობა მაშტოცის მიერ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ კორიუნის, მოვსეს ხორენაცისა და მოვსეს კალანკატუაცის შემდეგ, რომელთა თხზულებებმა ჩვენამდე XIV და უფრო გვიანდელი ხელნაწერების სახით მოაღწიეს, პირველად და ისიც უხეში ფაქტობრივი ხარვეზისა და ანაქრონიზმის თანხლებით თავს იჩენს XIII ს-ის I ნახევრის სომეხ ავტორთან, ტავუშელ ვარდაპეტ ჰოვჰანეს (იოანე) ვანაკანთან (28:046-047; 83:307, 336; 27:192). ვანაკანის მიდევნებით იგივე ცნობას იყენებენ XIII და შემდგომი საუკუნეების სხვა სომეხი ავტორებიც: ვარდან არეველცი, მხითარ აირივანეცი და სხვ. საინტერესოა, რომ «ეპისტოლეთა წიგნში» შეტანილი მასალების უკანასკნელი ფენა და მასში დამოწმებული აბრაამ სომეხთა კათალიკოსის III ეპისტოლეს ტექსტში ზ.ალექსიძის მიერ გვიანდელ დანართად მიჩნეული ციტატაც, სადაც მაშტოცი ქართული ანბანის შემქმნელადაა გამოცხადებული, ასევე XIII ს-ით თარიღდება (იხ. 83:291-303).
ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ფრიად საგულისხმო ცნობებს ვპოულობთ მხითარ აირივანეცისთან. იგი თავის «ქრონოგრაფიულ ისტორიაში» ქართული ანბანის შექმნას ლეგენდარულ ფარნავაზ მეფის სახელს უკავშირებს. თუმცა ამ უკანასკნელის ზეობის ხანას მწერალი, ჩანს, რომ ლეონტი მროველის ცნობების არასწორი და თვითნებური გაგების მიზეზით, ნაბუქოდონოსორ II-ის ეპოქაში (ძვ. წ. აღ-ის VI ს-ის I ნახ.) ათავსებს (იხ. 71:57). ლეონტი მროველის თხზულება, როგორც ცნობილია, XII ს-ის II ნახევარში უკვე იყო სომხურ ენაზე თარგმნილი და მხითარ აირივანეცის გარდა მას XIII ს-ის სხვა სომეხი მწერლებიც იცნობდნენ. მხითარ აირივანეცის მის «ქრონოგრაფიულ ისტორიაში» მოეპოვება ცნობა მაშტოცისა და საჰაკ დიდის მიერ სომხური მწიგნობრობის შექმნის შესახებაც, მაგრამ მათ «ღვაწლზე» ქართული მწიგნობრობის წინაშე ის იქ არაფერს წერს. მხითარი, საზოგადოდ, კარგად იცნობდა როგორც წინამორბედ, ისე მისივე თანადროულ სომხურ მწერლობას. სხვასთან ერთად, სხვათა შორის, მას უსარგებლია მოვსეს ხორენაცის (V ს.), მოვსეს კალანკატუაცისა (X ს.) და უხტანესის (X ს.) თხზულებებითაც, აგრეთვე, ჰოვჰანეს (იოანე) ვანაკანისა და ვარდან დიდი/არეველცის (XIII ს.) ხელნაწერებით (71:14). ამდენად, მას, წესით და რიგით, მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია უნდა სცნობოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ვერსია მას დასახელებულ ნაშრომში არა აქვს შეტანილი. სამაგიეროდ, მასვე ერთ თავის საგალობელში აღნიშნული ჰქონია ის, რომ მესროპ-მაშტოცმა შექმნა სომეხთა და კავკასიის ალბანელთა დამწერლობები, ხოლო ქართული ანბანი, როგორც ამას ლ.დავლიანიძე-ტატიშვილი ალ.აბდალაძის ზეპირ ცნობაზე დაყრდნობით უთითებს მხითარ აირივანეცის «ქრონოგრაფიული ისტორიის» ტექსტზე თანდართულ შენიშვნებში, მხოლოდ «მოუწესრიგებია» (იხ. 71:89 შენ. 22). სომეხ ავტორთან ჩვენთვის საინტერესო კონტექსტში ხმარებულ ზმნას «ზუგელ» საკმაოდ მრავალსახოვანი მნიშვნელობები გააჩნია: 1. მორთვა, მოკაზმვა, გამოწყობა (სამოსლით); 2. დამთხვევა, სწორება; 3. შეკავშირება, შეხამება, შეწყობა, შეთავსება, შეერთება, შეჯერება, შეპირისპირება და ა.შ. მართალია, უცნობია ის, თუ რის საფუძველზე აკეთებდა მხითარ აირივანეცი აღნიშნულ განცხადებას, მაგრამ იმის ფონზე, რომ ჩვენ ისედაც ვვარაუდობდით მაშტოცის მცხეთაში პირველად სტუმრობისას მთარგმნელობით საქმიანობაში დაგროვილი გამოცდილებისა თუ ცოდნის მხარეებს შორის ურთიერთგაზიარების შესაძლო ფაქტს, სომეხი მემატიანის ხსენებული ცნობა ფრიად საგულისხმოდ მოჩანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტერმინ «ზუგელ»- ს მხითარი ხმარობს ძველი ქართული «შეწამების» (შეჯერება) მნიშვნელობით. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს ჩვენ უკვე აღნიშნულთან ერთად გვაძლევს ის ფაქტი, რომ სომეხი მემატიანის მხრიდან პრაქტიკულად გაზიარებულია ქართული დამწერლობის შექმნის ლეონტი მროველისეული ვერსია. თუ დავუშვებთ იმგვარ აზრს, რომ მხითარს ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ლეონტი მროველის ცნობაში აღნიშნულის გარდა დამატებით მოეპოვებოდა კიდევ სხვა ინფორმაციაც, უნდა ვიფიქროთ, რომ ის სომხური დამწერლობის ჩამოყალიბების პროცესში ქართული ასომთავრულის, - თუნდაც იმ კონკრეტული მომენტისათვის უკვე ფაქტობრივად არსებული დამწერლობის სისტემის, - მონაცემების გათვალისწინების ფაქტს ამზეურებდა. სხვა საკითხია ის, თუ როგორი სიზუსტით არის დაცული აღნიშნული ინფორმაცია ზემოხსენებული სომეხი მწერლის საგალობელში. * * * III ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ჩვენ თავს ნებას მივცემთ თამამად განვაცხადოთ ის, რომ ლეგენდა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის გამოგონების შესახებ სომხურ მწერლობაში არ არსებობდა XII ს-ში უეჭველად (რომ არსებულიყო, მას «ქართლის ცხოვრების» ძველსომხურ თარგმანში უეჭველად ვიხილავდით, რადგან ასეთ შანსს მონოფიზიტი სომეხი მწერალ-მთარგმნელი ხელიდან, უბრალოდ, არ გაუშვებდა! - ბ.ხ.) და ჯერ კიდევ ნაკლებად პოპულარული ყოფილა XIII ს-ის I ნახევარში. ჩანს, რომ სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს ძველ სომხურ წერილობით ძეგლებში ყალბისმქნელ რედაქტორ-გადამწერელთა მხრიდან ჩვენთვის საინტერესო ისტორიული ცნობების შეგნებულად გადაკეთება-დამახინჯების ტენდენცია. რატომ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ყოველივე ამის სათავეში სომეხი საეკლესიო მოღვაწე, პედაგოგი და ისტორიკოსი, ტავუშელი ვარდაპეტი ჰოვჰანეს ვანაკანი (+1251 წ.) და მისი ცნობილი სკოლის (ხორანაშატი) მრავალრიცხვოვანი აღზრდილები (მათ შორის: ვარდან «დიდი» არეველციც) იდგნენ ?! პირადად ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ყალბი ლეგენდა მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული დამწერლობის გამოგონების შესახებ სწორედ აღნიშნულ წრეში ჩამოყალიბდა. ამასთანავე, ეს უკადრისი ქმედება ჩადენილია არა სპონტანურად, არამედ სრულიად შეგნებულად, წინასწარ მოფიქრებულად და გეგმაზომიერად, რასაც ხელი ალბათ დიდად შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ვანაკანის მოწაფეებმა ხორანაშატის სკოლის განადგურების (1225 წ.) შემდეგ სომხეთისა და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო კერებს მიაშურეს (ზოგიერთმა კი, ადგილებზე თვითონაც ჩაუყარა საფუძველი მსგავს სკოლებს), სადაც ისინი სამწერლო მოღვაწეობის გვერდით ინტენსიურად შეუდგნენ ძველი წერილობითი ძეგლების ხელნაწერთა გადაწერა-განახლებასაც. ის ნიუანსობრივი სხვაობის ფაქტი, რომელიც ერთიდაიგივე მოვლენაზე კორიუნისა და მ.ხორენაცის ცნობებს შორის არის მკვლევართაგან შენიშნული, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძველ წერილობით წყაროთა ცნობების გადაკეთება- დამახინჯებით მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული პიროვნება როდი იყო დაკავებული, არამედ ის შეიძლება გამოდგეს იმის მოწმობად, რომ აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას ეწეოდა «მწერალთა» ჯგუფი. ნიშანდობლივად გვეჩვენება ის გარემოებაც, რომ განსახილველ პერიოდში, ჯერ ხვარაზმელების და შემდეგ თათარ- მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად საქართველოს მანამდე ძლევამოსილ სახელმწიფოს, რომლის საზღვრებშიც იყო მოქცეული მაშინ ისტორიული სომხეთის მიწა-წყლის დიდი ნაწილი, უმძიმესი დრო დაუდგა. ზემოაღნიშნული სიყალბეც რომ სწორედ განსახილველ პერიოდში იქნა ჩადენილი, ვფიქრობთ, ეს არანაირ ეჭვს აღარ უნდა იწვევდეს!
ერთი სიტყვით, ადრე ჩვენ მიერ გამოთქმული მოსაზრება, სომხური დამწერლობის შექმნის პროცესში ქართული ანბანის ერთ-ერთი შემქმნელი პირის - გრი ორმიზდის შესაძლო მონაწილეობის შესახებ, მხითარ აირივანეცის ზემოგანხილული ცნობის ფონზე დამატებით რეალიებს იძენს. ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია თამამად იმის განცხადებაც, რომ ქართული ანბანის შექმნის მოვლენასთან მაშტოცის სახელის ხელოვნურად მიტმასნებისათვის სომეხ რედაქტორ-გადამწერლებს არსებითი მოტივაცია გააჩნდათ: XIII საუკუნისათვის სომხურ მწერლობაში ჯერ კიდევ არსებობდა ტრადიციული გადმოცემა, რომელიც მაშტოცის მცხეთაში სტუმრობისას ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი სომხური ანბანის ქართულ ასომთავრულთან შეწამების ფაქტზე ღაღადებდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ტრადიცია კორიუნის თხზულების ჩვენამდე არმოღწეული თავდაპირველი რედაქციიდან მომდინარეობდა. გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ კორიუნის თხზულებაში, ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდის დამახინჯებული სახით იქ წარმოდგენის მიუხედავად, სხვასთან ერთად შენარჩუნებულია რეალური ინფორმაციის ანარეკლი იმის თაობაზე, რომ ქართულ დამწერლობას საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც, როგორც ამაში ჩვენ შეგვეძლო ზემოთ დავრწმუნებულიყავით, ისტორიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ეს ნიუანსი კიდევ ერთი მოწმობაა ჩვენი ადრე გამოთქმული იმ მოსაზრების მართებულობისა, რომლის თანახმად კორიუნის თხზულების ტექსტში მოგვიანებით უხეში რედაქტორული ჩარევის შედეგად ინფორმაციული ხასიათის ცნობა ქართული ანბანის შექმნის მოვლენაზე და ცნობა მაშტოცის მცხეთაში სტუმრობის შესახებ მისი თანამდევი რეალური მოტივის შეგნებული ცვლილებითურთ ხელოვნურად გაერთიანდა და ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი სხვადასხვა მოვლენა ერთიანობაში იქნა წარმოდგენილი (იხ. 102:12- 13). ესეც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ მოვსეს ხორენაცის თხზულებაში (რომელიც, სპეციალისტთა შეხედულებით, ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდში დამოკიდებულია უშუალოდ კორიუნის წყაროზე) შეტანილი ცნობები ქართული ანბანის შექმნის შესახებ ნიუანსობრივად სხვაობს კორიუნის თხზულებაში მოყვანილი ცნობებისაგან. ეს სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება სომხური დამწერლობის გამოგონების დროის შესახებ აღნიშნულ წყაროებში დაცული მითითებების ურთიერთშედარებისას. სწორედ აღნიშნული ჩვენებების ურთიერთშეუთანხმებლობის ფაქტი (Varietas lectioni) და თავის დროზე უხეში რედაქციული ჩარევის (Ad libita librarii !) შედეგად ტექსტში გაჩენილი ანაქრონიზმები იმის მთავარი მიზეზი, რომ დასახელებული მოვლენის დათარიღების საკითხში არმენოლოგთა შორის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ერთსულოვანი აზრის ჩამოყალიბება. კორიუნის იმ ცნობის საფუძველზე, რომლის თანახმად სომხური დამწერლობა ვრამშაპუჰ სომეხთა მეფის ზეობის მე-6 წელს შეიქმნა, სხვადასხვა სომეხი მეცნიერი მოვლენას ათარიღებდა 392/93, 395, 404-406 ან 412-416 წლებით. არმენოლოგიაში ამჟამად უფრო მიღებული თვალსაზრისით, სომხური დამწერლობა შეიქმნა 406 წელს (იხ. 33:45). უკვე აღნიშნულითაც ჩანს ის, რომ ქართული ასომთავრულის შექმნის მოვლენა ქრონოლოგიურად რამდენადმე წინ უსწრებდა სომხური დამწერლობის გამოგონებას. ამიტომ თუკი ორი მეზობელი ხალხის დამწერლობების «შეწამებაზე» ვისაუბრებთ, ლოგიკური იქნება იმგვარი დასკვნის გაკეთება, რომ სომხური ანბანის ჩამოყალიბების პროცესში მაშტოცმა სხვასთან ერთად ისარგებლა ქართული ასომთავრულითაც და არა პირიქით, როგორც ამას მხითარ აირივანეცი აცხადებს თავის ერთ-ერთ საგალობელში.
ახლა, როდესაც ჩვენთვის უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ ასომთავრულ ანბანს წერითთან ერთად კალენდარული დანიშნულებაც გააჩნდა, ზემოხსენებული მოსაზრება კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მესროპ-მაშტოცს სურდა სომხურ «ერკათაგირს» ისეთივე თვისებები ჰქონოდა, როგორიც ქართულ ასომთავრულ ანბანს გააჩნდა; კერძოდ, შეექმნა ასომთავრულის მსგავსი ანბანი- კალენდარი, თუმცა მისი ეს სურვილი, როგორც ჩანს, საბოლოოდ სურვილადვე დარჩა. მაშტოცის დაინტერესების საგანი უნდა ყოფილიყო აგრეთვე ქართული ანბანის მდიდარი ფონეტიკური არსენალიც, რომელსაც სხვაობის გვერდით ბევრი საერთოც ჰქონდა სომხური ენისათვის დამახასიათებელ სპეციფიურ ბგერებთან. კორიუნისა და მოვსეს ხორენაცის თხზულებებში დაცულია ცნობები იმის შესახებ, რომ დანიელ ასურის მიერ სომეხთათვის შექმნილი ანბანი მწირი აღმოჩნდა სომხური ენის ფონეტიკის სრულყოფილად გადმოცემისათვის და ამ მიზეზით ის პრაქტიკაშიც ვერ დაინერგა. ორივე ავტორი ერთხმად უთითებს იმაზეც, რომ მაშტოცი დიდად გაწვალდა ეროვნულ ანბანზე ფიქრით და მისი შექმნა შემდგომშიც რამოდენიმე წლის მანძილზე ვერ მოახერხა. ვფიქრობთ, უმნიშვნელო არც ის ფაქტი უნდა იყოს, რომ ადრინდელ სომხურ მწერლობაში მესროპ-მაშტოცი სრული სომხური დამწერლობის შემქმნელად არ მოიაზრებოდა; მას მიაწერდნენ სომეხთავის უკვე მანამდე უცხოელისგან (დანიელ ასურელი ეპისკოპოსი) შედგენილი ანბანისათვის მხოლოდ რამოდენიმე ასოს შემატების ღვაწლს. ეროვნული დამწერლობის შექმნაზე ფიქრით გატანჯულ მესროპ-მაშტოცს ბუნებრივად უნდა გასჩენოდა ინტერესი მეზობელი ერთმორწმუნე ხალხის - იბერიელების ქრისტიანული ანბანის მიმართ, რომელიც, სომეხთა თვალთახედვის არეში, ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ მას შემდეგ მოხვდა, როდესაც დიდი ბაკური ბიზანტიიდან სამშობლოში დაბრუნდა, ქართლის სამეფო ტახტი დაიკავა და ადგილობრივი ეკლესიის მეთაურის - მოსე მთავარეპისკოპოსის ხელშეწყობით გრი ორმიზდთან ერთად მის მიერვე შექმნილი ასომთავრული ანბანის პრაქტიკაში დანერგვას შეუდგა, ანუ 395 წელს. მაგრამ ვერც იმ შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი ამის უწინაც ჰქონებოდა, კერძოდ კი, «წმინდა მიწაზე», სადაც იმყოფებოდნენ 395 წლის წინარე პერიოდში, როგორც ვიცით, ქართული ანბანის შემქმნელები - ბაკური და გრი ორმიზდი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როგორც ეს თავის დროზე აკად. ი.ჯავახიშვილის მიერ იქნა შენიშნული, ძველად არსებულა მაშტოცის «ცხოვრების» ისეთი რედაქციაც, რომელიც სომხური ანბანის შემქმნელს იერუსალიმთან დაკავშირებულ მოღვაწედ აცხადებდა; მოგვიანებით ეს რედაქცია ელინოფილ მწერლებს გადაუმუშავებიათ და მაშტოცის იერუსალიმთან კავშირის ამსახველი ცნობებიც თითქოსდა ამ ნიადაგზე წარხოცილა (იხ. 107:408, 413-415, 422-423). თუ აღნიშნული ვარაუდი ჭეშმარიტების რაიმე მარცვალს შეიცავს, მაშინ შეგვეძლო დაგვეშვა ისეთი აზრი, რომ მაშტოცმა ქართული ანბანის შესახებ შეიტყო იერუსალიმში მისი ყოფნის ჟამს; შესაძლოა, უშუალოდ ქართული ანბანის იმხანად იქ მყოფ შემქმნელთაგანაც კი. ასეთ შემთხვევაში გამართლდებოდა იმ მეცნიერთა აზრი, ვინც სომხური ანბანის შემოღების დროდ 392/93 წწ.-ს მიიჩნევდა. სხვა შემთხვევაში კი, როგორც მივუთითეთ, ეს მოვლენა 395 წელზე ადრე არ ივარაუდება, და თუ არმენოლოგებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ მოვლენას ადგილი რეალურად 406 წელს ჰქონდა, მათ, ალბათ, ამ თვალსაზრისის მართებულობის მტკიცებისათვის სათანადო მყარი არგუმენტებიც მოეპოვებათ, რომელთა სადავოდ გახდა, პრინციპში, ჩვენ მიზნად არც გვაქვს დასახული.
This post has been edited by Geronti on 26 Oct 2019, 22:46
--------------------
ეს საიტი გინახავთ? http://gmirebi.ge/
|