ნუ პრინციპში არა მარტო სანიკიძეს უწერია ამდაგვარი არამედ საქ. ისტორიის ნარკვევებშიც

"ამ შორეულ ლაშქრობაში საქართველოს ლაშქარს უამრავი ნადავლი დაუგროვდა და შემდგომი წინსვლა შეუძლებელი შეიქნა."
რაც შეეხება ლაშქრობას:
არდებილში გალაშქრებამ ქართველთა მხედრობა დაარწმუნა (არდებილში სულთანი დაატყვევეს ანისში სომხების გაწყვეტისთვის

ეგ უმადურები ეგენი

), რომ მთელს ირანში არ არსებობდა ერთიანი ძალა, რომელსაც შეეძლო ქართველთა ლაშქარს გამკლავებოდა. იმისათვის, რომ მახლობელ აღმოსავლეთში ეცნოთ საქართველოს სამხედრო ძლევამოსილება,
“ცნან ყოველთა სპათა აღმოსავლეთისათა ძალი და სიმხნე ჩუენი”, საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოეწყო შორეული ლაშქრობა ირანს. ეს იყო თამარის მეფობის დროს უკანასკნელი დიდი ლაშქრობა.
ქართველთა საგანგებოდ მომზადებული ლაშქარი ჯერ მარანდს მიადგა, მარანდელები სასტიკად დაამარცხა და თავრიზისაკენ გაემართა. ქართველთა ლაშქრის მიახლოებით თავზარდაცემულმა თავრიზელებმა გადაწყვიტეს
“რათა ხარკის მიცემითა, და ძღუენითა და შევრდომითა და ზენარისა თხოვნით დაამშჳდნეს ქართველნი”. თავრიზელებმა ქალაქი უბრძოლველად ჩააბარეს ქართველებს, მიართვეს უამრავი საჩუქარი და ლაშქრისათვის სურსათ-სანოვაგე.
ქართველებმა ქალაქში დატოვეს მცველები და თვითონ გზა განაგრძეს სალაშქროდ. თავრიზის შემდეგ ქართველთა მხედრობას ასევე უბრძოლველად დამორჩილდა მიანაც. მიანას შემდეგ ლაშქარი ზენჯანს მიადგა, რომელიც ბრძოლით აიღეს. მცირე შესვენების შემდეგ ქართველთა ჯარი ყაზვინს ჩავიდა. “მოარბიეს და აღივსნეს საქონლითა”. ყაზვინიდან ქართველები უფრო ღრმად შეიჭრნენ,
“უშინაგანესისა რომ-გურისა მიმართ მიიწივნეს, რომელ არს ხორასანი”. ქართველთა ლაშქარი
“მიიწივნეს ვიდრე გურგანისად ქალაქად და მოაოხრეს ქუეყანა იგი”.
აუკან მობრუნებული მხედრობა იძულებული გახდა მიანის გამგებელი სასტიკად დაესაჯა იქ მცველად დატოვებული ქართველთა რაზმის ამოწყვეტის გამო (მოკლედ მემატიანის მიხედვით მიანას მოსახლეობამ მიიღო ცრუ ინფორმაცია ქართული ლაშქრის დაღუპვის შესახებ და გახარებულებმა ქალაქში დატოვილი ქართული გარნიზონი გაწყვიტეს. გადარჩა მხოლოდ 1 კაცი რომელმაც ქართულ ლაშქარს შეატყობინა თანამებრძოლების ტრაგედია. ნუ რა დაემართებოდათ მიანას მკვიდრთ მემგონი ნათელია

). ასეთი ხანგრძლივი და შორეული ლაშქრობა ქართველებს მანამდე არ ჩაუტარებიათ. ქართველები
“ესდენად სიშორესა შინა მივიდნენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა”. * * *
ხო კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ამ ლაშქრობიდან

მემატიანე წერს, რომ ერთ-ერთ ქალაქთან.. არ მახსოვს რომელთან..
ქართველი მოწინავე ლაშქარი 500 მხედრის ოდენობით შეეჩეხა ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგეს.
მოწინავეები არ დაელოდნენ ძირითად ჯარს და ეკვეთნენ მომხდურთ.
ყველაზე საოცარი იყო ის რომ როდესაც ძირითადი ლაშქარი მივიდა ბრძოლის ველზე იქ მათ დახვდათ 500 შუბდარჭობილი
მტერი და 500 საღი ქართველი

რამაც დიდი აღტაცება და გაოცება გამოიწვია

ეხლა ეს რომ რეალურად არ მომხდარიყო თამარის ისედაც სიტყვაძუნწი ისტორიკოსი ამას არ აღწერდა
Меня постоянно преследуют мудрые мысли... но я быстрее...