#40924486 · 13 May 2014, 23:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არწივი9
შეუძლებლად მიმაჩნია ის, რომ როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს, ალაფი რომ არა, ისპაჰანს ავიღებდითო, მე კი მგონია, რომ ირანში ღრმად შესვლა და იქ სამხედრო კამპანიის ჩატარება, სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა ქართული ჯარისთვის, თუმცა როგორც იუზერმა gochaj-მა აღნიშნა, შორსაც წავსულვართ ( ალბათ კასპიის სანაპიროს გაუყვნენ ) თუმცა ისიც აღნიშნა, თუ რატომაც გამოვედით უკან.
gochaj
რათქმაუნდა, როდესაც კოლონია ხარ, მოგიწევს კოლონისტის სამსახურში ჩადგომა, მაგრამ მისი გულისთვის, მასზე მეტად რატომ უნდა "გავიგიჟოთ" თავი? როდესაც მან დაგიპყრო, ხოლო შენ მის ჯარში, მასზე უკეთ იბრძვი, სხვის დასაპყრობად. აი ასეთი საქციელი მგონია სწორედ ფსიქოლოგიური კომპლექსი, ჩვენზე ღონიერის მიმართ.
George66
ჩვენ თუ ვიდავეთ, ეს "სამუდამოდ" გაგრძელდება ( სანამ პირში სული გვექნება ) რადგან სხვის ომში სხვაზე უკეთესად ბრძოლა, არ მეამაყება, შენ კი პირიქით, კეთილი და პატიოსანი!
P.S. "რუსი გარბოდა და ქართველი არა" ეს არგუმენტი იმის საპირწონედ ვერ გამოდგება, რომ რუსზე უკეთესი მეომრები ვართ.
|