მოუსმინეთ the doors -- "უცნაური დღე" 1967წ მეორე ალბომია (პირველი მაგარია, მგამ მე პიველათ მეორე ალბომი მოვისმინე. ის სრულყოფილია და კარგი შეკრული) სანამ Pink Floyd -დი გამოუშვებდა თავის ჰიტებს , მანამდე იყო ეს ჯგუფი ,თავისი ფსიქოდელიური მუსიკით. მერე მოკვდა მორისონი და ესტაფეტა დარჩათ პინკ ფლოიდებს.
ბოდიში თემის გაოფებისათვის
გიტლერს მოწონდა ვაგნერი და განსაკუთრებით მისი ოპერა "ღმერთების სიკვდილი" გენიოსი მუსიკოსი ანტისემიტი იყო
თუმცა არაფერი ისეთი არ ჩაუდენია.
ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი (გერმ. Wilhelm Richard Wagner, ხშირად პირველი სახელის გარეშე - უბრალოდ რიხარდ ვაგნერი; 1813 წლის 22 მაისი 1813, ლაიფციგი — 1883 წლის 13 თებერვალი, ვენეცია) — გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი დრამატურგი (საკუთარი ოპერების ლიბრეტოს ავტორი), ფილოსოფოსი, რევოლუციონერი. საუკუნეთა გასაყარზე ევროპულ კულტურაზე უდიდესი გავლენა, განსაკუთრებით კი მოდერნიზმზე. მეორე მხრივ მისმა მისტიციზმმა და იდეოლოგიურმაა ანტისემიტიზმმა დადი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გერმანულ ნაციონალიზმზე და მათ შორის ნაციონალ-სოციალიზმზე.
სარეკორდო მუსიკა
რიხარდ ვაგნერმა დაწერა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სოლო არია. ის ჟღერს ბრიუნგილდის მსხვერპლშეწირვის სცენაში, ოპერაში "ღმერთების სიკვდილი". არია ჟღერს 15 წუთის განმავლობაში. ასევე ვაგნერს ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ოპერა - "ნიურბერგის მეისტერზინგერები" რომელიც გრძელდება 5 საათის და 15 წუთის განმავლობაში.
ფილოსოფია
რიხარდ ვაგნერის არამუსიკალური მემკვიდრეობა შედგება 16 ტომი ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოებებისგან, ასევე - 17 ტომი წერილები.
გაცნობა შუმანთან
ახალმა გაცნობილმა შუმანმა და ვაგნერმა ერთად 1 საათი გაატარეს ლაპარაკში. შეხვედრის შემდეგ რიხარდმა მეგობრებს უთხრა:
- შუმანი - არაჩვეულებრივი მუსიკოსი და ძალზედ პატიოსანი ადამიანია. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ის ზედმეტად ჩუმია.
შუმანმა კი განაცხადა:
- საბოლოოდ გავიცანი ვაგნერი! მე ის ძალიან მომეწონა, მხოლოდ ერთია ცუდი: ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს...
მისი ყველაზე სკანდალური რომანი 18 წლის მეფე ლუდვიგ II-სთან იყო. მეფე თაყვანს სცემდა ვაგნერის მუსიკას და უზრუნველყოფდა მას საცხოვრებლითა და ფულით. ლუდვიგი უზომოდ იყო ვაგნერზე შეყვარებული და წერილებში მოიხსენიებდა მას “ჩემო სიყვარულო” და “ჩემო სულის სიყვარულოო”. თანაგრძნობის ნიშნად ვაგნერი საათობით ესაუბრებოდა მეფეს ხელოვნებაზე და მუსიკაზე, ან იჯდა მის გვერდით ნეტარ სიჩუმეში. ვაგნერი ამ პერიოდში კოზიმა ფონ ბიულოვთან ცხოვრობდა, რომელიც შემდეგ, 1870 წელს მისი მეუღლე გახდა. ამ დროს ვაგნერი 50 წლის იყო, ხოლო კოზიმა 25-ის. ის იყო ვაგნერის მეგობრის, ფრანც ლისტის შვილი და მისი საყვარელი მოსწავლის და ახლო მეგობრის ჰანს ფონ ბიულოვის ცოლი. 5 წლით ადრე ვაგნერს კოზიმას უფროს დასთან, ბლანდინთან ჰქონდა რომანი. ვაგნერს კოზიმასთან ორი შვილი შეეძინა. კოზიმა აღმოჩნდა ქალი, რომელმაც ბედნიერი გახადა გენიის ცხოვრება. ვაგნერი მის ხელში გულის შეტევით გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ერთი დღე-ღამე კოზიმას ის ისევ ჩახუტებული ჰყავდა. მან თავისი გრძელი თმა შეიჭრა და მიცვალებულ ვაგნერს კუბოში, გულზე დააწყო.
მიმაგრებული სურათი