ოსმალეთს იმდენი მცდელობა არ ჰქონია დაეპყრო დასავლეთ საქართველო რამდენიც ირანს ჰქონდა დაეპყრო აღმოსავლეთი.
სურვილი და მცდელობები იყო რათქმაუნდა, მაგრამ არა იმდენი და იმ მასშტაბის რაც ირანს ქონდა აღმოსავლეთში.
უბრალო სტატისტიკას თუ შევხედავთ ასეა.
რა იყო ამის მიზეზი?
პირველ რიგში გეოგრაფიული ფაქტორი ჩემი აზრით.
აღმ.საქართველოს არავითარი გეოგრაფიული ბარიერი არ აქვს ირანის მიმართულებით, აქედან დღევანდელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ასევე ჩრდ. ირანში(სადაც მაშინ ირანის პოლიტიკური და სამხედრო ცენტრი იყო) შეჭრა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
უხეშად რომ ვთქვათ ქართლში შეკრებილ დიდ სამხედრო ძალას მარშით შეეძლო გაეარა სამხრეთით არანის დაბლობი, შირვანი და გადასულიყო ირანის აზერბაიჯანში.
აღმ.საქართველო და თბილისი ბრწყინვალე ფორტპოსტი იყო ნებისმიერი შეტევისთვის სეფიანთა სახელმწიფოს მიმართულებით, თანაც მის გულში შესატევად.
თბილისის მნიშვნელობა დაახლოებით ისეთივე იყო სეფიანებისთვის, რა მნიშვნელობაც ბუდას და უნგრეთს ქონდა ოსმალეთისთვის რუმელიაში, ამიტომ იბრძოდნენ ოსმალები გაშმაგებით უნგრეთისთვის და ამიტომაც მისი დაკარგვის მერე ნელ-ნელა ყველაფერი აეხათ ედირნემდე.
ამიტომ ვერ უშვებდნენ შაჰები აღმოსავლეთში, თუნდაც ვასალური სამეფოების არსებობას.
რაც შეეხება დასავლეთს, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა XV-XVI სს-ში ნიველირდა მას შემდეგ რაც:
1.შავი ზღვა ოსმალეთის ტბად იქცა, აქ ვერც ვერავინ მოვიდოდა და აქედან ვერავის შეუტევდი.
2.სამცხე-საათაბაგო დაიპყრო ოსმალეთმა, ამიტომ დასავლეთიდან სახმელეთო გზით ოსმალეთზე შეტევაც გამოირიცხა, წინ მესხეთის ქედი, ჭოროხის და მტკვრის ვიწრო და მთიანი ხეობები იყო, აქედან დიდი ძალებით შეტევა არ გამოვიდოდა, რომც გამოსულიყო მას ლოკალური ხასიათი ექნებოდა და ანატოლიისკენ ღრმა გარღვევა გამოირიცხა.
როდესაც ვითარებამ შეცვლა დაიწყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ანუ როცა შავ ზღვაზე რუსეთმა დაიწყო შემოჭრა, ხოლო დასავლეთ საქართველო ღრმა ზურგიდან შესაძლოა უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფორტპოსტად ქცეულიყო(დაახლოებით ისეთად როგორიც VI საუკუნეში იყო იუსტინიანესა და ხოსროსთვის), მერე კი მოაწყდნენ ოსმალები დასავლეთს დიდი ძალებით.....ჩვენდა საამაყოდ უნდა ითქვას რომ ზუსტად მაგ დროს დასავლეთში ენერგიული ლიდერები იყვნენ და ოსმალებს საკადრისი პასუხი გაეცათ.
This post has been edited by ingfari on 13 Apr 2018, 12:10