t-90უფროსს ვინ აგზავნიდა თეიმურაზს რომ გაეგზავნა?
უმცროსი ძის როგორც მძევლის გაგზავნა მიღებული წესი იყო, ასე გააგზავნა ალექსანდრე II-მ კონსტანტინე(კონსტანტინე-მირზა), სვინომ I-მა ლუარსაბი.
არც პირველს გაუგზავნია უფროსი ძე ერეკლე და არც მეორეს გიორგი(შემდგომში გიორგი X).
რატომ, ისინიც თეიმურაზივით "მხდალები" იყვნენ?
ძის გაგზავნა იყო მიღებული წესი და იქ ვინც მოგეპრიანებოდა არ იგზავნებოდა, ის სწორედაც რომ უმცროსი უნდა ყოფილიყო, რადგან ტახტის მემკვიდრის პრობლემა არ დამდგარიყო თუკი მეფე მოკვდებოდა.
უფროსი რომ გაეგზავნათ დგებოდა საფრთხე, რომ:
ა)მძევლობის დროს მას გაამუსლიმებდნენ და ამ გზით ტახტზე მუსლიმი ავიდოდა
ბ)თუ შაჰს დაჭირდებოდა მას საქართველოში დარჩენილი და გამეფებული უმცროსი ქრისტიანი ძმის წინააღდეგ გამოიყენებდა, როგორც კანონიერ მემკვიდრეს, მომხრესაც ბევრს უპოვიდა და მისი შემოჭრაც გამართლდებოდა.
მოკლედ დამატებითი ძალიან სახიფათო ბერკეტი იქნებოდა.
თეიმურაზმა იმოქმედა დადგენილი წესების მიხედვით, ვასალიტეტი არ დაურღვევია, რასაც მისი წინაპრები აკეთებდნენ ის გააკეთა, არც აჯანყება დაუწყია....მაგრამ შაჰს ის ძველი პირობები აღარ აწყობდა უკვე, ქართლის და კახეთის სამეფოების გაუქმება უნდოდა, სამეფო დინასტიის სრულად ამოხოცვა ან გამუსლიმება და ირანში გადასახლება(ის რაც მერე რუსეთმა უქნა ბაგრატიონებს).
მაგრამ არ გინდათ ამ უმარტივესი ფაქტის გაგება და დანახვა, დაიჯერეთ ზღაპრები რომ თურმე შაჰი გამწყრალა იმის გამო "ძიძა ხომ არ ვარ ეს ღლაპი რატომ გამომიგზავნე უფროსიც მოაყოლეო", არადა ამ თეიმურაზის ძეებს შორის 1-2 წელი იყო ასაკობრივი სხვაობა, მეტი კი არა.
მოკლედ თეიმურაზს უნდა დაეკიდა კახეთის თავადების აზრის და მეორე ძის გაგზავნაც რომ მოთხოვა შაჰმა უკვე იქ უნდა მიმხვდარიყო, რომ დასრულებულია ყველაფერი ომის გარეშე არაფერი გამოვა.
იგივე უნდა ექნა ლუარსაბ II-ს მაგრამ ის საერთოდ ძალიან სუსტი და უუნარო მეფე იყო.
უნდა შეეკრიბათ გაერთიანებული ლაშქარი, გამოეტანათ საცავებიდან ფული და დაექირავებინათ დამატებითი ლაშქარი დას. და სამხ. საქართველოდან ასევე ჩრდ.კავკასიიდან.
ყველა თავადი ვინც ხმას ამოიღებდა, კლდიდან გადაეშვა.
ამის მერე 20,000-25,000 მეომარს კი მოუყრიდნენ თავს ორივე, ჰოდა უნდა გაემართათ გენერალური ბრძოლა.
40-60-ზე იქნებოდა შანსები.
ეს იქნებოდა სწორი.
თან რათქმაუნდა ამას რომ დაინახავდა გიორგი სააკაძე უეჭველი ქართულ მხარეს გადმოვიდოდა
ეგ ხომ ფარულ შეთქმულებას უწყობდა 13 წელი შაჰს, ხელსაყრელ მომენტს ელოდა ოდენ.
This post has been edited by ingfari on 28 Mar 2018, 18:04