ეტყობა, ზოგიერთი მაინც ვერ აცნობირებს იმ "სხვებს" რა აწუხებს. ქართველებს ლექციების კითხვა არ სჭირდება ,
რომ ომის წამოწყება, დიდი ხნის წინ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, უაზრობა და პრაქტიკული კუთხით არაფრის მომტანია.
იქნებ, ეგ ლექცია სხვებისთვის წაგვეკითხა ხშირ-ხშირად, რომ ჩვენსკენ თვალის ცეცებასა და ხელების ფათურს თავი ანებონ?!
ზოგიერთი რომ ვერ ჩერდება(თუნდაც ამ ფორუმზე) და ჩვენი ისტორიის წაღმა-უკუღმა ტრიალს თავს არ ანებებს, ამას რაღა ვუყოთ?!
აბა, რა, ქართველები ხომ გულუხვები ვართ ტერიტორიების დარიგებაში... ჩვენ არავისი გვმართებს ამ მხრივ,
ხოლო ჩვენი კარის მეზობლებს-ყველას.
ამ არაჩვეულებრივ ლოგიკას თუ ავყვებ-მივყვებით, სულ ახლახან ოკუპირებულ ტერიტორიებზედაც უარი უნდა ვთქვათ, ვინაიდან
ისტორიას არ ახსოვს, რომ დაკარგული ტერიტორია ვინმეს დამფა-ზურნით მშვიდობიანად მოერთმიოს ლანგარზე.
აი, ასე უნდა უნდა ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს და ჩვენი სინსილა აღარ იქნებოდა დღეს, ვინაიდან საქართველო ყოველთვის
მოქცეული იყო სხვადასხვა ქვეყნის ინტერესში. ვფიქრობ, ახსნა არ არის საჭირო რატომ და რისთვის. ეს ყველამ ვიცით.
სამწუხაროდ, ადამიანები არ იცვლებიან. ჩვენ რომ ვთმობთ, სხვები არ ჩერდებიან და დაპყრობა სურთ.
ყველა ომს ნგრევა და უბედურება მოაქვს ხალხისთვის. ამიტომ უმჯობესი იქნება, თუკი უომრად, ნგრევის გარეშე,
შემოვუშვებთ ყველა რჯულის მტერს და ჩავაბარებთ ქვეყანას. შენ დაუკა!
butkujბუტკჯ, შეეშვი საქართველოს ისტორიის გადაწერას და ქართველი მეცნიერებისთვის ჭკუადარიგებას.
შენი დამჯდარი ჭკუით ყველა ტერიტორია ჩვენს მეზობლებს ეკუთვნის და მათ შორის ყარაბაღიც.
სომხური მოსახლეობა ყარაბაღში სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდა. შენთვის უცნობია, რომ ისინი სადაც დასახლდებიან,
მათი მენატალიტეტიდან გამომდინარე, "ისკონნი ზემლია" ხდება ის მიწა?!
მკვლევარები ფიქრობენ, რომ სომხურმა მოსახლეობამ დაიწყო იქ ზრდა და ამის შემდეგ დაიწყო ამ ტერიტორიის არმენიზაცია.
ეს პროცესი დაიწყო მე-5 ს-ში.
როგორც ცნობილია ალბანელებს თავისი ანბანი ჰქონდა და იყენებდნენ საკუთარ ენაზე თარგმნილ სასულიერო ლიტერატურას
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. სწორედ იქ, ისინი უმეტესობა იყვნენ.
სპარსელთა აგრესიას და სომხური ეკლესიის შემოტევას(მათ ხომ ყოველთვის სპარსელები ლოიალურად ექცეოდნენ)
მოჰყვა მე-7 საუკუნეში ალბანური ენის ეკლესიიდან საბოლოოდ გამოდევნა. იგივეს აპირებდნენ აქით ჩვენსკენ,
მაგრამ ფეხი არ ჩაეტიათ. სხვა შემთხვევაში "დიდ ყარაბაღს" შექმნიდნენ.
წირვა-ლოცვა სომხურად დააწყებინეს ალბანელებს, რამაც გამოიწვია ალბანელთა ასიმილაციის დაწყება.
ალბანეთის არმენოფილურმა ძალებმა მოიწვიეს ალბანელ მონოფიზიტთა კრება, სადაც მიიღეს ანტიეროვნული
და მოღალატური გადაწყვეტილება(აქაც იგივე უნდოდათ, მაგრამ...ფაფუ..)-ალბანელთა კათალიკოსი
სომხეთში იქაურ კათალიკოსს უნდა ეკურთხებინა.
სომხებმა მიაღწიეს იმას, რომ მტკვრის მარჯვენა ნაპირის ალბანეთი სომხურენოვანი გახდა და გასომხდა(ამასვე უპირებენ აფხაზეთს, სხვათაშორის.
თუმც ჩვენ პაციფისტები ვართ და აბა, ომს ხომ ვერ დავიწყებთ. დაემკვიდრონ , იმრავლონ და ასიმილაციას დაუქვემდებარონ ადგილობრივი მოსახლეობა).
ჩრდილოეთი ნაწილი კი, რაც ჰერეთის ქართული სამეფოს გარეთ აღმოჩნდა, არაბთა წყალობით გამუსულმანდა და მოგვიანებით თურქულ ტომებში გაითქვიფა.
აი, ეს გახლავს ნამდვილი ისტორია. სომხები სადაც სახლობენ, "ისკონნაია" არც ის არის, მაგრამ არავინ ედავება, იყვნენ და სხვების ტერიტორიებაზე
თველყურისჭერას თავი ანებონ, ვინაიდან ახლანდელი ყარაბაღის პრობლემა მათი ისტორიული აგრესიის შედეგი გახლავს.
სამურზაყანოში კი, მარტო ქართველები არ ცხოვრობენ. ამით არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ასეა ეს....